მეუფე შიო: უფალმა თავისი კაცთმოყვარეობით შეგვინახა, გადაგვარჩინა და დღემდე მოგვიყვანა - გავაძლიეროთ ღვთისგან ბოძებული უდიდესი საუნჯე - მართლმადიდებელი სარწმუნოება და ღვთისმშობლისადმი წილხვდომილი ჩვენი სამშობლო

ფოტო: საქართველოს საპატრიარქო
ჩვენი წინაპრები მუდამ ცდილობდნენ, ეპასუხათ მოწოდებისთვის და ამ გზით ევლოთ. ამიტომაც, უფალმა თავისი მადლითა და კაცთმოყვარეობით შეგვინახა, გადაგვარჩინა და დღემდე მოგვიყვანა და თუ გვინდა, რომ ამიერიდანაც, მომავალშიც გადავრჩეთ ამ მიწიურ ცხოვრებაშიც, როგორც ერი, და მარადიულ ცხოვრებაშიც გავხდეთ იმ დიდი საღვთო სიყვარულის თანაზიარნი, რომელიც ასე უხვად გამოავლინა უფალმა იესო ქრისტემ, უნდა ვეცადოთ, ამ გზით ვიაროთ, - განაცხადა მახათას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი).
იგი მიესალმა ტაძარში მყოფ პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, დედაქალაქის მერს, პარლამენტისა და მთავრობის წევრებს და ყველას წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილების დღესასწაული მიულოცა. ამასთან, ტაძარში შეკრებილთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევა გადასცა.
მიტროპოლიტის თქმით, საჭიროა, დავიცვათ და გავაძლიეროთ ღვთისგან ბოძებული უდიდესი საუნჯე - მართლმადიდებელი სარწმუნოება და ღვთისმშობლისადმი წილხვდომილი ჩვენი სამშობლო"
„შეგახსენებთ, რომ წმინდა მოციქული ანდრია იყო იესო ქრისტეს ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოწაფე და მას განსაკუთრებული მისია დაეკისრა. მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა როცა წილი ყარეს, თუ ვინ, სად წასულიყო საქადაგებლად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს წილად ერგო ივერიის მოქცევა, მაგრამ ვინაიდან მისი გარდაცვალება იყო მოახლოებული, მაცხოვარი გამოეცხადა მას და უბრძანა იერუსალიმში დარჩენილიყო, მის ნაცვლად კი საქართველოში გაეგზავნა ანდრია მოციქული თავის ხელთუქმნელ ხატთან ერთად.
და აი, ყოვლადწმინდა ქალწულმა, დედაღვთისმშობელმა აუწყა ანდრია მოციქულს ღვთის ნება, მოითხოვა ფიცარი, მიიდო სახეზე, ამ ფიცარზე გამოისახა ღვთისმშობელი ყრმა იესოთი და უთხრა ანდრია მოციქულს, რომ ეს ხატი იქნებოდა ქართველთა მცველი უკუნისამდე, ხოლო თვითონ - მათი ცხოვრების შემწე და გამგე და ვერავინ მტერთაგან ვერ სძლევს მათ.
მაცხოვარი როცა გამოეცხადა ღვთისმშობელს, ამ დროს ასევე უთხრა ეს დიდებული სიტყვები: „არა უგულებელსვყოფ შენი მეოხებით ერსა მას საზეპუროსა, უფროის ყოველთა ნათესავთასა შენდამი წილხვდომილს“. აი, ასეთ საოცარ მოვლენას ვიხსენებთ, ძვირფასო ძმებო და დებო.
წმინდა ანდრია მოციქულმა იქადაგა საქართველოს მრავალ კუთხეში, აკურთხა მღვდლები, დიაკვნები, ააშენა ტაძრები და ამიტომაც ითვლება იგი ჩვენი ქვეყნის მფარველად, საქართველოს ეკლესია კი იწოდება სამოციქულოდ, რადგან სწორედ ანდრია პირველწოდებულმა დააფუძნა ჩვენში ქრისტეს რწმენა.
ეს მოვლენები - ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობა, ანდრია პირველწოდებულის ქადაგება საქართველოში, მცხეთაში მაცხოვრის კვართის მობრძანებასთან ერთად, არის სწორედ იმ საზეპუროობის ნიშნები, რომელზეც უთხრა იესო ქრისტემ გამოცხადების დროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ამ მოვლენებით გამოჩნდა უფლის განსაკუთრებული სიყვარული ქართველი ერისადმი და ის, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის ჩვენი მფარველი და მცველი. ვმადლობთ და ვადიდებთ უფალს ყოველივე ამისთვის.
ჩვენ ვფიქრობთ, რა გზით უნდა იაროს ჩვენმა ქვეყანამ - აი, სწორედ ეს მოვლენები გვიჩვენებს, რომ ჩვენი სულიერი და ზნეობრივი განვითარების მთავარი მიმართულება ამაში მდგომარეობს.
