imedi /  12 თებერვალი 2025, 18:27 / სანდო წყარო

ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი: ასეთი ავარიის მასშტაბებიდან გამომდინარეც მესმის, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა, თუმცა, ჩვენ ინდივიდუალურად შევისწავლით თუ რატომ ვერ დასრულდა სამუშაო და აღდგენითი პროცესები

ნინო გულეიშვილი

ნინო გულეიშვილი

მიმდინარე კვირა საკმაოდ რთულად დაიწყო თბილისის მოსახლეობისთვის. 9 თებერვალს, გვიან ღამით დაზიანდა თბილისი ენერჯი საკუთრებაში არსებული ბუნებრივი გაზის მილი 500 მმ ბუნებრივი გაზის მილი, რომელიც ერთმანეთს აკავშირებდა საბურთალოსა და გლდანის რაიონებს, ამან გამოიწვია ის, რომ საბურთალოს მხარეს არსებულ 150 ათასზე მეტ აბონენტს შეუწყდა ბუნებრივი გაზის მიწოდება,- განაცხადა ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო გულეიშვილმა.

გულეიშვილის განცხადებით, როგორც თბილისი ენერჯი განმარტავს, აღნიშნული დაზიანება გამოწვეული იყო გარე ფაქტორით და მათი ბრალეულობა მოცემულ შემთხვევაში არ ვლინდებოდა, თუმცა, ენერგოომბუდსმენის სამსახური ამასთან დაკავშირებით დამატებით მოკვლევას ჩაატარებს.

„როგორც კომპანია განმარტავს, აღნიშნული დაზიანება გამოწვეული იყო გარე ფაქტორით. თავიანთი ბრალეულობა მოცემულ შემთხვევაში არ ვლინდებოდა, თუმცა, ჩვენ ამასთან დაკავშირებით დამატებით მოკვლევას გავაკეთებთ. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ დაზიანება ძალიან მალე, მეორე დღეს დილიდანვე აღმოფხვრილი იყო, აღდგენითი პროცესები გაჭიანურდა და დღემდე, თბილისის დიდ ნაწილს, დღეის მდგომარეობით 50 ათასამდე აბონენტს მიწოდება აღდგენილი არ აქვთ, რაც ალბათ გამოწვეულია სხვადასხვა ტექნიკური გაუმართაობით. როგორც კომპანია ამასთან დაკავშირებით განმარტავს ბუნებრივი გაზის დაზიანების აღმოფხვრიდან აღდგენის პროცესები არის საკმაოდ რთული, რომელიც დაკავშირებულია ძალიან ბევრი ტექნიკური ჯგუფის მობილიზებასთან. უსაფრთხოების ნორმებიც დასაცავია და ხშირად ერთ კორპუსთან რამდენჯერმე უწევს მობილურ ჯგუფს მისვლა იმისათვის, რომ აღდგენითი პროცესები სრულად და უსაფრთხოდ დასრულდეს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია აკეთებდა განმარტებას, რომ თითქოს გუშინ საღამოს თბილისის მოსახლეობისთვის აღდგენა უნდა დასრულებულიყო, სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით, აღდგენითი პროცესები დასრულებული არ არის. ასევე, კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონკრეტული უბნები დასრულდა, თუმცა, ცალკეული უბნებიდან და კორპუსებიდან მაინც შემოდის ჩვენთან შეტყობინება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ქუჩას კი მიეწოდება ბუნებრივი გაზი, მაგრამ რომელიღაც კორპუსები მაინც არის დარჩენილი ბუნებრივი გაზის გარეშე. ასეთ შემთხვევებთან დაკავშირებით მინდა განმარტება გავაკეთო, რომ ჩვენ გადავამოწმეთ და თითოეულ ასეთ შემთხვევას კომპანიას ინდივიდუალურად ვაწოდებთ. კომპანია ამბობს, რომ თუ რაიმე კორპუსი არის დარჩენილი, ან კორპუსში სადარბაზოებია შეიძლება დარჩენილი, ეს არის შეიძლება გამოწვეული იმით, რომ აღნიშნულ კორპუსში ვერ მოხერხდა აღდგენითი სამუშაოების ჩატარება არსებული წნევის ვარდნის ან იქ არსებული დგარების მდგომარეობიდან გამომდინარე და სრულად ამიტომაც არ მოხდა აღდგენა. თუმცა, ჩვენ ამას ინდივიდუალურად შევისწავლით. ვნახავთ, რატომ მოხდა, რომ ვერ მოხერხდა თუნდაც დღემდე, ასეთი ავარიის მასშტაბებიდან გამომდინარეც მესმის, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა, მაგრამ ვერ დასრულდა სამუშაო და აღდგენითი პროცესები,“- განაცხადა ნინო გულეიშვილმა.

ყველა სიახლე

17 მარტი 2025, 01:20

რეგიონი

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის რაიონის სოფლებში ხანძარია - ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის რაიონში, სოფელ კამანში ხანძარია. ვიდეოკადრებს აფხაზური მედია ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

17 მარტი 2025, 00:50

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი რადიკალ ლიდერებზე: უნდათ, რომ საქართველო ჩამუხლული თუ ყურმოჭრილი იყოს იმ გავლენის არეალში, რომლითაც ევრობიუროკრტია ნებისმიერს შეევაჭრება - სალომე ზურაბიშვილის სტატუსის წამოსაწევად ფანდი არ გამოუვიდათ

უნდათ, რომ საქართველო ჩამუხლული თუ ცალ ფეხზე მდგარი, თუ ყურმოჭრილი იყოს იმ გავლენის არეალში, რომლითაც ევრობიუროკრტია ნებისმიერს შეევაჭრება, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.

გიორგი ვოლსკი

17 მარტი 2025, 00:44

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ქვეყანაში მიმდინარე პროცესის ანალიზი რომ გავაკეთოთ, იმედი მაქვს, რომ წარმატებული ვიქნებით. რასაკვირველია გვაქვს გამოწვევებიც, მაგრამ გაცილებით მეტია პოზიტიური ჩამონათვალი

ქვეყანაში მიმდინარე პროცესის ანალიზი რომ გავაკეთოთ, იმედი მაქვს, რომ წარმატებული ვიქნებით. რამდენი საერთაშორისო ღონისძიება ჩატარდა, სპორტული ღონისძიებები, რამდენი მოგებები ვნახეთ, როგორ არის საქართველო დახვეწილი თავის მაჩვენებლებს რომ გადახედავ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოში მიმდინარე პოზიტიურ პროცესებზე საუბრისას.

გიორგი ვოლსკი

17 მარტი 2025, 00:30

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ოპოზიციის უარზე: უშველებელ სივრცეს ათავისუფლებენ და არ დარჩება ეს სივრცე ცარიელი, გამოჩნდება პოლიტიკური გაერთიანებები, ჯგუფები

ფრთხილ ოპტიმიზმს გამოვთქვამ იმასთან დაკავშირებით, რომ ასე ვერ გაგრძელდება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციის რადიკალიზმზე საუბრისას.

16 მარტი 2025, 23:53

საზოგადოება

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მორაგბეებს „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ზედიზედ მერვედ მოგება მიულოცა და ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები და რაგბის კავშირის წარმომადგენლები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

16 მარტი 2025, 23:45

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ევროკავშირის აქვს გააფთრებული სურვილი, რომ როგორმე რეგიონი თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს. ნუთუ ამისთვის აირჩიეს ევროპარლამენტარები თავისმა ამომრჩევლებმა, რომ საქართველოს ასე უნამუსოდ შეუტიონ

საქართველოც არ არის ისეთი ქვეყანა, რომ ვიღაცამ კეთილგანწყობილი თვალით შეხედოს და მხოლოდ ამით დავკმაყოფილდეთ. აქაც უშველებელი საფრთხეები გვაქვს, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.

 გიორგი ვოლსკი

16 მარტი 2025, 23:33

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი აშშ-ის ელჩისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრაზე: ნორმალურ კალაპოტში დგება მსოფლიო პროცესები და ამ ნორმალიზაციის მებაირაღე არის აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. რიგგარეშე ამ შეხვედრაზე არაფერი არ მომხდარა

ჩვეულებრივი შეხვედრა იყო, ნორმალურ კალაპოტში დგება მსოფლიო პროცესები და ამ ნორმალიზაციის მებაირაღე არის აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. რიგგარეშე ამ შეხვედრაზე არაფერი არ მომხდარა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე საუბრისას.

16 მარტი 2025, 23:15

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები და რაგბის კავშირის წარმომადგენლები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, პერსონალი და რაგბის კავშირის ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.

ირაკლი კირცხალია

16 მარტი 2025, 23:10

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია ანტინარკოტიკულ რეფორმაზე: ერმა, ბერმა, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მივალთ ძალიან კარგ შედეგებამდე. ჩვენი მომავალი თაობისთვის ძალიან დიდი საფრთხეა უნდა იყოს აღკვეთილი

ერმა, ბერმა, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მივალთ ძალიან კარგ შედეგებამდე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ „იმედის კვირასთან“ ქვეყანაში ანტინარკოტიკული რეფორმის განხორციელების მნიშვნელობაზე საუბრისას.

დეკანოზი იოანე (გორელიშვილი)

16 მარტი 2025, 22:45

საზოგადოება

დეკანოზი იოანე (გორელიშვილი): მისასალმებელია, როდესაც ნარკომოვაჭრეების მიმართ კანონი მკაცრდება და ასევე გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ ამით არ უნდა შემოვიფარგლოთ - საჭიროა პრევენციული ზომების გატარება

მისასალმებელია, როდესაც ნარკომოვაჭრეების მიმართ კანონი მკაცრდება და ასევე გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ ამით არ უნდა შემოვიფარგლოთ - საჭიროა პრევენციული ზომები, - განუცხადა „იმედის კვირას“ დეკანოზმა იოანემ (გორელიშვილი) ქვეყანაში ანტინარკოტიკული რეფორმის განხორციელების მნიშვნელობაზე საუბრისას.

კახა კალაძე

16 მარტი 2025, 22:29

საზოგადოება

კახა კალაძე პროგრამაზე „ისწავლე და დასაქმდი“: ბიზნესის ჩართულობით, ჩვენ უკვე გვაქვს სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რა მიმართულებები არის საჭირო იმისთვის, რომ მოხდეს კადრების კვალიფიკაციის ამაღლება და მოვიფიქრეთ აღნიშნული პროგრამა

მთელი რიგი მიმართულებების შესწავლა მოგვიწია, რომ გაგვეგო რეალურად რაშია პრობლემა და რა სფეროები და მიმართულებებია, სადაც ბიზნეს სექტორი საჭიროებს კვალიფიციურ კადრებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პროგრამაზე „ისწავლე და დასაქმდი“ საუბრისას.

ნინო მენაღარიშვილი

16 მარტი 2025, 22:13

საზოგადოება

ფსიქიატრი ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე: სახელმწიფოს როლია, რომ იზრუნოს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, აქ საუბარია რამდენად იქნება სიმკაცრე, ვის მიმართ იქნება ეს სიმკაცრე, რადგან რეალიზატორი და მომხმარებელი განსხვავდება ერთმანეთისგან

სახელმწიფოს როლია, რომ იზრუნოს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე თუმცა აქ უკვე საუბარია რამდენად იქნება სიმკაცრე, ვის მიმართ იქნება ეს სიმკაცრე, რადგან რეალიზატორი და მომხმარებელი განსხვავდება ერთმანეთისგან, - განაცხადა გადაცემა იმედის კვირაში ფსიქიატრმა ნინო მენაღარიშვილმა ანტიარკოტიკულ რეფორმაზე საუბრისას.

არჩილ გორდულაძე

16 მარტი 2025, 21:53

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ნარკომანიასთან ბრძოლა არის საქვეყნო ამოცანა იმიტომ, რომ ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება ჩვენს მომავალს

ნარკომანიასთან ბრძოლა არის საქვეყნო ამოცანა იმიტომ, რომ ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება ჩვენს მომავალს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით საუბრისას.

16 მარტი 2025, 21:45

პოლიტიკა

რეალური ამბავი მაღაროელთა ქალაქიდან. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

კომპანიამ CMC მიიღო გადაწყვეტილება, საბოლოოდ შეაჩეროს მიწისქვეშა მოპოვების სამუშაოები. გარკვეული ძალები კი ამ პროცესის პოლიტიზებას, რადიკალიზებასა და სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ.

16 მარტი 2025, 21:23

პოლიტიკა

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ანტინარკოტიკული რეფორმა. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

ანტინარკოტიკული რეფორმის განსახორციელებლად, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა დაიწყო.

დავით ქართველიშვილი

16 მარტი 2025, 21:21

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ჩვენი მრავალნატანჯი „ოპოზიციის„ ლოგიკით, გაუგებარი იგნორირებით ხვდება "რუსული ოცნება" საგარეო საქმეთა სამინისტროში დეპრესიული სახით მისული რობინ დანიგანის „მოთხოვნებს“

ჩვენი მრავალნატანჯი „ოპოზიციის“ ლოგიკით, გაუგებარი იგნორირებით ხვდება „რუსული ოცნება“ საგარეო საქმეთა სამინისტროში დეპრესიული სახით მისული რობინ დანიგანის „მოთხოვნებს“: დღემდე არაა გათავისუფლებული არც ერთი „პოლიტპატიმარი“ და არაა გამოცხადებული „ვადამდელი არჩევნების" ჩატარების თარიღი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.

დავით მათიკაშვილი

16 მარტი 2025, 21:17

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიცია თვითონ არ იღებს გადაწყვეტილებას. ისინი პირდაპირ წარმოადგენენ აგენტურის საცეცებს საქართველოში, რომლებიც იღებენ დავალებას ქვეყნის ფარგლებს გარედან

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გადაცემაში „იმედის კვირა“ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიცია თვითონ არ იღებს გადაწყვეტილებას და პირდაპირ წარმოადგენს აგენტურის საცეცებს საქართველოში, რომლებიც იღებენ დავალებას ქვეყნის ფარგლებს გარედან.

16 მარტი 2025, 21:08

პოლიტიკა

უკრაინა არჩევანის ზღვარზე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ფაქტია, უკრაინა გამოიყენეს ინსტრუმენტად „პროქსი ომში“, რომელიც დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობდა. ეს ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის დაწყებამდე თქვა საქართველოს ხელისუფლებამ.

გიორგი ვოლსკი

16 მარტი 2025, 21:00

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: არავინ იფიქროს, რომ ბრიუსელში ან ვაშინგტონში ამათ განიხილავენ, როგორც ინტელექტუალურ რესურსს, რომელსაც შეუძლია, ქვეყანა მართოს. ესენი სჭირდებათ იმისთვის, რომ გადადგან ისეთი ნაბიჯი, რასაც ეტყვიან

არავინ იფიქროს, რომ ბრიუსელში ან ვაშინგტონში ამათ განიხილავენ, როგორც ინტელექტუალურ რესურსს, რომელსაც შეუძლია ქვეყანა მართოს. ესენი სჭირდებათ მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც ეტაპზე გადადგან ისეთი ნაბიჯი, რასაც ეტყვიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციაზე საუბრისას.

დიმიტრი ხუნდაძე

16 მარტი 2025, 20:56

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ხელისუფლების მხრიდან გადაჭარბებული ჰუმანიზმია ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არა საპყრობილეში, არამედ, ოროთახიან ლუქს პალატაშია წამოგორებული და იქიდან აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს

მიხეილ სააკაშვილი თავადაც არ მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი, [რაზეც სასჯელი მიესაჯა], იყო დანაშაული. მას ამის აღიარებისთვის არც გამბედაობა და არც მორალური მზაობა არ ჰყოფნის, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.