სოსო გიორგაძე: საქართველოში სამწუხაროდ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, შეუძლიათ უღალატონ სამშობლოს, თანამებრძოლებს და გახდნენ პოლიტიკოსები. ისინი მიიჩნევენ, რომ პოლიტიკოსობამდე გზა ყველაფერზე გადის

სოსო გიორგაძე
ფოტო: ვიდეოკადრი
ჩვენ რა თქმა უნდა ვთანხმდებით, რომ პოლიტიკოსის ადგილი არ არის ციხეში, თუ რა თქმა უნდა ის კრიმინალი არ არის და ზუსტად ამას სთავაზობდნენ, რომ სადაც არის პოლიტიკოსის ადგილი, იქ მისულიყვნენ, პირდაპირ ეთერში, კონკრეტულ კითხვებზე პასუხი გაეცათ და თუ სურვილი ექნებოდათ, თავიანთი პოზიციაც დაეფიქსირებინათ, - განაცხადა საქპატენტის ხელმძღვანელმა სოსო გიორგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“. მან უპასუხა კითხვას, რომელიც შეეხებოდა ოპოზიციის კრიტიკულ განცხადებებს, მათ შორის პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე დაბარებასთან დაკავშირებით.
„ისინი თავშესაფარს ეძებენ ციხეში, რომ გაექცნენ პასუხისმგებლობას და თან რამდენიმეთვიან მუხლს ირჩევენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პოლიტიკოსობამდე გზა ყველაფერზე გადის, მათ შორის ღალატზე. საქართველოში სამწუხაროდ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, შეუძლიათ უღალატონ სამშობლოს, უღალატონ თანამებრძოლებს და გახდნენ პოლიტიკოსები. ამიტომ, ან ლოგიკიდან ამოსული ადამიანები ბუნებრივია ამბობენ იმას, რაც მათი აზრით უკავშირდება თავის მართლებას, მაგრამ ადამიანები, რომლებიც თავის მართლების რეჟიმში არიან, უკვე ბევრი წელია აგებენ არჩევნებს და კიდევ ყველა არჩევნებს წააგებენ, თუკი ისინი ამ ლოგიკით გააგრძელებენ პირველ რიგში საკუთარ ამომრჩეველთან ურთიერთობას. მათი უმეცრება პოლიტიკაში - ეს არ არის მხოლოდ მიზეზი, რის გამოც ისინი წარუმატებლები არიან. მეორე მხარეს დგას უფრო მნიშვნელოვანი არგუმენტი, რომელსაც ჰქვია საქართველოს ხელისუფლების, ქართული ოცნების ხელისუფლების სწორი პოლიტიკა“, - განაცხადა გიორგაძემ.
ყველა სიახლე

18 ივლისი 2025, 00:58
მსოფლიო
თეთრი სახლი: სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ დონალდ ტრამპს ქრონიკული ვენური უკმარისობა აქვს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფეხებზე მცირე შეშუპებისა და ერთ ხელზე სისხლჩაქცევების გამო სამედიცინო შემოწმება გაიარა. ამის შესახებ გამოცემა The Hill-ი იუწყება თეთრი სახლის განცხადებაზე დაყრდნობით.

18 ივლისი 2025, 00:42
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვხედავთ ნიშნებს, რომ არის მცდელობა გარედან არეულობის შემოტანისა. ბრიუსელის ზოგიერთი ნაბიჯები ამას გვაჩვენებს, რომ იქნება გარედან ქვეყნის არევის მცდელობა
ჩვენ ვხედავთ ნიშნებს, რომ არის მცდელობა გარედან არეულობის შემოტანისა. ბრიუსელის ზოგიერთი ნაბიჯები ამას გვაჩვენებს, რომ იქნება გარედან ქვეყნის არევის მცდელობა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

18 ივლისი 2025, 00:34
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: რუსეთ-უკრაინის ომმა ბრიუსელი ევროპული კალაპოტიდან ამოაგდო - მშვიდობის პროექტი მილიტარისტულ პროექტად გადაიქცა
„დღეს ვხედავთ, რომ მშვიდობის პროექტი გადაიქცა მილიტარისტულ პროექტად. ვხედავთ, სხვადასხვა ქვეყნის გამალებული ლტოლვას შეიარაღებისკენ და ევროკავშირი, რომელიც მშვიდობის პროექტად იყო ჩაფიქრებული დღეს ფაქტობრივად მილიტარისტული გზით მიდის, რაც მისთვის არაორგანულია და ამიტომაც არის, რომ გარკვეულ ექსტრემალურ ნაბიჯებს დგამენ, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

