08 ნოემბერი 2024, 09:50 / სანდო წყარო

ილია ჭავჭავაძის დაბადების დღის აღსანიშნავად მისი მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კვირეული იმართება

8 ნოემბერი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, მწერლისა და პუბლიცისტის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კვირეული ტარდება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებში, 8-14 ნოემბერს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ილია ჭავჭავაძის პირადი საარქივო მასალის გამოფენა იმართება. უწყების ცნობით, ერთი კვირის განმავლობაში საჯარო სკოლების მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიის, მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ საარქივო ფონდს.

„ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მოწყობილ გამოფენას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე ეწვია, მან საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი დოკუმენტები მოსწავლეებთან ერთად დაათვალიერა და ილია ჭავჭავაძის პირად არქივს გაეცნო.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ექსპონატები საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია, შესაბამისად, მოსწავლეებისთვის მათი გაცნობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ილია ჭავჭავაძის ჩანაწერებისა და პირადი მიმოწერების გამოფენა ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, რომ ახლებურად გაიაზრონ მოღვაწის ცხოვრება და შემოქმედება.

მინისტრსა და მოსწავლეებს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ უმასპინძლა.

საგამოფენო სივრცეში ჯამში წარმოდგენილია 1050-ზე მეტი დოკუმენტი და გამოფენილი საარქივო მასალის შესახებ მნახველებისთვის ტარდება 30-40 წუთიანი ექსკურსიებიც. ექსპოზიციაზე პირველ საგამოფენო ბლოკად გამოყოფილია ბიოგრაფიული მასალა და პირადი ნივთები, მათ შორის, საზღვარგარეთის პასპორტი, ორგანიზაციების წევრობის ამსახველი დოკუმენტაცია, სადარბაზო ბარათები და ტყავის საფულე. მეორე ბლოკად ერთიანდება – ლექსები, მოთხრობები, პუბლიცისტური წერილები და ხაზგასმულია ილია ჭავჭავაძის შემოქმედებითი მუშაობის თავისებურებები. კერძოდ, დამთვალიერებლებს აქვთ საშუალება, მიიღონ ინფორმაცია თუ რამდენჯერ გადაწერა ილია ჭავჭავაძემ კონკრეტული ლექსი, რას ცვლიდა ,როგორ ამუშავებდა, როგორი იყო სათაურების პირველი ვარიანტები და როგორ იქმნებოდა საბოლოო ვერსია. ცალკე, მესამე ბლოკად გამოყოფილია ილია ჭავჭავაძის უბის წიგნაკები და პირადი ჩანაწერები, ხოლო მეოთხე ბლოკში შეტანილია მისი პირადი მიმოწერები.

აღსანიშნავია, რომ ილია ჭავჭავაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მისი მოღვაწეობისა და შემოქმედების შესახებ მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში სხვადასხვა შემეცნებითი და საგანმანათლებლო აქტივობა ტარდება, რომელშიც აქტიურად არიან ჩართულნი მოსწავლეები.

ამასთან, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის მერიის თანამშრომლობის შედეგად, 8-14 ნოემბერს თბილისის მუნიციპალური „მუზეუმების გაერთიანება“ სრულიად უსასყიდლოდ უმასპინძლებს სკოლის მოსწავლეებს.

მუზეუმების გაერთიანება 9 დამოუკიდებელ მუზეუმს, მათ შორის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს აერთიანებს. მუზეუმებში მუდმივად ტარდება სხვადასხვა სახის თემატური საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც თეორიულ ნაწილთან ერთად, ვიზიტორებს პრაქტიკულ გაკვეთილებსაც სთავაზობს“, - წერია სამინისტროს ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

08 დეკემბერი 2024, 18:52

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე: შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს ყველა სახის ძალადობას, თითოეული უწყება გააკეთებს ყველაფერს რათა თითოეული მოძალადე დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგი გამართა.

დიმიტრი ხუნდაძე

08 დეკემბერი 2024, 17:57

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ჟურნალისტების სიების დასანქცირების მოთხოვნით გამოქვეყნება არის ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება და სწორედ ასეთი დამოკიდებულება ქმნის ნოყიერ ნიადაგს ძალადობისა და კრიმინალისთვის

უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ეკა კვესიტაძის ფაშისტურ ქმედებას, რომელმაც დასანქცირების მოთხოვნით სოციალურ ქსელში „იმედის“ ჟურნალისტების სია გამოაქვეყნა, მედიასთან გამოეხმაურა.

