მეუფე შიო: ჩვენ ვიცით, რა არის უფლის სიყვარული, რა არის უფლის მოწყალება, მაგრამ რამდენია ისეთი ადამიანი, ვინც ამ სიკეთეებს ვერ აღიქვამს და ვერ გრძნობს?! ამიტომ ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავამოწმოთ მათ წინაშე ის სიკეთე
მეუფე შიო
ფოტო: საქართველოს საპატრიარქო
ჩვენ ვიცით, რა არის უფლის სიყვარული, რა არის უფლის მოწყალება, რა არის საღვთო ძალა და მადლი, რომელიც გვეხმარება, გამოვსწორდეთ და გავხდეთ უკეთესი, რამდენ სიკეთესა და მშვენიერებას გვიხსნის ჩვენ წინაშე ღმერთი, - განაცხადა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი).
მისივე თქმით, რამდენია ისეთი ადამიანი, ვინც ღმერთის სიკეთეებს ვერ აღიქვამს და ვერ გრძნობს, ამიტომ მორწმუნეები ვალდებული არიან, დაამოწმონ ეს სიკეთე.
მეუფემ ტაძარში მსახურებაზე წაკითხული წმინდა სახარებიდან ადგილი განმარტა და უფლის მიერი სიკეთის დანახვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დღევანდელ სახარებაში ჩვენ წავიკითხეთ, რომ ერთხელ უფალმა იესო ქრისტემ თავის მოწაფეებთან ერთად გენესარეთის ტბა გადაცურა და ღადარინელთა ქვეყანაში მივიდა. იქ უფალს შემოხვდა ერთი კაცი, რომელიც ისეთი საშინელი ეშმაკის ძალით იყო შეპყრობილი, რომ სასაფლაოზე ცხოვრობდა, მთელ მოსახლეობას აშინებდა და ატერორებდა. მან ყვირილით მიმართა მაცხოვარს: „რა გინდა ჩემგან, იესო, მაღალი ღმერთის ძეო?! გევედრები, ნუ მტანჯავ!“ (ლკ. 8, 28). უფალმა ჰკითხა: „რა არის სახელი შენი?“ (ლკ. 8, 30). მან მიუგო: „ლეგიონი!“ (ლკ. 8, 30), ვინაიდან, ბევრი ეშმაკი იყო შესული მასში. ამ ეშმაკებმა იცოდნენ, რომ უფალი მათზე ძლიერი იყო და განდევნიდა მათ. ამიტომ შეევედრნენ უფალს, არ ებრძანებინა მათთვის უფსკრულში ჩასვლა, არამედ იქვე ახლოს ღორების დიდი კოლტი ძოვდა და სთხოვეს, ნება დაერთო, ამ ღორების კოლტში შესულიყვნენ. მართლაც, უფალმა დართო ნება, ისინი გამოვიდნენ ამ კაციდან, შევიდნენ ღორების კოლტში, ეს კოლტი კლდიდან გადმოეშვა და წყალში დაიხრჩო. ეს რომ მწყემსებმა დაინახეს, სოფელში გაიქცნენ და ყველას აუწყეს ეს ამბავი.
მთელი სოფელი გამოვიდა, რომ ენახათ ეს მოვლენა და ნახეს ეს ეშმაკეული - განკურნებული, გონსმოსული, შემოსილი, ჩაცმული, რომელიც იესოს ფერხთით იჯდა. მათ ძალიან შეეშინდათ, რომ ეს ადამიანი, რომელიც აფრთხობდა და აშინებდა მთელ სოფელს, დაამარცხა იესო ქრისტემ, ე.ი. კიდევ უფრო დიდი ძალა მოვიდა მათ სოფელში, შეეშინდათ და სთხოვეს მას, რომ იქაურობას გასცლოდა. მათთვის, რა თქმა უნდა, სრულიად ცხადი იყო, რომ ქრისტეში მოქმედებს არა უბრალო ადამიანური, არამედ ღმერთის ძალა, რადგან ეს ადამიანი, რომელიც იტანჯებოდა და სხვებსაც ტანჯავდა, განიკურნა, დაუბრუნდა ნორმალურ ცხოვრებას. მიუხედავად ამისა, ეს ღადარინელები იმდენად იყვნენ შეპყრობილნი და მიჯაჭვულნი მატერიალურ სიკეთეებსა და მოგებაზე, იმდენად იყვნენ შეპყრობილნი მერკანტილურობით, როგორც დღეს ვიტყოდით, რომ ერჩივნათ, ეს კაცი დარჩენილიყო ისევ ისეთივე ეშმაკეული, ისევ ეტანჯა თავისი თავიც და მთელი მოსახლეობაც, მათ ერჩივნათ, უარი ეთქვათ ქრისტეზე, მის სიკეთეებზე, ოღონდ თავიანთი ღორები გადარჩენილიყვნენ. აი, ამიტომ სთხოვეს ქრისტეს, გასცლოდა მათ სოფელს.
