სურსათის 4 ნიმუშში აკრძალული საღებავები აღმოჩნდა
ფოტო: სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის 4 ნიმუშში აკრძალული საღებავები აღმოჩნდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა, ნოემბერში, სურსათში აკრძალული სუდანის ჯგუფის საღებავის გამოვლენის მიზნით, 57 სხვადასხვა კატეგორიის სურსათის ნიმუში აიღეს. ნიმუშები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაიგზავნა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სურსათის 4 ნიმუშში აღმოჩნდა აკრძალული საღებავები:
• დახლზე მოვაჭრე ი/მ ლიანა ქობალია; სურსათი- აჯიკა; დამზადების თარიღი: 01/10/2024 წელი; ვარგისიანობის ვადა: 01/03/2025 წელი; დარღვევა- აღმოჩნდა საღებავი Para Red; მისამართი: ქ. თბილისი, აგრარული ბაზარი, წინამძღვრიშვილის ქ N135
• დახლზე მოვაჭრე ფიზიკური პირი ქეთევან კილასონია; სურსათი-აჯიკა; დამზადების თარიღი: 11.11.2024 წელი; ვარგისიანობის ვადა- 6 თვე; დარღვევა-აღმოჩნდა საღებავი Para Red; მისამართი: ქ. სენაკი, აგრარული ბაზარი,რუსთაველის ქ. N180.
• დახლზე მოვაჭრე ფიზიკური პირი ხათუნა ფხაკაძე; სურსათი- დაღერღილი წითელი წიწაკა; დამზადების თარიღი: 18.10.2024 წელი; ვარგისიანობის ვადა: 04.2026 წელი; დარღვევა- აღმოჩნდა საღებავი sudan I და Sudan IV; მისამართი: ქ. ოზურგეთი, აგრარული ბაზარი, გურიის N35.
• მოვაჭრე ი/მ მაია გელაშვილი; სურსათი- სველი აჯიკა; დამზადების თარიღი: 13.11.2024 წელი; ვარგისიანობის ვადა 20 დღე; დარღვევა- აღმოჩნდა საღებავი sudan I.; მისამართი: ქალაქი რუსთავი მე-16 მ/რ-ნი, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია.
აღნიშნული სურსათი დაილუქა და სურსათის ეროვნული სააგენტო ზედამხედველობს მისი ბაზრიდან ამოღება/განადგურებას. ამასთან გაგრძელდება მოკვლევის პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ შეძენილი აქვს აღნიშნული სურსათი, არ გამოიყენოს !
სურსათის ეროვნული სააგენტო, მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათში აკრძალული საღებავების ლაბორატორიულ კვლევას, ყოველწლიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. მიმდინარე წელს აღებულია 113 ნიმუში, საიდანაც მხოლოდ 4 შემთხვევაში გამოვლინდა აკრძალული საღებავი. დარღვევების შემცირება განაპირობა სააგენტოს მიერ განხორციელებულმა რეგულაციებმა. კერძოდ, ბოლო წლებში ჩატარებული კვლევის შედეგებით, დარღვევების ძირითად წყაროს წარმოადგენს იმპორტირებული წითელი წიწაკა. რისკის დონის გათვალისწინებით, 2019 წლის ოქტომბრიდან, წითელი წიწაკის იმპორტის განხორციელებისას გამკაცრებული მოთხოვნები მოქმედებს. წითელი წიწაკის (დაფქული, დაღერღილი) თითოეულ პარტიას იმპორტის დროს (გარდა ევროკავშირის ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, შვეიცარიის და ისრაელის) თან უნდა ახლდეს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის გამოცდის ოქმი, სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე უარყოფითი შედეგით.
საქართველოს კანონმდებლობით, სურსათში საღებავების: Sudan I; Sudan II; Sudan III; Sudan IV; Sudan orange G; Sudan Red G; Sudan Red 7 B და Sudan red B, გამოყენება აკრძალულია.
“სუდანის” ჯგუფის საღებავები ბუნებრივად არ გვხვდება სურსათში, იგი მიეკუთვნება ხელოვნურ აზო საღებავების ჯგუფს, არ წარმოადგენს ნებადართულ საკვებდანამატს. აღნიშნული საღებავები სურსათს ემატება ფერის მისაცემად, კერძოდ, იყენებენ წითელი დაფქული წიწაკის ფერის გასაძლიერებლად", - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
18 იანვარი 2025, 13:50
რეგიონი
ვარდისუბანი-ლარსის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ116-კმ137 (ვარდისუბანი-ლარსი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
18 იანვარი 2025, 13:23
მსოფლიო
სტივენ კინგი მიიჩნევს, რომ „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესის გამანადგურებელი ხანძრის გამო არ უნდა ჩატარდეს
სტივენ კინგი მიიჩნევს, რომ „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესის გამანადგურებელი ხანძრის გამო არ უნდა ჩატარდეს.
