მეუფე შიო: სიყვარული მარადიულია, არასდროს არ კვდება, ის ფერს უცვლის ცხოვრებას და შევყავართ ახალ, მარადიულ, სხვა ცხოვრებაში, იმქვეყნიურ მარადიულ ცხოვრებაში. ეს სიყვარული ყველაზე მეტად გამოავლინა უფალმა იესო ქრისტემ

მეუფე შიო
ფოტო: საპატრიარქოს უწყებანი
სიყვარული მარადიულია, არასდროს არ კვდება, ის ფერს უცვლის ცხოვრებას და შევყავართ ახალ, მარადიულ, სხვა ცხოვრებაში, იმქვეყნიურ მარადიულ ცხოვრებაში. ეს სიყვარული ყველაზე მეტად გამოავლინა უფალმა იესო ქრისტემ, არავინ სხვამ, არასდროს არ გამოავლინა ასეთი სიყვარული, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.
მან მრევლს ქრისტესშობის შემდგომი, სადღესასწაულო პერიოდი მიულოცა და უფლის შობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„რატომ ხდება, რომ ცხოვრებაში ჯერ კიდევ არის ამდენი ტანჯვა და უბედურება? იმიტომ ხომ არა, რომ მისი სწავლებიდან ჩვენ არ ვიღებთ მთავარს და ყველაზე მნიშვნელოვანს? და იმ საღვთო სიყვარულიდან, რომელიც მან მოიტანა და ჩვენკენ არის მომართული, ჩვენ ვიღებთ ძალიან მცირეს, არ ვეძებთ მას, ნაკლებად ვეძებთ მას და ნაკლებად გვაქვს მისი იმედი, არამედ უფრო იმედს ვამყარებთ ჩვენს ადამიანურ ძალებზე, ამიტომაც ვიტანჯებით. მაგრამ ყოველთვის იყვნენ ისეთი ადამიანები, ვისაც ძალიან კარგად ესმოდა, რა მოიტანა ამქვეყნად განკაცებულმა ღმერთმა. გავიხსენოთ, თუნდაც აღმოსავლეთიდან მოსული ბრძენი მოგვები. რა მიართვეს მათ უფალს ძღვნად? - ოქრო, გუნდრუკი და მური. ეს არის ყველაზე ძვირფასი და საუკეთესო, რაც კი შეიძლება ადამიანმა ღმერთს მიუტანოს.
ოქრო მოიპოვება მძიმე შრომით მიწიდან, რომ შემდეგ გამოიდნოს და გაბრწყინდეს მთელი თავისი დიდებითა და სისუფთავით. ეს ოქრო ყოველი ადამიანის სულშია, ეს არის ადამიანის შემოქმედებითი ძალების სწრაფვა და აქტივობა, რომელიც მოიპოვება მძიმე შრომითა და ღვაწლით. ეს შემოქმედებითი აქტივობა და სწრაფვა ფერს უცვლის სამყაროს, ადამიანს, განანათლებს მას თავისი უჭკნობი სულიერი მშვენიერებით. აი, რისი სიმბოლოა ოქრო.
მოგვებმა მიიტანეს ასევე გუნდრუკი. ეს არის სურნელოვანი საკმეველი, რომელიც ყოველთვის სიმაღლისკენ მიისწრაფვის. სიმაღლისკენ სწრაფვაც არის ყოველი ადამიანის სულში, რომ ამაღლდეს, რომ გახდეს ბევრად უკეთესი, ვიდრე ახლა არის. მაშასადამე, გუნდრუკი არის სიმბოლო სიმაღლისაკენ სწრაფვისა და ზეციური სამყაროს ძიებისა.
მოგვებმა ასევე მიიტანეს უფალთან მური. ეს არის ნივთიერება, რომლისგანაც მზადდებოდა სურნელოვანი ნელსაცხებელი. ძველად ხალხში იყო ასეთი ჩვეულება, რომ სურნელოვან ზეთს ან ნელსაცხებელს სცხებდნენ არა მხოლოდ მიცვალებულებს, არამედ ცოცხლებსაც და ამით გამოხატავდნენ სიყვარულს მათ მიმართ.
ჩვენც გვაქვს ასეთი წესი, რომ მიცვალებულის წესის აგების დროს ვიყენებთ სურნელოვან ზეთს, ასევე საფლავზე მიგვაქვს ზეთი, რითაც გამოვხატავთ სიყვარულს. აი, ეს სიყვარული არის საღვთო სიყვარულის ანარეკლი ადამიანში, რომელიც ჩვენში ჩადო ღმერთმა, როცა ქმნიდა ადამიანს. ეს სიყვარული მარადიულია, არასდროს არ კვდება, ის ფერს უცვლის ცხოვრებას და შევყავართ ახალ, მარადიულ, სხვა ცხოვრებაში, იმქვეყნიურ მარადიულ ცხოვრებაში. ეს სიყვარული ყველაზე მეტად გამოავლინა უფალმა იესო ქრისტემ, არავინ სხვამ, არასდროს არ გამოავლინა ასეთი სიყვარული. აი, რისი სიმბოლოა მური.
როგორც გითხარით, ძვირფასო ძმებო და დებო, ჯერ კიდევ არ მომხდარა ქრისტესშობის დიდებული დღესასწაულის წარგზავნა. ჩვენ ჯერ კიდევ გვინათებს ბეთლემის ვარსკვლავი, ჯერ კიდევ ვდგავართ იმ ბაგასთან, სადაც იშვა ჩვილი, შემოქმედი სამყაროსი; ნუ ვიქნებით დამწუხრებულნი, სასოს ნუ წარვიკვეთთ იმის გამო, რომ ვდგავართ ხელცარიელი, იმიტომ რომ, როგორც გითხარით, ყველა ადამიანს შეუძლია, უფალს მიართვას ის ძღვენი, რომელიც მიიტანეს იმჟამინდელმა ბრძენმა მოგვებმა, რადგან ეს ყველაფერი არის ჩვენში; მაგრამ ეს ყველაფერი, ეს ყველა თვისება, რისი სიმბოლოც არის ოქრო, გუნდრუკი და მური, ჩვენში უნდა გაიხსნას მუდმივი შრომით, მუდმივი ძალისხმევით, ცხოვრების გამოსწორებით და იმ მადლისა და ძალის შეწევნით, რომელსაც გვაძლევს უფალი ჩვენი იესო ქრისტე.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, შეგვეწიოს წმინდა მეფე დავითი, ფსალმუნთა მთქმელი, წმინდა მოციქული იაკობი, ძმა უფლისა, და მართალი იოსებ დამწინდველი, რომელთა ხსენებასაც დღეს აღვასრულებთ. მათი ლოცვით, უფალმა ინებოს, რომ მოწყალებით მიიღოს ჩვენი ძღვენი და ბაგასთან მდგომ თავის დედას და ჩვენს საერთო დედას, ღვთისმშობელს, მიუთითოს ყოველ ჩვენგანზე, როგორც თავის ძმებსა და დებზე, „რამეთუ ჩვენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი“, - განაცხადა მეუფე შომ.
ყველა სიახლე

