„ოქროს თაღები ერისთავზე“ - მაკდონალდსის 27-ე ახალი რესტორანი დიდუბეში

ფოტო: MC
თბილისის რუქაზე კიდევ ერთი განათებული M გამოჩნდა - “მაკდონალდსის” ახალი 27-ე რესტორანი საქართველოში და რიგით მე-20 დედაქალაქში, დიდუბეში, თორნიკე ერისთავის 25 ნომერშიც გვიმასპინძლებს.
დიდუბის მეტროდან ხუთი წუთის სავალ გზაზე, თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული რეკრეაციული ზონის სიახლოვეს, კიკვიძის ბაღთან, უკვე კარგად ნაცნობი ოქროს თაღები იშლება, სადაც ყველასთვის არის ადგილი. დიდუბის აჩქარებულ რითმს, მაკდონალდსის ახალი რესტორანი თანამედროვე სერვისებით, გამორჩეული მახასიათებლებით და ტრადიციული ღიმილით პასუხობს.
“მაკდონალდსში” ყველაფერი იწყება ღიმილით, თბილი დახვედრით და მაღალი სტანდარტის მომსახურებით, რაც ამერიკული ბრენდის, მსოფლიო მასშტაბით დამკვიდრებულ ხარისხს გულისხმობს.
თბილისში, რიგით მე-20 რესტორანში ერთიანდება თანამედროვე ტექნოლოგიური ინოვაციები და მომხმარებელზე ორიენტირებული კომფორტი. 210 სტუმარზე გათვლილი სივრცე შექმნილია იმისთვის, რომ ყველა ასაკის სტუმარმა, თავი კომფორტულად და სასიამოვნოდ იგრძნოს.
კომფორტთან ერთად, მნიშვნელოვანია, დროის მართვა და მისი სწორი გამოყენება, “მაკდონალდსის” ახალ რესტორანში ამაზეც იზრუნეს. დროის და მომხმარებლის მოთხოვნის საპასუხოდ, სტუმრებს დახვდებათ განახლებული IT ინფრასტრუქტურა, რაც გულისხმობს სტაბილურ და სწრაფ Wi-Fi-ს, გამარტივებულ შეკვეთის პროცესს, რომელიც ქმნის პერსონალიზებულ გამოცდილებას მომხმარებლისთვის - იქნება ეს აპლიკაციის მეშვეობით გაკეთებული წინასწარი შეკვეთა, თუ ციფრული ეკრანიდან მარტივად შერჩეული მენიუ.
და როცა ტექნოლოგიებს და მომსახურების მაღალ ხარისხს ვახსენებთ, იქვე ვგულისხმობთ, “მაკდონალდსის” თანამშრომელს, ქეთოს, რომელსაც უკვე დიდი გამოცდილება აქვს, როგორ გაახალისოს მომხმარებელი თავისი საუბრით და როგორ ასიამოვნოს, შეკვეთის მაგიდასთან მიტანით. ერისთავის მაკდონალდსში, სტუმრებს ქეთოც დახვდებათ.
“მაკდონალდსის ყველა ახალი რესტორანი გარემოსთან სრულად ინტეგრირებულია, ჩვენთვის მხოლოდ რაოდენობრივი ზრდა მნიშვნელოვანი არ არის, მაკდონალდსის მთავარი ფილოსოფიაა, მომხმარებლის კომფორტი და მათ მოთხოვნებზე მორგებული გარემო, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ახალი მაკდონალდსი ყოფილიყო კიკვიძის ბაღთან ახლოს, მაკდონალდსი ხომ ოჯახების თავშეყრის ადგილია, ამიტომ ვიფიქრეთ, ახალი რესტორნის და კიდევ ერთი ოქროს თაღების ერისთავის ქუჩაზე გამოჩენა, გაახარებდა ჩვენს მომხმარებლებს. გარდა ამისა, მაკდონალდსის სტუმრებისთვის კომფორტის შექმნას გამოვხატავთ, ჩვენი მწვანე ინიციატივებითა და ტექნოლოგიური განვითარებით. მრავალი წელია მწვანე მიმართულებით ბევრი ინიციატივა განვახორციელეთ, რასაც ახალი რესტორნების დამატებით, კიდევ უფრო აქტიურად განვაგრძობთ. სწორედ ამის მაგალითია, ერისთავის ახალი რესტორანიც. მისი ინტერიერი და დიზაინი განსხვავებული და პრემიალურია, ხოლო რესტორნის გარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულია მწვანე კედელი, რომელიც ბუნებრივი, ცოცხალი მცენარეებით დამზადდა და დეკორატიული დანიშნულების გარდა, მას ეკოლოგიური ფუნქციაც აქვს, აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს და გარემოს ტენიანობის ბალანსს უნარჩუნებს. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ წარმატების უკან 20-მდე პარტნიორი კომპანია დგას. მათთან ერთად იქმნება ახალი, თანამედროვე, ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ოჯახური თავშეყრის ადგილები მაკდონალდსის ერთგული მომხმარებლებისთვის” - ამბობს ელენე ბაღათურია, “მაკდონალდს საქართველოს” მარკეტინგის ხელმძღვანელი.
