imedi /  06 დეკემბერი 2024, 17:22 / სანდო წყარო

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, არაოფიციალური მონაცემებით, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR) 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება ცენტრისთვის რეგისტრაციის შეჩერების თაობაზე.

ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი გაასაჩივრებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რადგან ყველა ის ძირითადი ხარვეზი უკვე აღმოფხვრილი და გამოსწორებულია.

„მოგეხსენებათ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი არის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) სრული წევრი და ასევე დარეგისტრირებულია უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR). ENQA-ს და EQAR-ის წევრობის სტატუსის განახლების მიზნით, საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტი თბილისში განხორციელდა 2023 წლის ოქტომბრის თვეში. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის მიხედვით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG 2015) სრულად შესაბამისად შეფასდა 11 სტანდარტში, ხოლო ნაწილობრივ შესაბამისად შეფასდა 2 სტანდარტში.

ENQA-ს ექსპერტთა დასკვნის მიხედვით, ცენტრი არცერთ სტანდარტთან მიმართებით არ შეფასებულა როგორც მოთხოვნებთან შეუსაბამო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 5 სტანდარტის შესრულებასთან დაკავშირებით დაუდგინდა საუკეთესო პრაქტიკა. ENQA-ს ექსპერტების დასკვნის მიღების შემდგომ, ცენტრმა რეგისტრაციის განახლების მიზნით მიმართა EQAR-ს, რომლის გადაწყვეტილებაც ცენტრს ამ ეტაპზე არ ჩაბარებია. თუმცა, წინასწარი, არაოფიციალური მონაცემებით, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR), 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება ცენტრისთვის რეგისტრაციის შეჩერების თაობაზე. აქვე განვმარტავთ, რომ აღნიშნული ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია და ჩვენ მიერ წინსწრებით კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელებულია. შესაბამისად, ვიმედოვნებთ რომ EQAR-ის გადაწყვეტილება დროებითია.

ამასთან, დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი გაასაჩივრებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რადგან კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ რომ ყველა ის ძირითადი ხარვეზი, რაზეც შესაძლოა კითხვები ჰქონდეთ EQAR-ის კომიტეტის წევრებს უკვე აღმოფხვრილი და გამოსწორებულია. დამატებით, გაცნობებთ, რომ ENQA-ს წევრობა და EQAR-ში რეგისტრაცია არ არის დაკავშირებული საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარებასთან. აღნიშნული ორგანიზაციების წევრობის მოპოვებამდეც, 2019 წლამდეც საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარება ყოველგვარი შეფერხების გარეშე ხდებოდა, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ასევე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

რაც შეეხება სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ ცენტრის აღიარებას, იგი არანაირად არ უკავშირდება ENQA-ს წევრობას ან EQAR-ში რეგისტრაციას, რადგან ცენტრმა WFME-ის აღიარება მოიპოვა 2018 წელს, ხოლო ENQA-ს სრული წევრის სტატუსი და EQAR-ში რეგისტრაცია განხორციელდა 2019 წელს. ამასთან, WFME-ის აღიარების მქონე სააგენტოების დიდი ნაწილი არ წარმოადგენს არც ENQA-ს წევრ ორგანიზაციას და არც EQAR-ში არ არიან რეგისტრირებულნი“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ყველა სიახლე

25 იანვარი 2025, 10:54

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჰეგსეტი შესანიშნავი თავდაცვის მინისტრი იქნება

ჰეგსეტი შესანიშნავი თავდაცვის მინისტრი იქნება.

25 იანვარი 2025, 10:21

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსული ტერორი უცხოური კომპონენტების გარეშე შეუძლებელია. რუსეთი უკვე აწარმოებს „დრონ-კამიკაძეებს“, რომლებითაც უკრაინას უტევს

რუსული ტერორი უცხოური კომპონენტების გარეშე შეუძლებელია. რუსეთი უკვე აწარმოებს „დრონ-კამიკაძეებს“, რომლებითაც უკრაინას უტევს.

25 იანვარი 2025, 10:20

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დოვლეტმირატ სეიტმამედოვს შეხვდა

საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დოვლეტმირატ სეიტმამედოვს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

25 იანვარი 2025, 09:55

მსოფლიო

ირლანდიაში შტორმ „ეოინს“ მამაკაცი ემსხვერპლა

ირლანდიაში შტორმ „ეოინს“ მამაკაცი ემსხვერპლა.

კიტ კელოგი

25 იანვარი 2025, 09:38

მსოფლიო

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში: უკრაინამ მეტი სამხედრო დაკარგა ომში, ვიდრე ამერიკამ ვიეტნამსა და კორეაში

უკრაინამ მეტი სამხედრო დაკარგა ომში, ვიდრე ამერიკამ ვიეტნამსა და კორეაში.

პიტ ჰეგსეტი

25 იანვარი 2025, 08:29

მსოფლიო

სენატმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოსტზე Fox News-ის ყოფილი წამყვანი, პიტ ჰეგსეტი დაამტკიცა

სენატმა, ხმათა მცირე უპირატესობით, პენტაგონის ხელმძღვანელი პოსტზე Fox News-ის ყოფილი წამყვანი, პიტ ჰეგსეტი დაამტკიცა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

25 იანვარი 2025, 08:00

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

25-27 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.

