30 ოქტომბერი 2024, 14:14 / სანდო წყარო

თბილისის მერი რადიოქალაქის პროექტის პირველი ეტაპის შესრულებულ სამუშაოებს გაეცნო

მუხიანის დასახლებაში რადიოქალაქის პროექტის პირველი ფაზა დასრულდა. დასრულებულ სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„პროექტს თბილისის მერიის კონცეფციით ახორციელებს კომპანია „ინდუსტრიული ქალაქი“ („აჭარა ჯგუფში“ შემავალი კომპანია), რომელმაც 2019 წელს, აუქციონის გზით შეისყიდა ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორია.

კახა კალაძემ პროექტი შეაფასა და განმახორციელებელ კომპანიას მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ დაანონსებული გვქონდა რადიოქალაქის პროექტი. ეს არის ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორია და გვქონდა იდეა ამ ტერიტორიის სწორად გამოყენების, რომ ყოფილიყო მრავალფუნქციური. გამოვაცხადეთ ტენდერი ჩვენივე კონცეფციით, თუ როგორ უნდა მომხდარიყო აღნიშნული სივრცის განვითარება.

შეიქმნება კიდევ ერთი მიზიდულობის ცენტრი მუხიანში, სადაც ყველა თაობის ადამიანს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლოს ამ ინფრასტრუქტურით. დღეს დავათვალიერეთ პროექტის პირველი ეტაპის დასრულებული სამუშაოები. ეს არის პადელის სამი კორტი, რესტორანი, კაფე, სამუშაო სივრცეები. ასევე გათვალისწინებულია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შესაბამისი არეალები. ზოგადად, ძალიან მაგარი კონცეფციაა და მომავალი წლისთვის უნდა იყოს დასრულებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის საკრებულოს წევრები და გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე.

რადიოქალაქის სრული ტერიტორია 12 ჰა ფართობს მოიცავს, რომელიც 455 000 თბილისის მცხოვრებისთვის 5-15 წუთის მანძილზე მდებარეობს.

პროექტის ჯამური ინვესტიცია 90 მილიონ ლარამდეა. რადიოქალაქი გააერთიანებს 10-ზე მეტ ინდუსტრიას, 35-ზე მეტ სექტორს და ხელს შეუწყობს 200-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის წამოწყებას, რაც შექმნის მრავალ შესაძლებლობას ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

რადიოქალაქი გახდება ტექნოლოგიური სტარტაპების, საგანმანათლებლო პროგრამების, ტექ-კომპანიების, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების თავშეყრის ადგილი. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სხვადასხვა დარგის პროფესიონალებს შორის ახალი კავშირებისა და ცოდნის მიმოცვლას.

ამ ეტაპზე, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ტერიტორიის ნაწილი, რომელიც სარეკრეაციო, სამუშაო, საკონცერტო, საგამოფენო და სპორტულ სივრცეებს აერთიანებს. ტერიტორიაზე უკვე მოეწყო D Block-ის საერთო სამუშაო სივრცე, რესტორანი და პადელის კორტები.

პროექტის გამორჩეული ნაწილია ღონისძიებების სივრცე, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, 8 000-დან 10 000-მდე ადამიანს უმასპინძლოს. სივრცეში ჩატარდება მრავალფეროვანი შინაარსის ფესტივალები, ტექ-სამიტები, სახელოვნებო გამოფენები, საერთაშორისო ექსპოზიციები თუ კონცერტები. პროექტი 2025 წელს დასრულდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

07 დეკემბერი 2024, 04:51

პოლიტიკა

ამ დროისთვის აქცია და აქციის მონაწილეთა მსვლელობა დასრულებულია

ამ დროისთვის აქცია და აქციის მონაწილეთა მსვლელობა დასრულებულია.

07 დეკემბერი 2024, 03:17

პოლიტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი ახალგაზრდა, რომლებიც აქციის მიმდინარეობისას დააკავეს და რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდათ, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი ახალგაზრდა, რომლებიც აქციის მიმდინარეობისას დააკავეს და რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდათ, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

07 დეკემბერი 2024, 02:47

პოლიტიკა

აქციის მონაწილეები ამ ეტაპზე რუსთაველის გამზირზე აღარ იმყოფებიან

აქციის მონაწილეები ამ ეტაპზე რუსთაველის გამზირზე აღარ იმყოფებიან.რესპუბლიკის მოედანს სამართალდამცველები ტოვებენ.

07 დეკემბერი 2024, 02:18

პოლიტიკა

აქციის მონაწილეებს პიროტექნიკა დამაგრებული ჰქონდათ ხეზე და დამიზნებით ესროდნენ პოლიციელებს

დღეს აქციის მონაწილეებს ახალი ტაქტიკა ჰქონდათ, რომ პიროტექნიკა დამაგრებული ჰქონდათ ხეზე და დამიზნებით ესროდნენ პოლიციელებს.

