პრემიერი: ილია ჭავჭავაძე ითვისებდა ყველაფერ საუკეთესოს ევროპული კულტურიდან და არ ივიწყებდა ქართულს, ამ ევროპულ სიახლეებს უძღვნიდა ქართულის გამდიდრებას, ეს არის მთავარი მაგალითი, რაც ჩვენ უნდა ავიღოთ მისი მოღვაწეობიდან
ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ილია ჭავჭავაძე მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული თვითმყოფადობის დაცვას, ჩვენი ფასეულობების, ეროვნული იდენტობის დაცვას, მან გენიალურად, სამ სიტყვაში გამოხატა ჩვენი ეროვნული იდენტობის, თვითმყოფადობის მთავარი საყრდენი, ეს არის მამული, ენა და სარწმუნოება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყვარელში, „ილიაობა 2024“-თან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ილია ჭავჭავაძე იყო უდიდესი ქართველი საზოგადო მოღვაწე, ის იყო პუბლიცისტი, მწერალი, პროზაიკოსი და პოეტი, ის იყო შერაცხილი ერის მამად.
„განსაკუთრებულად მივესალმები ყვარლელ მოსწავლეებს, რომლებიც ესწრებიან დღევანდელ ღონისძიებას და რომელთათვისაც ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა უნდა იყოს შთაგონების მთავარი წყარო ცხოვრებაში. მიხარია, რომ ვარ თქვენთან ერთად, ვარ ყვარელში და აღვნიშნავ ილია ჭავჭავაძის, უდიდესი ქართველი საზოგადო მოღვაწის 187-ე დაბადების დღეს. ილია ჭავჭავაძე იყო უდიდესი ქართველი საზოგადო მოღვაწე, ის იყო პუბლიცისტი, მწერალი, პროზაიკოსი და პოეტიც, ის იყო შერაცხილი ერის მამად. ეს უდიდესი სტატუსი დაიმსახურა იმ განსაკუთრებული მოღვაწეობის გამო, რომელიც გასდევდა მის ცხოვრებას.
ილია ჭავჭავაძე მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული თვითმყოფადობის დაცვას, ჩვენი ფასეულობების დაცვას, ეროვნული იდენტობის დაცვას. მან გენიალურად, სამ სიტყვაში გამოხატა ჩვენი ეროვნული იდენტობის, თვითმყოფადობის მთავარი საყრდენი, ეს არის მამული, ენა და სარწმუნოება. მთელი მისი შეგნებული ცხოვრება ეძღვნებოდა სწორედ ამ სამი საყრდენის, ჩვენი თვითმყოფადობის სამი მთავარი საყრდენის დაცვას. მისი მოღვაწეობა უნდა იყოს მაგალითი თითოეული ჩვენგანისთვის.
XIX საუკუნე იყო საკმაოდ რთული პერიოდი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, საქართველოს დაკარგული ჰქონდა დამოუკიდებლობა და მაშინ ქართველები განათლებას იღებდნენ რუსეთში და რუსეთიდან შემოჰქონდათ საქართველოში ევროპული კულტურა, შემოჰქონდათ სიახლეები. მაშინ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ითვისებდნენ ევროპულ ფასეულობებს, თუმცა ივიწყებდნენ ქართულს და უფრო მეტიც, როდესაც ისინი ბრუნდებოდნენ საქართველოში, მათ ეთაკილებოდათ ყველაფერი ქართული. ილია ჭავჭავაძე იყო ამის სრულიად საპირისპიროს გამოვლინება, ადამიანი, რომელიც ითვისებდა ყველაფერს საუკეთესოს ევროპული კულტურიდან და ასევე არ ივიწყებდა ქართულს, უფრო მეტიც ამ ევროპულ სიახლეებს ის უძღვნიდა სწორედ ქართულის გამდიდრებას. ეს არის მთავარი მაგალითი, რომელიც ჩვენ უნდა ავიღოთ ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობიდან. იმ ადამიანებმა, რომლებმაც დაივიწყეს ქართული, ვერაფერი შექმნეს ჩვენი ქვეყნისთვის, მათ ვერ დატოვეს ვერავითარი მემკვიდრეობა. ამისგან განსხვავებით, ილია ჭავჭავაძემ, თერგდალეულებმა და ერთობამ ამ ადამიანებისამ, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ილია ჭავჭავაძე, ჩვენ დაგვიტოვა უდიდესი მემკვიდრეობა, ეს მემკვიდრეობა არის ჩვენთვის ძალიან ძვირფასი და ძალიან აქტუალური დღევანდელ დღესაც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ყველა სიახლე
08 დეკემბერი 2024, 19:53
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი ახობაძე ნარკოდანაშაულისთვის დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი ახობაძე ნარკოდანაშაულისთვის დააკავა.
