ირაკლი ლექვინაძემ განმარტა, რას გულისხმობს ფაქტი, რომ მსოფლიო ბანკისა და კონკურენციის საერთაშორისო ქსელის მიერ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებები ფარმაციის სექტორში საუკეთესოდ დასახელდა

ირაკლი ლექვინაძე
ფოტო: IMEDI/კადრი
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ „დღის ქრონიკაში“ ვრცლად ისაუბრა იმაზე, რომ მსოფლიო ბანკისა და კონკურენციის საერთაშორისო ქსელის მიერ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებები ფარმაციის სექტორში საუკეთესოდ დასახელდა.
„კონკურენციის და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები რამდენიმე მიმართულებით და მათ შორის ფარმაციის ქეისი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო როგორც მონიტორინგის, ასევე მოკვლევის კუთხით, მსოფლიო ბანკის და კონკურენციის საერთაშორისო ქსელის მიერ შეფასდა ორ ნომინაციაში საუკეთესოდ. კონკურენციის საერთაშორისო ქსელი აერთიანებს 160 ქვეყანას, რომელსაც კონკურენციის უწყება და კონკურენციის სამართლის შესაბამისი აღსრულება გააჩნია. აღნიშნული ორგანიზაციის პარტნიორი არის მსოფლიო ბანკი, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში მიღებულ გადაწყვეტილებებს კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების კუთხით.
ნომინაციაში – კერძო ინვესტიციების, სამუშაო ადგილებისა და მომხმარებლის კეთილდღეობის ზრდისთვის მდგრადი კონკურენტული პროცესის მხარდაჭერა – გაიმარჯვა GCCA-ს ქეისმა, რომელიც ფარმაცევტულ ბაზარზე მონიტორინგის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შედეგად განხორციელებულ რეფორმებს, შეთანხმებული ქმედებების გამოვლენის გადაწყვეტილებებს ეხებოდა. კერძოდ, GCCA-ს მიერ ფარმაციის ბაზარზე 13 რეკომენდაცია გაიცა, რის საფუძველზეც საქართველოს მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების შესაბამისად ქვეყანაში დაინერგა ელექტრონული რეცეპტის სისტემა, ამოქმედდა GMP და GDP სტანდარტი, დაინერგა რეფერენტული ფასი 7000-მდე მედიკამენტზე, შედეგად რიგ მედიკამენტებზე ფასები შემცირდა და პაციენტებმა მნიშვნელოვანი დანაზოგის გაკეთება შეძლეს. 2023 წელს კი GCCA-ს მიერ ოთხი ფარმაცევტული კომპანია 53 მლნ ლარით დაჯარიმდა – სახელმწიფოს მიერ ონკოლოგიური მედიკამენტების შეძენის მიზნით გამოცხადებულ კონკურსებში იდენტური ფასწარმოქმნის დაწესების გამო.
მეორე ნომინაციაში – სახელმწიფო შესყიდვების გაძლიერება და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების აღმოფხვრა საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვის მიზნით, გამარჯვებული ქეისი ეხებოდა GCCA-ს მიერ მიღებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას, სადაც მუნიციპალურ ტენდერში ოთხი კომპანიის შეთანხმებული ქმედება გამოვლინდა. კონკურენციის საერთაშორისო ქსელი (ICN) 160-მდე ქვეყნის კონკურენციის და ანტიმონოპოლიურ უწყებას აერთიანებს. 2025 წელს გამართულ საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდა: 500-მდე დელეგატი, კონკურენციის საერთაშორისო ქსელის წევრები, სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყებების ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები“, - აღნიშნა ლექვინაძემ.
ყველა სიახლე

17 ივნისი 2025, 01:34
მსოფლიო
„ცაჰალი“: ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით ირანიდან გაშვებული რაკეტები დააფიქსირეს
ცოტა ხნის წინ, ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით ირანიდან გაშვებული რაკეტები დააფიქსირეს, - განაცხადეს ისრაელის არმიაში.

17 ივნისი 2025, 01:26
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: ვფიქრობ, შეთანხმება გაფორმდება, ან რამე მოხდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს ისრაელის დარტყმების დაწყებამდე უნდა მოეწერა ხელი შეერთებულ შტატებთან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმებისთვის.

17 ივნისი 2025, 00:57
სპორტი
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიას დღეს დაუპირისპირდება
მესამე ტურის მატჩამდე ახალგაზრდულმა ნაკრებმა სლოვაკეთის ქალაქ მარტინში ივარჯიშა. ტრავმის გამო ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია საბა საზონოვს. მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის თქმით, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ითამაშებს თუ არა საზონოვი პორტუგალიასთან გადამწყვეტ შეხვედრაში. ეს საკითხი გუნდის ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ, თამაშის დღეს გადაწყდება.

17 ივნისი 2025, 00:43
მსოფლიო
ირანული მედია: ირანმა ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო
ირანმა ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო, იტყობინება ირანული მედია, მათ შორის სახელმწიფო მედია Press TV.

17 ივნისი 2025, 00:03
მსოფლიო
რაფაელ გროსი: ძალიან სავარაუდოა, რომ ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მოქმედი დაახლოებით 15 000 ცენტრიფუგა სერიოზულად დაზიანდა ან განადგურდა ისრაელის თავდასხმით გამოწვეული ელექტროენერგიის გათიშვის გამო
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ძალიან სავარაუდოა, რომ ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მოქმედი დაახლოებით 15 000 ცენტრიფუგა სერიოზულად დაზიანდა ან განადგურდა ისრაელის თავდასხმით გამოწვეული ელექტროენერგიის გათიშვის გამო.

17 ივნისი 2025, 00:03
საზოგადოება
ვის ჰქონდა მორგებული ვერძის ნიღაბი - მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ მე-4 სეზონის მეხუთე ეპიზოდი შედგა
დღევანდელ ეპიზოდში მაყურებლის წინაშე წარდგნენ: პუპი, კენგურუ, ფარაონი, მუხლუხო, თუთიყუში, მედუზა, ვერძი და პანტერა.

16 ივნისი 2025, 23:55
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ჩვენ მივაღწიეთ სრულ კონტროლს - ისრაელი აკონტროლებს ირანის საჰაერო სივრცეს
ჩვენ მივაღწიეთ სრულ კონტროლს - ისრაელი აკონტროლებს ირანის საჰაერო სივრცეს, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

16 ივნისი 2025, 23:37
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ირანის ბირთვული პროგრამა კიბოს ჰგავს - როცა გაქვთ კიბო, რომელიც გემუქრებათ სიკვდილით, მას ამოკვეთთ
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ის არ არის გაკვირვებული, რომ ირანი ახლა მოლაპარაკებებს ითხოვს ისრაელის თავდასხმების შესაწყვეტად, რადგან, მისი თქმით, „მათ სურთ, დაუბრუნდნენ [ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების] სიკვდილის იარაღის წარმოებას“.

16 ივნისი 2025, 23:32
პოლიტიკა
კახი კახიშვილი: პრემიერის ინფორმირებულობის მიზნით, ოფიციალური კორესპონდენცია ჩორჩანასთან საგუშაგოს აღმართვაზე, მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი უწყებიდან არ შემოსულა
ოფიციალური კორესპონდენცია ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინფორმირებულობის მიზნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი უწყებიდან არ შემოსულა -განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, კახი კახიშვილმა ჩორჩანასთან საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით განაცხადა.

16 ივნისი 2025, 23:19
მსოფლიო
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანში ოპერაცია არ დასრულებულა
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა, რომ ისრაელს ირანში ოპერაცია არ დაუსრულებია.

16 ივნისი 2025, 23:12
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ისრაელის მიერ განხორციელებულმა იერიშებმა ირანის ბირთვული პროგრამა „ძალიან, ძალიან დიდი ხნით“ უკან დასწია
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სააგენტო Associated Press-თან საუბარში განაცხადა, რომ ისრაელის მიერ განხორციელებულმა იერიშებმა ირანის ბირთვული პროგრამა „ძალიან, ძალიან დიდი ხნით“ უკან დასწია.

16 ივნისი 2025, 23:06
მსოფლიო
„ცაჰალის“ სპიკერი: ისრაელი ურტყამს და დაარტყამს ნებისმიერს, ვინც ისრაელის მოქალაქეებს დაემუქრება
ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, ეფი დეფრინმა განაცხადა, რომ ისრაელი ურტყამს და დაარტყამს ნებისმიერს, ვინც ისრაელის მოქალაქეებს დაემუქრება.

16 ივნისი 2025, 23:00
საზოგადოება
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა საგარეჯოში გამართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას - „გარეჯობა 2025“-ს შეუერთდა
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა საგარეჯოში გამართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას - „გარეჯობა 2025“-ს შეუერთდა.

16 ივნისი 2025, 22:58
მსოფლიო
„ცაჰალი“: ამჟამად, ისრაელის საჰაერო ძალები დასავლეთ ირანში „მიწა-მიწა“ ტიპის სარაკეტო ინფრასტრუქტურაზე იერიშს ახორციელებენ
ამჟამად, ისრაელის საჰაერო ძალები დასავლეთ ირანში „მიწა-მიწა“ ტიპის სარაკეტო ინფრასტრუქტურაზე იერიშს ახორციელებენ. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვით ძალებში განაცხადეს.

16 ივნისი 2025, 22:40
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: „პროქს ქვეყანად“ და „პროქს ხალხად“ საქართველოს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გამოიყენებენ, როდესაც ქვეყნის ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“
„პროქს ქვეყანად“ და „პროქს ხალხად“ საქართველოს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გამოიყენებენ, როდესაც ქვეყნის ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“, - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

16 ივნისი 2025, 22:26
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ირანის რეჟიმის დამხობა შესაძლოა შედეგი იყოს, რადგან რეჟიმი სუსტია
ირანის რეჟიმის დამხობა შესაძლოა შედეგი იყოს, რადგან რეჟიმი სუსტია, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

16 ივნისი 2025, 22:13
მსოფლიო
ირანის სახელმწიფო მედია: ირანი ისრაელის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური და ინტენსიური სარაკეტო შეტევისთვის“ ემზადება
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანი ისრაელის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური და ინტენსიური სარაკეტო შეტევისთვის“ ემზადება.

16 ივნისი 2025, 22:08
პოლიტიკა
ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ფინალი ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე ტიმურ არბუზოვთან დათმო და ვიცე-ჩემპიონი გახდა.

16 ივნისი 2025, 22:01
პოლიტიკა
ლევან ჭოტორლიშვილი: რაკეტების გაცვლა გამოცვლით ირანი დიდ ზარალს იღებს, იმის გამო რომ ისრაელს ირანთან შედარებით გაცილებით უკეთესი თავდაცვა აქვს. „გამოფიტვის" ომში ირანი პირველი გამოიფიტება
„ისრაელს-ირანს საერთო საზღვარი არა აქვთ და ამიტომ სახმელეთო ოპერაცია არ იქნება. რაკეტების გაცვლა გამოცვლით ირანი არაპროპორციულად დიდ ზარალს იღებს, იმის გამო რომ ისრაელს (სინამდვილეში ამერიკას) ირანთან შედარებით გაცილებით უკეთესი საჰაერო ძალები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა აქვს. ამიტომ ამ „გამოფიტვის" ომში ირანი პირველი გამოიფიტება და პირველი მიიღებს კრიტიკულ ზიანს“- წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი, ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში.

16 ივნისი 2025, 22:00
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი პარლამენტთან გამართულ პერფორმანსზე: რამდენიმე ათეული რადიკალი ცდილობს, შექმნას იმიტაცია, თითქოსდა საპროტესტო მუხტი არ განელებულა
რამდენიმე ათეული რადიკალი ცდილობს იმას, რომ შექმნას იმიტაცია, თითქოსდა საპროტესტო მუხტი არ განელებულა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა პარლამენტთან ნიღბებით გამართულ პერფორმანსზე საუბრისას.