21 იანვარი 2025, 11:26 / სანდო წყარო

Capital Finance International: საქართველო როგორც ბიზნესს, ისე ინვესტორებს დინამიურ და მიმზიდველ, შესაძლებლობებით მდიდარ გარემოს სთავაზობს

საქართველო როგორც ბიზნესს, ისე ინვესტორებს დინამიურ და მიმზიდველ, შესაძლებლობებით მდიდარ გარემოს სთავაზობს, - ნათქვამია გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, Capital Finance International-ის სტატიაში, რომელიც საქართველოს ეკონომიკას და ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს ეხება.

პუბლიკაციაში, რომლის სათაურია - „საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი: ძლიერი მხარეები, გამოწვევები და შესაძლებლობები“, აღნიშნულია, რომ ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე სტრატეგიული მდებარეობის მქონე საქართველო საოცარ ეკონომიკურ ტრანსფორმაციას განიცდის.

„მშპ-ის შთამბეჭდავი ზრდა იქნება თუ მოწინავე რეფორმები, ქვეყანა ინვესტორებისა და ბიზნესებისთვის შესაძლებლობების შუქურად მკვიდრდება. ახლა, როცა საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, რაც ძირითადად იმის გამო ხდება, რომ ის გზაჯვარედინზე მდებარეობს, მოდით, მის რიცხობრივ მაჩვენებლებსაც გადავავლოთ თვალი. საქართველოს მყარი ეკონომიკური შედეგები დინამიურ კერძო სექტორს, კვალიფიციურ სამუშაო ძალას და სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობას ეფუძნება. კოვიდ-პანდემიის შემდეგ, რეალური მშპ-ის ზრდა საშუალოდ წლიურად 9.8 პროცენტს შეადგენდა, რასაც ტურიზმი, ექსპორტი და უცხოური ინვესტიციები განაპირობებდა. 2023 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 30.8 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც 2022 წლის 25 მილიარდ დოლართან შედარებით მნიშვნელოვან ზრდას წარმოადგენს“, - ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციაში საუბარია საქართველოში ტურიზმის ხელშეწყობის, განახლებადი ენერგიისა და ბიზნესისთვის ხელსაყრელი რეფორმების განხორციელების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე.

„საქართველომ, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობითა და შთამბეჭდავი ბუნებით, 2023 წელს 6.2 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი მიიზიდა, რამაც 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოიტანა. მსოფლიო კლასის სასტუმრო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებმა და საერთაშორისო ბრენდების გაფართოებამ კიდევ უფრო განამტკიცა მისი, როგორც პრემიუმ ტურისტული მიმართულების რეპუტაცია. საქართველო თავის უხვ ჰიდროენერგეტიკულ და მზის ენერგიის რესურსებს ენერგეტიკული ბალანსის დივერსიფიკაციისთვის იყენებს. მთავრობის აქცენტი განახლებად ენერგიაზე მნიშვნელოვან საინვესტიციო შესაძლებლობებს ქმნის, სადაც ჰიდროენერგეტიკული პროექტები წამყვან როლს ასრულებს. საქართველო ეკონომიკური თავისუფლებისა და გამჭვირვალობის გლობალურ ინდექსებში სტაბილურად მაღალ ადგილებს იკავებს. რეგულაციების გამარტივების, საკუთრების უფლებების გაძლიერებისა და ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებისკენ მიმართულმა რეფორმებმა ხელი შეუწყო ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შექმნას. უძრავი ქონების სწრაფად მზარდი ბაზარი, რაც განსაკუთრებით თბილისს ეხება და სხვადასხვა ინდუსტრიაში მზარდი საწარმოო სექტორი ეკონომიკურ სიძლიერეს დამატებით საყრდენებს უქმნის“, - აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა ასევე საუბრობს საქართველოს ეროვნული ბანკის როლზე ფინანსურ სტაბილურობაში და სებ-ის მონეტარულ პოლიტიკას ეფექტურად აფასებს.

„საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) ახორციელებს ეფექტურ მონეტარულ პოლიტიკას და უზრუნველყოფს ფინანსურ სტაბილურობას. სებ-მა ეფექტური მონეტარული პოლიტიკა გაატარა და საპროცენტო განაკვეთების დროული კორექტირება უზრუნველყო, რითაც წარმატებით მართა ინფლაციური მოლოდინები და ხელი შეუწყო ბიზნესისა და მომხმარებელთა ნდობის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. გლობალური ინფლაციური წნეხის მიუხედავად, საქართველოს ინფლაციის მაჩვენებელი 2022 წლის საშუალოდ 11.9 პროცენტიდან 2023 წელს 2.5 პროცენტამდე, ხოლო 2024 წელს 1.1 პროცენტამდე შემცირდა. 2023 წლის მარტიდან ინფლაცია 3-პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა ნარჩუნდება, რაც სებ-ის პროაქტიული მიდგომის დასტურია. ბანკმა ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ფინანსური სტაბილურობის განსამტკიცებლად. საქართველოს საბანკო სექტორი კვლავ მდგრადია, აქვს ადეკვატური ლიკვიდურობა და კარგად კაპიტალიზებული ინსტიტუტები. გარდა ამისა, ისეთი ინიციატივები, როგორიცაა მწვანე ობლიგაციების ბაზრის განვითარება, ხაზს უსვამს მდგრადი ზრდის მიმართ სებ-ის ერთგულებას. 2022 წელს საქართველოს პირველი კორპორატიული მწვანე ობლიგაციების გამოშვება, რომელიც განახლებადი ენერგიის პროექტებზე იყო ფოკუსირებული, იმის მაგალითია, თუ როგორ გამოიყენება ფინანსური ინოვაცია ეკონომიკური მდგრადობის გასაძლიერებლად. გარდა ამისა, სებ-ს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს უცხოური ვალუტის რყევებისა და გარე შოკების მიმართ ფინანსური სექტორის მოწყვლადობის შემცირების საქმეშიც. 2017 წლიდან სებ-მა უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულების შესამცირებლად სოლიდური მაკროპრუდენციული ზომები გაატარა. ამ მიზნით, სებ-მა რამდენჯერმე მიყოლებით გაზარდა ლიმიტები უცხოური ვალუტით გაცემულ არაჰეჯირებულ სესხებზე. ამ ძალისხმევამ მნიშვნელოვნად შეამცირა უცხოური ვალუტის სესხების წილი: 2010-იანი წლების დასაწყისში ეს მაჩვენებელი 80%-ს შეადგენდა, დღეს კი დაახლოებით 43%-ია. ასევე, უცხოური ვალუტის დეპოზიტების წილი, რომელიც 2010-იანი წლების დასაწყისში მსგავს დონეზე იყო, 52%-მდე შემცირდა. შედეგად, საქართველოს ფინანსური სექტორი გარე შოკების მიმართ უფრო მდგრადი გახდა. როგორც საერთაშორისო პარტნიორების შესაბამისი გამოხმაურებით და შეფასებებით არაერთხელ იქნა ხაზგასმული, სებ-ი და ქართული ფინანსური ინსტიტუტები აშშ-ისა და სხვა შესაბამისი მხარეების მიერ რუსეთის ფედერაციის/ბელარუსის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების მოთხოვნათა სრული დაცვით მოქმედებენ. ბოლო წლების განმავლობაში ვირტუალური (კრიპტო) აქტივების სექტორში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის (AML/CFT) მიზნით სებ-მა ყოვლისმომცველი მარეგულირებელი და საზედამხედველო ჩარჩო შეიმუშავა. შედეგად, 2024 წელს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ღონისძიებების შეფასების საკითხებში ექსპერტთა კომიტეტმა (MONEYVAL) დადებითად შეაფასა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების (AML/CFT) პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებები. ამ შეფასებამ საქართველოს შესაბამისობა ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) მე-15 რეკომენდაციასთან "ნაწილობრივ შესაბამისიდან" "მნიშვნელოვნად შესაბამისამდე" გააუმჯობესა, რითაც ის MONEYVAL-ის ევროპის საბჭოს წევრი მხოლოდ შვიდი სახელმწიფოდან ერთ-ერთი გახდა, ვინც ეს შეფასება მიიღო“, - აღნიშნავს გამოცემა.

