ნათია თურნავა: ეროვნული ბანკის მთელი გუნდი ჩვენი ფეხბურთელების დიდი გულშემატკივრები ვართ. გადავწყვიტეთ, შეგვეკვეთა მონეტა - მასზე გამოსახულია ახალი საფეხბურთო მაისური, რომელიც ჩვენი ნაკრების რებრენდინგის პროცესში შეიქმნა
ნათია თურნავა
ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ისევე როგორც სრულიად საქართველო, ეროვნული ბანკის მთელი გუნდი ჩვენი ფეხბურთელების დიდი გულშემატკივრები ვართ. მყისიერად გადავწყვიტეთ, შეგვეკვეთა ვერცხლის მონეტა, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ.
მან ლიეტუვის ზარაფხანაში დამზადებულ მონეტებზე ისაუბრა.
„ისევე როგორც სრულიად საქართველო, ეროვნული ბანკის მთელი გუნდი ჩვენი ფეხბურთელების დიდი გულშემატკივრები ვართ. მყისიერად გადავწყვიტეთ, შეგვეკვეთა ვერცხლის მონეტა, რომლის დიზაინიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად შეიქმნა. მონეტაზე გამოსახულია ახალი საფეხბურთო მაისური, რომელიც ჩვენი ნაკრების რებრენდინგის პროცესში შეიქმნა და მოუთმენლად ველით ამ მონეტის საქართველოში ჩამოსვლას“, - განაცხადა თურნავამ.
ამასთან, მონეტები დამზადდა როგორც ვერცხლის, ასევე ოქროსი, რომელთაც ორივე მხრიდან, ზედაპირზე ფერადი დეტალიც აქვთ, რითაც ისინი უფრო ღირებულია. გამოსახულია ნაკრების გერბი და წარწერა - „მე ვარ საქართველო“.
ლიეტუვის ზარაფხანაში დამზადებულ მონეტებს საქართველოში უახლოეს ხანში ჩამოიტანენ. დაგეგმილია 10 ათასი ვერცხლისა და 1 500 ოქროს მონეტის გამოგზავნა. მონეტებზე დიდი მოთხოვნილების გამო, ეროვნული ბანკი მათი გაყიდვის შესახებ ინფორმაციას მოსახლეობას დამატებით აცნობებს.
საქართველოს ეროვნული ბანკმა „ევრო 2024“-ში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მონაწილეობის აღსანიშნავად, უმაღლესი სინჯის ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტები შექმნა, რომლის გაყიდვა უახლოეს მომავალში დაიწყება.
ყველა სიახლე
06 დეკემბერი 2024, 08:42
პოლიტიკა
სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, რომ სპეცრაზმელებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული მონაცემები სიმართლეს არ შეესაბამება
სპეცრაზმელებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ მონაცემებს სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა. რამდენიმე პირის ახლობლები წერენ, რომ ეს ადამიანები არ არიან სპეცრაზმელები და ამჟამად არც იმყოფებიან დედაქალაქში.
06 დეკემბერი 2024, 08:33
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ბოლო დღეების განმავლობაში იყო მცდელობა ე.წ. მაიდანის მოწყობის, მაგრამ გაცვეთილია ეს პროცესი. ვერ გაითვალისწინეს, რომ საქართველო შემდგარი სახელმწიფოა
ბოლო დღეების განმავლობაში იყო მცდელობა ე.წ. მაიდანის მოწყობის, მაგრამ გაცვეთილია ეს პროცესი. ვერ გაითვალისწინეს, რომ საქართველო შემდგარი სახელმწიფოა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა მიმდინარე აქციების შეფასებისას.
06 დეკემბერი 2024, 08:23
სამართალი
დავით კეზერაშვილის სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სახლში საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ამაღლების ქუჩის 12 ნომერში სამართალდამცველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
06 დეკემბერი 2024, 08:15
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ათეულობით პოლიციელია დაშავებული, ვიხილეთ პარლამენტის დაწვის მცდელობაც. ამისთვის უშველებელი ფულადი რესურსია დახარჯული
უშველებელი ფულადი რესურსია დახარჯული იმისთვის, რომ პიროტექნიკა გამოყენებულიყო იმ მიზნით, რაც ჩვენ ვიხილეთ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
06 დეკემბერი 2024, 08:10
პოლიტიკა
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ადამიანები, რომლებიც აქციაზე რადიკლური რელიგიური შინაარსის მოწოდებებს ახმოვანებდნენ, ერაყის მოქალაქეები არიან
„ქრონიკის“ ინფორმაციით ადამიანები, რომლებიც მიტინგზე რადიკლური რელიგიური შინაარსის მოწოდებებს ახმოვანებდნენ, ერაყის მოქალაქეები არიან.
06 დეკემბერი 2024, 08:04
რეგიონი
ბათუმში მოქალაქეები აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ
ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს, რა დროსაც მათ მოქალაქეები დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი კონფლიქტი კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
06 დეკემბერი 2024, 03:12
საზოგადოება
რა ვითარებაა რუსთაველის გამზირზე
ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე სიმშვიდეა. მოქალაქეთა ნაწილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. ადგილზე მობილიზებულები არიან საპოლიციო დანაყოფები.
06 დეკემბერი 2024, 03:08
პოლიტიკა
ლელა ალიბეგაშვილი: როდესაც ქუჩაში ასეთი დაძაბული მდგომარეობაა და შენ ამბობ, რომ რუსთაველის თეატრიდან ხალხს ესვრიან, შენ უნდა იყო ამ თეატრის მაგარი მტერი
მსახიობმა, ლელა ალიბეგაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები გადაცემაში „იმედი LIVE“ შეაფასა. მსახიობმა აღნიშნა, რომ რუსთაველის თეატრი ცილისწამების ქარცეცხლში მოექცა.
06 დეკემბერი 2024, 02:52
პოლიტიკა
მიშო ჯავახიშვილი: მომიწოდებდნენ გამოვსულიყავი, ანსამბლი „მართვე“ და ბავშვები მიმეყვანა კონკრეტულ ადგილას და გამოსაჩენ მდგომარეობაში ვყოფილიყავი
ანსამბლი „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, საზოგადოება „ქართულის“ წევრმა, მიშო ჯავახიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები შეაფასა. მისივე თქმით, აღნიშნა, მას სოციალურ ქსელში მოუწოდებდნენ, რომ ანსამბლი „მართვე“ გამოეყვანა და პროტესტს შეერთებოდა.
06 დეკემბერი 2024, 02:11
პოლიტიკა
ხათუნა ხოფერია: სანამ პრემიერი ამ განცხადებას გააკეთებდა იყო სრულიად პროვოკაციული, არასავალდებულო რეზოლუცია, რეკომენდაციები მიღებული ევროპარლამენტის მხრიდან
სანამ პრემიერი ამ განცხადებას გააკეთებდა იყო სრულიად პროვოკაციული, არასავალდებულო რეზოლუცია, რეკომენდაციები მიღებული ევროპარლამენტის მხრიდან. არა მარტო არა სავალდებულო იყო, სასაცილოც კი იყო იმიტომ, რომ მას რომ კითხულობდი, პირდაპირ იკითხებოდა ქართული ოპოზიციური ხელწერა, სულისკვეთება, - განაცხადა პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ, გადაცემა „იმედი LIVE“-ში.
06 დეკემბერი 2024, 02:07
მსოფლიო
რუმინეთის საპრეზიდენტო კანდიდატი კელინ ჯორჯესკუ: მიხარია, რომ აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებას - ჩვენ არასდროს დავუშვებთ რომელიმე სახელმწიფოს ჩარევას ჩვენი ქვეყნის საშინაო და დემოკრატიულ საქმეებში
რუმინეთის საპრეზიდენტო კანდიდატმა, კელინ ჯორჯესკუმ განაცხადა, რომ მიესალმება აშშ-ის ყურადღებას ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარე ჩარევის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია.
06 დეკემბერი 2024, 01:52
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: ისე არიან გაკოტრებულები, რომ არ გამიკვირდება, საბავშვო ბაღებსა და სამშობიარო სახლებსაც მიაკითხონ და ჩვილი ბავშვების ტირილი შეაფასონ როგორც პროტესტი
„ქვეყნის პრეზიდენტი, ორიენტირებული უნდა იყოს ქვეყნის მთავარი დოკუმენტის, კონსტიტუციის დაცვისაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლესთან მიახლოებაც კი აკრძალულია კანონით და წარმოიდგინეთ, პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი უხმობს ადამიანებს, რომ ჩავიდნენ ბათუმში, მიუცვივდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს და ზეწოლა მოახდინონ.
06 დეკემბერი 2024, 01:40
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: ჩვენ ვართ ლიბერალური ფაშიზმის დამსხვრევის და დასრულების მომსწრენი ჩვენს ქვეყანაში ახლა. ძალიან ბევრ მავნე ძალას წაუმტვრევია ჩვენს ქვეყანაში კისერი. გამონაკლისია არც ეს ძალა არ არის
ეს პროცესი კარგა ხანია მზადდებოდა იმიტომ, რომ ამ ყველაფრის უკან იდგენენ რადიკალები. ეს მეოთხე მცდელობა გახლდათ მათი, რომ ქვეყანაში მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება და ამ ყველაფერ ფუთავდნენ, როგორც ჯანსაღ პროტესტს. სინამდვილეში სერიოზული სამზადისი ხდებოდა ამ ყველაფერზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
06 დეკემბერი 2024, 01:30
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა: მაკა ბოჭორიშვილმა მალტაში, ეუთოს მინისტერიალზე გამოსვლით ევრო ელიტას პირდაპირ უთხრა, რომ იცოდეთ, ეს სხვა ქვეყანააო - ვნახეთ, როგორ ესალმებოდნენ და როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ
პორნო ლიბერალური პოლიტიკური ელიტა დაწყებული ბაიდენის ადმინისტრაციით და დამთავრებული ევროკავშირის ელიტით, დაუპირისპირდა საქართველოს ღიად, შტურმი მოაწყვეს ჩვენს წინააღმდეგ და ქართულმა საზოგადოებამ ეს ბრძოლა მოიგო, - განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“.
