WIPO-სა და WTO-ს ერთობლივ სასწავლო კურსზე საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების ახალი საკანონმდებლო ჩარჩო წარმატებული რეფორმის მაგალითად განიხილეს

მერი მაჭარაშვილი
ფოტო: საქპატენტი
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) ერთობლივ საერთაშორისო სასწავლო კურსზე საქართველოში განხორციელებული რეფორმის მაგალითი განიხილეს, - აღნიშნულია „საქპატენტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განცხადებით, აღნიშნულ კურსზე, WIPO-ს აკადემიის მიწვევით, მომხსენებლის სტატუსით წარსდგა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსი მერი მაჭარაშვილი. მისი მოხსენების თემა იყო საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების საკანონმდებლო ჩარჩო, როგორც წარმატებით განხორციელებული რეფორმის თვალსაჩინო მაგალითი.
„მასწავლებლებისა და მკვლევრებისთვის განკუთვნილ WIPO-WTO-ს კოლოკვიუმში, რომელიც წელს მე-20 გამოშვებას აღნიშნავს, აკადემიურ პერსონალთან ერთად, მონაწილეობდნენ პედაგოგები 28 ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. კოლოკვიუმი შესაძლებლობას აძლევს ინტელექტუალური საკუთრების სპეციალისტებს, უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალსა და ინტელექტუალური საკუთრების სამართლისა და პოლიტიკის მკვლევრებს გაეცნონ სფეროში მიმდინარე პროცესებს, გაიღრმაონ ცოდნა, განიხილონ სწავლებისა და კვლევების უახლესი ტენდენციები და ჩაერთონ დისკუსიებში. კურსის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ პირადად ქართველი კოლეგისგან მოესმინათ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების საკანონმდებლო ჩარჩოს სპეციფიკის შესახებ და დეტალურად გასცნობოდნენ საქართველოში განხორციელებული რეფორმის წარმატების განმაპირობებელ ფაქტორებს.
აღნიშნულ კოლოკვიუმზე კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის წარმატება და მზარდი საერთაშორისო ინტერესი. 2023 წლიდან საქართველოს მიერ განხორციელებულმა საკანონმდებლო რეფორმამ კიდევ უფრო განამტკიცა ქვეყნის პოზიცია გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სფეროში და გაზარდა საერთაშორისო დაინტერესება გამოცდილების გაზიარების კუთხით. აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებებს წინ უძღოდა ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული ტვინინგის პროექტი - „გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტიანი დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა“. სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში მომზადდა „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის 21 სექტემბერს მიიღო. ახალი კანონის ამოქმედება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების სამართლებრივ ჩარჩოს და ხელს შეუწყობს ადგილობრივი პროდუქტების უკეთ დაცვასა და საერთაშორისო აღიარებას.
საქპატენტი აქტიურად განაგრძობს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას საერთაშორისო დონეზე. ამ მხრივ აღსანიშნავია 2017 წლიდან WIPO-ს აკადემიასთან ერთად განხორციელებული ყოველწლიური საერთაშორისო კურსი გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ, რომელიც პროფესიულ წრეებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და საუკეთესო პრაქტიკის გავრცელება ხელს უწყობს უნიკალური ქართული პროდუქციის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე და ამ მიმართულებით საქართველოს წარმატებულ პოზიციონირებას.
2023 წლიდან, საქპატენტის ინიციატივით, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ფუნდამენტური საკანონმდებლო რეფორმები განხორციელდა. მათ შორის უნდა აღინიშნოს 2 ახალი კანონი - „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონი და „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონი.
ამასთან, საქპატენტის მიერ შემუშავდა 8 ახალი კანონქვემდებარე აქტიც. გარდა ამისა, ცვლილება შევიდა 3 კანონში - „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში, საქართველოს საპატენტო კანონში და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში და 3 კანონქვემდებარე აქტში“, -= აცხადებენ საქპატენტში.
ყველა სიახლე

24 მარტი 2025, 00:34
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: საზოგადოებისთვის თვალნათელია რაოდენ მნიშვნელოვანი იყო გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, თუმცა დადგა დრო იმისა, რომ ჩვენ უფრო გავზარდოთ ის მექანიზმები, რომელიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს გააძლიერებს
საზოგადოებისთვის თვალნათელია რაოდენ მნიშვნელოვანი იყო გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, თუმცა დადგა დრო იმისა, რომ ჩვენ უფრო გავზარდოთ ის მექანიზმები, რომელიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს გააძლიერებს, - აღნიშნა გადაცემაში „იმედის კვირა“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ „ფარაზე“ საუბრისას.