14 თებერვალი 2025, 13:02
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი კაია კალასს: ხომ ხედავ ევროკავშირის ბიუროკრატიის უაზრო მორჩილებამ „დიფ სთეითისადმი“ სადამდე მიგიყვანათ. ამერიკა აღარც კი აღგიქვამთ პარტნიორად უკრაინის საკითხში. მტრის ვასალებს ასე ექცევიან
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა, რომ „რუსების დაშოშმინებას არასდროს გაუმართლებია - ჩვენს ზურგს უკან მიღწეული შეთანხმება უბრალოდ არ იმუშავებს, ნებისმიერი გარიგებისთვის გვჭირდება ევროპელები და უკრაინელები”.

14 თებერვალი 2025, 12:56
მსოფლიო
სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, დროებით გააუქმოს USAID-ის დაფინანსების შეჩერება
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, დროებით გააუქმოს საგარეო დახმარების დაფინანსების შეჩერება. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

14 თებერვალი 2025, 12:45
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
სომხეთის ელჩმა მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

14 თებერვალი 2025, 12:37
ტექნოლოგიები
სეისმური აქტივობა, რომელიც ალასკაზე ბოლო ათი თვის განმავლობაში გრძელდება, შესაძლოა ვულკანის ამოფრქვევის მომასწავებელი იყოს
სეისმური აქტივობა, რომელიც ალასკაზე ბოლო ათი თვის განმავლობაში გრძელდება, შესაძლოა ვულკანის ამოფრქვევის მომასწავებელი იყოს.

14 თებერვალი 2025, 12:34
მსოფლიო
Reuters: მარკო რუბიოს თვითმფრინავი, რომლითაც ის მიუნხენსა და ახლო აღმოსავლეთში მიფრინავდა, ტექნიკური გაუმართაობის გამო აშშ-ში დაბრუნდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს თვითმფრინავი, რომლითაც ის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე და ახლო აღმოსავლეთში მიფრინავდა, ტექნიკური გაუმართაობის გამო უკან, აშშ-ის ენდრიუსის ავიაბაზაზე დაბრუნდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

14 თებერვალი 2025, 12:18
მსოფლიო
ვენსი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას და უკრაინაში ამერიკული ჯარის გაგზავნას არ გამორიცხავს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას და უკრაინაში ამერიკული ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს.

14 თებერვალი 2025, 12:02
კულტურა
2025 წელს თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მეოთხედ გაიმართება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი თბილისის საარქივო ფილმების IV საერთაშორისო ფესტივალს 2025 წლის 21-24 ოქტომბერს უმასპინძლებს. ფესტივალის წლევანდელი თემა „საავტორო კინო“ იქნება. ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.