რა თქმა უნდა, ეს ღორების კოლტი მათი შემოსავლის წყარო იყო, რომლის დაღუპვაც დიდი დანაკარგი იყო, თუმცა მათ რომ ერწმუნათ ღმერთი, ღმერთის ძალა, ამ ძალის მადლით, რა თქმა უნდა, ისინი ასმაგად აინაზღაურებდნენ დანაკარგს, მაგრამ როგორც გითხარით, იმდენად შეპყრობილნი იყვნენ ამ მერკანტილურობის ვნებით, რომ ამისთვის, რა თქმა უნდა, არ სცხელოდათ, ეს ამბავი საერთოდ არ ანაღვლებდათ.
შემდეგ ეს განკურნებული კაცი ევედრება მაცხოვარს, რომ თავისთან დატოვოს, მაგრამ უფალი გაუშვებს და ეტყვის: „დაბრუნდი შინ და ყველას უამბე, რაც გიყო ღმერთმა“ (ლკ. 8, 39) და ისიც წავიდა და მთელ ქალაქს ამცნობდა, რა გაუკეთა იესომ. ასე მთავრდება სახარების ეს მონაკვეთი.
აი, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ჩვენ დავფიქრდეთ, რომ მაცხოვრის ეს სიტყვები - „დაბრუნდი შინ და ყველას უამბე, რაც გიყო ღმერთმა“, - ეს მოწოდება განეკუთვნება ყოველ ჩვენგანსაც, ჩვენთვისაც არის ნათქვამი, ჩვენც გვიბრძანებს უფალი იესო ქრისტე, რომ დავამოწმოთ ქრისტე იმ გარემოში, სადაც ვცხოვრობთ და იმ ადამიანთა წინაშე, ვინც არის ჩვენ ირგვლივ.
ყველა მორწმუნე ადამიანს აქვს გამოცდილება ღმერთთან შეხვედრისა, ღმერთთან შეხებისა. შეიძლება ეს იყო ცხოვრებაში ერთხელ, შეიძლება ეს იყო წამიერად, მაგრამ ყოფილა. ჩვენ ვიცით, რა არის უფლის სიყვარული, რა არის უფლის მოწყალება, რა არის საღვთო ძალა და მადლი, რომელიც გვეხმარება, გამოვსწორდეთ და გავხდეთ უკეთესი, რამდენ სიკეთესა და მშვენიერებას გვიხსნის ჩვენ წინაშე ღმერთი, რამდენი სიკეთე გაგვიკეთა ყოველ ჩვენგანს, ცალკე აღებულს და მთელ კაცობრიობას ერთად; ჩვენ ვიცით, ეს საიდან არის, საიდან გვეძლევა; მაგრამ რამდენია ისეთი ადამიანი, ვინც ამ სიკეთეებს ვერ აღიქვამს და ვერ გრძნობს?! ამიტომ ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავამოწმოთ მათ წინაშე ის სიკეთე, რასაც ღმერთი გვაძლევს.
მაგრამ განა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამას ჯეროვნად ვაკეთებთ? რა თქმა უნდა, არა. ამიტომ უნდა შევისმინოთ უფალ იესო ქრისტეს ეს სიტყვები: „დაბრუნდი შინ და უამბე ყველას, რაც გიყო შენ ღმერთმა“ და მივბაძოთ ამ ადამიანს, რომელმაც შეასრულა უფლის ლოცვა-კურთხევა, წავიდა და მთელ ქალაქს ამცნობდა, რაც გაუკეთა იესომ.