ზურაბ მანჯავიძე

07 დეკემბერი 2024, 02:13

პოლიტიკა

ზურაბ მანჯავიძე: ჩემთვის ყველაზე მძიმე არის ის ორმაგი სტანდარტი, რომლითაც გაჯერებულია ზოგადად საზოგადოების ერთი ნაწილი და ეს ბოლშევიკურ-ფაშისტური ნარატივი, რომ თუ არ ხარ ჩემს აზრზე, ხარ ჩემი მტერი, რუსი და მონა

ჩემთვის ყველაზე მძიმე არის ის ორმაგი სტანდარტი, რომლითაც გაჯერებულია ზოგადად საზოგადოების ერთი ნაწილი და ეს ბოლშევიკურ-ფაშისტური ნარატივი, რომ თუ არ ხარ ჩემს აზრზე, ხარ ჩემი მტერი, რუსი, მონა და ა.შ. , - განაცხადა მუსიკოსმა და საზოგადოება „ქართულის“ წევრმა ზურაბ მანჯავიძემ გადაცემაში „იმედი Live“.

07 დეკემბერი 2024, 01:48

პოლიტიკა

აქციის მონაწილეები პიროტექნიკას, სპეცრაზმი კი წყლის ჭავლს იყენებს

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები პიროტექნიკას, სპეცრაზმი კი წყლის ჭავლს იყენებს. მანამდე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები გააფრთხილეს, არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.

დავით ხურცილავა (ჯაპანა)

07 დეკემბერი 2024, 01:40

პოლიტიკა

დავით ხურცილავა: 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ გავუშვებდით. დღეს ვხვდები, რომ ივანიშვილმა ბეწვის ხიდზე გაატარა ქვეყანა და ჩვენ გადავრჩით

„2012 წელს, ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ გავუშვებდით. დღეს ვხვდები, რომ ივანიშვილმა ბეწვის ხიდზე გაატარა ქვეყანა და გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავ. ხვალ ეს ქვეყანა რომ იქნება ბედნიერი და არცერთ ევროპულ ქვეყანაზე ნაკლები, ამაში დარწმუნებული ვარ. ჩვენ გადავრჩით, როდესაც 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ გავუშვით. ესენი რომ კიდევ აქ ყოფილიყვნენ, ეს ქვეყანა რა მდგომარეობაში იქნებოდა, დაახლოებით წარმომიდგენია.“, - აღნიშნა მსახიობმა.

რაფაელ გროსი

07 დეკემბერი 2024, 01:36

მსოფლიო

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო: ირანი მკვეთრად აჩქარებს ურანის გამდიდრებას

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ირანი მკვეთრად აჩქარებს ურანის გამდიდრებას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ნანა ლორთქიფანიძე

07 დეკემბერი 2024, 01:16

პოლიტიკა

ნანა ლორთქიფანიძე: მე ვგმობ ძალადობას ყველა მხრიდან, საშინელ აგრესიას ვხედავთ მომიტინგეებისგან, ჩვენ ასეთი რამ საერთოდ არ გვინახავს არასდროს

მე ვგმობ ძალადობას ყველა მხრიდან, ვგმობ იმ გადაცდომებსაც სამართალდამცავების მხრიდან, რომელიც მართალია ერთეული შემთხვევები იყო, მაგრამ იყო სამწუხაროდ, - განაცხადა მსახიობმა ნანა ლორთქიფანიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

07 დეკემბერი 2024, 01:09

პოლიტიკა

რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების მისამართით წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყეს

რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების მისამართით წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყეს. მანამდე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები გააფრთხილეს, არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.

რუსუდან გორგილაძე

07 დეკემბერი 2024, 01:08

პოლიტიკა

რუსუდან გორგილაძე ზურაბიშვილზე: როდესაც შენ ხარ ქვეყნის მთავარსარდალი და ქვეყნის პრეზიდენტი, როგორ შეიძლება შენს პოლიციელებსა და სპეცრაზმელებს რობოკოპები უწოდო - ეს რომ ევროპაში მომხდარიყო, ქვეყანა დაიქცეოდა

საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის პირველი ქართული დელეგაციის წევრმა, ფსიქოლოგმა, რუსუდან გორგილაძემ გადაცემაში „იმედი Live“ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ ინტერვიუზე ისაუბრა, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა პოლიციელებს რობოკოპები უწოდა.

07 დეკემბერი 2024, 00:39

საზოგადოება

სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ხმოვანი სიგნალით დაშლისკენ მოუწოდებენ

სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ხმოვანი სიგნალით დაშლისკენ მოუწოდებენ. პოლიცია მათ აფრთხილებს დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლწესრიგის აღსადგენად.

