ნაძალადევის სპორტული კომპლექსის შენობაში ხანძარი იყო
ფოტო: იმედი/ვიდეოკადრი
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, სპორტული კომპლექსის შენობაში ხანძარი იყო. ცეცხლი შენობის მეორე, მესამე სართულებსა და სახურავზე გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე მაშველებმა შენობაში მყოფი ადამიანების ევაკუაცია დროულად შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე იმყოფებოდა ნაძალადევის გამგებელი. ირაკლი ხელაძის განცხადებით, ზარალის ოდენობა უახლოეს დღეებში დადგინდება.
ყველა სიახლე
08 დეკემბერი 2024, 22:06
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი „ტვ პირველის“ ჯგუფზე თავდასხმაზე: მაქვს ეჭვი, გუშინ საგანგებოდ დადგმული სცენარი „ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთაა, იმიტომ იქნენ შერჩეულნი „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული პირები, რომ დაკვეთას კარგად შეასრულებდნენ
ერთ-ერთი თავდამსხმელი რომელიც ამოცნობილ იქნა ნინუკა ბორჩხაძის "ნაც მოძრაობის" აქტივისტის შვილია. თავდამსხმელი მეორე პირიც ასევე "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეა. მაქვს ეჭვი, რომ გუშინ საგანგებოდ დადგმული სცენარი "ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთაა,- წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, გუშინ „ტვ პირველის“ გადამღები ჯგუფის წევრებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით.
08 დეკემბერი 2024, 21:59
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია ხაზარაძეზე: ამ გარეწრის ბიძაშვილის შვილმა, სადღაც 2023 წელს საქართველო დატოვა ამერიკის მიმართულებით, მექსიკის გავლით ორსულ მეუღლესთან ერთად. დანარჩენი შეფასებები თქვენთვის მომინდვია
აი ამ გარეწრის, ბიძაშვილის შვილმა, არსებული ინფორმაციის თანახმად (არ მინდა სახელი და გვარი დავწერო), სადღაც 2023 წელს საქართველო დატოვა ამერიკის მიმართულებით (მექსიკის გავლით ორსულ მეუღლესთან ერთად!!!). დანარჩენი, შეფასებები, თქვენთვის მომინდვია, - ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ყველა გადაცმული „პოლიციელი“ იდენტიფიცირებულია, მომავალში ვერცერთს გექნებათ შესაძლებლობა, გააგრძელოთ მუშაობა ორგანოში და ეს მომავალი ძალიან მალე დადგება.
08 დეკემბერი 2024, 21:56
პოლიტიკა
კეზერაშვილის მარცხი საქართველოსთან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ბინიდან ამოღებული იარაღი, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ, ქართული ჯარის კუთვნილი ფულის მითვისება კეზერაშვილის მიერ და იარაღით უკანონო ვაჭრობის სქემა. „კეზერაშვილის მარცხი საქართველოსთან“ - შორენა ხვიჩიას რეპორტაჟი.
08 დეკემბერი 2024, 21:50
მსოფლიო
ზელენსკიმ უარყო ტრამპის განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგების შესახებ და განაცხადა, რომ ბრძოლის ველზე 43 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება რუსეთთან ომში უკრაინის შეიარაღებული ძალების სავარაუდო დანაკარგების შესახებ.
08 დეკემბერი 2024, 21:46
პოლიტიკა
რადიკალები საქართველოს წინააღმდეგ. „იმედის კვირის“ სიუჟეტი
რადიკალები საქართველოს წინააღმდეგ. „იმედის კვირამ“ მოამზადა სიუჟეტი, თუ რა სურთ დასავლეთს და ცალკეულ ბიუროკრატებს ევროპარლამენტიდან საქართველოში.
