imedi /  07 დეკემბერი 2024, 00:03 / სანდო წყარო

ლაშა მარგიშვილი საქართველოში გაცემულ დიპოლმებზე: ENQA-ს და EQAR-ის წევრობა ორგანიზაციამ მოიპოვა 2019 წელს და ბუნებრივია, 2019 წლამდე გაცემული დიპლომებიც ისევეა აღიარებული, როგორც 2024-ში და მომავალში იქნება

ლაშა მარგიშვილი

ლაშა მარგიშვილი

ENQA-ს და EQAR-ის წევრობა ორგანიზაციამ მოიპოვა 2019 წელს და ბუნებრივია 2019 წლამდე გაცემული დიპლომებიც ისევეა აღიარებული, როგორც 2024-ში და მომავალში იქნება, - განაცხადა განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა მარგიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისი თქმით, ცენტრი აგრძელებს და დღეს არის ENQA-ს და EQAR-ის წევრი ორგანიზაცია.

„ცენტრმა ENQA-ს და EQAR-ის წევრობა 2019 წელს მოიპოვა, რასაც წინ უძღოდა მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც 2015-2018 წლებში განხორციელდა და 2019 წელს ცენტრმა მიიღო სრული წევრის სტატუსი როგორც ENQA-ს და EQAR-ის. ამის შემდეგ, ნებისმიერი სააგენტო, რომელიც ამ ორგანიზაციის წევრი ხდება ვალდებულია 5 წელიწადში ერთხელ გაიაროს შეფასების პროცესი. ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ 2023 წლის იანვრის თვეში, ყველა დოკუმენტი გადაეგზავნა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, განვაცხადეთ მზაობა, რომ კვლავ ვიყოთ და გავაგრძელოთ ამ ორგანიზაციის წევრობა. 2023 წლის ოქტომბრის თვეში განხორციელდა საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტი თბილისში, მათ შეისწავლეს გაგზავნილი დოკუმენტაცია წინასწარ და 2024 წლის მარტის ბოლოს უკვე ჩაგვბარდა ENQA-ს ექსპერტების დასკვნა. ამ დასკვნის მიხედვით განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი 11 სტანდარტთან შეფასდა როგორ სრული შესაბამისი, 2 სტანდარტთან ნაწილობრივი შესაბამისი და 5 სტანდარტთან დადგინდა როგორც საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც შეიძლება გაიზიარონ სხვა სხვა სააგენტოებმა. ამის შემდეგ, აპრილში მივმართეთ EQAR-ს რეგისტრაციის განახლების მიზნით, ჯერჯერობით გადაწყვეტილება საბოლოო არ არის მიღებული და არ ჩაგვბარებია. შესაბამისად, დღეს, ENQA-ს და EQAR-ის წევრობას ვადასტურებ როგორც ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი. ცენტრი აგრძელებს და არის დღეს ENQA-ს და EQAR-ის წევრი ორგანიზაცია.

ჩვენ ახლა ველოდებით EQAR-ის საბოლოო გადაწყვეტილებას. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება უარყოფითი, ხელებს არავინ ჩამოუშვებს და გავაგრძელებთ მათთან აქტიურ კომუნიკაციას, მუშაობას. ერთი ვერსია არის, რომ გადაწყვეტილება გავასაჩივროთ, რისთვისაც გვექნება 40 დღე, ან მეორე გზას ავირჩევთ, რომელიც გულისხმობს, რომ მოვითხოვთ ფოკუსირებულ შეფასებას EQAR-ისგან, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გავაკეთებთ აქცენტს მხოლოდ იმ საკითხებზე, რაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს აღელვებს. თუ შეფასებას ექნება დადებითი შედეგი, ამ შემთხვევაში EQAR-ის წევრობა, იმ მომენტიდან, თუკი შეუჩერდა ცენტრს რეგისტრაცია EQAR-ში იმ მომენტიდან ჩაითლება, რომ აგრძელებს ორგანიზაცია EQAR-ის წევრობას.

რაც შეეხება ENQA-ს წევრობას, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დადგება ENQA-ს პროცედურების მიხედვით, ვინაიდან სააგენტო, რომელიც არის ENQA-ს წევრო ორგანიზაცია და თუკი ENQA-ს მმართველმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სააგენტო არ აკმაყოფილებს რომელიმე სტანდარტს, წევრ სააგენტოებს ისინი თავისი სიიდან არ რიცხავენ, მას აძლევენ 2-წლიან ვადას რომ არსებული ხარვეზები გამოასწოროს, - აღნიშნა ლაშა მარგიშვილმა.

ყველა სიახლე

25 იანვარი 2025, 10:54

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჰეგსეტი შესანიშნავი თავდაცვის მინისტრი იქნება

ჰეგსეტი შესანიშნავი თავდაცვის მინისტრი იქნება.

25 იანვარი 2025, 10:21

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსული ტერორი უცხოური კომპონენტების გარეშე შეუძლებელია. რუსეთი უკვე აწარმოებს „დრონ-კამიკაძეებს“, რომლებითაც უკრაინას უტევს

რუსული ტერორი უცხოური კომპონენტების გარეშე შეუძლებელია. რუსეთი უკვე აწარმოებს „დრონ-კამიკაძეებს“, რომლებითაც უკრაინას უტევს.

25 იანვარი 2025, 10:20

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დოვლეტმირატ სეიტმამედოვს შეხვდა

საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დოვლეტმირატ სეიტმამედოვს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

25 იანვარი 2025, 09:55

მსოფლიო

ირლანდიაში შტორმ „ეოინს“ მამაკაცი ემსხვერპლა

ირლანდიაში შტორმ „ეოინს“ მამაკაცი ემსხვერპლა.