24 მარტი 2025, 00:02
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი ფონდებზე: როდესაც პოტენციურმა სამართალდამრღვევმა მოძალადემ იცის, რომ წინასწარ მას აქვს გარანტირებული სახდელისათვის თავის არიდება, პრევენციული ეფექტი იკარგება და ხდება სამართლებრივი ნორმებისთვის გვერდის ავლა
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დასტურდება, რომ ეს ორგანიზაციები რეალურად აქტიურად იყვნენ დაკავებულები რადიკალური ჯგუფების დაფინანსებით. ამას აქვს თავისი რამდენიმე განზომილება. სუფთა სამართლებრივ კონტექსტში თუ მოვახდენთ მათი ნამოქმედარის ანალიზს, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრაქტიკულად ისინი ახდენენ სამართალდარღვევების დასპონსორებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა ფონდებზე საუბრისას.

23 მარტი 2025, 23:35
საზოგადოება
მალიკ მურზალინი: მინდა ვისარგებლო და მივულოცო ნოვრუზი არა მხოლოდ ყაზახ, არამედ აზერბაიჯანელ, თურქ და ირანელ ხალხებს, ასევე - ჩემს ქართველ კოლეგებს, რომ ამ დღესასწაულმა საქართველოში მოიტანოს მშვიდობა, აყვავება და ყველაფერი კარგი
მინდა ვისარგებლო და მივულოცო ნოვრუზი არა მხოლოდ ყაზახ, არამედ აზერბაიჯანელ, თურქ და ირანელ ხალხებს. ასევე, მინდა მივულოცო ჩემს ქართველ კოლეგებს გაზაფხულის დღესასწაული, რომ ამ დღესასწაულმა საქართველოში მოიტანოს მშვიდობა, აყვავება, სიკეთე, განვითარება და ყველაფერი კარგი, - განაცხადა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მალიკ მურზალინიმ.

23 მარტი 2025, 23:34
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი რადიკალებზე: მათ არა თუ ლიდერი არ ჰყავთ, მათ იდეა არ გააჩნიათ. როგორ შეიძლება პოლიტიკაში იყო და იდეა არ გქონდეს, ან ეს იდეა იყოს დამოკიდებული უცხო ქვეყნიდან მიღებულ დავალებაზე
მათ არათუ ლიდერი არ ჰყავთ, მათ იდეა არ გააჩნიათ. როგორ შეიძლება პოლიტიკაში იყო და იდეა არ გქონდეს, ან ეს იდეა იყოს დამოკიდებული უცხო ქვეყნიდან მიღებულ დავალებაზე, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

23 მარტი 2025, 23:31
ეკონომიკა
მალიკ მურზალინი: მაისის ბოლოს კომპანია „ეარ ასტანას“ მეშვეობით, ატირაუსა და თბილისს შორის პირდაპირი რეისის განხორციელება იგეგმება
მაისის ბოლოს კომპანია „ეარ ასტანას“ მეშვეობით, ატირაუსა და თბილისს შორის პირდაპირი რეისის განხორციელება იგეგმება, - განაცხადა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მალიკ მურზალინიმ.