პავლე მოციქული წერს ასეთ სიტყვებს: „ქრისტე ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა იცხოვრონ ამიერიდან არა თავისთვის, არამედ იმისთვის, ვინც მოკვდა და აღდგა მათთვის“ (II კორ. 5,15). ჩვენი, როგორც ერის და არამარტო, როგორც ცალკეული პიროვნების, მოწოდება არის ის, რომ ვუპასუხოთ ამ დიდ სიყვარულს და ვიცხოვროთ არა ჩვენი ამქვეყნიური, მიწიური ინტერესებისთვის, არამედ, როგორც პავლე მოციქული ამბობს, იმისთვის, ვინც ჩვენთვის მოკვდა და აღდგა, ვინც დაგვიდგინა თავისი ყოვლადწმინდა დედა მცველად და მფარველად, ვინც მოგვივლინა თავისი უახლოესი მოწაფე ჩვენს მოსაქცევად - ანდრია პირველწოდებული სვიმონ კანანელთან და სხვა მოციქულებთან ერთად.
ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენი წინაპრები მუდამ ცდილობდნენ, ეპასუხათ ამ მოწოდებისთვის და ამ გზით ევლოთ. ამიტომაც, უფალმა თავისი მადლითა და კაცთმოყვარეობით შეგვინახა, გადაგვარჩინა და დღემდე მოგვიყვანა და თუ გვინდა, რომ ამიერიდანაც, მომავალშიც გადავრჩეთ ამ მიწიურ ცხოვრებაშიც, როგორც ერი, და მარადიულ ცხოვრებაშიც გავხდეთ იმ დიდი საღვთო სიყვარულის თანაზიარნი, რომელიც ასე უხვად გამოავლინა უფალმა იესო ქრისტემ, უნდა ვეცადოთ, ამ გზით ვიაროთ, დავიცვათ და გავაძლიეროთ ღვთისგან ბოძებული უდიდესი საუნჯე - მართლმადიდებელი სარწმუნოება და ღვთისმშობლისადმი წილხვდომილი ჩვენი სამშობლო.
დღეს დიდი სიყვარულით მინდა მივულოცო მივულოცო ეს დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რომელიც არის წმინდა ანდრიას სამოციქულო მსახურების ნამდვილი გამგრძელებელი. თქვენ იცით, რომ ეს დღესასწაულიც დაწესდა მისი ლოცვა-კურთხევით და მისი ღვაწლის დიდი შედეგია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ეს დღესასწაული გამოაცხადა სახელმწიფო დღესასწაულად, რითაც დაადასტურა, რომ ეს არამხოლოდ რელიგიური მნიშვნელობის, არამედ სახელმწიფო მნიშვნელობის დღეც არის.
მადლობას ვუხდით მის უწმინდესობას და უნეტარესობას, ვუსურვებთ დღეგრძელობას და ჯანმრთელობას.
კიდევ ერთხელ, გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ლოცვით, ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო“, - განაცხადა მეუფე შიომ.
ამასთან, მან რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილს 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით პატრიარქისა და საზოგადოება „ივერიისას“ სახელით სპეციალური ჯილდოები გადასცა.
„დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აჯილდოებს ჩვენს სასიქადულო რეჟისორს, ბატონ მერაბ კოკოჩაშვილს 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ნება მომეცით, წაგიკითხოთ ეს სიგელი:
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
თანამედროვე ქართული კინოს ფრიად გამორჩეული რეჟისორი, პედაგოგი, უბადლო ესთეტი და ქვეყნის დიდი გულშემატკივარი, ბატონი მერაბ კოკოჩაშვილი დაჯილდოვდეს საპატრიარქო სიგელით.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“
ასევე, ბატონ მერაბს გადაეცემა საზოგადოება „ივერიისას“ სახელით სპეციალური ჯილდო - ოქროს ჯვარი, მახათის ტაძრის გუმბათის ჯვრის ასლი.
ბატონო მერაბ, ღმერთმა გაგახაროთ და გადღეგრძელოთ. ყველას გვიყვარხართ და გისურვებთ დიდ ახალ შემოქმედებით წარმატებებს და დიდხანს სიცოცხლეს. დიდი მადლობა“, - განაცხადა მეუფე შიომ.
თავის მხრივ მერაბ კოკოჩაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის დღევანდელი დღე განსაკუთრებულია.
„დღევანდელი დღე ჩემთვის არის განსაკუთრებული, ვინაიდან თქვენ მიერ ჩემთვის მოძღვნილი ჯვარი ეს არის ნიშანი იმისა, რომ უნდა იყო რწმენითა და სულიერებით სავსე, უნდა იყო სავსე სიმართლით და თავდადებული შენი ქვეყნისა და შენი ხალხისთვის. უღრმესი მადლობა“, - განაცხადა კოკოჩაშვილმა.
ყველა სიახლე

15 ივნისი 2025, 13:13
საზოგადოება
საქართველოსა და სერბეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო
საქართველოს ავიაბაზარზე, ახალი ევროპული ავიაკომპანია Air Serbia შემოვიდა. აქტიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სერბეთის ფლაგმანთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით, წარმატებით დაასრულა. ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით და პირიქით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 3 სიხშირით, Airbus 319-ით შეასრულებს.

15 ივნისი 2025, 13:10
საზოგადოება
კახეთის გზატკეცილზე, მეტრომშენის მიმდებარედ, ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა
თბილისის მერის ინფორმაციით, კახეთის გზატკეცილზე, თბილისის შემოსასვლელის მიმართულებით, მეტრომშენის დასახლების მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია დაიწყო.

15 ივნისი 2025, 13:09
მსოფლიო
კიევში გამართულ ლგბტ თემის აღლუმს, რომელშიც 1500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, საპროტესტო აქციები მოჰყვა
14 ივნისს, უკრაინის დედაქალში, კიევში ლგბტ თემის აღლუმი გაიმართა, რომელშიც 1500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულს საპროტესტო აქციები მოჰყვა. ინფორმაციას Kyiv Independent-ი ავრცელებს.

15 ივნისი 2025, 12:49
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს ეროვნული პარკების სახელით, ჰონგ-კონგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი
დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს ეროვნული პარკების სახელით, ჰონგ-კონგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე HONG KONG INTERNATIONAL TRAVEL EXPO იყო წარმოდგენილი.

15 ივნისი 2025, 12:46
ტაბლოიდი
დევიდ ბექჰემი და გერი ოლდმანი რაინდები გახდნენ
დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამის ოფიციალური დაბადების დღის პატივსაცემად რამდენიმე ადამიანს რაინდის ტიტული მიენიჭა. მათ შორის არიან ლეგენდარული ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი, მსახიობი გერი ოლდმანი და ჯგუფ The Who-ს სოლისტი როჯერ დოლტრი.

15 ივნისი 2025, 12:25
კულტურა
Netflix-მა „კალმარის თამაშის“ ფინალური თრეილერი გამოუშვა🎬
Netflix სერიალ „კალმარის თამაშის“ მესამე, ფინალური სეზონის ბოლო თრეილერი გამოაქვეყნა. შოუს მთავარი გმირი სონ გი ჰუნი, იგივე მოთამაშე 456 აგრძელებს დაბრკოლებების გავლას, რათა სასიკვდილო თამაშს ბოლო მოუღოს.

15 ივნისი 2025, 11:52
საზოგადოება
პორტუგალიის ბეჟას უნივერსიტეტისა და პოლონეთის საგანმანათლებლო ინსტიტუტების წარმომადგენლები ჯიღაურას ბაზას ეწვივნენ
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი ლევან უჯმაჯურიძე ბეჟას უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ მარია დი ფატიმა კარვალიოს, უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს და პოლონეთის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.

15 ივნისი 2025, 11:52
მსოფლიო
ჩინეთმა ირანზე ისრაელის თავდასხმა კატეგორიულად დაგმო
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ ირანელ კოლეგა სეიედ აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას საუბრის დეტალებზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

15 ივნისი 2025, 11:50
საზოგადოება
ლევან მოსეშვილი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უკვე მესამედ უერთდება GEMO FEST-ს, რომლის ერთ-ერთი მასპინძელია
უკვე მესამედ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი GEMO FEST-ის პარტნიორია და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში, იმერული კერძების დასაგემოვნებლად ვიზიტორებს მასპინძლობს.

15 ივნისი 2025, 11:32
მსოფლიო
ავიაკატასტროფის შემდეგ ინდოეთმა ავიაპარკში არსებული ბოინგ 787-ის ტიპის ყველა თვითმფრინავის შემოწმება დაიწყო
ავიაკატასტროფის შემდეგ ინდოეთმა ავიაპარკში არსებული ბოინგ 787-ის ტიპის ყველა თვითმფრინავის შემოწმება დაიწყო. ქვეყნის ხელისუფლება მომხდარი ტრაგედიის ყველა შესაძლო მიზეზს იძიებს.

15 ივნისი 2025, 11:29
სპორტი
შენგელიას „ვირტუსი“ იტალიის ჩემპიონატის ფინალში 2:0 ლიდერობს
ბოლონიელთა შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ერთ-ერთი გამორჩეული იყო. თორნიკე შენგელიამ შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მოედანზე 32 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 8 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

15 ივნისი 2025, 11:20
მსოფლიო
მინესოტაში უცნობმა კაცმა წარმომადგენელთა პალატის წევრი მოკლა და სენატორი დაჭრა
თავდასხმისას კანონმდებლები თავიანთ სახლებში იმყოფებოდნენ. თავდამსხმელი სავარაუდოდ ერთი და იგივე პირია, რომელიც ამჟამად ძებნაშია. პოლიცია ეჭვობს, რომ ის სამართალდამცველის ფორმით გადაადგილდება და ადგილობრივ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

15 ივნისი 2025, 11:16
მსოფლიო
ვაშინგტონში გამართული სამხედრო აღლუმის პარალელურად, რამდენიმე შტატში, ასობით ათასმა ადამიანმა საპროტესტო მსვლელობა გამართა
ვაშინგტონში გამართული სამხედრო აღლუმის პარალელურად, რამდენიმე შტატში, ასობით ათასმა ადამიანმა საპროტესტო მსვლელობა გამართა. ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 2 000 აქცია გაიმართა.

15 ივნისი 2025, 11:12
მსოფლიო
აშშ-ში არმიის იუბილე სამხედრო აღლუმით აღნიშნეს
აღლუმში ექვსი ათასზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობდა. აღლუმი შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩაიბარა. ღონისძიებას 200 ათასამდე ადამიანი დაესწრო.

15 ივნისი 2025, 11:00
მსოფლიო
Air India-ს ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი დაზუსტდა
Air India-ს კუთვნილი Boeing 787 Dreamliner-ი, რომელიც ქალაქ აჰმადაბადიდან ლონდონში მიფრინავდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა და სამედიცინო კოლეჯის საერთო საცხოვრებლის შენობას დაეცა. ბორტზე მყოფი 242 ადამიანიდან მხოლოდ 1 გადარჩა. ავიაკატასტროფას კოლეჯის ტერიტორიაზე მყოფი 29 ადამიანი ემსხვერპლა.

15 ივნისი 2025, 10:49
მსოფლიო
ირანის იერიშის შედეგად ბათ-იამში საცხოვრებელი სახლი დაინგრა. არის მსხვერპლი
ქალაქ ბათ-იამში, ბალისტიკური რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ისრაელის მთავრობის წარმომადგენლების თქმით, შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი, მათ შორის 8 წლის გოგო დაიღუპა, 7 ადამიანი კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

15 ივნისი 2025, 10:40
სპორტი
„პსჟ“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება
ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას დღეს გამართავს. ფრანგული კლუბი ესპანურ „ატლეტიკო მადრიდს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

15 ივნისი 2025, 10:32
რეგიონი
ბათუმში „შავი ზღვის მარაგების შეფასების სუბრეგიონული ჯგუფის“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაში სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტებთან ერთად, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, ბულგარეთის, თურქეთისა და უკრაინის წამყვანი ექსპერტები მონაწილეობდნენ. შეხვედრის ფარგლებში, მომზადდება მონაცემთა ბაზა, რომლის საფუძველზე საქართველოს სანაპირო წყლებში გავრცელებული სარეწაო თევზების მარაგების შეფასება და სარეწაო პროგნოზირება განხორციელდება. აღნიშნული აქტივობა ხელს შეუწყობს საქართველოში თევზის რესურსების შენარჩუნებას და მდგრად გამოყენებას.

15 ივნისი 2025, 10:20
სპორტი
აშშ-ში ფეხბურთში საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი იწყება⚽
აშშ-ში დღეს სტარტს იღებს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. ტურნირი წელს განახლებული ფორმატით ჩატარდება - 7-ის ნაცვლად მასში 32 კლუბი მიიღებს მონაწილეობს, მათ შორის ევროპული გრანდები - მადრიდის „რეალი“, მიუნხენის „ბაიერნი“, „მანჩესტერ სიტი“ და ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გამარჯვებული ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“.

15 ივნისი 2025, 09:26
მსოფლიო
„აზერბაიჯანის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული არცერთი ქვეყნის მიერ მესამე მხარის წინააღმდეგ“ - აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სატელეფონო საუბრის დროს ისრაელსა და ირანს შორის არსებული ვითარება განიხილეს. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.