სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე ოთხი ანგარიში მოისმინეს

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე ოთხი ანგარიში მოისმინეს.
„სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის მართვა, შემდგომი რეაგირების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი კაპანაძემ წარადგინა. მისი განმარტებით, აუდიტის ობიექტები იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ა(ა)იპ − საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი, ხოლო აუდიტის პერიოდი მოიცავს 2023 - 2024 წლებს.
მომხსენებლის ინფორმაციით, შესწავლილი იქნა 3 ძირითადი მიმართულება - მომსახურების ხელმისაწვდომობა; სოფლის ექიმების პროდუქტიულობის წინაპირობები და პროგრამის ადმინისტრირება და მონიტორინგი. მისი თქმით, 2015 წლის შემდგომ, პროგრამაში რამდენიმე მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა მათ შორის, გაიზარდა სოფლის ექიმის მომსახურების ხელმისაწვდომობა ასევე, საოჯახო მედიცინის სერტიფიკატის მქონე ექიმების წილი და გაუმჯობესდა სოფლის ექიმების სამუშაო დროის მონიტორინგი.
გიორგი კაპანაძემ დეტალურად ისაუბრა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილ მიგნებებზე და გაცემულ ხუთ რეკომენდაციაზე. პანდემიის შემდგომ პერიოდში ინფექციების მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში ჯგუფის წევრებს სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ზაალიშვილმა გააცნო.
მისი თქმით, აუდიტის პერიოდი მოიცავს 2022-2023 წლებს და აუდიტის ობიექტებს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და მის კონტროლს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრი.
მისი თქმით, აუდიტის საგანი იყო ინფექციების მართვის მიზნით დანერგილი მექანიზმების ეფექტიანობა. როგორც მომხსენებელმა განმარტა, აღნიშნული საკითხი დაიფარა ორი მიმართულებით - ინფექციების მართვის პოლიტიკა და განხორციელებული ქმედებები და ინფექციურ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის მიზნით დანერგილი მექანიზმების ეფექტიანობა. მარიამ ზაალიშვილის ინფორმაციით, აუდიტის ფარგლებში დაიფარა სახელმწიფო პროგრამები - ეპიდზედამხედველობა და ასევე იმუნიზაცია - გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
მომხსენებელმა აუდიტის შედეგად გამოვლენილ მიგნებებზე და გაცემულ 3 რეკომენდაციაზე დეტალურად ისაუბრა. მარიამ ზაალიშვილმა ჯგუფის წევრებს კიდევ ორი ანგარიში წარუდგინა. როგორც მომხსენებელმა ციფრული ჯანდაცვის ეფექტიანობის ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, აუდიტის ობიექტებს ამ შემთხვევაში წარმოადგენდა -საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი - სსიპ. ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო; სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო; და ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი. მომხსენებლის ინფორმაციით აუდიტის საგანს წარმოადგენდა ციფრული ჯანმრთელობის ელემენტების ეფექტიანი და პროდუქტიული მართვა. აუდიტის პერიოდი მოიცავს 2020-2023 წლებს და გაცემულია ოთხი რეკომენდაცია.
აუდიტის შედეგად გამოვლენილი ძირითადი მიგნებები ეხება ციფრული ჯანდაცვის ელემენტების დაგეგმვასა და განვითარებას და ასევე, ციფრული ჯანდაცვის ელემენტების გამოყენებას.
მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დაწესებულებების ზედამხედველობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშიც მოისმინეს, რომელიც ასევე, მარიამ ზაალიშვილმა წარადგინა.
მისი ინფორმაციით, აუდიტის ობიექტს წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
აუდიტის საგანი იყო სამედიცინო დაწესებულებების ზედამხედველობის მიმართულებით შემუშავებული და დანერგილი მეთოდოლოგიისა და მექანიზმების ეფექტიანობის შეფასება. აუდიტის პერიოდად განისაზღვრა 2022-2023 წლები. მომხსენებლის ინფორმაციით შესწავლილი იქნა სამედიცინო დაწესებულებების ზედამხედველობის მეთოდოლოგია და დანერგილი მექანიზმები და ასევე, პაციენტების საჩივრებისა და განცხადებებზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიანობა, რომლის ფარგლებშიც გაცემულია 6 რეკომენდაცია.
აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, რომელთაც გამოთქმულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს.
ყველა სიახლე

21 მარტი 2025, 10:48
ტაბლოიდი
ნოსტალგიისკენ მიდრეკილი ადამიანები უფრო კომუნიკაბელურები არიან - კვლევა
ნოსტალგიისკენ მიდრეკილი ადამიანები უფრო კომუნიკაბელურები არიან - კვლევა.

21 მარტი 2025, 10:41
საზოგადოება
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს სასწავლო სროლები უტარდებათ
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეებს სასწავლო სროლები უტარდებათ. სწავლება თებერვლის თვეში დაიწყო და ამ დროისთვის კურსი 900-ზე მეტმა თანამშრომელმა გაიარა. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

21 მარტი 2025, 10:37
რეგიონი
აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

21 მარტი 2025, 10:35
საზოგადოება
დავით შერაზადიშვილი ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს: თქვენი როლი საზოგადოების ინფორმირების პროცესშიგანსაკუთრებულია
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი შურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს.

21 მარტი 2025, 10:30
რეგიონი
ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

21 მარტი 2025, 10:29
პოლიტიკა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ რუმინეთის სენატში შეხვედრები გამართა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ლევან მახაშვილი ბუქარესტში ვიზიტის ფარგლებში, რუმინეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ტიტუს კორლაცეანს და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრები ასევე გაიმართა ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიჰაი კოტეცთან, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ადელინა დობრასთან და კომიტეტების წევრებთან.

21 მარტი 2025, 10:27
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: დღეს ყველა ნორმალური ქვეყნის ჯანსაღი ხელისუფლების ვალია - ავადმყოფებთან [ევროკავშირი] დროებითი დისტანცირება მოახდინოს
ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების ფორმა „ხალხის ძალის“ წევრს დავით ქართველიშვილს პანდემიის დროს შემოღებულ რეგულაციებს აგონებს - ინფიცირებულთან დისტანციის დაჭერა და დაავადებულთან კონტაქტისგან თავის არიდებას. როგორც ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს, ევროკავშირთან ურთიერთობისას საქართველო ისევე იცავს დისტანციას, როგორც ამას აკეთებდა კოვიდით დაინფიცირებულთან ურთიერთობისას.

21 მარტი 2025, 10:20
ტექნოლოგიები
წყალი სამყაროში მილიარდობით წლით უფრო ადრე არსებობდა, ვიდრე ამას აქამდე მეცნიერები ვარაუდობდნენ და, შესაძლოა, დიდი აფეთქების შემდეგ წარმოიშვა
წყალი სამყაროში მილიარდობით წლით უფრო ადრე არსებობდა, ვიდრე ამას აქამდე მეცნიერები ვარაუდობდნენ და, შესაძლოა, დიდი აფეთქების შემდეგ წარმოიშვა.

21 მარტი 2025, 10:14
მსოფლიო
უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრი: უნგრეთს სურს, რომ უკრაინა რუსეთსა და ევროკავშირს შორის ბუფერულ ზონად იქცეს
უნგრეთს სურს, რომ უკრაინა რუსეთსა და ევროკავშირს შორის ბუფერული ზონა იყოს, - განაცხადა უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა, იანოშ ბოკამ The Financial Times-თვის მიცემულ ინტერვიუში.

21 მარტი 2025, 10:05
რეგიონი
კახეთის რეგიონში 3 ახალი საჯარო სკოლა გაიხსნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, კახეთის რეგიონში 3 ახალი საჯარო სკოლა გახსნა.

21 მარტი 2025, 10:05
საზოგადოება
აბუ-დაბიში საქართველოს საქმიან ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბიში Meetings Arabia & Luxury Travel (MALT) კონგრესზე წარდგა.

21 მარტი 2025, 10:00
საზოგადოება
21 მარტი ტყის საერთაშორისო და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა
ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ გელათის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

21 მარტი 2025, 09:58
რეგიონი
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკორეალიზატორები დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული ვ.ა., 1968 წელს დაბადებული ი.გ. და 1990 წელს დაბადებულს ს.შ. დააკავეს. ვ.ა. და ი.გ. ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით არიან დაკავებულები. ხოლო ს.შ. - ს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

21 მარტი 2025, 09:39
მსოფლიო
The Financial Times: ლონდონის ჰითროუს აეროპორტი ელექტრო ქვესადგურზე მომხდარი ავარიის გამო დაიკეტა
ლონდონის უმსხვილესი აეროპორტი ჰითროუ მასთან ახლოს მდებარე ელექტრო ქვესადგურზე მომხდარი ავარიის გამო დროებით დაიხურა. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.

21 მარტი 2025, 09:31
რეგიონი
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ლაგოდეხში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ლაგოდეხში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო. თეა ახვლედიანმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კაბალის თემის ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

21 მარტი 2025, 09:18
რეგიონი
ლაგოდეხში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „დაგვიჭირე მხარი“ გაიმართა
ლაგოდეხში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „დაგვიჭირე მხარი“ გაიმართა. ახალ სკვერში გასართობი შეხვედრა, მრავალფეროვანი, საინტერესო კულტურული შემეცნებითი და სპორტული გასართობი აქტივობებით გამოირჩეოდა.

21 მარტი 2025, 09:06
მსოფლიო
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
რუსეთი უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავს. თავდასხმები სუმის, დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის დასახლებულ რაიონებზე განხორციელდა.

21 მარტი 2025, 09:00
მსოფლიო
Bloomberg: ევროპისა და კანადის ლიდერები პარიზში მომავალ კვირას უკრაინის საკითხის განსახილველად შეიკრიბებიან
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მომავალ კვირას ევროპული ქვეყნებისა და კანადის ლიდერების მონაწილეობით მორიგი სამიტი გაიმართება, სადაც უკრაინის საკითხზე იმსჯელებენ. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

21 მარტი 2025, 08:58
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: დარწმუნებული ვარ, როგორც კი დონალდ ტრამპი წარმატებას მიაღწევს „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში, მყისიერად მოხდება აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვა
ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.

21 მარტი 2025, 08:50
საზოგადოება
დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე მოსული უხვი ნალექის გამო, გზები ინტენსიურად იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება
დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე მოსული უხვი ნალექის გამო, გზები ინტენსიურად იწმინდება. ამ დროისთვის სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხება არსად დაფიქსირებულა.