23 მარტი 2025, 23:29
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: სააკაშვილზე დიდი მოთხოვნის დადება იმიტომ ხდებოდა, რომ სააკაშვილის გარდა ფიგურა არავინ იყო. მაშინაც შეცდნენ და ახლაც ცდებიან, როდესაც სალომე ზურაბიშვილზე დებენ ფსონს
სააკაშვილზე დიდი მოთხოვნის დადება იმიტომ ხდებოდა, რომ სააკაშვილის გარდა ფიგურა არავინ იყო. მაშინაც შეცდნენ და ახლაც ცდებიან, როდესაც სალომე ზურაბიშვილზე დებენ ფსონს, - განუცხადა „იმედის კვირას“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

23 მარტი 2025, 23:27
საზოგადოება
მალიკ მურზალინი: ყაზახებმა საქართველოში შარშან დაახლოებით, 700 მლნ დოლარი დახარჯეს - რა მოგებაც საქართველომ მიიღო ტურისტებისგან, 15% ყაზახეთზე მოდის
როდესაც ჩვენი მოქალაქეები ჩამოდიან, მეუბნებიან, რა კარგია! როგორ ვუყვარვართ საქართველოში! როგორ თბილად გვხვდებიან და მე ძალიან მსიამოვნებს თანამოქალაქეებისგან ამის მოსმენა, - განაცხადა საქართველოში ტურიზმის სფეროზე საუბრისას ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მალიკ მურზალინიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.

23 მარტი 2025, 23:23
პოლიტიკა
მალიკ მურზალინი: ქართული ბიზნესის წყალობით შესაძლოა, ყაზახეთი გახდეს უკიდურესი ჩრდილოეთის ქვეყანა, სადაც ზეთისხილი ხარობს
ინვესტიციების მოცულობაზე თუ ვისაუბრებთ, ყაზახური ინვესტიცია საქართველოში 600მლნ-ზე მეტია, მაგრამ (ამ მაჩვენებელს) საქართველო ნელ-ნელა ეწევა - ბოლო დროს ქართული ინვესტიცია ყაზახეთში 430მლნ იყო, - განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მალიკ მურზალინიმ გადაცემაში „იმედი LIVE“

23 მარტი 2025, 23:23
ეკონომიკა
მალიკ მურზალინი: ყაზახეთში, როგორც საქართველოში ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ შუა დერეფანს. მოსახლეობისადმი მიმართვაში ყაზახეთის პრეზიდენტმა დასვა კონკრეტული ამოცანები შუა დერეფანთან დაკავშირებით და ცალკე განცხადება გააკეთა საქართველოზე
ყაზახეთში, როგორც საქართველოში ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ შუა დერეფანს. მოსახლეობისადმი მიმართვაში ყაზახეთის პრეზიდენტმა დასვა კონკრეტული ამოცანები შუა დერეფანთან დაკავშირებით და ცალკე განცხადება გააკეთა საქართველოზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“, ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მალიკ მურზალინმა სატრანზიტო მარშრუტზე საუბრისას.

23 მარტი 2025, 23:12
პოლიტიკა
ყაზახეთის ელჩი: სიამაყით შემიძლია მოგახსენოთ, რომ ყაზახეთი დღეს საქართველოს მერვე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია
მე სიამაყით შემიძლია მოგახსენოთ, რომ ყაზახეთი დღეს საქართველოს მერვე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“, ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მალიკ მურზალინმა.

23 მარტი 2025, 23:10
პოლიტიკა
ელჩი მალიკ მურზალინი: დარწმუნებული ვარ, ბატონ ირაკლი კობახიძის ვიზიტი ყაზახეთში ჩვენი ურთიერთობების განვითარებას დამატებით იმპულსს მისცემს
ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მალიკ მურზალინიმ ყაზახეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობაზე გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

23 მარტი 2025, 23:10
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: არ გამიკვირდება, ბრიუსელის უკანა ეზოდ ქცეულმა გერმანიამ, ვიზალიბერალიზაციით ვაჭრობა დაგვიწყოს
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბერლინის სასამართლომ ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი. ექსპერტის თქმით, სამაგიეროდ გერმანიას არ უჩნდება კითხვები სირიის ლიდერთან მოჰამედ ალ-ჯულანთან.