08 დეკემბერი 2024, 19:41
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: რამდენიმე დღის განმავლობაში ვხედავთ, ნიღბებით აღჭურვილ ადამიანებს, რომლებიც ქუჩა-ქუჩა დაძრწიან და ადამიანებზე ძალადობენ
რამდენიმე დღის განმავლობაში ვხედავთ, რომ კონკრეტული ნიღბებით აღჭურვილ ადამიანებს, რომლებსაც დაფარული აქვთ თავიანთი სახეები, თითქოს ხელ-ფეხი აქვთ გახსნილი, რომ ათასი კანონდარღვევა ჩაიდინონ, დაძრწიან ქუჩა - ქუჩა და ადამიანებზე ძალადობენ - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან.
08 დეკემბერი 2024, 19:40
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე: ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ძალადობას არ გმობს ოპოზიცია. გმობენ მხოლოდ შერჩევით ძალადობას და როგორც ჩანს, ეს არის შემდგომში ბევრისთვის წამახალისებელი
მინდა დავგმო გუშინდელი ფაქტი, თქვენ იცი, რომ სრულიად მიუღებელი იყო ის, რაც გუშინ ჩვენ ვიხილეთ, თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ძალადობას არ გმობს ოპოზიცია. გმობენ მხოლოდ შერჩევით ძალადობას და როგორც ჩანს ეს არის ხოლმე შემდეგ ბევრისთვის წამახალისებელი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ.
08 დეკემბერი 2024, 19:33
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ვნახეთ ძალადობა ჟურნალისტების მიმართ, მოძალადე მომიტინგეების მხრიდან, კონკრეტული ფაქტები ძალის გადამეტების, ვნახეთ ამ დღეების განმავლობაში მუდმივი ბულინგი და ძალადობა პოლიციელებზე
კატეგორიულად მიუღებელია ის ძალადობა, რომელიც გუშინ საზოგადოებამ იხილა კონკრეტული ტელევიზიის ჟურნალისტების მიმართ. მე მინდა პირველ რიგში მათ ჯანმრთელობა ვუსურვო და იმედი გამოვთქვა, რომ შესაბამისი სამსახურები, სამართალდამცავი ორგანოები ძალიან მალე მოახდენენ ეფექტურ რეაგირებას და იქნება ადეკვატური პასუხი გაცემული ამ ძალიან მძიმე შემთხვევაზე, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტზე და ოპერატორზე თავდასხმასთან დაკავშირებით.
08 დეკემბერი 2024, 19:23
პოლიტიკა
ნინო ბორჩხაძე „მთავარ არხს“: იდენტიფიცირება „შეძელით“ ერთადერთი ადამიანის, რომელიც უნიღბოდაა და მსხვერპლს ეხმარება? რატომ არ მირეკავთ კომენტარისთვის? ჩემი შვილია ლუკა თოფურიძე არც „ტიტუშკაა“ და არც ზონდერი, არც დაჯგუფების წევრი
ნინო ბორჩხაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „მთავარმა არხმა“ მისი შვილის ლუკა თოფურიძის შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.
08 დეკემბერი 2024, 19:19
სამართალი
ალექსანდრე დარახველიძე: აქციების მიმდინარეობისას 150-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, აქციების მიმდინარეობისას 150-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა.
08 დეკემბერი 2024, 19:12
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია კვესიტაძის მიერ გამოქვეყნებულ „იმედის“ ჟურნალისტების სიაზე: ნუ უყურებთ ამ ძალადობრივ განცხადებას ისე როგორც კვესიტაძის პირად კრეატივს, ის ახმოვანებს მთელი რადიკალური ე.წ „ოპოზიციის“ აზრს
ნუ უყურებთ ამ ძალადობრივ განცხადებას ისე როგორც კვესიტაძის პირად კრეატივს. არა, ის უბრალოდ ახმოვანებს მთელი რადიკალური ე.წ „ოპოზიციის“ აზრს, - ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია, ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ეკა კვესიტაძის მიერ „იმედის“ ჟურნალისტების სიის გამოქვეყნებას.
