საქპატენტი, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, შვეიცარიასა და საფრანგეთში გეოგრაფიული აღნიშვნების და ადგილწარმოშობის დასახელებების მქონე უნიკალური პროდუქტების წარმოებისა და დაცვის პრაქტიკას გაეცნო

საქართველო-შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების ერთობლივი პროექტის (GESIP) ფარგლებში, შვეიცარიასა და საფრანგეთში გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ სასწავლო ტური გაიმართა. ტურში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსმა დარეჯან მჭედლიძემ.
ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში ქართულ-შვეიცარიული თანამშრომლობის წარმატებულმა პრაქტიკამ რაჭული ლორისა და ყველის „ტენილი“ მწარმოებლებსა და სხვადასხვა უწყებების, მათ შორის, სოფლის განვითარების სააგენტოსა და, ასევე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის „საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრის „კავკასიის“ (GBDC) ახალციხის ოფისის წარმომადგენლებს საშუალება მისცა მონაწილეობა მიეღოთ სასწავლო ტურში.
გარდა ამისა, ქართულ დელეგაციას შეუერთდა დარგის ექსპერტიც. ვიზიტის მეორე ეტაპზე კი სასწავლო ტურში ჩაერთნენ შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალური ინსტიტუტის (IPI) წარმომადგენლებიც.
სასწავლო ვიზიტის საერთო მიზანს წარმოადგენდა მწარმოებლებისა და სახელმწიფო უწყებებისთვის გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებული პრაქტიკის გაზიარება. ვიზიტის ფარგლებში, ძირითადი აქცენტი გაკეთდა ისეთ თემებზე, როგორებიცაა: გეოგრაფიული აღნიშვნების კონტროლი და სერტიფიცირება, საკვების უსაფრთხოების სტანდარტების მოქნილობა და რეგულაციები, ბაზრის ზედამხედველობა და კონტრაფაქციის წინააღმდეგ ბრძოლა, მარკეტინგი და გეოგრაფიული აღნიშვნების პოპულარიზაცია, კავშირი გეოგრაფიულ აღნიშვნებსა და აგრარულ ტურიზმს შორის, ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციის განაცხადების განხილვა, ასევე, სენსორული ანალიზი და მდგრადი მეურნეობის ხელშეწყობა.
აღსანიშნავია, რომ ტურის ფარგლებში, მონაწილეები შეხვდნენ შვეიცარიის ადგილწარმოშობის დასახელებისა და საფრანგეთის გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე პროდუქტების მწარმოებლებს (Cancoillotte PGI (FRA), Tete-de-Moine PDO (SWI), Jambon de la Borne (PDO)), ასევე სერტიფიცირების უწყებებსა და ასოციაციებს.
„საქართველო-შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების პროექტი (Georgian-Swiss Intellectual Property Project (GESIP)), საქართველოში შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს (SECO) ფინანსური მხარდაჭერით, შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალურ ინსტიტუტსა (IPI) და საქპატენტს შორის მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე, 2022 წლის 1 აგვისტოდან ხორციელდება. პროექტის ძირითადი მიზანია საპატენტო სფეროში დამატებითი სერვისების დანერგვა, საპატენტო ძიებებთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარება და საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის განვითარების ხელშეწყობა.
ყველა სიახლე

17 ივნისი 2025, 02:00
მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა რუსული სტრატეგიული ბომბდამშენების აქტიურობას აფიქსირებს
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა რუსული სტრატეგიული ბომბდამშენების (Ту-95МС) აქტიურობას აფიქსირებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

17 ივნისი 2025, 01:55
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ ჩქარობს რუსეთისთვის უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ ჩქარობს რუსეთისთვის უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ აღნიშნა ახალი ეკონომიკური შეზღუდვების განხილვის შესახებ.

17 ივნისი 2025, 01:38
მსოფლიო
უკრაინა დრონების შეტევის ქვეშ - კიევში საჰაერო თავდაცვა მუშაობს
უკრაინა დრონების მასიური შეტევის ქვეშ მოექცა, კიევში კი საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

17 ივნისი 2025, 01:34
მსოფლიო
„ცაჰალი“: ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით ირანიდან გაშვებული რაკეტები დააფიქსირეს
ცოტა ხნის წინ, ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით ირანიდან გაშვებული რაკეტები დააფიქსირეს, - განაცხადეს ისრაელის არმიაში.

17 ივნისი 2025, 01:26
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: ვფიქრობ, შეთანხმება გაფორმდება, ან რამე მოხდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს ისრაელის დარტყმების დაწყებამდე უნდა მოეწერა ხელი შეერთებულ შტატებთან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმებისთვის.

17 ივნისი 2025, 00:57
სპორტი
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიას დღეს დაუპირისპირდება
მესამე ტურის მატჩამდე ახალგაზრდულმა ნაკრებმა სლოვაკეთის ქალაქ მარტინში ივარჯიშა. ტრავმის გამო ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია საბა საზონოვს. მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის თქმით, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ითამაშებს თუ არა საზონოვი პორტუგალიასთან გადამწყვეტ შეხვედრაში. ეს საკითხი გუნდის ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ, თამაშის დღეს გადაწყდება.

17 ივნისი 2025, 00:43
მსოფლიო
ირანული მედია: ირანმა ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო
ირანმა ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო, იტყობინება ირანული მედია, მათ შორის სახელმწიფო მედია Press TV.

17 ივნისი 2025, 00:03
საზოგადოება
ვის ჰქონდა მორგებული ვერძის ნიღაბი - მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ მე-4 სეზონის მეხუთე ეპიზოდი შედგა
დღევანდელ ეპიზოდში მაყურებლის წინაშე წარდგნენ: პუპი, კენგურუ, ფარაონი, მუხლუხო, თუთიყუში, მედუზა, ვერძი და პანტერა.

17 ივნისი 2025, 00:03
მსოფლიო
რაფაელ გროსი: ძალიან სავარაუდოა, რომ ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მოქმედი დაახლოებით 15 000 ცენტრიფუგა სერიოზულად დაზიანდა ან განადგურდა ისრაელის თავდასხმით გამოწვეული ელექტროენერგიის გათიშვის გამო
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ძალიან სავარაუდოა, რომ ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მოქმედი დაახლოებით 15 000 ცენტრიფუგა სერიოზულად დაზიანდა ან განადგურდა ისრაელის თავდასხმით გამოწვეული ელექტროენერგიის გათიშვის გამო.

16 ივნისი 2025, 23:55
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ჩვენ მივაღწიეთ სრულ კონტროლს - ისრაელი აკონტროლებს ირანის საჰაერო სივრცეს
ჩვენ მივაღწიეთ სრულ კონტროლს - ისრაელი აკონტროლებს ირანის საჰაერო სივრცეს, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

16 ივნისი 2025, 23:37
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ირანის ბირთვული პროგრამა კიბოს ჰგავს - როცა გაქვთ კიბო, რომელიც გემუქრებათ სიკვდილით, მას ამოკვეთთ
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ის არ არის გაკვირვებული, რომ ირანი ახლა მოლაპარაკებებს ითხოვს ისრაელის თავდასხმების შესაწყვეტად, რადგან, მისი თქმით, „მათ სურთ, დაუბრუნდნენ [ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების] სიკვდილის იარაღის წარმოებას“.

16 ივნისი 2025, 23:32
პოლიტიკა
კახი კახიშვილი: პრემიერის ინფორმირებულობის მიზნით, ოფიციალური კორესპონდენცია ჩორჩანასთან საგუშაგოს აღმართვაზე, მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი უწყებიდან არ შემოსულა
ოფიციალური კორესპონდენცია ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინფორმირებულობის მიზნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი უწყებიდან არ შემოსულა -განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, კახი კახიშვილმა ჩორჩანასთან საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით განაცხადა.

16 ივნისი 2025, 23:19
მსოფლიო
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანში ოპერაცია არ დასრულებულა
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა, რომ ისრაელს ირანში ოპერაცია არ დაუსრულებია.

16 ივნისი 2025, 23:12
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ისრაელის მიერ განხორციელებულმა იერიშებმა ირანის ბირთვული პროგრამა „ძალიან, ძალიან დიდი ხნით“ უკან დასწია
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სააგენტო Associated Press-თან საუბარში განაცხადა, რომ ისრაელის მიერ განხორციელებულმა იერიშებმა ირანის ბირთვული პროგრამა „ძალიან, ძალიან დიდი ხნით“ უკან დასწია.

16 ივნისი 2025, 23:06
მსოფლიო
„ცაჰალის“ სპიკერი: ისრაელი ურტყამს და დაარტყამს ნებისმიერს, ვინც ისრაელის მოქალაქეებს დაემუქრება
ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, ეფი დეფრინმა განაცხადა, რომ ისრაელი ურტყამს და დაარტყამს ნებისმიერს, ვინც ისრაელის მოქალაქეებს დაემუქრება.

16 ივნისი 2025, 23:00
საზოგადოება
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა საგარეჯოში გამართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას - „გარეჯობა 2025“-ს შეუერთდა
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა საგარეჯოში გამართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას - „გარეჯობა 2025“-ს შეუერთდა.

16 ივნისი 2025, 22:58
მსოფლიო
„ცაჰალი“: ამჟამად, ისრაელის საჰაერო ძალები დასავლეთ ირანში „მიწა-მიწა“ ტიპის სარაკეტო ინფრასტრუქტურაზე იერიშს ახორციელებენ
ამჟამად, ისრაელის საჰაერო ძალები დასავლეთ ირანში „მიწა-მიწა“ ტიპის სარაკეტო ინფრასტრუქტურაზე იერიშს ახორციელებენ. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვით ძალებში განაცხადეს.

16 ივნისი 2025, 22:40
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: „პროქს ქვეყანად“ და „პროქს ხალხად“ საქართველოს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გამოიყენებენ, როდესაც ქვეყნის ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“
„პროქს ქვეყანად“ და „პროქს ხალხად“ საქართველოს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გამოიყენებენ, როდესაც ქვეყნის ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“, - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

16 ივნისი 2025, 22:26
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ირანის რეჟიმის დამხობა შესაძლოა შედეგი იყოს, რადგან რეჟიმი სუსტია
ირანის რეჟიმის დამხობა შესაძლოა შედეგი იყოს, რადგან რეჟიმი სუსტია, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

16 ივნისი 2025, 22:13
მსოფლიო
ირანის სახელმწიფო მედია: ირანი ისრაელის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური და ინტენსიური სარაკეტო შეტევისთვის“ ემზადება
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანი ისრაელის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური და ინტენსიური სარაკეტო შეტევისთვის“ ემზადება.