23 მარტი 2025, 23:05
რეგიონი
გიორგი ძიგუა: ვაგრძელებთ მუშაობას, რათა კიდევ ბევრი ახალგაზრდისთვის შევქმნათ საუკეთესო და მრავალმხრივი შესაძლებლობები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროსა და ილორის წმინდა გიორგის სახელობის საკვირაო სკოლის თანამშრომლობის ფარგლებში, პროექტი „აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ინტეგრაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა“ წარმატებით დასრულდა, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

23 მარტი 2025, 23:01
პოლიტიკა
ცხოვრების დონის ხანგრძლივი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია
კვლევის ფარგლებში, განხორციელდა მსოფლიოს 147 სახელმწიფოსა და ტერიტორიაზე ცხოვრების დონის შეფასების გაუმჯობესების ისტორიული ანალიზი ინდექსის დაარსებიდან დღემდე. ისტორიული პროგრესის დასადგენად მკვლევარებმა საბაზისო 2005-2010 წლების მსოფლიო გამოკითხვის შედეგები მიმდინარე 2022-2024 წლების ანალოგიურ კვლევებს შეადარეს და ისტორიული პროგრესის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეული გამოვლინეს.

23 მარტი 2025, 22:54
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: ეს არის ფონდები, რომელიც პირდაპირ აფინანსებდნენ და ახალისებდნენ იმ რადიკალურ აქტივიზმს, რომელსაც ჩვენ თვეების მანძილზე ვხედავდით
ეს არის ფონდები, რომელიც პირდაპირ აფინანსებდნენ და ახალისებდნენ იმ რადიკალურ აქტივიზმს, რომელსაც ჩვენ თვეების მანძილზე ვხედავდით. ვხედავდით პოლიციელებზე თავდასხმას, პოლიციელების დაზიანებას, ფიზიკურ დაზიანებას, კოქტეილის სროლას, პარლამენტის გადაწვას და ჯამში რევოლუციურ სცენარებს, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, - განაცხადა გადაცემა „იმედის კვირაში“ ფონდებზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა.

23 მარტი 2025, 22:18
საზოგადოება
მიხეილ ყაველაშვილი: მადლობა ჩვენს საამაყო ნაკრებს შესანიშნავი თამაშისთვის! ეს გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი გუნდის სიძლიერესა და თავდადებას
გილოცავთ! საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთის ნაკრები განმეორებით შეხვედრაში ანგარიშით 6:1 დაამარცხა - ორმატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვების შედეგად, ჯვაროსნები ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონზე B ლიგაში გააგრძელებენ ასპარეზობას, - წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

23 მარტი 2025, 22:15
პოლიტიკა
მაია ნიკოლეიშვილი: სააკაშვილი გაწვრთნილი იყო სხვა ქვეყნის ინტერესების საქართველოში გატარებაზე, შემდეგ ჩაიყვანეს უკრაინაში, რომ ეს გამოცდილება ესწავლებინა უკრაინელებისთვის და უკრაინა მისულიყო იქამდე, სადამდეც მივიდა
სააკაშვილი რომელიც გაწვრთნილი იყო, რომელიც მუშაობდა სხვა ქვეყნის ინტერესებზე და მას ატარებდა საქართველოში, ჩაიყვანეს უკრაინაში რომ ეს მისი სხვა ქვეყნის მსახურების გამოცდილება მოეხმარებინა და ესწავლებინა უკრაინელებისთვის და უკრაინა მისულიყო იქამდე, სადამდეც მივიდა, - განაცხადა გადაცემა „იმედის კვირაში“ სასამართლო დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.

23 მარტი 2025, 22:05
პოლიტიკა
ჯონ კენედის საიდუმლოებით მოცული მკვლელობის საქმის ფაილები გასაჯაროვდა. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი
ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლოებით მოცული მკვლელობის საქმის ფაილებმა დღის სინათლე იხილეს.

23 მარტი 2025, 21:44
პოლიტიკა
ლობიზმი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი
„იმედის კვირა“ ამერიკულ „ფარაზე“ გამოქვეყნებული სკანდალური დოკუმენტით დაინტერესდა. კერძოდ, რაში გადაიხადეს 600 000 დოლარი სააკაშვილის რეჟიმის ყოფილმა პრემიერმა, ნიკა გილაურმა და ნაცრეჟიმის მაღალჩინოსნებმა.

23 მარტი 2025, 21:37
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომეხი კოლეგა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააცილა
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში დასრულდა. სომეხი კოლეგა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააცილა, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.