11 ივნისი 2025, 13:47 / სანდო წყარო

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამოფენა გაიმართა, სახელწოდებით Women’s ART day at Tbilisi International Airport

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მმართველი კომპანიის, ტავ ჯორჯიას ორგანიზებით გაიმართა გამოფენა სახელწოდებით Women’s ART day at Tbilisi International Airport. ღონისძიების მიზანი მხატვარი ქალების შემოქმედების პოპულარიზაცია და მათი ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა იყო. მთელი დღის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამოფენილი იყო 50-ზე მეტი ნამუშევარი, რომელთა შეძენაც და თან წაღებაც აეროპორტის ნებისმიერ მგზავრს შეეძლო, - ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.

„ექსპოზიციაში ყველაზე დიდი წილი ქალ სტუდენტებს უკავიათ. ტავ ჯორჯიამ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან პარტნიორობით სტუდენტური კონკურსი გამოაცხადა. შერჩეული ნამუშევრები კი Women’s ART day at Tbilisi International Airport-ის ექსპოზიციაში მოხვდა. დაინტერესება და აქტივობა სტუდენტთა მხრიდან მაღალი იყო. კონკურსში მონაწილეობა სამხატვრო აკადემიის 100-მდე სტუდენტმა მიიღო.

ასევე, ექსპოზიციაში წარმოდგენილია თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ბენეფიციარ ქალთა ნამუშევრები. გამოფენის ორგანიზებაში ჩართული იყო ასევე სამხატვრო გალერეა “გამრეკელი”. ქალი მხატვრების ხელშეწყობის მიზნით რამდენიმე ნამუშევარი თავად კომპანია ტავ ჯორჯიამ შეიძინა.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშემწყობი ღონისძიების ორგანიზების პარალელურად ტავ ჯორჯია მემორანდუმებს აფორმებს აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან და თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებასთან. აკადემიასთან მემორანდუმის გაფორმების მიზანი სტუდენტთა ხელშეწყობა და მათთვის თბილისის აეროპორტში საექსპოზიციო სივრცეების დათმობაა, ასევე სხვადასხვა პროექტისა და აქტივობის ფარგლებში სტუდენტების ნამუშევრების გამოყენება მათი პოპულარიზაციისთვის. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებასთან მემორანდუმის გაფორმების მიზანი კი ამ დაწესებულების ბენეფიციართა საზოგადოებაში ინტეგრაცია და მათთვის დასაქმების პლატფორმის შეთავაზებაა.

„ჩვენი კომპანია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებს - ეს ღონისძიებაც სწორედ ამ მიდგომის ნათელი მაგალითია. გადავწყვიტეთ, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდა მხატვარ ქალებს და დავუთმოთ მათ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პლატფორმა - აეროპორტის სივრცე, ნამუშევრების პოპულარიზაციისა და რეალიზაციისთვის. აეროპორტი ის ადგილია, სადაც თავს იყრის უამრავი ადამიანი – სხვადასხვა სეგმენტიდან, განსხვავებული ფინანსური შესაძლებლობებითა და გემოვნებით. მით უმეტეს, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის პერიოდში, როდესაც ტერმინალში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სივრცე და ექსპოზიცია ქალ ხელოვანებს მნიშვნელოვან ბენეფიტებს მოუტანს. აეროპორტში გამოფენილი ნამუშევრები ათასობით ქართველ და უცხოელ მოგზაურს ხვდება თვალში – ეს მათთვის არის არა მხოლოდ პერსონალური ზრდისა და წარმატების შესაძლებლობა, არამედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი უფრო ფართო მიზნისკენ.” - აცხადებს ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე.

ტავ ჯორჯია უკვე 20 წელია საქართველოში ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი სოციალური პროექტის ინიციატორი და პარტნიორი იყო. საქველმოქმედო და სოციალური აქტივობებისთვის ბოლო 10 წლის განმავლობაში კომპანიას 3 მილიონ ლარამდე აქვს დახარჯული“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

ელენე ხოშტარია

12 ივლისი 2025, 20:31

პოლიტიკა

რუსეთის ცენტრალური ბიუჯეტიდან ხოშტარიების ანგარიშზე ჩარიცხული ტრანში ამ თვეში მილიონ რუბლს აჭარბებს. თავად ელენე ხოშტარია ამ ფაქტზე კითხვას შეურაცხყოფით პასუხობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რუსეთის ცენტრალური ბიუჯეტიდან ხოშტარიების ანგარიშზე ჩარიცხული ტრანში ამ თვეში მილიონ რუბლს აჭარბებს.

მაკა ბოჭორიშვილი

12 ივლისი 2025, 20:29

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, უცხოურ გავლენებზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამ ყველაფრის მიზანია ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, უცხოურ გავლენებზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამ ყველაფრის მიზანია ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ზოგიერთი „ენჯეოს“ დაფინანსებაზე საუბრისას.