08 დეკემბერი 2024, 21:30
პოლიტიკა
რუსუდან გორგილაძე: ყველა დიქტატორულ რეჟიმს ჰყავს ბავშვები, როგორც მათი რეჟიმების გამყარების საშუალება. ბავშვების გამოყენებაზე და ამ მანიპულირებაზე უფრო ამორალური არაფერია საზოგადოებაში
საბჭოთა კავშირს ლენინ-სტალინის პერიოდში, ასევე მუსოლინის და ჰიტლერს, სამივეს ჰყავდა ინდოქტრინირებული ჯგუფები, ბავშვების სახით, რომლებსაც უნერგავდნენ რაღაც იდეას, - განაცხადა ფსიქოლოგმა რუსუდან გორგილაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.
08 დეკემბერი 2024, 21:20
პოლიტიკა
განათლების მინისტრის მოადგილე: ის მოწოდებები, რომ არ მოუსმინოთ საკუთარ მშობელს, არ მოუსმინოთ მასწავლებელს, მთლიანად ანგრევს იმას, რასაც ჰქვია განათლება, აღზრდა
ის მოწოდებები, რომ არ მოუსმინოთ საკუთარ მშობელს, არ მოუსმინოთ მასწავლებელს, მთლიანად ანგრევს იმას, რასაც ჰქვია განათლება, აღზრდა, - განუცხადა გადაცემა „იმედის კვირას“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა აქციებში მოსწავლეების ჩართვის მოწოდებებთან დაკავშირებით.
08 დეკემბერი 2024, 21:10
პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები.
08 დეკემბერი 2024, 20:56
პოლიტიკა
თავდასხმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე - განახლებული ინფორმაცია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „იმედის კვირაში"
გუშინ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვნახეთ ძალადობის უმძიმესი ფაქტი, რაც დაგმო ყველამ, განურჩევლად ვინ ვისი მხარდამჭერია ან ვინ როგორ უყურებს პროცესს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე საუბრისას.
08 დეკემბერი 2024, 20:55
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, აშშ ნატოში დარჩება, თუ სხვა წევრები „თავიანთ გადასახადებს გადაიხდიან“
ამერიკულ ტელეკომპანია NBC News-თან ინტერვიუში აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის მონაწილეობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დამოკიდებული იქნება იმაზე, გადაიხდიან თუ არა მოკავშირეები გადასახადებს.
08 დეკემბერი 2024, 20:41
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა სავარაუდოდ უნდა მოემზადოს აშშ-ისგან ნაკლები დახმარების მისაღებად
ამერიკულ ტელეკომპანია NBC News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა სავარაუდოდ უნდა მოემზადოს აშშ-ისგან ნაკლები დახმარების მისაღებად.
08 დეკემბერი 2024, 20:26
პოლიტიკა
ია დანელია მაკა და ეკა ჯანაშიებზე: რაღა მაინცადამაინც ქართველი „მაიდნელი“ აღმოჩნდა მაიდნის სცენარის დადგმის ადგილას თბილისში?
რაღა მაინცადამაინც ქართველი „მაიდნელი“ აღმოჩნდა მაიდნის სცენარის დადგმის ადგილას თბილისში? - წერს ჟურნალისტი ია დანელია მაკა და ეკა ჯანაშიების შესახებ.
08 დეკემბერი 2024, 20:23
პოლიტიკა
პროტესტი და რადიკალიზმი. „იმედის კვირის“ სიუჟეტი
პროტესტი და რადიკალიზმი, რომელსაც საზოგადოება 10 დღის განმავლობაში უყურებს. „იმედის კვირა“ გიჩვენებთ ქრონოლოგიას, თუ რა ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში.
08 დეკემბერი 2024, 19:53
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი ახობაძე ნარკოდანაშაულისთვის დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი ახობაძე ნარკოდანაშაულისთვის დააკავა.
08 დეკემბერი 2024, 19:41
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: რამდენიმე დღის განმავლობაში ვხედავთ, ნიღბებით აღჭურვილ ადამიანებს, რომლებიც ქუჩა-ქუჩა დაძრწიან და ადამიანებზე ძალადობენ
რამდენიმე დღის განმავლობაში ვხედავთ, რომ კონკრეტული ნიღბებით აღჭურვილ ადამიანებს, რომლებსაც დაფარული აქვთ თავიანთი სახეები, თითქოს ხელ-ფეხი აქვთ გახსნილი, რომ ათასი კანონდარღვევა ჩაიდინონ, დაძრწიან ქუჩა - ქუჩა და ადამიანებზე ძალადობენ - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან.