ვლადიმერ ბოჟაძე

08 დეკემბერი 2024, 17:37

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ჩვენთვის ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, რა თქმა უნდა უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, თუმცა ის რაც გუშინ ვნახეთ თუ ვინმეს შეიძლება აწყობდეს, აწყობს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მტრებს

სრულიად მიუღებელი იყო ის, არც ჩვენ ვიხილეთ თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ძალადობას არ გმობს ოპოზიცია, გმობენ მხოლოდ შერჩევით და როგორც ჩანს ბევრისთვის არის ეს შემდეგ წამახალისებელი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე საუბრისას.

08 დეკემბერი 2024, 17:36

პოლიტიკა

თბილისში მედიის სოლიდარობის აქცია გაიმართა

თბილისში მედიის სოლიდარობის აქცია, გაიმართა. აქცია მალევე გასცდა მის მთავარ არსს - შეკრებილები „იმედს“, პოსტივის, „რუსთავი 2“-ს და მათთვის მიუღებელ მედიებს თავს დაესხნენ. ისმოდა შეურაცხმყოფელი განცხადებები.

არჩილ გორდულაძე

08 დეკემბერი 2024, 17:35

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ვხედავთ, რომ ნიღბებით აღჭურვილ ადამიანებს, რომლებსაც დაფარული აქვთ სახეები, თითქოს ხელ-ფეხი აქვთ გახსნილი, ათასი კანონდარღვევა ჩაიდინონ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, არ ჰქონდეთ შესაძლებლობა, სახე დამალონ

რამდენიმე დღის განმავლობაში ვხედავთ, რომ კონკრეტული ნიღბებით აღჭურვილ ადამიანებს, რომლებსაც დაფარული აქვთ სახეები, თითქოს ხელ-ფეხი აქვთ გახსნილი, რათა ათასი კანონდარღვევა ჩაიდინონ, - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ.

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი

08 დეკემბერი 2024, 17:29

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ამაზრზენია, როდესაც ქუჩაში ვხედავთ, რომ ძალადობენ ადამიანზე - ნებისმიერ ძალადობას კატეგორიულად ვემიჯნებით და ყოველთვის მოვითხოვთ, რომ ასეთი ფაქტები გამოძიებული იყოს

ამაზრზენია, როდესაც ქუჩაში ვხედავთ, რომ ქალზე ძალადობენ, ძალადობენ ადამიანზე და ამ ყველაფერში ბრუტალურ მეთოდებს იყენებენ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ.

დავით მათიკაშვილი

08 დეკემბერი 2024, 17:23

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი ნიღბების აკრძალვაზე: გერმანია არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას მისი ძალიან მკაფიო გაანალიზების გარეშე, იმავეს ვაკეთებთ ჩვენც, რადგან ნიღბები ნამდვილად კონტრპროდუქტიულია

არავინ მშვიდობიანი პროტესტის ინიციატივით ნიღბებით იქ ალბათ არ გადის. პრაქტიკა ამას მეტყველებს განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში, ვიცით ჩვენ გერმანიის მაგალითი, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

ვლადიმერ ბოჟაძე

08 დეკემბერი 2024, 17:19

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ყველა ძალადობრივი ჯგუფი, რომელიც თავს ესხმოდა ჟურნალისტებს, პოლიციელებს, მოქალაქეებს, სწორედ ნიღბებით იყვნენ აღჭურვილები. ეს ურთულებს პოლიციას მუშაობას

ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ მიიღებენ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრებაზე სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა, „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნულის თაობაზე მომავალ კვირაში დაჩქარებული წესით იმსჯელებს პარლამენტი.

ლუკა ეხვაია

08 დეკემბერი 2024, 17:04

პოლიტიკა

ლუკა ეხვაია: როგორც უკრაინა და სირია, რუმინეთი და საქართველოც შესაძლოა იმპერიული გამბიტის პოლიგონად იქცეს, ესაა რეალური რისკი, დასავლეთი ითხოვს, საქართველო იყოს ქვეყანა, რომელსაც თავისი ინტერესების შესაბამისად გამოუტანს განაჩენს

ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა, დღემდე გულუბრყვილოდ და მიამიტურად წარმოგვიდგენია, რომ საქართველო გარშემო, გლობალურ დონეზე მიმდინარე პროცესებისგან მოწყვეტილი და დასაზღვრულია. მოვლენებს ისე აღვიქვამთ, თითქოს გარე სამყაროსგან იზოლირებული კუნძულოვანი წარმონაქმნი ვიყოთ მაშინ, როდესაც თეორიულადაც წარმოუდგენელია ჩვენთან მიმდინარე პროცესების გაგება, თუ გლობალურ კონტექსტს არ გაიაზრებ და დიდ სურათს არ დაინახავ, - წერს პოლიტოლოგი ლუკა ეხვაია, სოციალურ ქსელში.

კახა კალაძე

08 დეკემბერი 2024, 16:43

პოლიტიკა

კახა კალაძე: მიმდინარე წელი გამორჩეული იყო ქართველი სპორტსმენების გამარჯვებების სიხარულით და საახალწლო გზავნილიც იქნება - „გამარჯვებებით სავსე ქალაქი“!

თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც დედაქალაქში მიმდინარე საახალწლო სამზადისზე ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, 2024 წელი გამორჩეული იყო ქართველი სპორტსმენების და სხვა სფეროს წარმომადგენლების გამარჯვებებით, რის გამოც საახალწლო სლოგანი იქნება - „გამარჯვებებით სავსე ქალაქი“!

გია აბაშიძე

08 დეკემბერი 2024, 16:11

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ყველა მოძალადემ უნდა აგოს პასუხი, არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელ ჟურნალისტს ანდა რომელ თანამოქალაქეს ესხმიან თავს, ზოგიერთმა ძალიან აურია გამოხატვის თავისუფლების განსაზღვრებაში და ეს აღსაკვეთია

ყველა მოძალადემ უნდა აგოს პასუხი, არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელ ჟურნალისტს ანდა რომელ თანამოქალაქეს ესხმიან თავს! - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე და აზიარებს ტელეკომპანია „POSTV“ - ის ვიდეოს, სადაც ჩანს, თუ როგორც ძალადობენ რადიკალები აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტ სალომე გობრონიძეზე.

კახა კალაძე

08 დეკემბერი 2024, 16:09

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მთავარ კითხვას - გვინდა ევროპული მომავალი? მაშინ უნდა გავაგრძელოთ შენება და არა ნგრევა

„ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე, უნდა გავაცნობიეროთ, რა შეიძლება მოჰყვეს საზოგადოების დაპირისპირებას, გახლეჩის მცდელობას“, - განაცხადა თბილისის მერმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ განთავსებულ ვიდეომიმართვაში.

კახა კალაძე

08 დეკემბერი 2024, 16:06

პოლიტიკა

კახა კალაძე: კონკრეტული ადამიანების მხრიდან არ ხდება ძალადობის დაგმობა, პირიქით, ადგილი აქვს მის ხელშეწყობას, წახალისებას, რომანტიზებას. თქვენ, ასეთი ადამიანები, მოძალადეებზე უარესები ხართ!

კახა კალაძის თქმით, ადამიანები, რომლებიც ძალადობას და საზოგადოების ბულინგს ახალისებენ, მოძალადეებზე უარესები არიან.

ნინო ფოჩხუა

08 დეკემბერი 2024, 15:53

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: როცა არც კი იმჩნევ ოცი წლის გოგონაზე ძალადობას, საკუთარი ტელევიზიის ჟურნალისტზე და ოპერატორზე გაქვს ისტერიული რეაქცია, შეყრი მთელ ქვეყანას, აი ზუსტად ეს არის ნაცობა და ორმაგი სტანდარტი

რა თქმა უნდა ამ ძალადობამ როგორ შეიძლება გაამართლოს ის სისასტიკე, რაც გუშინ მოხდა და რომელიც რაც შეიძლება სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ სამართალდამცველებმა, მაგრამ როცა არც კი იმჩნევ ოცი წლის გოგონაზე ძალადობას და საკუთარი ტელევიზიის ჟურნალისტზე და ოპერატორზე გაქვს ისტერიული რეაქცია და შეყრი მთელ ქვეყანას, აი ზუსტად ეს არის ნაცობა და ორმაგი სტანდარტი, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეზე და ოპერატორზე თავდასხმას და აქციის მონაწილეების მიერ „პოსტვ“-ს ჟურნალისტის, სალომე გობრონიძის ალყაში მოქცევის და შეურაცხყოფის მიყენების ამსახველ კადრებს აზიარებს.