12 ივლისი 2025, 20:27

სამართალი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და გამოძიება გენერალურ პროკურატურაში - ჰქონდა თუ არა ძალის გადამეტებას ადგილი 2019 წლის 20 ივნისს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, შესაბამისად 2019 წლის 20-21 ივნისის საქმის ხელახალ გამოძიებას გეგმავს.

დავით ქართველიშვილი

12 ივლისი 2025, 20:25

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ბრიუსელი საქართველოზე გამავალ ენერგეტიკულ, ეკონომიკურ, სატრანზიტო პროექტებს გვერდს ვერ აუვლის და იძულებული იქნება ითხოვის ურთიერთობების დალაგება

ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ყველაზე ნეგატიური სცენარის განვითარების შემთხვევაში დროებით გადავიდეთ საბანკო ურთიერთობების სხვა სისტემებზე, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

12 ივლისი 2025, 20:18

პოლიტიკა

17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს მმართველმა ძალამ კვლავ სუვერენიტეტის დაცვის მოწოდებით უპასუხა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს მმართველმა ძალამ კვლავ სუვერენიტეტის დაცვის მოწოდებით უპასუხა. მსგავსი სახის განცხადებები, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, კონტრპროდუქტიულია და მხოლოდ ცრუ ნარატივების საფუძველი ხდება.

12 ივლისი 2025, 20:16

სპორტი

თელავში 19 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი საზეიმოდ გაიხსნა

საქართველო ისტორიაში პირველად ევროპის 19 წლამდე გოგონათა ხელბურთის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობა თელავის სპორტის სასახლეში მიმდინარეობს. ტურნირის გახსნას საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის მერ ლევან ანდრიაშვილთან და ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ვახტანგ მეიფარიანთან ერთად დაესწრო.

12 ივლისი 2025, 18:14

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ რიგით 50-ე სხდომაში მონაწილეობს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანისა და პარლამენტის წევრის ანტონ ობოლაშვილის შემადგენლობით, პარიზში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ რიგით 50-ე სხდომაში მონაწილეობს.

დავით ქართველიშვილი

12 ივლისი 2025, 18:01

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: მკაფიოდ გავლებულია ხაზები ევროპასა და ევროკავშირს შორის, ევრობიუროკრატიასა და ევროპულ პოლიტიკურ პრაგმატიზმს შორის. არადა ეს ხაზი გადის სწორედ იმ ფრონტის ხაზზე, რასაც ჰქვია საქართველოს ხელისუფლებასთან ბრძოლა

ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საკუთარი აგენტები მოიყვანონ ხელისუფლებაში ნებისმიერი გზით, მაგრამ ეს ნებისმიერი გზა დღეს გადის ევროპარლამენტის რეზოლუციების, ევროკომისიების და ევროსაბჭოს გადაწყვეტილებების დონეზე, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ევროკავშირის რეგიონული პოლიტიკისა და სტრატეგიულ მიდგომებზე საუბრისას.

ირაკლი ხელაძე

12 ივლისი 2025, 17:43

პოლიტიკა

ირაკლი ხელაძე: საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ელაპარაკო ხელის გადაგრეხით და შანტაჟის ენით, ვინაიდან ჩვენ ვართ სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო

მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ინიციატივამ პოლიტიკური ლიდერების შეწყალების შესახებ გააჩინა ახალი შესაძლებლობა, მაგრამ ოპოზიციური პარტიები ცდილობენ ამ პროცესში არ შემოვიდნენ, რადგან პრეზიდენტს არალეგიტიმურს უწოდებენ. ხელაძემ აღნიშნავს, რომ პარტიების გარკვეული ნაწილი ამავე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში აპირებს მონაწილეობას.

ირაკლი ხელაძე

12 ივლისი 2025, 17:42

პოლიტიკა

ირაკლი ხელაძე: რა მცდელობაც არ უნდა იყოს გარედან, რომ უფრო კეთილები, ლამაზები, ჭკვიანები, პროგრესულები, უფრო „არანაცები" წარმოგვიჩინონ პარტიები, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" განაყოფები

რა მცდელობაც არ უნდა იყოს გარედან, რომ უფრო კეთილები, ლამაზები, ჭკვიანები, პროგრესულები, უფრო „არანაცები" წარმოგვიჩინონ პარტიები, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" განაყოფები,- განაცხადა „დღის ქრონიკაში" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნაძალადევის რაიონის დელეგატმა ირაკლი ხელაძემ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის გეგმებთან დაკავშირებით.