„მაკდონალდსი“ საქართველოში უკვე 26 წელია ოპერირებს და ამ ხნის განმავლობაში მუდმივად ავითარებს სერვისებსა და ტექნოლოგიებს. ბრენდი ყოველთვის მოწინავეა ინოვაციების დანერგვისას და ქმნის გამოცდილებას, რომელიც ერგება თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს, სწორედ ამის პასუხია, მობილური შეკვეთის და გადახდის ფუნქცია, რომელიც მომხმარებელს შეუძლია "მაკდონალდსის" მობილური აპლიკაციიდან განახორციელოს.
და კიდევ ერთი - მაგიდაზე განთავსებული ნომრის მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლია მაგიდის დატოვებისა და თვითმომსახურების კიოსკებთან რიგში დგომის გარეშე განათავსოს შეკვეთა, ამავდროულად, ისარგებლოს მაგიდაზე განთავსებული უკონტაქტო სმარტფონის დასამუხტი სადგურებით.
მათ, ვისაც მაკდონალდსში გასეირნება დილის საათებში უყვარს, ახალ რესტორანში McCafe-ს ზონას უნდა ესტუმროს, სადაც რამდენიმე წამში, სურნელოვანი ყავის მარცვლები დაიფქვება და McCafe-ს ბარისტა არომატულ ყავას ადგილზე დაგიმზადებთ, იქვეა დესერტები, რაც დილას კიდევ უფრო გემრიელს და სურნელოვანს ხდის.
მაკდონალდსი ცდილობს შექმნას გამორჩეული გამოცდილება მომხმარებლებისთვის, რაც მოიცავს როგორც ვიზუალურ, ისე ფუნქციურ ასპექტებს. მომხმარებელს ტერასა, სარეკრეაციო ზონა, შშმ პირებზე მორგებული ინფრასტრუქტურა, პარკინგი და ბავშვთა გასართობი ფლეილენდი დახვდება. ამასთან, სტუმრებს 24 საათის განმავლობაში უახლოესი ტექნოლოგიით აღჭურვილი მაკდრაივი მოემსახურება, ეფექტური და კომუნიკაციის გაუმჯობესებული სისტემით.
მაკდონალდსის სტუმრებმა იციან, რომ გარემოზე ზრუნვა მაკდონალდს საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ამიტომ კომპანია მუდმივად ცდილობს, გადადგას მცირე და დიდი ნაბიჯები იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეკომეგობრული იყოს. ერისთავზე არსებული რესტორნის გარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულია მწვანე კედელი, რომელიც ბუნებრივი, ცოცხალი მცენარეებით დამზადდა და დეკორატიული დანიშნულების გარდა, მას ეკოლოგიური ფუნქციაც აქვს, აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს და გარემოს ტენიანობის ბალანსს უნარჩუნებს.
ერისთავის 25 ნომერში არსებულ რესტორანში ამ დროისთვის 76 ადამიანია დასაქმებული, თუმცა ციფრი ზრდადია. “მაკდონალდს საქართველო” ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია, რომელიც დღეის მდგომარეობით, 2400-მდე ადამიანს ასაქმებს. გახსნის პირველი დღიდან დღემდე, “მაკდონალდსში” სამუშაო გამოცდილება 8000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
ახალი რესტორნის ინვესტიცია 15 მლნ ლარს შეადგენს. ამ პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რამდენიმე კომპანიამ, მათ შორის არიან ოსტატი, იმპოსტი მეპ, პროჯექტ გრუპი, ადვანტა კონსალტინგი, იო ვერდე, მაგნოლია, ტსს პროექტი და სხვები. “მაკდონალდს საქართველოს”, სხვადასხვა მიმართულებით, დღემდე 205 მილიონ ლარამდე ინვესტიცია აქვს განხორციელებული, კომპანიის ქვეყნის ბიუჯეტში შენატანი კი 240 მილიონ ლარს აღწევს.
R
ყველა სიახლე

