02 ნოემბერი 2024, 08:00 / სანდო წყარო

ხვალიდან საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს, ზოგ რეგიონში წვიმა და ქარია მოსალოდნელი

ხვალიდან საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს, ზოგ რეგიონში კი წვიმა და ქარია მოსალოდნელი. უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.

დღეს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, 3 ნოემბრიდან კი გაწვიმდება და გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღეს დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს.

თბილისში დღეს და ხვალ უნალექო ამინდი იქნება. 3-4 ნოემბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 2-3 ნოემბერს დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 4 ნოემბერს შედარებით აცივდება და შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დღეს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 3 ნოემბერს კი გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღეს დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): დღეს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 3 ნოემბერს კი გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღეს დღისით +20, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): დღეს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 3 ნოემბერს კი გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღეს დღისით +15, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): დღეს უნალექო ამინდი იქნება, 3 ნოემბერს კი ზოგან თოვლჭყაპია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღეს დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): დღეს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 3-4 ნოემბერს კი ზოგან გაწვიმდება და იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღეს და ხვალ ნოემბერს დღისით +16, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 4 ნოემბერს დაიკლებს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): დღეს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 3-4 ნოემბერს კი ზოგან გაწვიმდება და იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღეს და ხვალ დღისით +16, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 4 ნოემბერს დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): დღეს უნალექო ამინდი იქნება, 3-4 ნოემბერს კი ზოგან გაწვიმდება და იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღეს და ხვალ დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 4 ნოემბერს დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): დღეს უნალექო ამინდი იქნება, 3-4 ნოემბერს კი ზოგან თოვლჭყაპი და დასავლეთის მიმართულების ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღეს და ხვალ დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 4 ნოემბერს დაიკლებს.

ყველა სიახლე

09 დეკემბერი 2024, 02:07

პოლიტიკა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს აქციის მონაწილეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს აქციის მონაწილეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. პირდაპირი ჩართვისას რამდენიმე მონაწილემ ტელეკომპანიის ჟურნალისტს აგრესიულად მიმართა და „რუსთავი 2-“ პროპაგანდისტი მედია უწოდა.

09 დეკემბერი 2024, 02:04

პოლიტიკა

პირველი არხის გადამღებ ჯგუფს ანა დოლიძემ პირდაპირ ეთერში მუშაობაში ხელი შეუშალა

საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფს „ძლიერი საქართველოს“ წევრმა ანა დოლიძემ პირდაპირ ეთერში მუშაობაში ხელი შეუშალა.

ნიკა გაბელია

09 დეკემბერი 2024, 01:39

პოლიტიკა

ნიკა გაბელია ნიღბების აკრძალვის ინიციატივაზე: ძალიან კარგი და სწორი კანონის დაანონსება მოხდა დღეს, რაც ჩემი აზრით, აუცილებელიც კი არის. ევროპულ ქვეყნებში ეს ჩვეულებრივი ამბავია

ძალიან კარგი და სწორი კანონის დაანონსება მოხდა დღეს, რაც ჩემი აზრით, აუცილებელიც კი არის. ევროპულ ქვეყნებში ეს ჩვეულებრივი ამბავია, - განაცხადა საზოგადოება „ქართულის“ წევრმა, ბლოგერმა ნიკა გაბელიამ გადაცემაში „იმედის კვირა“ შეკრებაზე ნიღბების ტარების აკრძალვის ინიციატივასთან დაკავშირებით.

ნინო ნადირაძე

09 დეკემბერი 2024, 01:33

პოლიტიკა

ნინო ნადირაძე: ძალიან მწყდება გული „იმედიდან“ წასულ ჟურნალისტებზე, ვინც კი წავიდა, მათ ჰქონდათ ყველაზე მეტი პროექტი, ყველაზე მაღალი ხელფასი და დღეს რომ შეშფოთდნენ, ამაზე მეცინება

ძალიან მწყდება გული „იმედიდან“ წასულ ჟურნალისტებზე, ვინც კი წავიდა, მათ ჰქონდათ ყველაზე მეტი პროექტი, ყველაზე მაღალი ხელფასი და დღეს რომ, შეშფოთდნენ ამაზე მეცინება, - განაცხადა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა და „იმედის“ ტელეწამყვანმა ნინო ნადირაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.

ნინო ნადირაძე

09 დეკემბერი 2024, 01:00

პოლიტიკა

ნინო ნადირაძე: მე ვფიქრობ, რომ მსოფლიო გადანაწილების პროცესში საქართველოზე თითქოს დასავლეთიდან სიგნალს უგზავნიან რუსეთს, რომ ჯერ საქართველო ჩვენ არ გვინდა, ჩვენ ამას არ ვიღებთ ჯერ, შენ არ იდარდო

მე ვუყურებ ამ შეიარაღებულ კადრებს და ჩემი ფიქრები წავიდა 1991 წლის 22 დეკემბრისკენ, როდესაც ზუსტად ასეთი ფორმირებები იქმნებოდა, მოხდა სამოქალაქო ომი, რომელმაც ძალიან დიდი ხნით დაგვწია უკან. შემდგომში ეს ბანდფორმირებები ყველას სახლებში უვარდებოდნენ , - განაცხადა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა და ტელეწამყვანმა ნინო ნადირაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.

ირმა ჭკადუა

09 დეკემბერი 2024, 00:55

პოლიტიკა

ირმა ჭკადუა: ჩემო შვილებო, მინდა ყველას მოგმართოთ, დაფიქრდით - დარწმუნებული ვარ, თქვენ გულწრფელად გახვედით, მაგრამ გახდით პროპაგანდის მსხვერპლი, გადაგიღეს, თქვენი ქმედებები აღბეჭდეს და ასეთი გამზადებული, ხონჩით მიართვეს ბრალდების მხარეს

ადვოკატი ირმა ჭკადუა გადაცემაში „იმედის კვირა“ გამოეხმაურა არსებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც აქციის მონაწილეებმა თავდაცვის მიზნით ჯგუფი შექმნეს, რათა მათი თქმით, მომიტინგეები „ტიტუშკებისგან“ დაიცვან.

09 დეკემბერი 2024, 00:25

პოლიტიკა

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის მიმართულებით პიროტექნიკა ისროლეს

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის მიმართულებით პიროტექნიკა ისროლეს.

ცოტნე ანანიძე

09 დეკემბერი 2024, 00:20

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: ძალიან აქტიურად, ფორსირებულად მიდის პარალელების გავლება 7 ნოემბერთან, 26 მაისთან, 8 ნოემბერს ბათუმის უნივერსიტეტის დარბევასთან დაკავშირებით და ეს არის აბსოლუტურად კარდინალური სიტუაცია

ძალიან აქტიურად, ფორსირებულად მიდის პარალელების გავლება 7 ნოემბერთან დაკავშირებით, 26 მაისთან დაკავშირებით, 8 ნოემბერს ბათუმის უნივერსიტეტის დარბევასთან დაკავშირებით და ეს არის აბსოლუტურად კარდინალური სიტუაცია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძემ.

09 დეკემბერი 2024, 00:18

პოლიტიკა

არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა თავდაცვის მიზნით ჯგუფი შექმნეს, რათა მათი თქმით, მომიტინგეები „ტიტუშკებისგან“ დაიცვან. ვიდეო

„არც ერთ პარტიას არ წარმოადგენს ეს ხალხი, ვინც ახალა თქვენს უკან დგას, ეს არიან ადამიანები, რომლებიც გააკეთებენ იმათ საქმეს, ვინც დღეს არ იცავს საკუთარ ხალხს. ეს არიან ბიჭები, რომლებიც ქუჩა-ქუჩა ივლიან, დადგებიან, დაგეხმარებიან და თქვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. იცოდეთ, რომ თქვენ ხართ დაცულები და ვერანაირი ტიტუშკა ვერაფერს დაგიშავებთ“, - განაცხადა ერთ-ერთმა ნიღბიანმა ახალგაზრდამ.

მაია ნიკოლეიშვილი

08 დეკემბერი 2024, 23:34

პოლიტიკა

მაია ნიკოლეიშვილი: საქართველოში დღეს მიმდინარეობს ულიდერო მაიდანი

საქართველოში დღეს მიმდინარეობს ულიდერო მაიდანი, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა.

თამთა მეგრელიშვილი

08 დეკემბერი 2024, 23:31

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: „მთავარმა არხმა" „ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაში მონაწილის იდენტიფიცირება მოახდინა. მისი ოჯახის წევრები „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები არიან

„მთავარმა არხმა" „ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაში მონაწილე მეორე პიროვნების იდენტიფიცირება მოახდინა. ეს ადამიანი ვინმე ძნელაძეა და ის და მისი ოჯახის წევრები „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები არიან, - წერს „ხალხის ძალის" წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

ზურაბ აბაშიძე

08 დეკემბერი 2024, 23:30

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე: იმ ადამიანებს, რომლებიც მიდიან და მშვიდობიანად გამოხატავდნენ პროტესტს, დანარჩენი ექსტრემისტული ძალები იყენებენ სათავისოდ, რომ ქვეყანაში მოახდინონ მაიდანიზაცია, მოახდინონ არეულობა და ქვეყანა დაღუპონ

იმ ადამიანებს, რომლებიც მიდიან და მშვიდობიანად გამოხატავდნენ პროტესტს, დანარჩენი ექსტრემისტული ძალები იყენებენ სათავისოდ, რომ ქვეყანაში მოახდინონ მაიდანიზაცია, მოახდინონ არეულობა და ქვეყანა დაღუპონ, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.

ზურაბ ქადაგიძე

08 დეკემბერი 2024, 23:27

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: „მთავარმა არხმა" დადო თავდამსხმელების ფოტოები და ჰოი საოცრებავ, ორი ახალგაზრდა რადიკალურ ოპოზიციასთან პირდაპირ კავშირშია - ერთის დედამ ისიც კი თქვა, ჩემი შვილი ძმაკაცს ახლდა და მხოლოდ გააშველა, არ უცემიაო

რა დონის და მასშტაბის ნაძირალები ხართ, რომ ყველანაირ სპექტაკლს გაითამაშებთ, ოღონდ ბინძური ეგო დაიკმაყოფილოთ?! - წერს "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში.

დავით ჩიხელიძე

08 დეკემბერი 2024, 23:23

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ფაზლი ეტაპობრივად ლაგდება და დგინდება, რომ „ტვ პირველის“ ჟურნალისტებზე თავდასხმა, ოპოზიციის მიერ კარგად სახელმწიფოს წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაცია იყო, რომელიც სასარგებლო იდიოტებს შეასრულებინეს

„მთავარმა არხმა“, ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაში მონაწილე მეორე პიროვნების იდენტიფიცირება მოახდინა, საინტერესოა რომ ძნელაძის ოჯახი, ისევე როგორც პირველი იდენტიფიცირებული პირის ოჯახი ნაციონალური მოძრაობის და კოლექტიური ოპოზიციის მყარი მხარდამჭერები არიან, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

08 დეკემბერი 2024, 22:59

საზოგადოება

თბილისის მერია: მოვუწოდებთ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, არავითარ შემთხვევაში არ ავიდნენ პარლამენტის შენობასთან ნაძვის ხის კონსტრუქციაზე, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე

გაცნობებთ, რომ დედაქალაქში დაწყებული წინასაახალწლო სამუშაოების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგა ნაძვის ხის კონსტრუქცია, რომლის მონტაჟიც არ არის საბოლოოდ დასრულებული და არ არის უსაფრთხო, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

08 დეკემბერი 2024, 22:36

პოლიტიკა

„გაიფიცე“ - ოპოზიციის მხარდასაჭერად დაწყებული კამპანია. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

„გაიფიცე“ - ოპოზიციის მხარდასაჭერად დაწყებული კამპანია.

გიორგი გაბუნია

08 დეკემბერი 2024, 22:21

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია „ტვ პირველის“ ჯგუფზე თავდასხმაზე: ეს იყო ამაზრზენი, ამორალური და ყოვლად მიუღებელი ფაქტი. მიუღებელია ნებისმიერი ძალადობა, ძალადობის გამოვლინება, სიძულვილის ენა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ ეს იყო ამაზრზენი, ამორალური და ყოვლად მიუღებელი ფაქტი, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საზოგადოება „ქართულის“ თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ გუშინ „ტვ პირველის“ გადამღები ჯგუფის წევრებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამ ამბავმა ყველა ძალიან დაამძიმა.

გიორგი გაბუნია

08 დეკემბერი 2024, 22:19

პოლიტიკა

გაბუნია: საქართველომ ევროკავშირისგან ყველანაირი სიკეთე, რაც უნდა მიეღო როგორც ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოს, მიიღო ამ ხელისუფლების პირობებში. როგორ შეიძლება, რომ ამავე ხელისუფლებას დააბრალო პროცესის შეჩერება ან შეწყვეტა

ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ საკითხის ინიციირებას 2028 წლამდე, ვინაიდან თავად ევროკავშირის პოზიციაა, რომ 20230 წლამდე ევროკავშირი არ აპირებს გაფართოებასთან დაკავშირებით პროცესის დაწყებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი გაბუნიამ.

დავით ჩიხელიძე

08 დეკემბერი 2024, 22:11

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ჯერ ერთმანეთი სცემეს, შემდეგ ერთმანეთი დაჭამეს, „მთავარი არხის“ განცხადებით, ჟურნალისტებზე თავდამსხმელების ნაწილი იდენტიფიცირებულია, ერთ-ერთი კი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ოჯახის წარმომადგენელია

ახლა რა ხდება, ჯერ ერთმანეთი სცემეს შემდეგ ერთმანეთი დაჭამეს, "მთავარი არხის" განცხადებით, ჟურნალისტებზე თავდამსხმელი ადამიანების ნაწილი იდენტიფიცირებულია, ერთ-ერთი კი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ოჯახის წარმომადგენელია, ოჯახის განცხადებით "მთავარმა არხმა" შეცდომა დაუშვა, როცა მათი ოჯახის წევრი მოძალადედ გამოაცხადა და მისი ფოტოები საჯაროდ გაავრცელა, - წერს დავით ჩიხელიძე ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით.

ლევან ნიკოლეიშვილი

08 დეკემბერი 2024, 22:09

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: დიდი არეულობაა „ნაცებში", მგონი უკვე ზუსტად იციან რომ ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა, ისევ მათივე ხალხის გაკეთებულია, გარჩევები მიდის ერთმანეთში

დიდი არეულობაა „ნაცებში", მგონი უკვე ზუსტად იციან რომ ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა, ისევ მათივე ხალხის გაკეთებულია, გარჩევები მიდის ერთმანეთში, - წერს "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.