12 ივლისი 2025, 17:37

სპორტი

ბათუმი კარატეს მასშტაბურ საერთაშორისო ტურნირს „ოფენ თბილისი“ მასპინძლობს

ბათუმი მასპინძლობს კარატეს მასშტაბურ საერთაშორისო ტურნირს „ოფენ თბილისი“, რომელიც საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

12 ივლისი 2025, 17:32

საზოგადოება

მეუფე იაკობი: ერთადერთი ერი ვართ მსოფლიოში, არავისთვის ცუდი რომ არ გვინდა, მტრებისთვისაც კი. მაშ, უცხოეთი რატომ გვექცევა ასე? პირდაპირ გეტყვით, ევროპარლამენტარები, ვინც მოთავეები იყვნენ რეზოლუციის, მათ სიყვარული არ აქვთ

ბოდბელმა ეპისკოპოსმა მრევლს ქადაგებით მიმართა. მეუფე იაკობმა ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციებზე.

12 ივლისი 2025, 17:17

მსოფლიო

გრანდ კანიონში ტყის ხანძრის გამო ევაკუაცია გამოცხადდა

აშშ-ში, გრანდ კანიონის ეროვნული პარკის ნაწილში ტყის ხანძრების გამო ევაკუაცია გამოცხადდა. ხანძარი არიზონას ტყის მასივში 4 ივლისს მეხის დაცემის შედეგად გაჩნდა და ათობით ჰექტარი ფართობი მოიცვა.

სერ პატრიკ სანდერსი

12 ივლისი 2025, 17:13

მსოფლიო

ბრიტანელი გენერალი: გაერთიანებული სამეფო მომდევნო 5 წელში რუსეთთან შესაძლო ომისთვის უნდა მოემზადოს

„თუ რუსეთი უკრაინაში ომს შეაჩერებს, მივალთ იმ მდგომარეობამდე, როცა რამდენიმე თვეში მას ექნება შესაძლებლობა, განახორციელოს შეზღუდული შეტევა ნატოს წევრ ქვეყანაზე, რომლის მხარდაჭერაც ჩვენი პასუხისმგებლობა იქნება და ეს 2030 წლისთვის მოხდება“, - განაცხადა გენერალმა სერ პატრიკ სანდერსმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

12 ივლისი 2025, 17:05

მსოფლიო

ზელენსკი: ჩვენ ველით პარტნიორებისგან არა მხოლოდ სიგნალებს, არამედ კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც სიცოცხლეებს გადაარჩენს

„მკაცრი მეორადი სანქციებია საჭირო ყველა იმ პირების მიმართ, ვინც რუსეთს დრონების წარმოებაში ეხმარება და ნავთობის გაყიდვით სარგებელს იღებს. საჭიროა მეტი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, ასევე ინვესტიციები დრონებში, რომლებიც უკვე იძლევა კარგ შედეგებს. ეს ომი მხოლოდ ძალის დემონსტრირებით შეიძლება შეჩერდეს. ჩვენ ველით პარტნიორებისგან არა მხოლოდ სიგნალებს, არამედ კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც სიცოცხლეებს გადაარჩენს“, - დაწერა ზელენსკიმ.

დონალდ ტრამპი

12 ივლისი 2025, 16:58

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ევროკავშირს 30%-იანი ტარიფი დაუწესა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ევროკავშირიდან შემოსულ საქონელზე 30%-იანი ტარიფი დააწესა. თავისი გადაწყვეტილების შესახებ მან ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილობითი ფორმით აცნობა.

12 ივლისი 2025, 16:32

ჯანდაცვა

სკრინინგის პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე, ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ სკრინინგის მნიშვნელობაზე, როგორც კიბოს პრევენციის საშუალებაზე, პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაცია ასევე შეეხო ეროვნული სკრინინგ ცენტრის საქმიანობას, მიმართვიანობის სტატისტიკასა და პროგრამის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მიმართულ ღონისძიებებს.

12 ივლისი 2025, 16:12

რეგიონი

20 ივლისამდე ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის 90-ე კმ-ზე სოფელ დიოკნისთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე (სოფ. დიოკნისი) ჩამოშლილი ფერდის მასის გატანის სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, 2025 წლის 20 ივლისამდე ყოველდღიურად 10:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 1 საათიანი ინტერვალებით.

12 ივლისი 2025, 16:08

რეგიონი

პარლამენტის თავმჯდომარე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი შირაქის ველზე ხორბლის აღების პროცესს გაეცნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დედოფლისწყაროში ხორბლის აღების მიმდინარე პროცესს გაეცნენ.

დავით სონღულაშვილი

12 ივლისი 2025, 16:02

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სრულად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რაც ხორბლის წარმოებაში არსებობს და ეტაპობრივად გავზარდოთ თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, დედოფლისწყაროში, ხორბლისა და ქერის შემნახველ საწარმოში მეხორბლე ფერმერებს შეხვდნენ და ალოობის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. პარლამენტის თავმჯდომარე და მინისტრი შირაქის ველზეც იმყოფებოდნენ, სადაც ხორბლის აღების პროცესს გაეცნენ.