ასევე პეტრე მოციქულიც შეგვახსენებს ამ მოწოდებას, როცა ის მიმართავს ყველა დროის ქრისტიანებს ასეთი სიტყვებით: „თქვენ ხართ რჩეული მოდგმა, წილხვედრი ხალხი, რომ ყველას აუწყოთ ღმერთის სიქველე, ვინც გამოგიხმოთ თქვენ სიბნელიდან, რათა გეხილათ მისი საოცარი ნათელი, ამინ“ (I პეტრ. 2,9)“, - განაცხადა მეუფე შიომ.
ყველა სიახლე
09 დეკემბერი 2024, 11:09
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია სწორედ სოლიდარობის მაგალითის წახალისება და შექება და არა ის, როდესაც მედიაექსტრემისტებად ქცეული ფსევდო-ჟურნალისტები თავიანთი კოლეგების „დასახვრეტ“ სიებს აქვეყნებენ
„ყველაფერთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სვეტი, რაზეც საზოგადოების თანხმობა და ემპათია დგას, სოლიდარობაა. კარგია, რომ ვიხილეთ მედიის წარმომადგენლებისგან ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის მაგალითი, განსაკუთრებით კი მაუწყებლის ოპერატორის მიმართ გამოხატული აგრესიის შემთხვევაზე.
09 დეკემბერი 2024, 11:09
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მოგიწოდებთ შეწყდეს ძალადობა, შეწყდეს აგრესია. პროცესი უნდა დაბრუნდეს საჯარო სივრცეში, პარლამენტის კედლებში, სატელევიზიო სტუდიებში და თუნდაც ქუჩაში, ოღონდ შესაბამისი ფორმით, რომელიც არ გამოიწვევს არეულობას
ძალადობრივი ჯგუფებისგან ინიცირებულ და გამოწვეულ შეტაკებებს არაერთი დაზარალებული ჰყავს. მინდა თითოეულ მათგანს ვუსურვო ჯანმრთელობა. რაც მთავარია, მინდა კიდევ ერთხელ, როგორც წინა დღეებში, გავაკეთო მოწოდება, რომ შეწყდეს ძალადობა, შეწყდეს აგრესია და პოლიტიკური პროცესი დაბრუნდეს სამართლებრივ კალაპოტში. პროცესი უნდა დაბრუნდეს საჯარო სივრცეში, პარლამენტის კედლებში, სატელევიზიო სტუდიებში და თუნდაც ქუჩაში, ოღონდ შესაბამისი ფორმით, რომელიც არ გამოიწვევს არეულობას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
09 დეკემბერი 2024, 11:08
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მინდა გავამხნეო მთელი მოსახლეობა, რომ ყველაფერი იქნება კარგად, არავითარი ქაოსი, არეულობა თუ დღის წესრიგის შეცვლა არ მოხდება
მინდა გავამხნეო მთელი მოსახლეობა და პირველ რიგში ჩვენი, პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, ჩვენი ამომრჩევლები, მილიონ ასოცი ათასი ადამიანი, რომ ყველაფერი იქნება კარგად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
09 დეკემბერი 2024, 11:07
მსოფლიო
Reuters: სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს
სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ საკუთარ პრეზიდენტს იუნ სოკ იოლს ქვეყნის დატოვება და საზღვარგარეთ გამგზავრება აუკრძალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პარლამენტის საკომიტეტოს მოსმენის დროს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.
09 დეკემბერი 2024, 11:06
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: დღეს ჩვენ განვაახლეთ საპარლამენტო საქმიანობა, ამ კვირის ბოლოს დავხურავთ საშემოდგომო სესიას. 14 დეკემბერს, შედგება საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველო პრეზიდენტის არჩევა
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტმა საქმიანობა განაახლა.
