23 მარტი 2025, 23:27 / სანდო წყარო

მალიკ მურზალინი: ყაზახებმა საქართველოში შარშან დაახლოებით, 700 მლნ დოლარი დახარჯეს - რა მოგებაც საქართველომ მიიღო ტურისტებისგან, 15% ყაზახეთზე მოდის

მალიკ მურზალინი

მალიკ მურზალინი

როდესაც ჩვენი მოქალაქეები ჩამოდიან, მეუბნებიან, რა კარგია! როგორ ვუყვარვართ საქართველოში! როგორ თბილად გვხვდებიან და მე ძალიან მსიამოვნებს თანამოქალაქეებისგან ამის მოსმენა, - განაცხადა საქართველოში ტურიზმის სფეროზე საუბრისას ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მალიკ მურზალინიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისივე თქმით, შარშან ყაზახებმა საქართველოში დაახლოებით, 700 მლნ დოლარი დახარჯეს. ელჩმა აღნიშნა, რომ თითოეული ყაზახი ტურისტი ექვსი ღამის გატარებისას საქართველოში, დაახლოებით 10 ათას ლარს ტოვებს.

„ყაზახებისთვის საქართველოში ტურისტული ვიზიტები ყოველთვის დიდი მოვლენაა. მე აბსოლუტურად დაზუსტებით ვიცი, რომ ყაზახებს ძალიან უყვართ, აინტერესებთ საქართველო. უყვართ მისი ძველი ისტორია, კულტურა, მუსიკა და ეს ყველაფერი ჯამში გვაძლევს იმას, რომ ყაზახეთი გახლავთ ერთ-ერთი ლიდერი ტურისტების რაოდენობით, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში - ისევ და ისევ ქართული სტატისტიკით, მე-6 ადგილზე ვიმყოფებით ტურისტების რაოდენობით - ყაზახები, რომლებიც ჩამოდიან თქვენს ბრწყინვალე ქვეყანაში. გასულ წელს 180 ათასი ჩემი ქვეყნის მოქალაქე ჩამოვიდა. მათ დაისვენეს საქართველოში.

ტელემაყურებელთა ყურადღება მინდა მივაპყრო, რომ მე-6 ადგილზე ვართ ტურისტების რაოდენობით და ისევ და ისევ, ქართული სტატისტიკის შესაბამისად, ყაზახეთიდან უფრო მეტი ხალხი ჩამოდის, ვიდრე მთლიანად დასავლეთ ევროპიდან.

ასევე, შარშან ყაზახებმა საქართველოში დახარჯეს დაახლოებით, 700 მლნ დოლარი. რა მოგებაც საქართველომ მიიღო ტურისტებისგან, დაახლოებით, 15% ყაზახეთის წილზე მოდის. ყოველი მე-7 დოლარი ეს გახლავთ ყაზახური დოლარი, ეს გახლავთ ყაზახეთიდან ჩამოსული ტურისტების დოლარი.

ჩვენ მუდამ ვიმყოფებით კავშირზე საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციასთან და ეს არის ასევე მათი ინფორმაცია, ძალზედ საინტერესო - თითოეული ყაზახი ტურისტი, რომელიც საქართველოში ჩამოდის, ექვსი ღამის გატარებისას, დაახლოებით 10 ათას ლარს ტოვებს. მაღალი ხარისხის ტურისტები გვყავს - ამ თვალსაზრისით ჩვენ ნომერ პირველი ვართ. შემდეგი ქვეყანა, ორჯერ ნაკლებს ტოვებს საქართველოში.

მე ვიცი, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მუშაობენ ტურიზმის სფეროში, სასტუმროებში, რესტორნებში, ძალიან კეთილგანწყობილი არიან ყველა ტურისტის მიმართ, მაგრამ როდესაც ჩვენი მოქალაქეები ჩამოდიან, მეუბნებიან, რა კარგია! როგორ ვუყვარვართ საქართველოში! როგორ თბილად გვხვდებიან და მე ძალიან მსიამოვნებს თანამოქალაქეებისგან ამის მოსმენა“, - აღნიშნა ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში.

ყველა სიახლე

სტივ უიტკოფი

24 აპრილი 2025, 10:52

მსოფლიო

CNN: სტივ უიტკოფი პუტინს, სავარაუდოდ, ხვალ შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი, სავარაუდოდ, ხვალ მოსკოვში ჩავა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

24 აპრილი 2025, 10:30

ტექნოლოგიები

სპეციალისტებმა უცნაური ზღვის ბინადარი აღმოაჩინეს, რომელსაც გრძელი „რქები“ აქვს

სპეციალისტებმა უცნაური ზღვის ბინადარი აღმოაჩინეს, რომელსაც გრძელი „რქები“ აქვს.

ლაშა ხუციშვილი

24 აპრილი 2025, 10:20

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი აშშ-ში ვიზიტზე: მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა დონორი ორგანიზაციის მიერ გამოითქვა მზადყოფნა და მხარდაჭერა იმ პროექტების მიმართ, რომელიც უკვე ხორციელდება და იმ პროექტების მიმართ, რომლებზეც უკვე შეთანხმებული ვართ

მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა დონორი ორგანიზაციის მიერ გამოითქვა მზადყოფნა და მხარდაჭერა იმ პროექტების მიმართ, რომელიც უკვე ხორციელდება და იმ პროექტების მიმართ, რომლებზეც უკვე შეთანხმებული ვართ, - განუცხადა „ქრონიკას“ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

24 აპრილი 2025, 10:13

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ამერიკის კომერციის დეპარტამენტში ვისაუბრეთ, რომ თანამშრომლობის ახალი ჩარჩო მემორანდუმი გაფორმდეს

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ - ის კომერციის მდივნის თანაშემწეს გლობალური ბაზრების მიმართულებით აშოკ პინტოს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

დონალდ ტრამპი

24 აპრილი 2025, 10:08

მსოფლიო

ტრამპმა სკოლებში ხელოვნური ინტელექტის როლის გაძლიერების ბრძანებას ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმადაც სკოლის მოსწავლეები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ისწავლიან. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

24 აპრილი 2025, 10:04

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში გვქონდა პირველი ოფიციალური შეხვედრა, სადაც სამომავლო თანამშრომლობის დღის წესრიგზე ვისაუბრეთ

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილა.

24 აპრილი 2025, 09:40

მსოფლიო

ისრაელში ხანძარს ებრძვიან

ისრაელში ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი იერუსალიმის მახლობლად ტყის მასივს გაუჩნდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველების 110 ბრიგადა, 8 თვითმფრინავი და ვერტმფრენებია ჩართული.

დონალდ ტრამპი

24 აპრილი 2025, 09:39

მსოფლიო

ტრამპი იმედოვნებს, რომ მომავალ თვეს საუდის არაბეთში ვიზიტის შემდეგ პუტინს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალ თვეს, მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთში, კატარსა და გაერთიანებულ არაბთა საამიროებში ჩავა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

24 აპრილი 2025, 09:22

ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტროში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროში, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. წიგნის ჩუქების დღეს, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, მოადგილეებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკებს, 500-მდე წიგნი, მხატვრული და შემეცნებითი ლიტერატურა გადასცა.

24 აპრილი 2025, 09:10

მსოფლიო

სტამბოლში, უსაფრთხოების მიზნით, 2 დღით სკოლები დაიხურება

სტამბოლში, უსაფრთხოების მიზნით, 2 დღით სკოლები დაიხურება. მიზეზი ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები გახდა. ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით, ადმინისტრაციულ შვებულებაში იქნებიან შშმ პირები, ორსულები, ვეტერანები და 10 წლამდე ასაკის ბავშვების დედები, რომლებიც საჯარო დაწესებულებებში მუშაობენ.

დონალდ ტრამპი

24 აპრილი 2025, 09:00

მსოფლიო

CNN: ევროპაში ფიქრობენ, რომ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა მისი პრეზიდენტობის 100 დღისთვის სურს

რამდენიმე ევროპელი ჩინოვნიკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა მისი პრეზიდენტობის 100 დღისთვის სურს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

24 აპრილი 2025, 09:00

მსოფლიო

უკრაინის დელეგაცია ლონდონში ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა

უკრაინის დელეგაცია ლონდონში ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ავრცელებს. როგორც ანდრეი ერმაკი წერს, უკრაინულმა მხარემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინა ნებისმიერ შემთხვევაში დაიცავს თავის პრინციპულ პოზიციას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით.

გივი მიქანაძე

24 აპრილი 2025, 08:52

პოლიტიკა

გივი მიქანაძე რუს „პრანკერებთან“ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე: ეს აღიარება მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ადამიანები უცხოურ დაფინანსებას იყენებდნენ და მომავალშიც სურთ, რომ გამოიყენონ საქართველოში დესტაბილიზაციისთვის

ეს აღიარება მხოლოდ და მხოლოდ მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ადამიანები როგორც ჩვენ ვამბობდით, უცხოურ დაფინანსებას იყენებდნენ და მომავალშიც სურთ, რომ გამოიყენონ საქართველოში დესტაბილიზაციისთვის, - ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე რუს „პრანკერებთან“ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს.

არჩილ გორდულაძე

24 აპრილი 2025, 08:40

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სალომე ზურაბიშვილს იმ კითხვებზე აქვს პასუხი გასაცემი, რომელიც საზოგადოების მხრიდან არსებობს

სალომე ზურაბიშვილს იმ კითხვებზე პასუხი აქვს გასაცემი, რომელიც საზოგადოების მხრიდან არსებობს, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

თორნიკე ჭეიშვილი

24 აპრილი 2025, 08:31

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: ეუთოს გენმდივნის ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდა ეუთოს უაღრესად ჯანსაღი დამოკიდებულება საქართველოსთან, როგორც მის ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოსთან

დადასტურდა კიდევ ერთხელ, რომ საქართველო არის ერთგული იმ პრინციპებისა, რომელიც თავის მხრივ საფუძვლად უდევს ეუთოს საქმიანობას, განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

ნათია თურნავა

24 აპრილი 2025, 08:21

ეკონომიკა

ნათია თურნავა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლებს შეხვდა

ქართული დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლებს შეხვდა.

24 აპრილი 2025, 08:14

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო დეპარტამენტში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილა.

24 აპრილი 2025, 08:05

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

23 აპრილს ქუთაისში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +24 და ღამით +16 გრადუსი იქნება.

უჩა ნანუაშვილი

24 აპრილი 2025, 02:36

პოლიტიკა

უჩა ნანუაშვილი: USAID-ი, აშშ-ის საელჩო საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართულნი, განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში - გვქონდა როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა

რუსი „პრანკერები“ გადაცემა „ანტი-ფეიკში“ გამოჩნდნენ, რომელშიც განაცხადეს, რომ ამჯერად მათი მიზანი იყო გარკვეულიყვნენ, რა იყო საქართველოში მიმდინარე აქციებისა და არეულობის მიზეზი. ამ მიზნით კი მათ სალომე ზურაბიშვილთან და უჩა ნანუაშვილთან გასაუბრება გადაწყვიტეს.

ჯო უილსონი

24 აპრილი 2025, 02:16

პოლიტიკა

ჯო უილსონი: მონაწილეობა მივიღე სალომე ზურაბიშვილის ტრამპის ინაუგურაციაზე მიწვევაში, ასევე ჰელსინკის კომისიის წევრებმა მიიწვიეს ის

ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი რუსი „პრანკერების“ მახეში გაება. ისინი ჯო უილსონს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს სახელით დაუკავშირდნენ.