ედიშერ გვენეტაძე

08 დეკემბერი 2024, 15:42

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: რა თქმა უნდა ყოველი ძალადობა დასაგმობია ვისზეც არ უნდა ხორციელდებოდეს - ჟურნალისტი იქნება ის თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, მაგრამ ერთზე თუ ითხოვ დაგმობას, ასევე გააკეთე სხვის მიმართაც

ნაცობა არა მარტო სირცხვილი, არამედ დანაშაულია. ნახეთ, პოსტვ-ის 20 წლის ჟურნალისტ გოგონას. როგორ აგინებენ, თავისი ჭკუით როგორ ამცირებენ და შეურაცხყოფენ, რა უცენზურო და უწმაწურ სიტყვებს არ ეძახიან ეს გაუკუღმართებული ჭკუის ნახირი (სხვა რა შეიძლება უწოდეს მაგათ კაცმა) და ეს თითქოსდა არაფერია, მაგრამ თავისიანებს მიმართ თუ ვინმემ რაიმე ზემოქმედება, გააკეთა უმალ აწკავწკავდებიან ნამშიერი ტყიდან ახლად გამოვარდნილი ტურებივით, - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტზე, მაკა ჩიხლაძეზე და ოპერატორზე თავდასხმას და აქციის მონაწილეების მიერ „პოსტვ“-ს ჟურნალისტის, სალომე გობრონიძის ალყაში მოქცევის და შეურაცხყოფის მიყენების ამსახველ კადრებს აზიარებს.

ირაკლი კობახიძე

08 დეკემბერი 2024, 15:23

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: გვაქვს ძალიან მკაფიო ეკონომიკური პოლიტიკა, ძალიან კარგი მენეჯმენტი და სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარით გავზარდეთ ქვეყნის ეკონომიკა

ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისათვის, რომ გაგრძელდეს ეკონომიკური ზრდა, ის ფაქტიც, რომ რეიტინგების კუთხით გვაქვს და ვინარჩუნებთ ძალიან კარგ მდგომარეობას, არის მნიშვნელოვანი ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც Fitch-ის რეიტინგის თანახმად ქვეყნის სუვერენული რეიტინგის უცვლელად დატოვებას შეეხებოდა.

ირაკლი კობახიძე

08 დეკემბერი 2024, 15:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, თითოეული პოლიციელს, ისინი მოქმედებდნენ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით და მომავალშიც ასეთი სტანდარტით გაგრძელდება მოქმედება

მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, თითოეული პოლიციელს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

ირაკლი კობახიძე

08 დეკემბერი 2024, 15:16

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 20 იანვრიდან მნიშვნელოვნად შეიცვლება მსოფლიოში ყველაფერი, მნიშვნელოვნად დამშვიდდება მათ შორის ჩვენი რეგიონი, ჩვენ ველოდებით აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციას, ეს დადებითად უნდა აისახოს ჩვენს ქვეყანაზეც

20 იანვრიდან ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად შეიცვლება ყველაფერი მსოფლიოში, მნიშვნელოვნად დამშვიდდება მათ შორის ჩვენი რეგიონი და ჩვენ ველოდებით აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციას. ეს დადებითად უნდა აისახოს რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაზეც, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე

08 დეკემბერი 2024, 15:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაცები“ არიან უნიათო რევოლუციონერები, გაგრძელდება მაღალი ტემპით ეკონომიკის განვითარება, კურსი იქნება სტაბილური და ბიზნესს ექნება ყველანაირი პირობა შექმნილი, რომ შეუფერხებლად აწარმოონ საქმიანობა

„ლარის კურსი დარჩება აუცილებლად სტაბილური. ეკონომიკა განაგრძობს განვითარებას. ჩვენ წინა თვეშიც, მიუხედავად ამხელა კამპანიისა, რაც წინ უძღოდა არჩევნებს, გვქონდა 11%-იანი ეკონომიკური ზრდა. 10 თვის საშუალო ზრდაა 10 %. გაგრძელდება მაღალი ტემპით ეკონომიკის განვითარება, კურსი იქნება სტაბილური და ბიზნესს ექნება ყველანაირი პირობა შექმნილი იმისათვის, რომ შეუფერხებლად აწარმოონ საკუთარი საქმიანობა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა.

08 დეკემბერი 2024, 15:14

ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტრო: 7 დეკემბერს საპროტესტო აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში აქციის 14 ადამიანი გადაიყვანეს - კლინიკებში მკურნალობას 3 პაციენტი აგრძელებს

7 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან და მიმდებარე ქუჩებიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 14 ადამიანი, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.