09 დეკემბერი 2024, 10:15
პოლიტიკა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ირაკლი კობახიძისთვის, მაკა ბოჭორიშვილის, ანრი ოხანაშვილის, დავით სონღულაშვილისა და მარიამ ქვრივიშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე მხარი დაუჭირა ირაკლი კობახიძისთვის, მაკა ბოჭორიშვილისთვის, ანრი ოხანაშვილისთვის, დავით სონღულაშვილისთვის და მარიამ ქვრივიშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.
09 დეკემბერი 2024, 09:57
მსოფლიო
ტრამპი აპირებს, რომ დაბადებით აშშ-ის მოქალაქეობის უფლება გააუქმოს
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ის აპირებს დაბადებით აშშ-ის მოქალაქეობის უფლება გააუქმოს. ტელეწამყვანის კითხვაზე, დგას თუ არა დღის წესრიგში ისევ მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც დაბადებით აშშ-ის მოქალაქეობის უფლების გაუქმებას ნიშნავს, ტრამპმა უპასუხა: "კი".
09 დეკემბერი 2024, 09:50
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე: ნიღბებით, შესაბამისი აღჭურვილობით იყვნენ გამორჩეულები ის მოძალადე ჯგუფები, რომლებიც თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, პოლიციელებს, მოქალაქეებს. მათ დაუსჯელობის განცდას სწორედ ეს ნიღაბი უქმნით
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღოს კანონი, რომლითაც აიკრძალება შეკრების მონაწილეების მიერ ნიღბებით სახის დაფარვა.
09 დეკემბერი 2024, 09:43
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: როგორ შეიძლება ვინმემ სასწორის ორ პინაზე დააყენოს მოგზაურობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ლგბტ პროპაგანდის წახალისება
როგორ შეიძლება ვინმემ სასწორის ორ პინაზე დააყენოს მოგზაურობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ბავშვებზე ძალადობა, ლგბტ პროპაგანდის წახალისება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ. დეპუტატი ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა.
09 დეკემბერი 2024, 09:40
მსოფლიო
უკრაინული მედია: რუსეთმა დონეცკის ოლქში ხუთი მიმართულებით წინ წაიწია
რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის დონეცკის ოლქში წინსვლას განაგრძობს, ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათი მტკიცებით, ოკუპანტების ჯარმა ქალაქ კურახოვოს, დაბა შევჩენკოს, სოფლების: ტრუდოვოეს, ვოზროჟდენიას და პუშკინოს მიმართულებით წინ წაიწიეს.
09 დეკემბერი 2024, 09:24
მსოფლიო
რუსული სამხედრო გემების უმეტესობამ ტარტუსის სამხედრო ბაზა უკვე დატოვა
რუსული სამხედრო გემების უმეტესობამ ტარტუსის სამხედრო ბაზა უკვე დატოვა. ინფორმაციას „ბიბისი“ სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი სამხედრო თვითმფრინავების გაყვანას ლატაკიის ბაზიდან, სავარაუდოდ, დღეს დაიწყებს.
09 დეკემბერი 2024, 09:15
მსოფლიო
ჯო ბაიდენი: შეერთებული შტატები არ დაუშვებს სირიაში შექმნილი ვითარებით „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებამ ისარგებლოს
შეერთებული შტატები არ დაუშვებს, სირიაში შექმნილი ვითარებით „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებამ ისარგებლოს, - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა. ჯოზეფ ბაიდენის თქმით, გარკვეულ ჯგუფებს, რომლებმაც სირიაში ამბოხება მოაწყვეს, წარსულში ტერორიზმთან ჰქონდათ კავშირი, ამიტომ შეერთებული შტატები მათ ქმედებებს ყურადღებით დააკვირდება და შესაბამისად იმოქმედებს.
09 დეკემბერი 2024, 09:03
მსოფლიო
სირიის გაქცეული პრეზიდენტი ბაშარ ასადი მოსკოვში ჩავიდა
სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი, რომელსაც სამშობლოში ამბოხი მოუწყვეს, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. "ასადი ოჯახის წევრებთან ერთად მოსკოვში ჩავიდა. რუსეთმა მათ ჰუმანიტარული თავშესაფარი მისცა", - ციტირებს სააგენტო საკუთარ წყაროს.