14 თებერვალი 2025, 11:42
პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი: გერმანიის ელჩი წერს სტატუსს, რომელსაც ახალ ამბად აქცევს EED-ის დაფინანსებული „პუბლიკა" - ელჩი წერს რომ მოლდოვისათვის „მზადდება" თანხა, მხოლოდ ერთი დეტალი გამორჩება, რომ ამ „მილიარდმილიონებიდან” 1,500,000,000 ევრო სესხია
„ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს" დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი, ეხმიანება საქართველოში გერმანის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც ელჩი წერს, რომ 1.8 მილიარდ ევრომდე მზადდება მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად, ამავდროულად, საქართველოში ზოგიერთი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ „დიფ სთეითმა“, შესაძლოა, ევროკავშირი „გაანადგუროს“.

14 თებერვალი 2025, 11:38
მსოფლიო
კონგრესმენი ტომას მასი: USAID-მა ტრამპის იმპიჩმენტის კამპანია დააფინანსა. „დიფ სთეითი“ ხშირად აფინანსებს რეჟიმის ცვლილებას საზღვარგარეთ
აშშ-ის კონგრესმენი ტომას მასი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ USAID-ი აფინანსებდა ორგანიზაციას, რომლის შეთითხნილი ბრალდებები დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს იმპიჩმენტის მცდელობისას გამოიყენეს.

14 თებერვალი 2025, 11:18
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი და გიორგი ვოლსკი ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრ „მზის სივრცეს“ ეწვივნენ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან რიმა ბერაძესთან და ირმა ზავრადაშვილთან ასევე, თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრ „მზის სივრცეს“ ეწვივნენ. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

14 თებერვალი 2025, 11:08
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: თუკი უკრაინას რაღაც ტერიტორია დარჩება, რა დარჩებოდა საქართველოს, ომში რომ ჩაეთრიათ? არ გვაინტერესებს ვინ აგებს პასუხს უკრაინის განადგურებისთვის, გვაინტერესებს, ვინ აგებს პასუხს საქართველოს შესაძლო განადგურებისთვის?
„არა მგონია საკმარისი იყოს მხოლოდ ნაცების გასამართლება, სამშობლოს ღალატისთვისაც უნდა აგონ პასუხი იმ ძალებმა, ვინც საქართველოს ისტორიას 2022 წელს უკრაინის ომში ჩართვით ამთავრებდა," - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და უკრაინაში ომის შეწყვეტის მიზნით მოლაპარაკებების შესაძლო დაწყების თემას ეხმიანება.

14 თებერვალი 2025, 11:05
საზოგადოება
სტამბოლში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თურქეთში, სტამბოლში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. EMITT 2025-ზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთისა და სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები წარდგნენ. გამოფენაში 10-მდე ქართული კერძო კომპანია მონაწილეობდა. ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

14 თებერვალი 2025, 10:52
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: კონფლიქტის რეგულირების შეთანხმებით გათვალისწინებული იქნება კიევის მხრიდან გარკვეული ტერიტორიების დათმობა, თუმცა უკრაინას ექნება შესაძლებლობა - არ ეთანხმებოდეს ამას
უკრაინის თემაზე რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებს და კონფლიქტის მოგვარების მცდელობის ირგვლივ შექმნილ ვითარებას „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ქართულ ფილმში შექმნილ აბსურდულ ვითარებას ადარებს. შესაბამისი შინაარსის პოსტი მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

14 თებერვალი 2025, 10:45
საზოგადოება
Easyjet Traveller თბილისის შესახებ სტატიას აქვეყნებს
,,10 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“, - ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ი საბორტო ჟურნალ Traveller-ში საქართველოს დედაქალაქის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და იმ მიზეზების შესახებ წერს, რატომაც თბილისი ავიაკომპანიის 2025 წლის მოსანახულებელ ქალაქთა სიაში მოხვდა.

14 თებერვალი 2025, 10:44
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი: უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემის საკითხი ტრამპის გადასაწყვეტია
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პრეროგატივაა.

14 თებერვალი 2025, 10:36
ტაბლოიდი
8 000 დაკარგული ბიტკოინის ისტორია დასრულდა - ნაგავსაყრელი, სადაც IT სპეციალისტმა შემთხვევით 620 მილიონი გირვანქა სტერლინგი „გადაყარა“, მზის ელექტროსადგური გახდება
8 000 დაკარგული ბიტკოინის ისტორია დასრულდა - ნაგავსაყრელი, სადაც IT სპეციალისტმა შემთხვევით 620 მილიონი გირვანქა სტერლინგი „გადაყარა“ მზის ელექტროსადგური გახდება.

14 თებერვალი 2025, 10:36
ეკონომიკა
ევროპული ქვეყნების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტები ნათია თურნავას სებ-ის პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავენ
ევროპული ქვეყნების, მათ შორის ესპანეთის, სლოვაკეთის, სერბეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და სან მარინოს ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები ნათია თურნავას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავან. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებეს.

14 თებერვალი 2025, 10:29
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა, ხოლო 1 პირს ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ოზურგეთსა და დაბა ურეკში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს.

14 თებერვალი 2025, 10:24
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

14 თებერვალი 2025, 10:22
ტექნოლოგიები
მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს
მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს.