imedi /  09 მაისი 2025, 00:01 / სანდო წყარო

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა

დღეს 9 მაისია - ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წელი გავიდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან, 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულა.

1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 2 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ.

ყველა სიახლე

ჯიმ რიში

20 მაისი 2025, 21:00

მსოფლიო

ჯიმ რიში: აშშ-ის კაპიტოლიუმის პოლიცია უყოყმანოდ გააძევებს იმ პირებს, ვინც ხელს შეუშლის მარკო რუბიოს გამოსვლას, ხოლო დამნაშავეებს დააპატიმრებენ. წერტილი

აშშ-ის კაპიტოლიუმის პოლიცია უყოყმანოდ გააძევებს იმ პირებს, ვინც ხელს შეუშლის მარკო რუბიოს გამოსვლას, ხოლო დამნაშავეებს დააპატიმრებენ. წერტილი, - განაცხადა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, მარკო რუბიომ.

მარკო რუბიო

20 მაისი 2025, 20:48

მსოფლიო

მარკო რუბიო: უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გადააქვს აშშ-ის ყურადღება აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში პოტენციურად უფრო სერიოზული დაპირისპირებიდან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გადააქვს აშშ-ის ყურადღება აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში პოტენციურად უფრო სერიოზული დაპირისპირებიდან.

20 მაისი 2025, 20:24

სამართალი

სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. მათგან ერთი უკვე გათავისუფლდა

„ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

20 მაისი 2025, 20:19

ეკონომიკა

ქვეყნის წარმატება - რადიკალთა ბრაზი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სწორედ ევროკომისიის გათვლებით, საქართველოს ეკონომიკა იმაზე მეტად განვითარდება, ვიდრე ევროკავშირის წევრი ზოგიერთი წამყვანი სახელმწიფო. ამ ფონზე, კიდევ უფრო კომიკური ხდება ქვეყნის წინსვლით უკმაყოფილოების მცდელობა- მოსახლეობას გამოგონილი კატასტროფა დააჯერონ.

მარკო რუბიო

20 მაისი 2025, 20:18

მსოფლიო

რუბიო: რუსეთს სურს მიიღოს ის, რაც არ აქვს და რისი უფლებაც არ აქვს, ხოლო უკრაინას სურს დაიბრუნოს ის, რისი დაბრუნებაც სამხედრო გზით არ შეუძლია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის სამხედრო გზით გადაწყვეტა არ არსებობს.

20 მაისი 2025, 20:18

პოლიტიკა

მედიატერორი ნაცმოძრაობისგან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კიდევ ერთი სხდომა შედგა. კრიტიკული მედიის დევნა და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობა. გამომცემლობიდან გამოყრილი თანამშრომლები, სპეცრაზმი ტელევიზიებში, ფიზიკური ანგარიშსწორება ჟურნალისტებზე. როგორ ებრძოდა სააკაშვილის მთავრობა მისთვის მიუღებელ მედიასაშუალებებს. საგამოძიებო კომისია მედიაზე წნეხის ნაციონალური მეთოდების კვლევას განაგრძობს.

20 მაისი 2025, 20:13

პოლიტიკა

ამერიკული FARA-ს ზუსტი ასლი საქართველოში თვის ბოლოს ამოქმედდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ამერიკული FARA-ს ზუსტი ასლი საქართველოში თვის ბოლოს ამოქმედდება. „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ აღსრულებას ანტიკორუფციული ბიურო უზრუნველყოფს. როგორც ბიუროს ხელმძღვანელმა განმარტა, დემოკრატიისათვის მნიშვნელოვანია - მოსახლეობამ იცოდეს უცხოეთიდან დაფინანსებული პროექტების შესახებ. ამერიკული კანონის ზუსტი ასლი პარლამენტმა აპრილში მიიღო.

მარკო რუბიო

20 მაისი 2025, 20:09

მსოფლიო

მარკო რუბიო: ნატოს მოკავშირეებიდან არცერთს არ სურს, უკრაინას გადასცეს მათ ხელთ არსებული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ნატოს მოკავშირეებიდან არცერთს არ სურს, უკრაინას გადასცეს მათ ხელთ არსებული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

მარკო რუბიო

20 მაისი 2025, 19:54

მსოფლიო

მარკო რუბიო: USAID-ის ხაზით გამოყოფილი ყოველი დოლარიდან მხოლოდ 12 ცენტი მიდიოდა მიმღებამდე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ USAID-ის მიერ გამოყოფილი დახმარების მხოლოდ 12% აღწევდა მათ, ვისაც ის სჭირდებოდა.

20 მაისი 2025, 19:33

რეგიონი

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ მოქალაქეებთან პირველი მიღება გამართა

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ მოქალაქეებთან პირველი მიღება გამართა. გიორგი მურვანიძე მოსახლეობისთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს პირადად გაეცნო და შესაბამისი მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად მათი გადაჭრის გზები დასახა.

20 მაისი 2025, 18:53

მსოფლიო

ბრიტანეთმა შეაჩერა მოლაპარაკებები ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადების თაობაზე

დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა მოლაპარაკებები ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადების თაობაზე, ღაზის სექტორში ისრაელის არმიის ახალი ოპერაციის გამო. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემმა განაცხადა.

ანდრეი სიბიგა

20 მაისი 2025, 18:38

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასი 30 დოლარამდე უნდა შეამციროს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასი ბარელზე 30 დოლარამდე უნდა შეამციროს.

20 მაისი 2025, 18:07

მსოფლიო

კოტე ჟღენტი: ასეთი სახის კონფლიქტები, როგორიც რუსეთ-უკრაინის ომია, სწრაფად და უმტკივნეულოდ არასოდეს მთავრდება - მსოფლიოს წამყვანი ძალების იმდენი ინტერესია ერთმანეთთან გადაჭდობილი, რომ სწრაფად ამის მოგვარება შეუძლებელია

ასეთი სახის კონფლიქტები როგორც რუსეთ-უკრაინის ომია, სწრაფად და უმტკივნეულოდ არასოდეს მთავრდება ხოლმე, - განაცხადა დიპლომატმა კოტე ჟღენტმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“. მისი თქმით, ამ ომში ბევრი ინტერესი ეკვეთება ერთმანეთს, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს.

ალუდა ღუდუშაური

20 მაისი 2025, 18:07

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური ოპოზიციაზე: ცდილობენ, რომ დააკნინონ კომისია. სინამდვილეში ამით შეურაცხყოფას აყენებენ ხალხს. მოვიდნენ და გასცენ კითხვებზე პასუხი უმოწყალოდ, რომ ხოცავდნენ ადამიანებს, ართმევდნენ ბიზნესს

კომისია აქ არაფერ შუაში არ არის. ეს ადამიანების საკუთარ თავს თვითონ უქმნიან ამ მდგომარეობას. ფაქტი ერთი არის. ეს არის ღია, საჯარო სხდომები. თუ ვინმეს რაიმე არ აქვს დასამალი, მოვიდეს ღია, საჯარო სხდომაზე და გასცეს პასუხები იმ კითხვებს, რომელიც არის საზოგადოებაში და ეს კითხვები არის ძალიან სამართლიანი, ძალიან ლოგიკური, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა, დროებითი საგამოძოებო კომისიის სხდომაზე პოლიტიკოსების გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით.

ალუდა ღუდუშაური

20 მაისი 2025, 18:06

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობაზე: ძალიან რთულ დღეში არიან, მათ ადგილზე ყოფნას მტერსაც არ ვუსურვებ, რადგან მათ აქვთ ორი გზა და ეს ორივე გზა ერთი გადაჩეხისკენ მიდის

ძალიან რთულ დღეში არიან, მათ ადგილზე ყოფნას მტერსაც არ ვუსურვებ, რადგან მათ აქვთ ორი გზა და ეს ორივე გზა ერთი გადაჩეხისკენ მიდის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ოპოზიციის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრისას.

კოტე ჟღენტი

20 მაისი 2025, 18:05

პოლიტიკა

დიპლომატი კოტე ჟღენტი: ელჩების ასეთი ქცევა დიპლომატიური ეტიკეტიდანაც და დიპლომატიური წესებიდანაც კი ამოვარდნილია. ჩემი აზრით, ეს არის უფრო ძველის ინერცია

არა მგონია, რომ ევროპას ჰქონდეს იმის რესურსი, რომ ამერიკა ჩაანაცვლოს უკრაინისთვის ეკონომიკური თუ სამხედრო დახმარების კუთხით, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ დიპლომატმა, ელჩმა, კოტე ჟღენტმა.

20 მაისი 2025, 18:01

სპორტი

ალინა გამსახურდიამ ევერესტი დაიპყრო

ალინა გამსახურდიამ ევერესტი დაიპყრო. მსოფლიოს უმაღლეს წერტილზე ის 18 მაისს, ნეპალის დროით დილის 09:10 საათზე ავიდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად გამსახურდიამ გაავრცელა.

20 მაისი 2025, 17:57

რეგიონი

სულხან თამაზაშვილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ტიტე აროშიძეს შეხვდა

„განათლების მხარდაჭერა აჭარის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, გვაქვს მიზანი მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა არსებული რესურსი და ახალგაზრდებს მივცეთ განათლების მიღების მრავალფეროვანი შესაძლებლობა“, - აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.

ალუდა ღუდუშაური

20 მაისი 2025, 17:57

პოლიტიკა

ღუდუშაური „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ბოროტება არ დაბრუნდეს - ამდენი ხნის განმავლობაში საკუთარ თავში ვერ იპოვეს ძალა, რომ გაჩუმდნენ და ჭირისუფლების მიმართ მაინც გამოხატონ პატივისცემა

„მინდა ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იმისთვის, ეს ბოროტება არ დაბრუნდეს. კომისიის ერთ-ერთი ფუნქცია არის, რომ ყველას შევახსენოთ, რომ ეს ბოროტება ჩვენს ქვეყანაში აღარ დაბრუნდეს“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

ბორის პისტორიუსი

20 მაისი 2025, 17:54

მსოფლიო

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: რუსეთი უკრაინაში ომის დასრულებით დაინტერესებული არ არის

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დასრულებით დაინტერესებული არ არის და ვაშინგტონთან მოლაპარაკებებისას ის სამშვიდობო პროცესს აჭიანურებს.