თურნავა: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ახალი საკოლექციო მონეტის თემა „ბაკურიანი 2025“ ყოფილიყო. ეროვნულ ბანკს საკოლექციო მონეტის გამოშვებით თავისი წვლილი შეაქვს მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენის მასპინძელი ქვეყნის იმიჯის განმტკიცებაში

ფოტო: ეროვნული ბანკი
ერთსულოვნად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ახალი საკოლექციო მონეტის თემა „ბაკურიანი 2025“ ყოფილიყო. ეროვნულ ბანკს საკოლექციო მონეტის გამოშვებით თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენის მასპინძელი ქვეყნის იმიჯის განმტკიცებაში, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ. მისი თქმით, ეროვნულ ბანკს, სხვა ბევრი წამყვანი ცენტრალური ბანკის მსგავსად, საკოლექციო მიზნებისთვის მონეტების გამოშვების ექსკლუზიური უფლება აქვს და ტრადიციულად, მონეტები საქართველოსთვის მნიშვნელოვან თემატიკას ეძღვნება.
„ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სპორტული ღონისძიებაა და მოხარული ვარ, რომ 2025 წელს ფესტივალს ბაკურიანი მასპინძლობს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ზეიმი ჩვენი ზამთრის სპორტის ისტორიაში. ღონისძიების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ერთსულოვნად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ახალი საკოლექციო მონეტის თემა „ბაკურიანი 2025“ ყოფილიყო. ეროვნულ ბანკს საკოლექციო მონეტის გამოშვებით თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენის მასპინძელი ქვეყნის იმიჯის განმტკიცებაში.
ბედნიერი ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ეროვნული ბანკის სახელით წვლილი შეგვეტანა ისტორიულ მოვლენაში, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც მსოფლიო დონის სპორტული ღონისძიებების მასპინძელი ქვეყნის სტატუსს და განსაკუთრებულ როლს თამაშობს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარება. ვფიქრობ, საქართველოში ზამთრის კურორტები და პირველ რიგში ბაკურიანი ყალიბდება როგორც ძალიან მნიშნელოვანი პლატფორმა საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, „ბაკურიანი 2025“ თემაზე ვერცხლის საკოლექციო მონეტის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის „ბაკურიანი 2025“ - ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი სპიროს კაპრალოსი.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტები ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს სპიროს კაპრალოსს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს, 2010 წელს ოლიმპიურ თამაშებზე ტრაგიკულად გარდაცვლილი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის მამას და ტრამპლინიდან ხტომაში ვეტერანი სპორტსმენის კობა წაქაძის შვილს გადასცა.
5 ლარის ნომინალის საკოლექციო დანიშნულების მონეტების გამოშვების გადაწყვეტილება სებ-ის საბჭომ, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „ბაკურიანი 2025“-ის საორგანიზაციო კომიტეტთან თანამშრომლობით მიიღო. საკოლექციო მონეტის დიზაინის ესკიზი „ბაკურიანი 2025“ საორგანიზაციო კომიტეტთან თანამშრომლობით მომზადდა. მონეტები პოლონეთის ზარაფხანაში 5,000-იანი ტირაჟით მოიჭრა.
მონეტის ავერსზე, დათოვლილი მთის ფონზე გამოსახულია მოთხილამურე და ნომინალის დასახელება „5 ლარი“ (ფერადი დეტალები). კიდეზე რკალისებურად დატანილია მოვლენის აღმნიშვნელი წარწერები „ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი“ და „ბაკურიანი 2025“, რომელიც ერთმანეთისგან ფიფქებითაა გამოყოფილი.
მონეტის რევერსზე გამოსახულია ფესტივალის ლოგო (ფერადი დეტალი) დათოვლილი მთის ფონზე და წარწერა „საქართველო“, “Georgia”. მონეტების რეალიზაციის დაწყების ზუსტი თარიღი და პირობები ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფულის მუზეუმის პლატფორმაზე გამოქვეყნდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს სპორტულ თემატიკაზე აქამდე სხვა მონეტებიც აქვს გამოშვებული. მათ შორის, რაგბიში, კალათბურთში, ფეხბურთსა და ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენების წარმატებული ასპარეზობის აღსანიშნად.

ყველა სიახლე

21 მარტი 2025, 12:06
სამართალი
ბესო ხარძიანი ზურაბ ადეიშვილზე: ის იყო „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის იდეოლოგი და მათი ტოპტვინი. ბიზნესზე ზეწოლა იყო მისი იდეოლოგიის ქვეშ, მან მოიფიქრა
„ის იყო ამ რეჟიმის იდეოლოგი და მათი ტოპტვინი. ბიზნესზე ზეწოლა იყო მისი იდეოლოგიის ქვეშ. მან მოიფიქრა. ბესო ხარძიანის ნაირი ბიზნესმენებისგან ავსებდნენ ბიუჯეტს“, - განაცხადა ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის შვილმა, ბესო ხარძიანმა ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

21 მარტი 2025, 12:02
რეგიონი
გარემოს ეროვნული სააგენტო: 23 მარტის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი, 24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება
23 მარტის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

21 მარტი 2025, 11:56
პოლიტიკა
ბესო ხარძიანი: უდესიანის დავალებით მოქმედებდა მუხაძე, რომელმაც დაავალა ყაჭეიშვილს, ორი სხვადასხვა კამერიდან გამოეყვანა თითო პატიმარი - თუ ბესო ხარძიანის წამებით არ დაკავდებოდნენ ეს პატიმრები, მათ ემუქრებოდნენ გაუპატიურებით
ყველაფერს თავისი სახელი დიდი ხნის წინ აქვს დარქმეული, ჩვენ ყველა სასამართლო, ყველა ინსტანცია მოგებული გვაქვს და დიდი ხნის დამტკიცებული გვაქვს ჩვენი სიმართლე, მაგრამ, უნდა ითქვას, რომ დავალება მოდიოდა გიორგი უდესიანისგან [ხარძიანის] დაჭერა და შემდეგ უკვე ციხეში მასზე ფიზიკური ზეწოლა, - განაცხადა ბიზნესმენ ბესო ხარძიანის შვილმა, ბესო ხარძიანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

21 მარტი 2025, 11:51
მსოფლიო
Reuters: ანკარაში, სტამბოლსა და იზმირში სტუდენტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა
ანკარაში, სტამბოლსა და იზმირში სტამბოლის დაკავებული ოპოზიციონერი მერის, ეკრემ იმამოღლუს მხარდამჭერ მიტინგებზე სტუდენტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

21 მარტი 2025, 11:37
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე თურქეთის ელჩს, ალი ქაან ორბაინსა და „საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს“ (USHAŞ) დირექტორ ბეჰლულ უნვერს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ალი ქაან ორბაინსა და თურქეთის რესპუბლიკის „საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს“ (USHAŞ) დირექტორ ბეჰლულ უნვერს შეხვდა. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტო ავრცელებს.

21 მარტი 2025, 11:35
მსოფლიო
BBC: „ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვა
დაჯგუფება „ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

21 მარტი 2025, 11:22
რეგიონი
ფოთის მუნიციპალიტეტი, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის კონკურსზე საუკეთესო პრაქტიკისთვის ორ ნომინაციაში დაჯილდოვდა
ფოთის მუნიციპალიტეტი, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის კონკურსზე საუკეთესო პრაქტიკისთვის ორ ნომინაციაში დაჯილდოვდა. საუკეთესო მუნიციპალურ პროგრამად, „სოციალური ინოვაციები მომავლისთვის” და ,,მრავალფუნქციური სოციალური სივრცე’’ დასახელდა.

21 მარტი 2025, 11:22
პოლიტიკა
ილია ინჯია: საზოგადოება ნახავს, რამდენად მძიმე პერიოდის გავლა მოუწიათ „კუს ტბის წილების საქმის" მონაწილეებს
საზოგადოება ნახავს, რამდენად მძიმე პერიოდის გავლა მოუწიათ ამ საქმის მონაწილეებს.

21 მარტი 2025, 11:20
სამართალი
ბესო ხარძიანს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უსმენენ: ძალიან ბევრი მაქვს მოსაყოლი მაგრამ ამ შემთხვევაში თუ არ ვცდები ციხის ეპიზოდს ეხება
ძალიან ბევრი მაქვს მოსაყოლი მაგრამ ამ შემთხვევაში თუ არ ვცდები ციხის ეპიზოდია, - განაცხადა ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის შვილმა ბესიკ ხარძიანმა, რომელსაც დღეს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია მოუსმენს. როგორც ხარძიანი აცხადებს, ის კომისიას მოუყვება თუ როგორ გაუსწორდა მის ოჯახს „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი. რა პირობებში იმყოფებოდა მამამისი საპატიმროში, როდესაც 2011 წელს დააკავეს.

21 მარტი 2025, 11:15
მსოფლიო
Bloomberg: აშშ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულების კონტროლის ჯგუფებში მონაწილეობას ამცირებს
ამერიკის შეერთებული შტატები იმ ჯგუფებში მონაწილეობას ამცირებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების მონიტორინგით არიან დაკავებულნი. ინფორმაციას Bloomberg-ი ევროპელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით ავრცელებს.

21 მარტი 2025, 11:13
სპორტი
სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები სომხეთთან შედარებით ბევრად შემდგარი გუნდია. ეს არის სამაგალითო გუნდი, რომლისგანაც სწავლა შეიძლება
საქართველოს ნაკრები სომხეთთან შედარებით ბევრად შემდგარი გუნდია. შედეგი სამართლიანია, მეტოქემ მოგება დაიმსახურა, - სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან სხიპმა. მან ერთა ლიგაზე საქართველო-სომხეთის მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა.

21 მარტი 2025, 10:48
ტაბლოიდი
ნოსტალგიისკენ მიდრეკილი ადამიანები უფრო კომუნიკაბელურები არიან - კვლევა
ნოსტალგიისკენ მიდრეკილი ადამიანები უფრო კომუნიკაბელურები არიან - კვლევა.

21 მარტი 2025, 10:41
საზოგადოება
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს სასწავლო სროლები უტარდებათ
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეებს სასწავლო სროლები უტარდებათ. სწავლება თებერვლის თვეში დაიწყო და ამ დროისთვის კურსი 900-ზე მეტმა თანამშრომელმა გაიარა. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

21 მარტი 2025, 10:37
რეგიონი
აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

21 მარტი 2025, 10:35
საზოგადოება
დავით შერაზადიშვილი ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს: თქვენი როლი საზოგადოების ინფორმირების პროცესშიგანსაკუთრებულია
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი შურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს.

21 მარტი 2025, 10:30
რეგიონი
ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

21 მარტი 2025, 10:29
პოლიტიკა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ რუმინეთის სენატში შეხვედრები გამართა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ლევან მახაშვილი ბუქარესტში ვიზიტის ფარგლებში, რუმინეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ტიტუს კორლაცეანს და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრები ასევე გაიმართა ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიჰაი კოტეცთან, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ადელინა დობრასთან და კომიტეტების წევრებთან.

21 მარტი 2025, 10:27
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: დღეს ყველა ნორმალური ქვეყნის ჯანსაღი ხელისუფლების ვალია - ავადმყოფებთან [ევროკავშირი] დროებითი დისტანცირება მოახდინოს
ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების ფორმა „ხალხის ძალის“ წევრს დავით ქართველიშვილს პანდემიის დროს შემოღებულ რეგულაციებს აგონებს - ინფიცირებულთან დისტანციის დაჭერა და დაავადებულთან კონტაქტისგან თავის არიდებას. როგორც ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს, ევროკავშირთან ურთიერთობისას საქართველო ისევე იცავს დისტანციას, როგორც ამას აკეთებდა კოვიდით დაინფიცირებულთან ურთიერთობისას.

21 მარტი 2025, 10:20
ტექნოლოგიები
წყალი სამყაროში მილიარდობით წლით უფრო ადრე არსებობდა, ვიდრე ამას აქამდე მეცნიერები ვარაუდობდნენ და, შესაძლოა, დიდი აფეთქების შემდეგ წარმოიშვა
წყალი სამყაროში მილიარდობით წლით უფრო ადრე არსებობდა, ვიდრე ამას აქამდე მეცნიერები ვარაუდობდნენ და, შესაძლოა, დიდი აფეთქების შემდეგ წარმოიშვა.

21 მარტი 2025, 10:14
მსოფლიო
უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრი: უნგრეთს სურს, რომ უკრაინა რუსეთსა და ევროკავშირს შორის ბუფერულ ზონად იქცეს
უნგრეთს სურს, რომ უკრაინა რუსეთსა და ევროკავშირს შორის ბუფერული ზონა იყოს, - განაცხადა უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა, იანოშ ბოკამ The Financial Times-თვის მიცემულ ინტერვიუში.