კიტ კელოგი

25 იანვარი 2025, 09:38

მსოფლიო

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში: უკრაინამ მეტი სამხედრო დაკარგა ომში, ვიდრე ამერიკამ ვიეტნამსა და კორეაში

უკრაინამ მეტი სამხედრო დაკარგა ომში, ვიდრე ამერიკამ ვიეტნამსა და კორეაში.

პიტ ჰეგსეტი

25 იანვარი 2025, 08:29

მსოფლიო

სენატმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოსტზე Fox News-ის ყოფილი წამყვანი, პიტ ჰეგსეტი დაამტკიცა

სენატმა, ხმათა მცირე უპირატესობით, პენტაგონის ხელმძღვანელი პოსტზე Fox News-ის ყოფილი წამყვანი, პიტ ჰეგსეტი დაამტკიცა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

25 იანვარი 2025, 08:00

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

25-27 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.

25 იანვარი 2025, 02:36

მსოფლიო

Reuters: უკრაინაში USAID-ის პროექტებზე პასუხისმგებელ ოფიცრებს განუცხადეს, რომ შეწყვიტონ ყველა სამუშაო

USAID-ის წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ უკრაინაში პროექტებზე პასუხისმგებელ ოფიცრებს უთხრეს, რომ შეწყვიტონ ყველა სამუშაო.

მარკო რუბიო

25 იანვარი 2025, 02:20

მსოფლიო

The Associated Press: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაყინა ახალი დაფინანსება საგარეო დახმარების თითქმის ყველა პროგრამისთვის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაყინა ახალი დაფინანსება საგარეო დახმარების თითქმის ყველა პროგრამისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 იანვარი 2025, 01:29

მსოფლიო

ზელენსკი: პუტინს ტრამპის სამშვიდობო მისწრაფებებით მანიპულირება სურს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს ტრამპის სამშვიდობო მისწრაფებებით მანიპულირება სურს.

მაკა ბოჭორიშვილი
აშოტ სმბატიანი

25 იანვარი 2025, 00:49

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-სომხეთის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.

დონალდ ტრამპი უმცროსი

25 იანვარი 2025, 00:38

მსოფლიო

დონალდ ტრამპი უმცროსი: კმარა „დიფ სთეითის“ სისულელე

აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟი, დონალდ ტრამპი უმცროსი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ სენატში ზოგიერთი „რესპუბლიკელი“ არ აპირებს მხარი დაუჭიროს ტულსი გაბარდის კანდიდატურას აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე.

25 იანვარი 2025, 00:05

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე საქმის წარმოება დაიწყო

იდენტიფიცირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალება და მძღოლი. აღებულია მიწისა და წყლის სინჯები, რომელთა ლაბორატორიული კვლევის შედეგები რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი. საქმისწარმოების დასრულების შემდეგ, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

24 იანვარი 2025, 23:42

საზოგადოება

უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, I2Q პროექტის ფარგლებში, საქართველოში მესამე საერთაშორისო „Excellence School“ იმართება

უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში, I2Q პროექტის ფარგლებში, მესამე საერთაშორისო Excellence School იმართება, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ ღვამიჩავამ გახსნა.

ჯეი დი ვენსი

24 იანვარი 2025, 23:37

მსოფლიო

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ამერიკა ფუნდამენტურად არის ბავშვის, ოჯახისა და სიცოცხლის მომხრე ქვეყანა

ამერიკა ფუნდამენტურად არის ბავშვის, ოჯახისა და სიცოცხლის მომხრე ქვეყანა, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა სიცოცხლის მარშზე სიტყვით გამოსვლისას.

დონალდ ტრამპი

24 იანვარი 2025, 21:53

მსოფლიო

ტრამპმა კვლავ მოუწოდა OPEC-ს, დაწიოს ნავთობის ფასი, რათა უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას შეუწყოს ხელი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვლავ მოუწოდა ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას (OPEC), დაწიოს ნავთობის ფასი, რათა უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას შეუწყოს ხელი.

ხვიჩა კვარაცხელია

24 იანვარი 2025, 21:20

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში ხვალ შედგება

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ 23 წლის ქართველი ფეხბურთელი სათამაშოდ მზადაა. პარიზელები საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში საკუთარ სტადიონზე „რეიმსს“ უმასპინძლებენ და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთე შეხვედრას მოიგებენ.

24 იანვარი 2025, 21:15

კულტურა

„როგორ იქმნებოდა პოდიუმი“ - ციფრული გამოფენა „ვოგის“ არქივში შემონახულ ისტორიულ კადრებსა და ფოტოებს აერთიანებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„როგორ იქმნებოდა პოდიუმი“ - უნიკალურ ციფრულ გამოფენას, რომელიც მოდის ჟურნალ „ვოგის“ არქივში შემონახულ ისტორიულ კადრებსა და ფოტოებს აერთიანებს, ლონდონი მასპინძლობს.

ანდრიი ერმაკი

24 იანვარი 2025, 21:12

მსოფლიო

ანდრიი ერმაკი: პუტინს სურს მოლაპარაკებები ევროპის ბედზე ევროპის გარეშე, მას სურს უკრაინაზე საუბარი უკრაინის გარეშე - ეს არ მოხდება

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა განაცხადა, რომ უკრაინა ეწინააღმდეგება ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის მოლაპარაკებებს, თუ კიევი და ევროპა არ იქნებიან ჩართულნი. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde-ი ავრცელებს.

დავით დოიაშვილი

24 იანვარი 2025, 20:36

პოლიტიკა

„ახალი თეატრის“ პოლიტიკური გასტროლი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ახალი თეატრის“ პოლიტიკური გასტროლი - ბრალდებული კოლეგის მხარდასაჭერად დაანონსებული მუქარა, პერფორმანსი და რეგიონებში დაგეგმილი ტურნე.