გიორგი კალანდია: ლოგიკურია, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტი დგას მსოფლიოს ლიდერებს შორის წმინდა პეტრეს მოედანზე იმიტომ, რომ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა წმინდა საყდართან ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდში ჰქონდა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ის, რომ 200 ათასი მლოცველი ევროპის გულში არის მისული, სწორედ ასეთი ევროპა მოგვწონს ჩვენ ქართველებს, სადაც სულიერება, ტრადიციები, უნიკალური ისტორიული ძეგლები არის არამარტო სულიერი ღირებულებების საგანი, არამედ ამასთანავე არის ეროვნული თავმოწონების საგანი, - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ის ეთერში ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ.
მისი თქმით, ლოგიკურია, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტი დგას მსოფლიოს ლიდერებს შორის წმინდა პეტრეს მოედანზე იმიტომ, რომ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა წმინდა საყდართან ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდში ჰქონდა.
„ახლა ჩვენ ვუყურებთ, მე ვფიქრობ, ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და ვიტყოდი სანუკვარ ევროპას. აი, ისეთ ევროპას, რომელიც ერთის მხრივ, არის თანამედროვეობის, იგივე ლიბერალური ღირებულებების ერთგული, მაგრამ ამასთანავე როგორ პატივს სცემს სულიერ ლიდერს, როგორ შეუძლია კონსერვატიული ღირებულებების ერთგული იყოს, ტრადიციების ერთგული იყოს იმიტომ, რომ აი, ეს ტრადიცია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, არის რამდენიმე საუკუნოვანი.
ის, რომ 200 ათასი მლოცველი ევროპის გულში არის მისული, სწორედ ასეთი ევროპა მოგვწონს ჩვენ ქართველებს, სადაც სულიერება, ტრადიციები, უნიკალური ისტორიული ძეგლები არის არამარტო სულიერი ღირებულებების საგანი, არამედ ამასთანავე არის ეროვნული თავმოწონების საგანი. ამიტომ ეს ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი ფაქტია, რომ ამდენი ადამიანი დღევანდელ დღეს, როდესაც თითქოს ერთმანეთს რამდენიმე მსოფლმხედველობა დაუპირისპირდა და ხშირად ვიღაცები ცდილობენ, რომ ეს ლოცვა, სულიერება, სულიერი ლიდერისადმი პატივისცემა რაღაცნაირად უკანა პლანზე დახიონ, ჩვენ ვხედავთ პირიქით, ამას ევროპის ცხოვრებისათვის, ნამდვილი ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებებისათვის რამხელა მნიშვნელობა ენიჭება”, - განაცხადა კალანდიამ.
მისი თქმით, რომის პაპი ფრანცისკე მართლაც გამორჩეული ადამიანია და მას მისდამი განსაკუთრებული მადლიერება ამოძრავებს იმ ფაქტის გამო, რომ სიქსტის კაპელაში ქართული სიმღერა, მრავალხმიანობა პირველად კაცობრიობის ისტორიაში გაჟღერდა.
„ეს უკვე ძალიან ბევრ რამეს უსვამს ხაზს, თუმცა მისი უბრალოებაა ის, რაც ყველაზე მეტად გვხიბლავს ჩვენ ქრისტიანებს. თავმდაბლობა - ქრისტიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. გვახსოვს ის ცნობილი კარები, როდესაც პაპი ფრანცისკე არ ჩაჯდა ოქროს ტახტში, მასთან ჩვეულებრივ უპოვარ ბავშვებს შეეძლოთ ასულიყვნენ მოედანზე, სადაც ის წირვას ატარებდა, ეთამაშათ და ა.შ. მოკლედ ეს იყო მართლაც გამორჩეული კაცი.
არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ ჯვაროსნები, რომლებიც წმინდა პეტრეს ტაძრის შვილები იყვნენ იბრძოდნენ საქართველოში, ქართველი ქრისტიანების მხარდასაჭერად. ეს ძალიან კარგად მიუთითებს ჩვენს ურთიერთობებზე. რწმენის პროპაგანდის წმინდა კონგრეგაციის სტამბაში, კათოლიკე მისიონერებისათვის, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობდნენ, სწორედ მათთვის შეიქმნა პირველი ნაბეჭდი წიგნი. როდესაც ვატიკანისა და საქართველოს ისტორიულ ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, პირველი, რაც გვახსენდება, ეს არის პირველი ნაბეჭდი ქართული წიგნი, რომელიც სწორედ ვატიკანის წმინდა საყდრის მესვეურთა შრომის შედეგია“, - აღნიშნა კალანდიამ.
მისი თქმით, საქართველოში არაერთი კათოლიკე მისიონერი მოღვაწეობდა, მაგალითად კრისტოფორო დე კასტელი და არქანჯელო ლამბერტი.
„თუ ჩვენ გვიანი შუა საუკუნეების ქართველთა სახელები ვიცით, ჩვენი მეფეების, დედოფლების ყველა ეს არის საქართველოში მოღვაწე კათოლიკე მისიონერების ჩახატული. ვატიკანის ბიბლიოთეკაში ჯერ კიდევ კოლხი მედეადან მოყოლებული საქართველოს შესახებ არის უზარმაზარი მასალა. სხვათა შორის, ესეც ამ პერიოდის ძალიან დიდი დამსახურებაა და აქაც პაპის როლი ალბათ ძალიან დიდია. პირველად მოხდა რომ წინა წელს ქართული არქივები გაიხსნა. თქვენ იცით, რომ საიდუმლო არქივი ჰქვია ამ უზარმაზარ საცავს, იგი გაიხსნა ქართველი მკვლევრებისათვის, არაერთი ქართველი ჩავიდა უკვე და ძალიან ბევრი საინტერესო მასალა გამოვლინდა საქართველოსა და ვატიკანთან ურთიერთობის თვალსაზრისით", - განაცხადა კალანდიამ.
მისი თქმით, რომის წმინდა საყდარი ძალიან იყო საქართველოთი დაინტერესებული ისტორიის მანძილზე. არსებობს არაერთი რომის პაპის წერილი საქართველოს მეფეებისადმი და ასევე ქართველი მეფეების მიერ მიწერილი წერილები, როდესაც არა მარტო პოლიტიკური ალიანსის გაფორმების მცდელობა ვლინდებოდა, არამედ ერთმანეთის დახმარების სურვილიც.
ქეთევან დედოფალი იყო ის ფიგურა, რომლის მოწამებრივმა გზამ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაშინდელ ევროპაზე. ქეთევან წამებულის ყველაზე ძველი გამოსახულება არის პორტუგალიაში, დაგრასას კათოლიკურ ტაძარში. მისი უნიკალური გამოსახულება, ცნობილი წამების სცენა სწორედ პორტუგალიელი ბერის ცნობებიდან შემორჩა.
„მე განსაკუთრებული მადლიერი ვარ იმისი, რომ ამ ძნელბედობის გამო, იმ ტაძარს ბევრი პრობლემა ჰქონდა. თუმცა, კათოლიკეებმა ეს გამოსახულება შეინახეს და დღემდე ის არის ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო ფურცელი. ამიტომ ვამბობ, რომ ამ ურთიერთობას მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები აქვს. უნდა ვთქვათ, რომ არამარტო კათოლიკეები იყვნენ ქართველებისადმი კეთილგანწყობილი, არამედ საქართველო და ქართველი ხალხიც ამ უძველესი მიმდინარეობის წარმომადგენლებს ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემით ექცეოდა. ამისი საუკეთესო დასტურია თბილისის არაერთი კათოლიკური ტაძარი, რომელიც არსებობდა და დღესაც არსებობს.
დიდგორის ბრძოლით დავიწყე და ამაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ კათოლიკეებისა და მართლმადიდებლების ურთიერთობის საბრძოლო თანამეგობრობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია დიდგორის ბრძოლა. როდესაც კათოლიკეებს და მართლმადიდებლებს შეუძლიათ გაერთიანდნენ ერთი ღირებულების დასაცავად და ამ შემთხვევაში დიდგორის ბრძოლა გახლავთ ამისი საუკეთესო ილუსტრაცია. რამდენიმე ცნობა არსებობს, რომ 200 კათოლიკე ქართველების მხარდამხარ იბრძოდნენ და ლათინი მებრძოლის ასეთი ცნობა გვაქვს შემონახული, რომ მეფე დავითს დიდგორის ბრძოლის დროს ხილულად ეხმარებოდნენ ზეციური ძალები და სწორედ მისი ინფორმაციით არის ცნობილი გამოთქმა, რომ ქართველთა დროშიდან წმინდა გიორგი გადმოვიდა და ქართველთა ხილული მთავარსარდალი გახდა. ეს სწორედ მათი შემონახული ცნობაა“, - აღნიშნა კალანდიამ.
ყველა სიახლე

15 მაისი 2025, 23:46
პოლიტიკა
სამხარაძე ჯო უილსონზე: ეს არის ადამიანი, რომელიც არა მარტო საქართველოს „თავისუფლებისთვის“, არამედ სირიის, ალჟირისა და პაკისტანის „თავისუფლებისთვისაც“ იბრძვის - მსგავსი ფიგურები პოლიტიკურ ამინდს ვერ ქმნიან
„როდესაც სამხრეთ კაროლინელი კონგრესმენი, რომელსაც არანაირი ინტერესი არ აქვს არც საქართველოს, არც პაკისტანისა და არც ალჟირის მიმართ, რომელიც დღეში 7-8 „ტვიტს“ წერს ამ ქვეყნებზე, ფაქტია, რომ ამას ის აკეთებს რაღაცის ინტერესის გამო. მე დიდი ეჭვი მაქვს რომ ეს არის ფინანსური ინტერესი. არანაირი აზრი არ აქვს მსგავს ფიგურებთან თანამშრომლობას, რადგან ისინი ვერ ცვლიან პოლიტიკურ ამინდს“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

15 მაისი 2025, 23:43
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას კი არ მიმართა ჯო უილსონმა, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრს მიმართა, რომელსაც სულ რამდენიმე დღეში არჩევნები აქვს და ახლა ნამდვილად არ ცხელა ჯო უილსონის წერილებისთვის
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას კი არ მიმართა ჯო უილსონმა, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრს მიმართა, რომელსაც სულ რამდენიმე დღეში არჩევნები აქვს და ახლა ნამდვილად არ ცხელა ჯო უილსონის წერილებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ „MEGOBARI აქტზე“ საუბრისას.

15 მაისი 2025, 23:25
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: „MEGOBARI აქტი“ შინაარსობრივად არაფერს ცვლის. თან იქ იმდენი ფაქტობრივი უზუსტობაა. USAID-ს სთხოვენ, რომ ანგარიში წარმოადგინოს. იმ ორგანიზაციას, რომელიც დაიხურა უკვე და საერთოდ აღარ არსებობს
აქტი შინაარსობრივად არაფერს ცვლის. თან იქ იმდენი ფაქტობრივი უზუსტობაა. USAID-ს სთხოვენ, რომ ანგარიში წარმოადგინოს. იმ ორგანიზაციას, რომელიც დაიხურა უკვე და საერთოდ აღარ არსებობს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ „MEGOBARI აქტზე“ საუბრისას.

15 მაისი 2025, 23:24
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოს ხელისუფლებას ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან პოზიტიური მოლოდინები აქვს - იმედიანად ვართ, რომ ეს ურთიერთობები გაუმჯობესდება
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან პოზიტიური მოლოდინები აქვს. როგორც მან გადაცემა „იმედი LIVE“-ში აღნიშნა, საქართველოს და ახალ ადმინისტრაციას თანხვედრა აქვს როგორც საგარეო პოლიტიკაში, ასევე ღირებულებით ნაწილში.

15 მაისი 2025, 23:21
მსოფლიო
მარკო რუბიო: ვაშინგტონი არ ეწინააღმდეგება ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევას ნატოს ჰააგის სამიტზე
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ ეწინააღმდეგება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევას ნატოს ჰააგის სამიტზე.

15 მაისი 2025, 23:20
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე „MEGOBARI აქტზე“ საქართველოს პარლამენტის პასუხზე: ნებისმიერი ასეთი ქმედება და ნებისმიერი ასეთი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს უამრავ დეზინფორმაციას და ბრალდებას, საჭიროა რომ იყოს პასუხგაცემული
ნებისმიერი ასეთი ქმედება და ნებისმიერი ასეთი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს უამრავ დეზინფორმაციას და ბრალდებას, საჭიროა რომ იყოს პასუხგაცემული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ „MEGOBARI აქტზე“ საქართველოს პარლამენტის პასუხზე საუბრისას.

15 მაისი 2025, 22:21
სპორტი
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფში იასპარეზებს
E ჯგუფის მატჩები შვედეთში ქალაქ მალმოში გაიმართება. საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებს. ფინალურ ეტაპზე გასასვლელ გადამწყვეტ შეხვედრაში ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდა; ისტორიული შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით - ანგარიშით 29:26 - დასრულდა.

15 მაისი 2025, 21:58
მსოფლიო
ზელენსკი: უკრაინაზე აშშ-ის ზეწოლა უფრო დიდი იყო, ვიდრე რუსეთზე
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დასავლეთმა უნდა გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე მოლაპარაკებებში შედეგის მისაღწევად.

15 მაისი 2025, 21:32
მსოფლიო
მარკო რუბიო: მოლაპარაკებებში გარღვევა არ იქნება, ვიდრე ტრამპი პუტინს არ შეხვდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მიმართ დიდი მოლოდინი არ აქვს.

15 მაისი 2025, 21:30
სპორტი
„ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდინიო თბილისშია
„დინამო არენაზე“ ხვალ ქართული ფეხბურთის ვეტერანები „ბარსელონას“ ლეგენდარულ ფეხბურთელებს დაუპირისპირდებიან. ეს იქნება „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩი, რომელიც გასულ წელს ბათუმში დაწყებული პროექტის გაგრძელებაა.

15 მაისი 2025, 21:20
სპორტი
ხვალ თბილისში „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩი გაიმართება
ხვალ თბილისში „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩი გაიმართება. გასულ წელს ქართველმა ლეგენდებმა მილანის „ინტერს“ ბათუმში უმასპინძლეს, ხვალ კი „ბარსელონას“ ლეგენდარულ ფეხბურთელებს „დინამო არენაზე“ შეხვდებიან.

15 მაისი 2025, 21:19
მსოფლიო
რუსული მედია: რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებები სტამბოლში პარასკევს დაიწყება
რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებები სტამბოლში პარასკევს დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

15 მაისი 2025, 21:16
ეკონომიკა
მიხეილ დუნდუა სტატისტიკის სამსახურის ახალ მონაცემებზე: მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს სამუშაო ადგილები
მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს სამუშაო ადგილები, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. მიხეილ დუნდუა გამოეხმაურა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლეს მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს უმუშევრობის დონე 2,5%-ით შემცირებულია, დასაქმების დონე კი გაზრდილი.

15 მაისი 2025, 21:15
პოლიტიკა
ბიზნესის რეკეტი, მესაკუთრის დაპატიმრება, ადამიანის უფლებების უხეში შელახვა - საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ნაცმოძრაობის" რეჟიმის მიერ დაზარალებულებს მოუსმინეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბიზნესის რეკეტი, მესაკუთრის დაპატიმრება ქონების მისაკუთრების მიზნით და ადამიანის უფლებების უხეში შელახვა - პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ნაცმოძრაობის" რეჟიმის მიერ დაზარალებულებს, გურამ თირქიას, ბესარიონ ხვინთელიანს, დავით ქანთარიასა და თამაზ წულაიას მოუსმინეს.

15 მაისი 2025, 21:13
ეკონომიკა
შემცირებული უმუშევრობის დონე საქართველში - რას ამბობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი მონაცემები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სტატისტიკის ეროვნული სამსახური უახლეს მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს უმუშევრობის დონე 2,5%-ით შემცირებულია, დასაქმების დონე კი გაზრდილი. მთავრობის მიზანი 2028 წლისთვის სიღარიბის 4-პროცენტამდე შემცირება.

15 მაისი 2025, 21:09
მსოფლიო
Bloomberg: ტრამპის ადმინისტრაცია ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებების განახლების ინიციატივით გამოვიდა
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებების განახლების ინიციატივით გამოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

15 მაისი 2025, 21:08
პოლიტიკა
სახელისუფლებო გუნდი მეათე საიუბილეო გამარჯვებისთვის ემზადება - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოს წევრების შეხვედრა აჭარაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რეგიონში მიმდინარე პროცესები, ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერება და ეკონომიკური კეთილდღეობა - მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში უპირობო, მეათე გამარჯვებისთვის ემზადება. ირაკლი კობახიძემ, მამუკა მდინარაძემ და კახა კალაძემ პარტიული ორგანიზაციების წარმომადგენლებს აჭარის მთავრობის მეთაური სულხან თამაზაშვილი წარუდგინეს.

15 მაისი 2025, 20:59
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე რასა იუკნევიჩიენეზე: ეს ადამიანი „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი რიგითი წარმომადგენელია
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძე ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას „ქრონიკასთან“ აფასებს და აღნიშნავს, რომ იუკნევიჩიენე „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი წარმომადგენელია.

15 მაისი 2025, 20:48
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ჩვენ გვაქვს ყველანაირი თანხვედრა იდეოლოგიურ დონეზე ტრამპის ადმინისტრაციასთან. ვხედავთ მხოლოდ განცხადებებს „დიფ სთეითის“ დამარცხების კუთხით, მაგრამ რეალურად გადადგმული ნაბიჯები ამ კუთხით არ არის
ჩვენ გვაქვს ყველანაირი თანხვედრა იდეოლოგიურ დონეზე ბატონი ტრამპის ადმინისტრაციასთან. ამის საპასუხოდ ვხედავთ მხოლოდ განცხადებებს „დიფ სთეითის“ დამარცხების კუთხით, მაგრამ რეალურად გადადგმული ნაბიჯები ამ კუთხით არ არის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

15 მაისი 2025, 20:46
პოლიტიკა
მავნებლობა ე.წ მეგობარი აქტის შემქმნელებისგან და მორიგი შეტევა საქართველოზე კარგად ნაცნობი პოლიტიკური აქტორებისგან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მავნებლობა ე.წ მეგობარი აქტის შემქმნელებისგან და მორიგი შეტევა საქართველოზე კარგად ნაცნობი პოლიტიკური აქტორებისგან. მიზანი ამჯერად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთვის მონაწილეობის აკრძალვაა.