09 დეკემბერი 2024, 09:01
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე: საქართველოში არის ნაცმაიდანის მცდელობა, რომელიც ემსახურება მთავარ მიზანს, რომ ამ ქვეყანაში არეულობა მოხდეს
საქართველოში არის ნაცმაიდანის მცდელობა, რომელიც ემსახურება მათ მთავარ მიზანს, რომ ამ ქვეყანაში არეულობა მოხდეს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ.
09 დეკემბერი 2024, 08:53
პოლიტიკა
გიორგი გახარია: ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით გეგმას, რომელსაც ჰქვია პირველი ფაზა და მერწმუნეთ, ეს ფაზა თუ არ დავასრულეთ აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, იცოდეთ, რომ შემდეგ უკვე ძალიან გვიანი იქნება
პარტია „საქართველოსთვის“ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი „ფორმულას“ ეთერში აღიარებს, რომ ოპოზიციამ გეგმა ტრამპის ინაუგურაციამდე უნდა შეასრულოს. გიორგი გახარიას თქმით, სწორედ შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე უნდა მოესწროს ის, რომ საქართველოს მთავრობის ინსტიტუტების ლეგიტიმაცია არ მოხდეს. ლიდერი „ფორმულას“ ეთერში აღიარებს, რომ ოპოზიციამ გეგმა ტრამპის ინაუგურაციამდე უნდა შეასრულოს.
09 დეკემბერი 2024, 08:45
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე: კონკრეტული ფაქტები არსებობს, მათ შორის საკუთრების უფლების დარღვევის, კონკრეტული მაღაზიების თუ რესტორნების დაზიანების - ეს აქციები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს განსაკუთრებით მშვიდობიანობის ნაწილში
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციები ვერანაირ კრიტიას ვერ უძლებს. მისი თქმით, აქციების მიმდინარეობისას დაირღვა საკუთრების უფლებები, დაზიანებულია კონკრეტული მაღაზიები თუ რესტორნები.
09 დეკემბერი 2024, 08:36
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე: მშვიდობიანი აქციები რადიკალური ხდებოდა სწორედ ოპოზიციის დავალებით და ბუნებრივია, რომ მათ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ
მშვიდობიანი აქციები რადიკალური ხდებოდა სწორედ ოპოზიციის დავალებით და ბუნებრივია [გიორგი] ვაშაძეს და[ზურაბ გირჩი] ჯაფარიძესაც მოუწევთ კითხვებზე პასუხის გაცემა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ.
09 დეკემბერი 2024, 08:28
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე ჯგუფური ძალადობის, ორგანიზების და მასში მონაწილეობის საქმეზე, გამოკითხვაზე დაიბარეს
გიორგი ვაშაძე ჯგუფური ძალადობის, ორგანიზების და მასში მონაწილეობის საქმეზე, გამოკითხვაზე დაიბარეს. ვაშაძეს პოლიციამ სახლში უწყება მიუტანა და განუმარტა, რომ გამოკითხვაზე აქციებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით იბარებენ.
09 დეკემბერი 2024, 08:23
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ხელს აწერენ ფაშისტურ ქმედებებს, როდესაც, ითხოვენ, ჟურნალისტების სახელ-გვარები გამოქვეყნებული იყოს და ისინი საზოგადოებისგან გარიყონ
ხელს აწერენ ფაშისტურ ქმედებებსაც, როდესაც, ითხოვენ, რომ ამ ადამიანების სახელ-გვარები გამოქვეყნებული იყოს და ისინი საზოგადოებისგან გარიყონ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ.
09 დეკემბერი 2024, 08:11
საზოგადოება
გუშინდელი აქციის მიმდინარეობისას, აქციის მონაწილეებმა ქვებით პარლამენტის შენობის რამდენიმე ფანჯარა ჩაამტვრიეს
გავრცელდა პარლამენტის შენობის ჩამსხვრეული შუშების ვიდეოკადრები გუშინდელი აქციის დროს. აქციის მონაწილეებმა ქვებით პარლამენტის რამდენიმე ფანჯარა ჩაამტვრიეს. კადრებს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.