25 იანვარი 2025, 02:36

მსოფლიო

Reuters: უკრაინაში USAID-ის პროექტებზე პასუხისმგებელ ოფიცრებს განუცხადეს, რომ შეწყვიტონ ყველა სამუშაო

USAID-ის წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ უკრაინაში პროექტებზე პასუხისმგებელ ოფიცრებს უთხრეს, რომ შეწყვიტონ ყველა სამუშაო.

მარკო რუბიო

25 იანვარი 2025, 02:20

მსოფლიო

The Associated Press: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაყინა ახალი დაფინანსება საგარეო დახმარების თითქმის ყველა პროგრამისთვის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაყინა ახალი დაფინანსება საგარეო დახმარების თითქმის ყველა პროგრამისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 იანვარი 2025, 01:29

მსოფლიო

ზელენსკი: პუტინს ტრამპის სამშვიდობო მისწრაფებებით მანიპულირება სურს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს ტრამპის სამშვიდობო მისწრაფებებით მანიპულირება სურს.

მაკა ბოჭორიშვილი
აშოტ სმბატიანი

25 იანვარი 2025, 00:49

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-სომხეთის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.

დონალდ ტრამპი უმცროსი

25 იანვარი 2025, 00:38

მსოფლიო

დონალდ ტრამპი უმცროსი: კმარა „დიფ სთეითის“ სისულელე

აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟი, დონალდ ტრამპი უმცროსი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ სენატში ზოგიერთი „რესპუბლიკელი“ არ აპირებს მხარი დაუჭიროს ტულსი გაბარდის კანდიდატურას აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე.

25 იანვარი 2025, 00:05

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე საქმის წარმოება დაიწყო

იდენტიფიცირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალება და მძღოლი. აღებულია მიწისა და წყლის სინჯები, რომელთა ლაბორატორიული კვლევის შედეგები რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი. საქმისწარმოების დასრულების შემდეგ, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

24 იანვარი 2025, 23:42

საზოგადოება

უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, I2Q პროექტის ფარგლებში, საქართველოში მესამე საერთაშორისო „Excellence School“ იმართება

უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში, I2Q პროექტის ფარგლებში, მესამე საერთაშორისო Excellence School იმართება, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ ღვამიჩავამ გახსნა.

ჯეი დი ვენსი

24 იანვარი 2025, 23:37

მსოფლიო

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ამერიკა ფუნდამენტურად არის ბავშვის, ოჯახისა და სიცოცხლის მომხრე ქვეყანა

ამერიკა ფუნდამენტურად არის ბავშვის, ოჯახისა და სიცოცხლის მომხრე ქვეყანა, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა სიცოცხლის მარშზე სიტყვით გამოსვლისას.

დონალდ ტრამპი

24 იანვარი 2025, 21:53

მსოფლიო

ტრამპმა კვლავ მოუწოდა OPEC-ს, დაწიოს ნავთობის ფასი, რათა უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას შეუწყოს ხელი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვლავ მოუწოდა ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას (OPEC), დაწიოს ნავთობის ფასი, რათა უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას შეუწყოს ხელი.

ხვიჩა კვარაცხელია

24 იანვარი 2025, 21:20

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში ხვალ შედგება

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ 23 წლის ქართველი ფეხბურთელი სათამაშოდ მზადაა. პარიზელები საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში საკუთარ სტადიონზე „რეიმსს“ უმასპინძლებენ და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთე შეხვედრას მოიგებენ.

24 იანვარი 2025, 21:15

კულტურა

„როგორ იქმნებოდა პოდიუმი“ - ციფრული გამოფენა „ვოგის“ არქივში შემონახულ ისტორიულ კადრებსა და ფოტოებს აერთიანებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„როგორ იქმნებოდა პოდიუმი“ - უნიკალურ ციფრულ გამოფენას, რომელიც მოდის ჟურნალ „ვოგის“ არქივში შემონახულ ისტორიულ კადრებსა და ფოტოებს აერთიანებს, ლონდონი მასპინძლობს.

ანდრიი ერმაკი

24 იანვარი 2025, 21:12

მსოფლიო

ანდრიი ერმაკი: პუტინს სურს მოლაპარაკებები ევროპის ბედზე ევროპის გარეშე, მას სურს უკრაინაზე საუბარი უკრაინის გარეშე - ეს არ მოხდება

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა განაცხადა, რომ უკრაინა ეწინააღმდეგება ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის მოლაპარაკებებს, თუ კიევი და ევროპა არ იქნებიან ჩართულნი. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde-ი ავრცელებს.

დავით დოიაშვილი

24 იანვარი 2025, 20:36

პოლიტიკა

„ახალი თეატრის“ პოლიტიკური გასტროლი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ახალი თეატრის“ პოლიტიკური გასტროლი - ბრალდებული კოლეგის მხარდასაჭერად დაანონსებული მუქარა, პერფორმანსი და რეგიონებში დაგეგმილი ტურნე.