08 დეკემბერი 2024, 19:12
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე: ძალადობრივი ჯგუფები, რომელიც თავს ესხმოდნენ პოლიციელებს, ჟურნალისტებს, მოქალაქეებს, ნიღბებით იყვნენ აღჭურვილები, ეს ურთულებს პოლიციას მუშაობას - რადიკალური ჯგუფები იმიტომაც იქცევიან ასე თამამად
თქვენ იცით, რომ ევროპული პრაქტიკა ბევრ ქვეყანაში გამორიცხავს ასეთი აქციების დროს ნიღბების გამოყენებას და ეს დაადასტურა ამ დღეებმაც, ყველა ძალადობრივი ჯგუფი, რომელიც თავს ესხმოდა პოლიციელებსაც, ჟურნალისტებსაც, მოქალაქეებსაც, სწორედ ნიღბებით იყვნენ აღჭურვილები და რა თქმა უნდა, ეს ურთულებს პოლიციას მუშაობას. ამიტომ პრემიერის ინიციატივით, ჩვენ მომავალ კვირაში, პარლამენტში ვიმსჯელებთ ამ საკითხზე დაჩქარებული წესით, როგორც ამას ითვალისწინებს კანონმდებლობა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
08 დეკემბერი 2024, 19:06
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ვიცით, რომ ნიღბიანების მხრიდან და დიდი ალბათობით ესენი იყვნენ მომიტინგეები, სასტიკად იქნა ნაცემი ორი მოქალაქე, მაგრამ ამის შესახებ არავის გაუპროტესტებია და დაუგმია, რაც კატეგორიულად მიუღებელია
„კატეგორიულად მიუღებელია, მეტიც, ამაზრზენია, როდესაც ქუჩაში ვხედავთ, რომ ქალზე ძალადობენ და ამ ყველაფერში ბრუტალურ მეთოდებს იყენებენ“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ.
08 დეკემბერი 2024, 19:04
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ნიღბების აკრძალვა საჭიროა, რომ აქციამ მშვიდობიანი ფორმა ბოლომდე შეინარჩუნოს
კარგად დაინახა საზოგადოებამ, რომ ნიღბების ქვეშ შესაძლოა იმალებოდეს ისეთი სახეები, რომელთაც დესტრუქციის, ცეცხლის წაკიდების, კონკრეტული დანაშაულის ჩადენის გარდა არაფერი არ სურთ სხვა აქციაზე, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
08 დეკემბერი 2024, 18:52
სამართალი
ალექსანდრე დარახველიძე: შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს ყველა სახის ძალადობას, თითოეული უწყება გააკეთებს ყველაფერს რათა თითოეული მოძალადე დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგი გამართა.
08 დეკემბერი 2024, 17:57
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: ჟურნალისტების სიების დასანქცირების მოთხოვნით გამოქვეყნება არის ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება და სწორედ ასეთი დამოკიდებულება ქმნის ნოყიერ ნიადაგს ძალადობისა და კრიმინალისთვის
უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ეკა კვესიტაძის ფაშისტურ ქმედებას, რომელმაც დასანქცირების მოთხოვნით სოციალურ ქსელში „იმედის“ ჟურნალისტების სია გამოაქვეყნა, მედიასთან გამოეხმაურა.
08 დეკემბერი 2024, 17:37
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე: ჩვენთვის ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, რა თქმა უნდა უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, თუმცა ის რაც გუშინ ვნახეთ თუ ვინმეს შეიძლება აწყობდეს, აწყობს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მტრებს
სრულიად მიუღებელი იყო ის, არც ჩვენ ვიხილეთ თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ძალადობას არ გმობს ოპოზიცია, გმობენ მხოლოდ შერჩევით და როგორც ჩანს ბევრისთვის არის ეს შემდეგ წამახალისებელი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე საუბრისას.
08 დეკემბერი 2024, 17:36
პოლიტიკა
თბილისში მედიის სოლიდარობის აქცია გაიმართა
თბილისში მედიის სოლიდარობის აქცია, გაიმართა. აქცია მალევე გასცდა მის მთავარ არსს - შეკრებილები „იმედს“, პოსტივის, „რუსთავი 2“-ს და მათთვის მიუღებელ მედიებს თავს დაესხნენ. ისმოდა შეურაცხმყოფელი განცხადებები.