სტატიაში ასევე საუბარია სამომავლო შესაძლებლობებზე და აღნიშნულია, რომ ქვეყანა აღმავალ ტრაექტორიას აგრძელებს და სხვადასხვა სექტორში მრავალ შესაძლებლობას ქმნის.

„IT-სექტორი, რომელსაც სტარტაპების წარმატებული ეკოსისტემა უძღვება, მზადაა ინოვაციებისა და ინვესტიციებისთვის. მის მსგავსად, სოფლის მეურნეობა კვლავ პერსპექტიულ სფეროდ რჩება, რადგან ნაყოფიერი მიწები და ხელსაყრელი კლიმატი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ფართო სპექტრს უზრუნველყოფს. გეოგრაფიული თვალსაზრისით, საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის კარიბჭის პოზიცია მის ლოჯისტიკას და ვაჭრობას მეტ პოტენციალს უქმნის. ინვესტიციებმა ისეთ თანამედროვე ინფრასტრუქტურაში, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, გაზარდა მისი, როგორც გლობალური ვაჭრობის სატრანზიტო ჰაბის როლი. გაუმჯობესებული სავაჭრო შეთანხმებების და პარტნიორობების შედეგად საქართველოს საექსპორტო პოტენციალი შეიძლება უკეთ გამოვლინდეს. ამასთან, ციფრულ სავაჭრო პლატფორმებსა და ელექტრონული კომერციის ინფრასტრუქტურაზე აქცენტით მცირე და საშუალო საწარმოების გლობალურ ვაჭრობაში მონაწილეობის ახალი გზები შეიძლება დაისახოს, რაც საქართველოს კიდევ უფრო ინკლუზიურ და დივერსიფიცირებულ ეკონომიკად აქცევს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

სტატიაში ასევე საუბარია ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი ფრთხილად მართვის საჭიროებაზე, რათა ისინი შესაძლებლობებად იქცეს.

გამოწვევების შესაძლებლობებად გადაქცევა

„მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურული ხარვეზები ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროს კვლავ აქვს, ისინი კარგად აჩვენებს სახელმწიფო-კერძო პარტნიორობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებს. ამ ინიციატივებს შეუძლია, დააჩქაროს კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელვადიანი ზრდის შესანარჩუნებლად. ეს საკითხები შეიძლება მოგვარდეს მწვანე ინფრასტრუქტურული პროექტების ბოლოდროინდელი მიღწევების, მათ შორის მზის ფერმების და მდგრადი ურბანული დაგეგმარების მეშვეობით, თანაც ისე, რომ დაცული იქნას მდგრადობის გლობალური სტანდარტები. რეგიონული დაძაბულობა საქართველოს გეოპოლიტიკური პოზიციონირების რეალობაა. თუმცა, ქვეყანა აქტიურად ატარებს რეგიონული თანამშრომლობის გაფართოებისა და გლობალურ სავაჭრო პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების პოლიტიკას, რაც ამცირებს შესაძლო დაბრკოლებებს. რეგიონული სტაბილურობისა და საერთაშორისო დიპლომატიისადმი ქვეყნის ერთგულება მას მიმზიდველ საინვესტიციო მიმართულებად აყალიბებს. საქართველოს გამჭვირვალობისა და მმართველობის მუდმივი გაუმჯობესება აჩვენებს, რომ ქვეყანა მოწოდებულია, შექმნას უფრო ეფექტური და სამართლიანი ბიზნესგარემო. მოსალოდნელია რეფორმების გაგრძელება. ისეთი ტექნოლოგიების გამოყენება, როგორიცაა ბლოკჩეინი საჯარო ადმინისტრაციისთვის და ციფრული ინსტრუმენტები ანტიკორუფციული ღონისძიებებისთვის, კიდევ უფრო აძლიერებს მთავრობის გადაწყვეტილებას, ეფექტურად გაუმკლავდეს ამ გამოწვევებს“, - ნათქვამია სტატიაში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს პროგრესი არა შემთხვევითი, არამედ მიზანმიმართული და სტრატეგიული ინიციატივების შედეგია. სტატიის თანახმად, ინვესტორების ინტერესის ზრდასთან ერთად, საქართველოს შეფასებების მიმზიდველი მეტრიკა და დივიდენდების მაღალი შემოსავალი, რომელიც ხშირად აღემატება ევროპის საშუალო მაჩვენებელს, მას მიმზიდველ საინვესტიციო ქვეყნად აქცევს.

„გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) პრინციპები საქართველოს განვითარების სტრატეგიის სათავეშია. მდგრადობის გლობალური ტენდენციების კვალდაკვალ, ქვეყანა თავის მომავალს არა მხოლოდ იცავს, არამედ ახალ გზებს ქმნის ეთიკური და ეკოლოგიურად პასუხისმგებელი ინვესტიციებისთვის. ამ ძალისხმევას ავსებს ადგილობრივი მეწარმეობის გაძლიერების ინიციატივები და ეკონომიკური შესაძლებლობების შემდგომი დივერსიფიკაცია. უფრო მეტიც, საქართველოს ერთგულება განახლებადი ენერგიის მიმართ, რაშიც ჰიდრო- და მზის ენერგეტიკის ინვესტიციებიც იგულისხმება, აძლიერებს მის, როგორც ლიდერის როლს მდგრად განვითარებაში“, - ნათქვამია სტატიაში.

ქვესათაურით - გზა რეგიონის ლიდერობისკენ - გამოყოფილ ნაწილში გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველო მიზნად ისახავს გააძლიეროს მისი, როგორც რეგიონის ეკონომიკური ლიდერის პოზიციები.

„ეს ხედვა მოიცავს ეკონომიკის დივერსიფიკაციას ტრადიციული სექტორების მიღმა, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ჩათვლით. ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების გზით თანამედროვე ეკონომიკის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. საკანონმდებლო ბაზის გაძლიერებას სამართლიანი და ეფექტური სასამართლო სისტემის უზრუნველსაყოფად, რაც ამყარებს ინვესტორთა ნდობას. რეგიონული ინტეგრაციის გაფართოებას სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობების მაქსიმალურად გაზრდის მიზნით. გარდა ამისა, საქართველოს სტრატეგია ხაზს უსვამს ციფრულ ტრანსფორმაციას, ინვესტიციებს 5G ქსელებში, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ლოჯისტიკას და ჭკვიანი ქალაქის ინიციატივებს, რაც სამომავლოდ ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის საფუძველს ქმნის. ამ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო ტექნოლოგიურ ფირმებთან და აკადემიურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა. საქართველო პერსპექტიულ გზაზე დგას, მას წინ ეკონომიკური მდგრადობის, სტრატეგიული რეფორმებისა და ხედვითი ლიდერობის ფაქტორები მიუძღვის. თავისი ძლიერი მხარეების გამოყენება, გამოწვევების კონსტრუქციულად გადაჭრა და ინკლუზიური საინვესტიციო კლიმატის ხელშეწყობა ქვეყანას პოტენციალის სრულად გამოვლენის საშუალებას აძლევს. საქართველო როგორც ბიზნესს, ისე ინვესტორებს დინამიურ და მიმზიდველ, შესაძლებლობებით მდიდარ გარემოს სთავაზობს“, - ნათქვამია სტატიაში.

Capital Finance International ყოველკვარტალური ჟურნალი და ონლაინ-რესურსია, რომელიც აქტიურად აშუქებს ბიზნესის, ეკონომიკის და ფინანსების საკითხებს. CFI.co 12 წლის წინ დაარსდა და მისი სათავო ოფისი ლონდონში მდებარეობს. გამოცემის ბეჭდური ვერსია ვრცელდება ისეთ მსხვილ საერთაშორისო ფორუმებზე, როგორებიცაა დავოსის ეკონომიკური ფორუმი, OECD-ის კონფერენციები, დუბაის ყოველწლიური საინვესტიციო შეხვედრები (AIM), Opal Group-ის ინვესტორთა კონფერენციები, მსოფლიოს საინვესტიციო ფორუმი და სხვა.