08 დეკემბერი 2024, 19:40
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე: ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ძალადობას არ გმობს ოპოზიცია. გმობენ მხოლოდ შერჩევით ძალადობას და როგორც ჩანს, ეს არის შემდგომში ბევრისთვის წამახალისებელი
მინდა დავგმო გუშინდელი ფაქტი, თქვენ იცი, რომ სრულიად მიუღებელი იყო ის, რაც გუშინ ჩვენ ვიხილეთ, თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ძალადობას არ გმობს ოპოზიცია. გმობენ მხოლოდ შერჩევით ძალადობას და როგორც ჩანს ეს არის ხოლმე შემდეგ ბევრისთვის წამახალისებელი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ.
08 დეკემბერი 2024, 19:33
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ვნახეთ ძალადობა ჟურნალისტების მიმართ, მოძალადე მომიტინგეების მხრიდან, კონკრეტული ფაქტები ძალის გადამეტების, ვნახეთ ამ დღეების განმავლობაში მუდმივი ბულინგი და ძალადობა პოლიციელებზე
კატეგორიულად მიუღებელია ის ძალადობა, რომელიც გუშინ საზოგადოებამ იხილა კონკრეტული ტელევიზიის ჟურნალისტების მიმართ. მე მინდა პირველ რიგში მათ ჯანმრთელობა ვუსურვო და იმედი გამოვთქვა, რომ შესაბამისი სამსახურები, სამართალდამცავი ორგანოები ძალიან მალე მოახდენენ ეფექტურ რეაგირებას და იქნება ადეკვატური პასუხი გაცემული ამ ძალიან მძიმე შემთხვევაზე, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტზე და ოპერატორზე თავდასხმასთან დაკავშირებით.
08 დეკემბერი 2024, 19:23
პოლიტიკა
ნინო ბორჩხაძე „მთავარ არხს“: იდენტიფიცირება „შეძელით“ ერთადერთი ადამიანის, რომელიც უნიღბოდაა და მსხვერპლს ეხმარება? რატომ არ მირეკავთ კომენტარისთვის? ჩემი შვილია ლუკა თოფურიძე არც „ტიტუშკაა“ და არც ზონდერი, არც დაჯგუფების წევრი
ნინო ბორჩხაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „მთავარმა არხმა“ მისი შვილის ლუკა თოფურიძის შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.
08 დეკემბერი 2024, 19:19
სამართალი
ალექსანდრე დარახველიძე: აქციების მიმდინარეობისას 150-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, აქციების მიმდინარეობისას 150-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა.
08 დეკემბერი 2024, 19:12
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე: ძალადობრივი ჯგუფები, რომელიც თავს ესხმოდნენ პოლიციელებს, ჟურნალისტებს, მოქალაქეებს, ნიღბებით იყვნენ აღჭურვილები, ეს ურთულებს პოლიციას მუშაობას - რადიკალური ჯგუფები იმიტომაც იქცევიან ასე თამამად
თქვენ იცით, რომ ევროპული პრაქტიკა ბევრ ქვეყანაში გამორიცხავს ასეთი აქციების დროს ნიღბების გამოყენებას და ეს დაადასტურა ამ დღეებმაც, ყველა ძალადობრივი ჯგუფი, რომელიც თავს ესხმოდა პოლიციელებსაც, ჟურნალისტებსაც, მოქალაქეებსაც, სწორედ ნიღბებით იყვნენ აღჭურვილები და რა თქმა უნდა, ეს ურთულებს პოლიციას მუშაობას. ამიტომ პრემიერის ინიციატივით, ჩვენ მომავალ კვირაში, პარლამენტში ვიმსჯელებთ ამ საკითხზე დაჩქარებული წესით, როგორც ამას ითვალისწინებს კანონმდებლობა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.