08 დეკემბერი 2024, 17:35
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ვხედავთ, რომ ნიღბებით აღჭურვილ ადამიანებს, რომლებსაც დაფარული აქვთ სახეები, თითქოს ხელ-ფეხი აქვთ გახსნილი, ათასი კანონდარღვევა ჩაიდინონ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, არ ჰქონდეთ შესაძლებლობა, სახე დამალონ
რამდენიმე დღის განმავლობაში ვხედავთ, რომ კონკრეტული ნიღბებით აღჭურვილ ადამიანებს, რომლებსაც დაფარული აქვთ სახეები, თითქოს ხელ-ფეხი აქვთ გახსნილი, რათა ათასი კანონდარღვევა ჩაიდინონ, - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ.
08 დეკემბერი 2024, 17:29
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ამაზრზენია, როდესაც ქუჩაში ვხედავთ, რომ ძალადობენ ადამიანზე - ნებისმიერ ძალადობას კატეგორიულად ვემიჯნებით და ყოველთვის მოვითხოვთ, რომ ასეთი ფაქტები გამოძიებული იყოს
ამაზრზენია, როდესაც ქუჩაში ვხედავთ, რომ ქალზე ძალადობენ, ძალადობენ ადამიანზე და ამ ყველაფერში ბრუტალურ მეთოდებს იყენებენ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ.
08 დეკემბერი 2024, 17:19
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე: ყველა ძალადობრივი ჯგუფი, რომელიც თავს ესხმოდა ჟურნალისტებს, პოლიციელებს, მოქალაქეებს, სწორედ ნიღბებით იყვნენ აღჭურვილები. ეს ურთულებს პოლიციას მუშაობას
ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ მიიღებენ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრებაზე სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა, „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნულის თაობაზე მომავალ კვირაში დაჩქარებული წესით იმსჯელებს პარლამენტი.
08 დეკემბერი 2024, 17:04
პოლიტიკა
ლუკა ეხვაია: როგორც უკრაინა და სირია, რუმინეთი და საქართველოც შესაძლოა იმპერიული გამბიტის პოლიგონად იქცეს, ესაა რეალური რისკი, დასავლეთი ითხოვს, საქართველო იყოს ქვეყანა, რომელსაც თავისი ინტერესების შესაბამისად გამოუტანს განაჩენს
ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა, დღემდე გულუბრყვილოდ და მიამიტურად წარმოგვიდგენია, რომ საქართველო გარშემო, გლობალურ დონეზე მიმდინარე პროცესებისგან მოწყვეტილი და დასაზღვრულია. მოვლენებს ისე აღვიქვამთ, თითქოს გარე სამყაროსგან იზოლირებული კუნძულოვანი წარმონაქმნი ვიყოთ მაშინ, როდესაც თეორიულადაც წარმოუდგენელია ჩვენთან მიმდინარე პროცესების გაგება, თუ გლობალურ კონტექსტს არ გაიაზრებ და დიდ სურათს არ დაინახავ, - წერს პოლიტოლოგი ლუკა ეხვაია, სოციალურ ქსელში.
08 დეკემბერი 2024, 16:43
პოლიტიკა
კახა კალაძე: მიმდინარე წელი გამორჩეული იყო ქართველი სპორტსმენების გამარჯვებების სიხარულით და საახალწლო გზავნილიც იქნება - „გამარჯვებებით სავსე ქალაქი“!
თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც დედაქალაქში მიმდინარე საახალწლო სამზადისზე ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, 2024 წელი გამორჩეული იყო ქართველი სპორტსმენების და სხვა სფეროს წარმომადგენლების გამარჯვებებით, რის გამოც საახალწლო სლოგანი იქნება - „გამარჯვებებით სავსე ქალაქი“!
08 დეკემბერი 2024, 16:11
პოლიტიკა
გია აბაშიძე: ყველა მოძალადემ უნდა აგოს პასუხი, არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელ ჟურნალისტს ანდა რომელ თანამოქალაქეს ესხმიან თავს, ზოგიერთმა ძალიან აურია გამოხატვის თავისუფლების განსაზღვრებაში და ეს აღსაკვეთია
ყველა მოძალადემ უნდა აგოს პასუხი, არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელ ჟურნალისტს ანდა რომელ თანამოქალაქეს ესხმიან თავს! - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე და აზიარებს ტელეკომპანია „POSTV“ - ის ვიდეოს, სადაც ჩანს, თუ როგორც ძალადობენ რადიკალები აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტ სალომე გობრონიძეზე.