10 ივლისი 2025, 21:14
საზოგადოება
გარემოს დაცვის პოლიტიკა მრავალფეროვანი და მასშტაბური პროექტებით - როგორ შეიცვალა თბილისი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება. გარემოსდაცვითი პროექტები დედაქალაქის 60-მდე ადგილზე მიმდინარეობს. გარემოს დაცვის პოლიტიკაზე თბილისის მერმა დღეს ვრცელი ანგარში წარადგინა.

10 ივლისი 2025, 21:09
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის ელჩს საქართველოში შეხვდა
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტულ მიმართულებებს. ყურადღება გამახვილდა ისეთ სექტორებზე, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი, ტურიზმი, ენერგეტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ინოვაციები და სხვ. ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ეკონომიკურ ინიციატივებში.

10 ივლისი 2025, 21:07
მსოფლიო
რობერტ ფიცო: სლოვაკეთი არ დაუჭერს მხარს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს, ვიდრე არ მიიღებს მკაფიო გარანტიებს, რომ ფინანსურად არ დაზარალდება 2028 წლის 1-ლი იანვრიდან ევროკავშირში რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ სლოვაკეთი არ დაუჭერს მხარს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს, ვიდრე არ მიიღებს მკაფიო გარანტიებს, რომ ფინანსურად არ დაზარალდება 2028 წლის 1-ლი იანვრიდან ევროკავშირში რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო.

10 ივლისი 2025, 20:59
რეგიონი
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში კომპოზიტორ, ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო მიმდინარეობს
,,ბათუმი - საქართველოს კულტურის დედაქალაქი 2025" - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში კომპოზიტორ, ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო მიმდინარეობს. ქართველი კომპოზიტორების საღამოებს ბათუმი მთელი წლის განმავლობაში უმასპინძლებს.

10 ივლისი 2025, 20:53
კულტურა
საქართველოს კულტურის სამინისტროში უწყების მმართველობის სფეროში მოქმედი 80-მდე ორგანიზაციის ხელმძღვანელთან შეხვედრა გაიმართა
კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ ისაუბრა სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში მმართველობის თანამედროვე მეთოდების დანერგვაზე, სწორ მენეჯმენტსა და სამინისტროსთან ეფექტურ კომუნიკაციაზე.

10 ივლისი 2025, 20:48
პოლიტიკა
რისთვის მიიღეს ევროპიდან ფული კონკრეტულმა არასამთავრობოებმა - საქართველოში დამალული, ბრიუსელიდან გამოააშკარავეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის მიერ შექმნილ ვებგვერდზე, ყველა ის ორგანიზაცია იძებნება, რომელმაც სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის ჩვენთან უცხოური დაფინანსება მიიღო. სიაშია არაერთ სკანდალებით ცნობილი „სამართლიანი არჩევნები”, იგივე „ისფედი”.

10 ივლისი 2025, 20:43
პოლიტიკა
ბრძოლა არჩევნების წინაღმდეგ - „ნაცმოძრაობა“ დესტაბილიზაციის მორიგ სცენარს ამზადებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩეველთან მუშაობის ნაცვლად, დესტაბილიზაციის მორიგ სცენარზე მუშაობს. ვიდრე ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილთან ერთად რადიკალიზაციის მცდელობით არის დაკავებული, მმართველი გუნდი არჩევნებისთვის ემზადება.

10 ივლისი 2025, 20:34
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე: ძალიან დახლართულები არიან და როგორც ჩანს, მათი პატრონებიც ისევე დაიხლართნენ ამ ყველაფერში როგორც ესენი
ძალიან დახლართულები არიან და როგორც ჩანს, მათი პატრონებიც ისევე დაიხლართნენ ამ ყველაფერში როგორც ესენი, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციის გეგმაზე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.

10 ივლისი 2025, 20:31
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე: ამიტომ მივიღეთ „ფარას“ კანონი და გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები, რომ საქართველოს მოქალაქემ იცოდეს რა თანხები ირიცხება, რისთვის ირიცხება და ვის ერიცხება
„ეს არის მათი გამჭვირვალობა?! სადღაც, წყაროზე, ვიღაცა რომ იტყვის, „საიას“ ჩაერიცხა ერთი მილიონი, ამის იმედად უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ამას ჰქვია გამჭვირვალობა?! ამიტომ მივიღეთ „ფარას“ კანონი და გრანტების შესახებ ცვლილებები, რომ საქართველოს მოქალაქემ იცოდეს რა თანხები ირიცხება, რისთვის ირიცხება და ვის ერიცხება“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

10 ივლისი 2025, 20:20
პოლიტიკა
ტყუილი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან - რასა იუკნევიჩიენეს ნათქვამი მზია ამაღლობელის ადვოკატმა უარყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ტყუილი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან. მზია ამაღლობელის ადვოკატმა დაადასტურა, რომ რასა იუკნევიჩიენემ იცრუა. ეს ოპოზიციის მეგობარი დეპუტატის პირველი მხილება არ არის. სწორედ იუკნევიჩიანეა ავტორი რეზოლუციის, რომელიც ფაქტების ნაცვლად ოპოზიციის სურვილებს ეფუძნება.

10 ივლისი 2025, 20:18
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი იუკნევიჩიენეს განცხადებაზე: მატყუარა ადამიანების საუბარს არც ჩვენი საზოგადოებისთვის და არც ობიექტური შემფასებლებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება
მატყუარა ადამიანების საუბარს არც ჩვენი საზოგადოებისთვის და არც ობიექტური შემფასებლებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, - აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა რასა იუკნევიჩიანეს განცხადებაზე მზია ამაღლობელთან დაკავშირებით

10 ივლისი 2025, 20:12
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მიზანია ქვეყანა ძალადობრივ რევოლუციამდე მიიყვანოს, თუმცა ეს არ მოხდება, რადგან მათ მომხრეები არ ჰყავთ
„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება არჩევნების არდაშვებასთან დაკავშირებით და სალომე ზურაბიშვილის, ცოტა არ იყოს, გაუგებარი განცხადებების თანხვედრა გასაკვირი არ არის, რადგან ისინი ერთი და იმავე ხელით იმართებიან. ორივე ამ სუბიექტის მიზანი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის შექმნა და არეულობის გამოწვევაა, რაც ქვეყანას ძალადობრივ რევოლუციამდე მიიყვანს. თუმცა, სრული დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არ მოხდება, რადგან მათ მომხრეები არ ჰყავთ და საქართველოში ხელისუფლებას ყოველთვის არჩევნების გზით ავირჩევთ“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

10 ივლისი 2025, 20:08
მსოფლიო
სტარმერი და მაკრონი პუტინზე ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდებენ ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვლადიმირ პუტინზე ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდეს, რათა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა მოხდეს. მათ ახალი სანქციების დაწესების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

10 ივლისი 2025, 19:41
მსოფლიო
ტეხასის შტატში, წყალდიდობის შემდეგ 160-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა, დაღუპულთა რიცხვი კი 120-მდე გაიზარდა
ტეხასის შტატში, გასულ კვირას მომხდარი წყალდიდობის შემდეგ, სამძებრო ჯგუფები კვლავ 160-ზე მეტ დაკარგულ ადამიანს ეძებენ. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვმა 120-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

10 ივლისი 2025, 19:20
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს გარეტ უორდს შეხვდა
შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური მიმართულებით არსებულ დინამიკას ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, საფინანსო სექტორი, ტურიზმი და სამოქალაქო ავიაცია. აღინიშნა ის ტენდენციები, რომლებიც ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებობს, მათ შორისაა ორმხრივი ვაჭრობა - 2024 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 170 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 7 პროცენტით მეტია. ასევე გაიზარდა ექსპორტის მაჩვენებელი - 2024 წელს ადგილობრივმა ექსპორტმა დიდ ბრიტანეთში 43 პროცენტით მოიმატა.

10 ივლისი 2025, 19:03
მსოფლიო
მარკო რუბიო: აშშ შეეცდება დაარწმუნოს ნატოს მოკავშირეები, უკრაინას გადასცენ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ შეეცდება დაარწმუნოს ნატოს მოკავშირეები, უკრაინას გადასცენ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

10 ივლისი 2025, 18:53
მსოფლიო
მარკო რუბიო ლავროვთან შეხვედრაზე: ჩვენი სტრატეგიაა, გავაგრძელოთ ყველა მხარესთან მუშაობა ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართულ შეხვედრაზე გაიმეორა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმედგაცრუება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებში პროგრესის არარსებობის გამო.

10 ივლისი 2025, 18:39
რეგიონი
ტინისხიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყო
პროექტის მიხედვით მოეწყობა 1500 მეტრამდე გზის საფარი, სანიაღვრე არხი, ასევე მიერთებები და ეზოებში შესასვლელები. დაგეგმილია გზის მონიშვნების მოწყობა და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები.

10 ივლისი 2025, 18:35
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: სალომე ზურაბიშვილის აბდაუბდა გზავნილებით ჩანს, რომ რადიკალები, თავიანთ უცხოელ ტოპ ლიდერებთან ერთად, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯერ ვერ ჩამოყალიბებულან
„ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა მედიასთან ევროპარლამენტში საქართველოს წინააღმდეგ გაჟღერებულ მწვავე განცხადებებისა და ქვეყანაში რადიკალური ოპოზიციის უიმედო პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის აბდაუბდა გზავნილებით ჩანს, რომ რადიკალები, თავიანთ უცხოელ ტოპ ლიდერებთან ერთად, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯერ ვერ ჩამოყალიბებულან.

10 ივლისი 2025, 18:30
მსოფლიო
სომხეთის საგარეო უწყება დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს აბუ დაბიში სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის გამართულ შეხვედრაზე
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დეტალური ინფორმაცია გამოაქვეყნა აბუ დაბიში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის შეხვედრის შესახებ.