ყველა სიახლე

თენგიზ შარმანაშვილი

14 თებერვალი 2025, 13:02

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი კაია კალასს: ხომ ხედავ ევროკავშირის ბიუროკრატიის უაზრო მორჩილებამ „დიფ სთეითისადმი“ სადამდე მიგიყვანათ. ამერიკა აღარც კი აღგიქვამთ პარტნიორად უკრაინის საკითხში. მტრის ვასალებს ასე ექცევიან

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა, რომ „რუსების დაშოშმინებას არასდროს გაუმართლებია - ჩვენს ზურგს უკან მიღწეული შეთანხმება უბრალოდ არ იმუშავებს, ნებისმიერი გარიგებისთვის გვჭირდება ევროპელები და უკრაინელები”.

14 თებერვალი 2025, 12:56

მსოფლიო

სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, USAID-ის დაფინანსების შეჩერება დროებით გააუქმოს

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, დროებით გააუქმოს საგარეო დახმარების დაფინანსების შეჩერება. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

14 თებერვალი 2025, 12:45

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

სომხეთის ელჩმა მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

14 თებერვალი 2025, 12:37

ტექნოლოგიები

სეისმური აქტივობა, რომელიც ალასკაზე ბოლო ათი თვის განმავლობაში გრძელდება, შესაძლოა ვულკანის ამოფრქვევის მომასწავებელი იყოს

სეისმური აქტივობა, რომელიც ალასკაზე ბოლო ათი თვის განმავლობაში გრძელდება, შესაძლოა ვულკანის ამოფრქვევის მომასწავებელი იყოს.

მარკო რუბიო

14 თებერვალი 2025, 12:34

მსოფლიო

Reuters: მარკო რუბიოს თვითმფრინავი, რომლითაც ის მიუნხენსა და ახლო აღმოსავლეთში მიფრინავდა, ტექნიკური გაუმართაობის გამო აშშ-ში დაბრუნდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს თვითმფრინავი, რომლითაც ის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე და ახლო აღმოსავლეთში მიფრინავდა, ტექნიკური გაუმართაობის გამო უკან, აშშ-ის ენდრიუსის ავიაბაზაზე დაბრუნდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჯეი დი ვენსი

14 თებერვალი 2025, 12:18

მსოფლიო

ვენსი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას და უკრაინაში ამერიკული ჯარის გაგზავნას არ გამორიცხავს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას და უკრაინაში ამერიკული ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს.

14 თებერვალი 2025, 12:02

კულტურა

2025 წელს თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მეოთხედ გაიმართება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი თბილისის საარქივო ფილმების IV საერთაშორისო ფესტივალს 2025 წლის 21-24 ოქტომბერს უმასპინძლებს. ფესტივალის წლევანდელი თემა „საავტორო კინო“ იქნება. ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.

გიორგი აბაშიშვილი

14 თებერვალი 2025, 11:42

პოლიტიკა

გიორგი აბაშიშვილი: გერმანიის ელჩი წერს სტატუსს, რომელსაც ახალ ამბად აქცევს EED-ის დაფინანსებული „პუბლიკა" - ელჩი წერს რომ მოლდოვისათვის „მზადდება" თანხა, მხოლოდ ერთი დეტალი გამორჩება, რომ ამ „მილიარდმილიონებიდან” 1,500,000,000 ევრო სესხია

„ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს" დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი, ეხმიანება საქართველოში გერმანის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც ელჩი წერს, რომ 1.8 მილიარდ ევრომდე მზადდება მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად, ამავდროულად, საქართველოში ზოგიერთი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ „დიფ სთეითმა“, შესაძლოა, ევროკავშირი „გაანადგუროს“.

ტომას მასი

14 თებერვალი 2025, 11:38

მსოფლიო

კონგრესმენი ტომას მასი: USAID-მა ტრამპის იმპიჩმენტის კამპანია დააფინანსა. „დიფ სთეითი“ ხშირად აფინანსებს რეჟიმის ცვლილებას საზღვარგარეთ

აშშ-ის კონგრესმენი ტომას მასი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ USAID-ი აფინანსებდა ორგანიზაციას, რომლის შეთითხნილი ბრალდებები დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს იმპიჩმენტის მცდელობისას გამოიყენეს.