06 დეკემბერი 2024, 01:08
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილის პასუხი კითხვაზე, უნდა დაველოდოთ თუ არა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს: ვინ უნდა დაელოდოს? ხალხი გამოსულია ქუჩაში, კრიზისი არ ელოდება არაფერს, არჩევნები მორჩა
„კრიზისი არ ელოდება არაფერს, კრიზისი არის ჩვენს ქუჩებში. არჩევნები მორჩა, არჩევნების გაყალბება უკვე დადასტურდა ქვეყანაში, ეს არის პრობლემა. ვინ უნდა დაელოდოს? ხალხი გამოსულია ქუჩაში, მე კი არ ვარ. არ არის აღიარებული ეს არჩევნები ხალხის მიერ, პოლიტიკური ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, კრიზისია. გვინდა, არ გვინდა, კრიზისია““, - აღნიშნა სალომე ზუზრაბიშვილმა.
06 დეკემბერი 2024, 00:53
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა: ძალადობრივი პროცესი შეწყდა ზუსტად იმ დღიდან, რა დღიდანაც ამოიძირკვა აი ეს ბოროტების საფუძვლები და იმის შემდეგ არანაირი პროტესტი არ არის. ეს არის აქტივი ამ ოთხი პოლიტიკური პარტიის, რომელიც ყოველდღიურად მცირდება
მკაფიოდ განსხვავებულია ვითარება, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებდით ამ დღეებში და უკანასკნელ სამი დღეა. მას მერე, რაც მოხდა იმ ბუდეების ამოძირკვა, საიდანაც მოდიოდა ეს ძალადობა. აქციას აბსოლუტურად სხვა ხასიათი აქვს, - განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“.
06 დეკემბერი 2024, 00:50
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე სპეცრაზმელების სიების გასაჯაროებაზე: ეს არის სამშობლოს ღალატი
„ვნახეთ სიუჟეტი, რომ ჩავიდნენ სპეცრაზმელების მშობლებთან, სადაც ერთ-ერთი სპეცრაზმელის მამა ეუბნება, რომ მისი შვილი გორშია დროებით ოკუპირებულ საზღვართან. ანუ, პირდაპირ დაუდეკლალირეს ჩვენს სახელმწიფოს მესაზღვრე, მისი სახელი, გვარი და ა.შ. ეს არის სამშობლოს ღალატი“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.
06 დეკემბერი 2024, 00:48
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: ჩემი დასანქცირება ნამდვილად დიდი სიურპრიზი იყო, მთელი დღე ფაქტობრივად ვცდილობდით, რომ გაგვერკვია თუ რაზე დაყრდნობით მოხდა ამ სიის შედგენა, ან ეს ადამიანები როგორ მოხვდნენ მასში, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ
ჩემი დასანქცირება ნამდვილად დიდი სიურპრიზი იყო, მთელი დღე ფაქტობრივად ვცდილობდით, რომ გაგვერკვია თუ რაზე დაყრდნობით მოხდა ამ სიის შედგენა, ან ეს ადამიანები როგორ მოხვდნენ მასში ჩემი ჩათვლით, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის პოლიტიკის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
06 დეკემბერი 2024, 00:35
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: მინდა ზელენსკიმ იცოდეს, ის ასანქცირებს ისეთ ადამიანებს, ისეთი რეგიონის ხელმძღვანელებსა და ისეთი ქვეყნის ლიდერებს, რომლებიც უკრაინას ყოველთვის გვერდში ედგნენ
მინდა ზელენსკიმ იცოდეს, რომ ის ასანქცირებს ისეთ ადამიანებს, ისეთი რეგიონის ხელმძღვანელებსა და ისეთი ქვეყნის ლიდერებს, რომლებიც უკრაინას ყოველთვის გვერდში ედგნენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირებაზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“.
06 დეკემბერი 2024, 00:21
მსოფლიო
უკრაინული მედია: ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინაში ფრონტზე არსებული მდგომარეობა იმაზე მეტყველებს, რომ დღეს უკრაინელები ომს აგებენ
ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა საპარლამენტო დებატებზე განაცხადა, რომ უკრაინაში ფრონტზე არსებული მდგომარეობა იმაზე მეტყველებს, რომ დღეს უკრაინელები ომს აგებენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა UNIAN-ი ავრცელებს.