18 იანვარი 2025, 13:18
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: ხვიჩა კვარაცხელიას ვულოცავ პსჟ-ში გადასვლას, სადაც ახალი ქართული საფეხბურთო თავგადასავალი იწყება!!!
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლას სოციალურ ქსელში ულოცავს.
18 იანვარი 2025, 13:09
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 567 ერთეული ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სახანძრო აირწინაღი შეიძინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 567 ერთეული ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სახანძრო აირწინაღი შეიძინა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
18 იანვარი 2025, 12:38
მსოფლიო
ტრამპი ინაუგურაციის დახურულ სივრცეში გადატანას ეხმაურება: მოსვლას თუ გადაწყვეტთ, თბილად ჩაიცვით
ტრამპი ინაუგურაციის დახურულ სივრცეში გადატანას ეხმაურება: მოსვლას თუ გადაწყვეტთ, თბილად ჩაიცვით.
18 იანვარი 2025, 12:28
მსოფლიო
აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის ზედამხედველობის და ანგარიშვალდებულების კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის მომავალ გენერალურ პროკურორს ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს
აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის ზედამხედველობის და ანგარიშვალდებულების კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის მომავალ გენერალურ პროკურორს ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.
18 იანვარი 2025, 12:25
სპორტი
მერაბ დვალიშვილი დღეს UFC-ში რუსეთის სახელით მოასპარეზე უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ იბრძოლებს
დღეს კალიფორნიაში UFC 311 ჩატარდება, სადაც ქვემსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ქამარს პირველად, რუსეთის სახელით გამომსვლელი უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს.
18 იანვარი 2025, 12:04
მსოფლიო
პალესტინის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მზად არის სრული პასუხისმგებლობა აიღოს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ
პალესტინის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მზად არის სრული პასუხისმგებლობა აიღოს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ.
18 იანვარი 2025, 11:53
პოლიტიკა
ლევან მგალობლიშვილი: ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებული ყურადღება გამოვიჩინოთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდნენ
ჩემთვის, როგორც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისთვის, უმნიშვნელოვანესია, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამოვიჩინოთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდნენ, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა ვეტერანებთან შეხვედრაზე.
18 იანვარი 2025, 11:52
მსოფლიო
ისრაელის მთავრობამ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ისრაელის მთავრობამ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა.
18 იანვარი 2025, 11:48
თავდაცვა
საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) ახალი მეთაური იმყოფებოდა
ვიზიტის ფარგლებში ბოგდან რიცერსკიმ შეხვედრა გამართა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძესთან და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალთან, პოლკოვნიკ ზურაბ ხვიჩიასთან. მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობებზე, მიმდინარე რეფორმებსა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
18 იანვარი 2025, 11:47
სამართალი
საპატრულო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულოს პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
18 იანვარი 2025, 11:28
პოლიტიკა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებლებმა ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლენისა და საქმიანობის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანეს
საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" დამფუძნებლებმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.
18 იანვარი 2025, 11:17
პოლიტიკა
პაატა სალია: აზერბაიჯანი რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელსაც კარგად ესმის, რომ საქართველოს სტაბილურობაზე დიდწილად არის დამოკიდებული მთელი სამხრეთ კავკასიის სტაბილურობა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა სალიამ აზერბაიჯანში პრემიერის ვიზიტის მნიშვნელობა „ქრონიკასთან“ შეაფასა.
18 იანვარი 2025, 11:14
პოლიტიკა
ზვიად გაბისონია ცესკოს წევრობის კანდიდატებზე: ოთხივე კანდიდატი სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მათ გააჩნიათ მრავალწლიანი გამოცდილება ამ სპეციფიკური მიმართულებით
ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ პარლამენტის თავმჯდომარეს კანდიდატების სია წარუდგინა.
18 იანვარი 2025, 10:37
საზოგადოება
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ჰელსინკის საერთაშორისო გამოფენაზე ეცნობიან
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ჰელსინკის საერთაშორისო გამოფენაზე ეცნობიან.
18 იანვარი 2025, 10:30
მსოფლიო
ზელენსკი: უკრაინის დამოუკიდებლობა იარაღშია
ზელენსკი: უკრაინის დამოუკიდებლობა იარაღშია.
18 იანვარი 2025, 10:04
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე სომეხ კოლეგას შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე სომეხ კოლეგას, ლენა ნანუშიანს შეხვდა. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
18 იანვარი 2025, 09:50
მსოფლიო
რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია - არის მსხვერპლი
რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია - არის მსხვერპლი.
18 იანვარი 2025, 09:34
მსოფლიო
კირ სტარმერი: უკრაინაში სამშვიდობო ძალისხმევაში დიდი ბრიტანეთი „სრულყოფილ როლს“ შეასრულებს
კირ სტარმერი: სამშვიდობო ძალისხმევაში უკრაინაში დიდი ბრიტანეთი „სრულყოფილ როლს“ შეასრულებს.