14 თებერვალი 2025, 11:18

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი და გიორგი ვოლსკი ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრ „მზის სივრცეს“ ეწვივნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან რიმა ბერაძესთან და ირმა ზავრადაშვილთან ასევე, თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრ „მზის სივრცეს“ ეწვივნენ. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

თამარ ჩიბურდანიძე

14 თებერვალი 2025, 11:08

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: თუკი უკრაინას რაღაც ტერიტორია დარჩება, რა დარჩებოდა საქართველოს, ომში რომ ჩაეთრიათ? არ გვაინტერესებს ვინ აგებს პასუხს უკრაინის განადგურებისთვის, გვაინტერესებს, ვინ აგებს პასუხს საქართველოს შესაძლო განადგურებისთვის?

„არა მგონია საკმარისი იყოს მხოლოდ ნაცების გასამართლება, სამშობლოს ღალატისთვისაც უნდა აგონ პასუხი იმ ძალებმა, ვინც საქართველოს ისტორიას 2022 წელს უკრაინის ომში ჩართვით ამთავრებდა," - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და უკრაინაში ომის შეწყვეტის მიზნით მოლაპარაკებების შესაძლო დაწყების თემას ეხმიანება.

14 თებერვალი 2025, 11:05

საზოგადოება

სტამბოლში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თურქეთში, სტამბოლში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. EMITT 2025-ზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთისა და სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები წარდგნენ. გამოფენაში 10-მდე ქართული კერძო კომპანია მონაწილეობდა. ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

14 თებერვალი 2025, 10:52

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: კონფლიქტის რეგულირების შეთანხმებით გათვალისწინებული იქნება კიევის მხრიდან გარკვეული ტერიტორიების დათმობა, თუმცა უკრაინას ექნება შესაძლებლობა - არ ეთანხმებოდეს ამას

უკრაინის თემაზე რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებს და კონფლიქტის მოგვარების მცდელობის ირგვლივ შექმნილ ვითარებას „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ქართულ ფილმში შექმნილ აბსურდულ ვითარებას ადარებს. შესაბამისი შინაარსის პოსტი მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

14 თებერვალი 2025, 10:45

საზოგადოება

Easyjet Traveller თბილისის შესახებ სტატიას აქვეყნებს

,,10 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“, - ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ი საბორტო ჟურნალ Traveller-ში საქართველოს დედაქალაქის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და იმ მიზეზების შესახებ წერს, რატომაც თბილისი ავიაკომპანიის 2025 წლის მოსანახულებელ ქალაქთა სიაში მოხვდა.

პიტ ჰეგსეტი

14 თებერვალი 2025, 10:44

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი: უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემის საკითხი ტრამპის გადასაწყვეტია

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პრეროგატივაა.

14 თებერვალი 2025, 10:36

ტაბლოიდი

8 000 დაკარგული ბიტკოინის ისტორია დასრულდა - ნაგავსაყრელი, სადაც IT სპეციალისტმა შემთხვევით 620 მილიონი გირვანქა სტერლინგი „გადაყარა“, მზის ელექტროსადგური გახდება

8 000 დაკარგული ბიტკოინის ისტორია დასრულდა - ნაგავსაყრელი, სადაც IT სპეციალისტმა შემთხვევით 620 მილიონი გირვანქა სტერლინგი „გადაყარა“ მზის ელექტროსადგური გახდება.

ნათია თურნავა

14 თებერვალი 2025, 10:36

ეკონომიკა

ევროპული ქვეყნების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტები ნათია თურნავას სებ-ის პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავენ

ევროპული ქვეყნების, მათ შორის ესპანეთის, სლოვაკეთის, სერბეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და სან მარინოს ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები ნათია თურნავას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავან. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებეს.

14 თებერვალი 2025, 10:29

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა, ხოლო 1 პირს ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ოზურგეთსა და დაბა ურეკში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს.

14 თებერვალი 2025, 10:24

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

14 თებერვალი 2025, 10:22

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს

მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს.