27 აპრილი 2025, 23:55 / სანდო წყარო

მეუფე შიო: ადამიანის სულიერ ცხოვრებაში მთავარია მისი გულის მდგომარეობა, გული არის ჩვენი უკვდავი სულის ცენტრი და მას ჩვენ გულს ვუწოდებთ; მთავარია, რა ხდება ჩვენს გულში. გულს შეუძლია მადლის მიღება და უხილავის დანახვა

მეუფე შიო

მეუფე შიო

ადამიანის სულიერ ცხოვრებაში მთავარია მისი გულის მდგომარეობა, გული არის ჩვენი უკვდავი სულის ცენტრი და მას ჩვენ გულს ვუწოდებთ; მთავარია, რა ხდება ჩვენს გულში. გულს შეუძლია მადლის მიღება და უხილავის დანახვა, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.

მეუფემ მრევლს კვირაცხოვლობა, თომას კვირა, მიულოცა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევა გადასცა. მან ტაძარში წაკითხულ დღევანდელ სახარებაზე განმარტება გააკეთა.

„დღევანდელ სახარებაში მოთხრობილი იყო, რომ უფალი იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგომიდან პირველივე დღეს, საღამო ჟამს, გამოეცხადა თავის მოწაფეებს, როცა ისინი იუდეველთა შიშის გამო ჩაკეტილ ოთახში იყვნენ შეკრებილი და უთხრა: „მშვიდობა თქვენდა!“ (ინ. 20, 26). მან ორჯერ უთხრა ეს სიტყვები.

როგორი მშვიდობა მიუტანა მაცხოვარმა მოწაფეებს და მთელ სამყაროს? ეს არის მშვიდობა ღმერთსა და ადამიანს შორის, როდესაც ყოველგვარი წინაღობა მოხსნილია, როდესაც ადამიანს დაუბრუნდა უკვდავება, ზნეობრივი სრულყოფილებისა და ღმერთთან სიახლოვის შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ეს არის ასევე მშვიდობა ადამიანთა შორისაც.

ამ შეკრებაზე არ იმყოფებოდა თომა მოციქული. როდესაც მას მოუთხრეს მაცხოვრის გამოცხადების შესახებ, იგი ძალიან დამწუხრდა, რომ იქ არ იყო და ასეთი სიტყვები თქვა, სანამ ჩემი ხელით არ შევეხები მის ჭრილობებს, მკვდრეთით აღდგომას არ ვირწმუნებო.

წმინდა წერილიდან ვიცით, რომ სინამდვილეში თომა იყო ძალიან მორწმუნე და ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოწაფე ქრისტესი. მაშ, რატომ უთხრა ასე მოციქულებს? - იმიტომ, რომ მათ უამბეს ისეთი გამოცდილების შესახებ, რომელიც მათთვის სრულიად უცხო და ახალი იყო. ეს არის მკვდრეთით აღდგომილ ქრისტესთან შეხვედრა და მასთან ურთიერთობა. ამიტომ თომამ ამ სიტყვებით, ბავშვური გულუბრყვილობით, გამოხატა ეს გულისტკივილი, რომ დააკლდა ასეთ ნუგეშს.

მართლაც, ერთი კვირის შემდეგ, როდესაც უფალი იესო ქრისტე კვლავ გამოეცხადა მოციქულებს, უკვე პირადად თომას მიმართა და უთხრა: „მოდი, თომა და შეეხე ჩემს ჭრილობებს“ (ინ. 20, 27), მაგრამ თომას ამის გაკეთება აღარ დასჭირდა. მან მაშინვე აღიარა იგი ღმერთად და თქვა: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“(ინ. 20,28).

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ეს ამბავი უფალმა მოაწყო, რა თქმა უნდა, განგებულებითად, რომ გაკვეთილი მიეცა მოციქულებისთვის, ასევე ჩვენთვისაც, რადგან, მოგეხსენებათ, მოციქულები ემზადებოდნენ საქადაგებლად მთელ იმჟამინდელ სამყაროში, უნდა მიეყვანათ ქრისტესთან ისეთი ადამიანები, რომლებსაც იგი ნანახი არ ჰყავდათ. ამიტომ უფალმა უთხრა თომას: „შენ იმიტომ მირწმუნე, რომ მიხილე და ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და მირწმუნეს“ (ინ. 20, 29).

ეს უკვე ჩვენ გვეხება, იმიტომ რომ ჩვენც ჩვენი თვალით არ გვინახავს იესო ქრისტე, მაგრამ ეს სულაც არ გვიშლის ხელს, შინაგანი თვალით, რწმენით დავინახოთ უფალი. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანის სულიერ ცხოვრებაში მთავარია მისი გულის მდგომარეობა, გული არის ჩვენი უკვდავი სულის ცენტრი და მას ჩვენ გულს ვუწოდებთ; მთავარია, რა ხდება ჩვენს გულში. გულს შეუძლია მადლის მიღება და უხილავის დანახვა.

აი, ამიტომ უფალი იესო ქრისტე სიტყვებით - ,,ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ, მაგრამ მაინც მირწმუნეს" - გვეუბნება, რომ არსებობს შემეცნების და ცოდნის უფრო მაღალი დონე, ვიდრე ჩვენი გრძნობითი ორგანოების მეშვეობით მიღებული ცოდნა. მართლაც, მე თუ ვიცი მხოლოდ ის, რასაც თვალით ვხედავ, რასაც ხელით ვეხები, რისი გაზომვაც შემიძლია, რისი გემოს გასინჯვაც შემიძლია, თუ მარტო ამით შემოიფარგლება ჩემი ცოდნა, წარმოიდგინეთ, როგორი უბადრუკი და ღარიბია ასეთი ცოდნა. ეს ნიშნავს, რომ უარყოფილია მაშინ ადამიანის სულის მთელი სამყარო, გონითი სფერო, ის ღრმა ცოდნა, რომელიც მოდის აზროვნებიდან, შემოქმედებითი შთაგონებიდან და რაც მთავარია, მჭვრეტელობიდან, ძვირფასო ძმებო და დებო.

ამ ყველაფრის ხილვა შეუძლებელია რაღაც გაზომვით და ანალიზით, მაგრამ, წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, ჩვენი სამყარო, ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო. ეს იქნებოდა უფერული, მოსაწყენი და, შეიძლება ითქვას, უსარგებლო ცხოვრებაც. ამიტომ კიდევ ვამბობ: უფალი იესო ქრისტე გვასწავლის, რომ არსებობს შემეცნების აღმატებული გზა, ამ გზაზე ჩვენ წინაშე იხსნება სულიერი რეალობა, ადამიანს შეუძლია დაინახოს და იგრძნოს უხილავი უფალი და სულიწმიდა.

ამიტომ დავფიქრდეთ დღევანდელ სახარებაზე და როგორც გვასწავლის მოციქული პავლე, ჩვენი მზერა ხილულს კი არ მივაპყროთ, არამედ - უხილავს, რადგან ხილული ხანმოკლეა და წარმავალი, უხილავი სიკეთეები კი, რომლებიც აქაც გვეძლევა და იქაც გველოდება, მარადიულია (2 კორ. 4, 18), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარეობითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესით“, - განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.

ყველა სიახლე

15 მაისი 2025, 14:24

რეგიონი

კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ182-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია ორმხრივად.

დავით მათიკაშვილი

15 მაისი 2025, 14:23

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი ჯო უილსონზე: რას უხდიან ამ ადამიანს, ან რა აქვს ჯამაგირი, რის ხარჯზეც ის ამდენ ტყუილს კადრულობს. საქართველოსთან მიმართებით მისგან ცილისწამება, ცილისწამებაზე მოედინება

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ამერიკელი სენატორის ჯო უილსონის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღია წერილს ეხება.

ნინო წილოსანი

15 მაისი 2025, 14:21

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ჯო ვილსონის პასუხები სრულ ჰარმონიაშია იმ ფოტოსთან, რომელშიც ვილსონი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან პოზირებს

„ჯო ვილსონის პასუხები სრულ ჰარმონიაშია იმ ფოტოსთან, რომელშიც ვილსონი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან პოზირებს და, რა თქმა უნდა, ყველა ის განცხადება და დაინიცირებული არამეგობრული აქტი თუ ბრალდება, რომელიც მისი მხრიდან მოდის, სრულად ჯდება იმ ნაცურ ნარატივში, რომელსაც ზოგადად კრებსითად მოვიხსენიებთ ხოლმე ყველა საქართველოსადმი არაკეთილსინდისიერი და არაკეთილგანწყობილი ადამიანის მიმართ“, - აცხადებს წილოსანი.

დავით ქანთარია

15 მაისი 2025, 14:21

პოლიტიკა

დავით ქანთარია: უკანონო პატიმარი ვიყავი. არასწორი მკურნალობის შედეგად, დამიზიანდა ორივე თირკმელი და წელიწად-ნახევრის წინ მე გადავინერგე თირკმელი. დღეს ვარ პირველი ჯგუფის ინვალიდი

მე ვიჯექი პირდაპირ ისეთ ადამიანებთან, თანამდებობის პირი ხომ უნდა გამოყონო ცალკე კამერაში, პირდაპირ მუდმივ პატიმრობა მისჯილებთან ვიყავი. გამოდი „ვივამედიდან“ და ჩაჯექი ერთი საათით რა, ხომ ხარ მაგარი კაცი კაცო, გამოდი ნახე ის რაც მე დღე გადავიტანე და ჩემებმა, - ასე მიმართა მიხეილ სააკაშვილს „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა დავით ქანთარიამ, საგამოძიებო კომისიის სხდომიდან, სადაც მისი უფლებების დარღვევის ფაქტი განიხილება.

15 მაისი 2025, 14:05

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

15 მაისი 2025, 14:05

მსოფლიო

ანტალიაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა დაიწყო

თურქეთის ქალაქ ანტალიაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

15 მაისი 2025, 14:02

საზოგადოება

თინათინ ნიბლოშვილმა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება, რომელიც თბილისის საკრებულოს ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თანადგომით ჩატარდა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა გახსნა. მან კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვა და პროგრამაში ჩართულ უწყებებს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ენობრივი ინტეგრაცია ეროვნული ერთიანობის საფუძველია.

დავით ქანთარია

15 მაისი 2025, 13:48

პოლიტიკა

დავით ქანთარია: როლანდ ახალაიამ გაშვების წინა ღამეს სოსო ჭანტურიას დაუმატა სასჯელი. წაუკითხეს ახალი ბრალი, დაუმატეს ორი წელიწადი, იმ ღამესვე გული გაუსკდა - მორგში სოსოს სხეული გამოტენეს ნახერხით და შიგნით კუნძი ჩაუდეს

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც წამება, არაადამიანური მოპყრობა და უფლებების უხეში შელახვის სხვა ფაქტები განიხილება „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული დავით ქანთარიამ ისაუბრა.

დავით ქანთარია

15 მაისი 2025, 13:45

პოლიტიკა

დავით ქანთარია: როლანდ ახალაია ზუგდიდმა გამოაგდო. ეს „არაკორუმპირებული“ ახალაია, კორუფციის გამოგონილი ბრალდებებით ციხეში გვიშვებს მთელს სამეგრელოს. ადამიანებს სიებით იჭერდნენ, ეს იყო კონვეიერი - მამა და შვილები

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული დავით ქანთარია უფლებების უხეში შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით საუბრობს.

შალვა პაპუაშვილი

15 მაისი 2025, 13:45

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის ღირსების საკითხია, რომ რასა იუკნევიჩიენემ ბოდიში მოიხადოს ქართველი ხალხის მიმართ მისი ფაშისტური განცხადებებისთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროპარლამენტარმა მისი განცხადებების გამო ბოდიში უნდა მოიხადოს.

15 მაისი 2025, 13:40

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. „ქოლცენტრების“ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, თბილისსა და აჭარაში საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა და დოკუმენტაცია ამოიღო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, შესაძლო დანაშაულებრივი ე.წ. „ქოლცენტრების“ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისსა და აჭარის რეგიონში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა და დოკუმენტაცია. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

15 მაისი 2025, 13:39

ჯანდაცვა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2024 წლის ანგარიში“ განიხილა

ანგარიში კომიტეტს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა წარუდგინა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

15 მაისი 2025, 13:26

მსოფლიო

ზელენსკი თურქეთში ჩაფრინდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ჩაფრინდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დავით ქანთარია

15 მაისი 2025, 13:16

პოლიტიკა

დავით ქანთარია: როლად ახალაია არის სამეგრელოს სირცხვილი, ეს არის მშიშარა კურდღელი, რომელიც, შემდეგ, რაღაცნაირად გამყარდა, მოაჯდა სამეგრელოს და დაჩაგრა მთელი სამეგრელო

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული დავით ქანთარია, მისი უფლებების დარღვევაზე საუბრობს.

15 მაისი 2025, 13:09

რეგიონი

რევაზ სოხაძე: კონტრაქტორს პრობლემების მოსაგვარებლად ვადა მიეცა, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში გავაკონტროლებთ

„მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მოწყობის სამუშაოები, სამწუხაროდ, არის პრობლემური. უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს და ვფიქრობ, გარკვეულწილად კონტრაქტორის დაუდევრობით. ჩვენ მივეცით კონკრეტული ვადა კონტრაქტორს პრობლემის მოსაგვარებლად და ყოველდღიურ რეჟიმში მოხდება ჩვენი მხრიდან ამის კონტროლი. კიდევ ერთხელ მინდა, ბოდიში მოვუხადო მარნეულის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის. მაქსიმალურად შევეცდებით, უმოკლეს ვადაში დასრულდეს ეს პროექტი“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ მარნეულში წყალმომარაგება-წყალარინების პროექტის დათვალიერების შემდეგ.

მარია ზახაროვა

15 მაისი 2025, 13:07

მსოფლიო

რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი: რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები თურქული მხარის თხოვნით, დღის მეორე ნახევარში გაიმართება

რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები თურქეთის მხარის თხოვნით სტამბოლში დღის მეორე ნახევარში გაიმართება, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ.

15 მაისი 2025, 12:59

რეგიონი

18 მაისს ოზურგეთში ჯემალ ჭკუასელის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტი გაიმართება

18 მაისს, 20:00 საათზე, ოზურგეთის თეატრალურ მოედანზე, ჯემალ ჭკუასელის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტი გაიმართება, - განაცხადა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მუნიციპალიტეტის სხდომაზე.

ავთანდილ თალაკვაძე

15 მაისი 2025, 12:57

რეგიონი

ოზურგეთში „ჭადრების ბაღის“ ძველი ზრდის ხეების შენარჩუნების კონცეფცია და პროექტი მომზადდება, ქალაქში მწვანე სივრცის მოვლა-პატრონობისთვის პრაქტიკული ღონისძიებები განხორციელდება

„გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასა(GIZ) და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ ოზურგეთში „ჭადრების ბაღის“ ძველი ზრდის ხეების შენარჩუნების კონცეფციის და დეტალური პროექტის მომზადება, მწვანე სივრცის მოვლა-პატრონობისთვის პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელება, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეკოსაგანმანათლებლო ლექციების ჩატარების ხელშეწყობა“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

ავთანდილ თალაკვაძე

15 მაისი 2025, 12:55

რეგიონი

ავთანდილ თალაკვაძე: დარწმუნებული ვარ, გიორგი ღურჯუმელიძის საქმიანობა გურიისთვის გამორჩეულად შედეგიანი იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ღურჯუმელიძე დაინიშნა, დარწმუნებული ვარ, მისი საქმიანობა გამორჩეულად შედეგიანი იქნება გურიისთვის, - განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მუნიციპალიტეტის მერიის დღევანდელ სხდომაზე.

ავთანდილ თალაკვაძე

15 მაისი 2025, 12:55

რეგიონი

ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთის, შემოქმედის, დაბა ნარუჯისა და დაბა ურეკის ტერიტორიაზე დავიწყეთ გზის ახალი პროექტების მშენებლობა, რომლის ჯამური ღირებულება 17 413 637 ლარია, 92 000 ლარი დაიხარჯება ოზურგეთში კორპუსების კეთილმოწყობაზე

ოზურგეთის, შემოქმედის, დაბა ნარუჯისა და დაბა ურეკის ტერიტორიაზე დავიწყეთ გზის ახალი პროექტების მშენებლობა, რომლის ჯამური ღირებულება 17 413 637 ლარს შეადგენს, - განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მუნიციპალიტეტის მერიის დღევანდელ სხდომაზე.