კახა ლაბუჩიძე

07 დეკემბერი 2024, 00:36

პოლიტიკა

კახა ლაბუჩიძე: მე არ მინახავს არც ერთი ახალგაზრდა გამოსულიყო სიტყვით და მას რამე ეთქვა, ყველა დათქმულ დროს იკრიბებოდა და ჯგუფი, რომელიც გადამზადებული იყო უკიდურესი რადიკალიზმისთვის, იწყებდა პირდაპირ ვანდალიზმს

მე არ მინახავს არც ერთი ახალგაზრდა გამოსულიყო სიტყვით და მას რამე ეთქვა, პირიქით ყველა დათქმულ დროს იკრიბებოდა და რადიკალების ჯგუფი, რომელიც გადამზადებული იყო უკიდურესი რადიკალიზმისთვის იწყებდა პირდაპირ ვანდალიზმს, - განაცხადა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

07 დეკემბერი 2024, 00:33

პოლიტიკა

გია ჭანტურია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მოუწოდებს ოთარ კაკაბაძისგან „პასი“ არ მიიღონ

„საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, კაკაბაძემ გააკეთა განცხადება, რომელიც იყო ამაზრზენი. მან თქვა, რომ ჩამოსვლა უნდა და იმედია ეს ყველაფერი მალე დამთავრდებაო. ფაქტობრივად მან მოუწოდა „ქართულ ოცნებას“ რომ დროზე, ყველა დაიჭირეთ ვინც დასაჭერია, ცემეთ პატარა ბიჭები და გოგოები, იმიტომ, რომ მე ჩამოსვლა მინდაო. მე მგონია სირცხვილია, რომ „პასიც“ მიიღოთ მაგათგან“.

07 დეკემბერი 2024, 00:22

სამართალი

შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, პროტესტი კანონით დადგენილ ფარგლებში გამოხატონ, წინააღმდეგ შემთხვევაში თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, პროტესტი კანონით დადგენილ ფარგლებში გამოხატონ, თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას კი, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.ი

სოზარ სუბარი

07 დეკემბერი 2024, 00:19

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ოპოზიციაზე: არჩევნებამდეც ვამბობდით, რომ სახელმწიფო გადატრიალება იყო ამ პოლიტიკური პარტიების მიზანი, ამიტომ მთელი მათი ქმედებები და გეგმები გათვლილი იყო არჩევნების მეორე დღეზე

სოზარ სუბარმა ბოლო დროს საქართველოში განვითარებული პროცესები გადაცემაში „იმედი LIVE“ შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს იყო სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა.

დიდიე რეინდერსი

07 დეკემბერი 2024, 00:14

მსოფლიო

POLITICO: ჩხრეკის შედეგად, ბელგიის პოლიციამ ათასობით ევრო აღმოაჩინა ყოფილი ევროკომისრის სახლში, რომელიც ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი

ბელგიის პოლიციამ ათასობით ევრო აღმოაჩინა მართლმსაჯულების საკითხებში ყოფილი ევროკომისრის, დიდიე რეინდერსის სახლის ჩხრეკის დროს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

07 დეკემბერი 2024, 00:09

სამართალი

შსს-ს განმარტებით, თბილისის სხვადასხვა მეტროს სადგურში საპოლიციო ღონისძიება - მოქალაქეების ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად ჩატარდა

განვმარტავთ, რომ პირის ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას. პოლიციელი უფლებამოსილია პრევენციული ღონისძიების განხორციელების ფარგლებში ზედაპირული შემოწმების მიზნით შეაჩეროს პირი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს თან აქვს ნივთი, რომლის გადატანა შეზღუდულია ან რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ლაშა მარგიშვილი

07 დეკემბერი 2024, 00:08

საზოგადოება

ლაშა მარგიშვილი: ENQA-ს და EQAR-ის წევრობა არანაირად არ არის დაკავშირებული სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFM) წევრობასთან

ENQA-ს და EQAR-ის წევრობა არანაირად არ არის დაკავშირებული სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFM) წევრობასთან, - განაცხადა განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა მარგიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

ლაშა მარგიშვილი

07 დეკემბერი 2024, 00:03

საზოგადოება

ლაშა მარგიშვილი საქართველოში გაცემულ დიპოლმებზე: ENQA-ს და EQAR-ის წევრობა ორგანიზაციამ მოიპოვა 2019 წელს და ბუნებრივია, 2019 წლამდე გაცემული დიპლომებიც ისევეა აღიარებული, როგორც 2024-ში და მომავალში იქნება

ENQA-ს და EQAR-ის წევრობა ორგანიზაციამ მოიპოვა 2019 წელს და ბუნებრივია 2019 წლამდე გაცემული დიპლომებიც ისევეა აღიარებული, როგორც 2024-ში და მომავალში იქნება, - განაცხადა განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა მარგიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“. მისი თქმით, ცენტრი აგრძელებს და დღეს არის ENQA-ს და EQAR-ის წევრი ორგანიზაცია.