18 ივლისი 2025, 00:26
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: რომელიმე ქვეყნის ელჩს ამ ქვეყანაში თუ ჰგონია, რომ არ უნდა მისცეს ლეგიტიმაცია ქართველი ხალხის არჩევანს, ის მწარედ ცდება. არავის ლეგიტიმაცია არ სჭირდება
დავესესხები ეუთო/ოდირის წარმომადგენელს, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ქვეყნების არჩევნებს ლეგიტიმაციას აძლევენ უცხო ქვეყნები, ეს იქნება დემოკრატიის დასასრული. რომელიმე ქვეყნის ელჩს, ამ ქვეყანაში თუ ჰგონია, რომ არ უნდა მისცეს ლეგიტიმაცია ქართველი ხალხის არჩევანს, ის მწარედ ცდება. არავისი ლეგიტიმაცია არ სჭირდება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

18 ივლისი 2025, 00:25
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, ბრიუსელში გარკვეულ მიდგომას ვხედავთ, რომ ძალა აღმართს ხნავს და რატომღაც ჰგონიათ, რომ საქართველო დაბალი ღობეა და ეს ყველაფერი შეიძლება გაუვიდეთ, რაც სამწუხაროა. ეს არის სწორედ არაევროპული მიდგომა
სამწუხაროდ, ბრიუსელში გარკვეულ მიდგომას ვხედავთ, რომ ძალა აღმართს ხნავს და რატომღაც ჰგონიათ, რომ საქართველო დაბალი ღობეა და ეს ყველაფერი შეიძლება საქართველოსთან გაუვიდეთ, რაც სამწუხაროა. ეს არის სწორედ არაევროპული მიდგომა და ევროპული ღირებულებებისგან დაცლა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

18 ივლისი 2025, 00:15
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო ნაკლებად იქნება რადიკალური ოპოზიცია არჩევნებში წარმოდგენილი, მით უფრო კარგი ქართული დემოკრატიისთვის - ეს არის ქართული დემოკრატიის გაჯანსაღების ფორმულა
„რაც უფრო ნაკლები რადიკალი და ექსტრემისტი იქნება საარჩევნო სიაში, მით უფრო კარგი ქართული დემოკრატიისთვის. რაც შეეხება პატიმრობაში მყოფ ზოგიერთ ლიდერებს - მოსთხოვონ იმ ელჩებსა და უცხო პოლიტიკოსებს, რომლებმაც ისინი შეაგულიანეს, რომ შეიძლება არ აღიარონ საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ავალდებულებს მათ, რომ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაში. როდესაც პოლიტიკოსი კონსტიტუციას არღვევს, თუ ის არ არის სალომე ზურაბიშვილი, მათ არ ეპატიებათ. სალომე ზურაბიშვილს პირდაპირ ევროკავშირის მხრიდან ეპატია, რომ პირდაპირ დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუცია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

18 ივლისი 2025, 00:08
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ამომრჩეველს ეუბნებიან, რომ მოგვაგებინეთ დიდი ქალაქი, რომ შემდეგ მოვაწყოთ ობსტრუქცია. წალენჯიხის მერი რომ გაიფიცა, ასე გაიფიცოს თბილისის მერი და ობსტრუქცია მოუწყოს საკუთარ ქალაქს
თვითმმართველობის არჩევნებს ისეთი პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს. საქმე ეხება კომუნალურ საკითხებს, გზას, სკვერებს, სპორტულ მოედნებს და ა.შ., რომელიც რადიკალურ ოპოზიციას არ აინტერესებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ოპოზიციაზე საუბრისას.

18 ივლისი 2025, 00:03
პოლიტიკა
შალვა პაპაუშვილის თქმით, 2022 წელს, მოლდოვამ რუსეთთან დაკავშირებით ბრიუსელის რეკომენდაციები გაითვალისწინა, საქართველომ კი არა, რის შედეგადაც მოლდოვას 2022 წელს 5%-იანი ეკონომიკური ვარდნა ჰქონდა, მაშინ, როცა საქართველოს - 11%-იანი ზრდა
„გამოდგა, რომ არავინ იზრუნებს შენს ინტერესებზე შენ გარდა. არავინ იზრუნებს შენს ხალხზე, შენ გარდა. აი ეს არის შედეგი, ჩვენ რომ ავყოლოდით ბრიუსელის რეკომენდაციებს და რჩევებს და მოთხოვნებს. ჩვენ რომ დაგვეწესებინა რუსეთისთვის პირდაპირი სანქციები, ჩაგვეკეტა საზღვარი, წავსულიყავით ეკონომიკურ და პოლიტიკურ ესკალაციაზე, არაფერს ვამბობ სამხედრო ესკალაციაზე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

17 ივლისი 2025, 23:57
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ევროპას ეს დრო გამოვლილი აქვს, როდესაც უმტკიცებდნენ ხალხს, რომ დედამიწა ბრტყელია და ვინც ამბობდა დედამიწა არ არის ბრტყელი, კოცონზე წვავდნენ. დღესაც ეს არის სინამდვილეში, იდეოლოგიურ კოცონზე წვავენ ქართველ ხალხს
ევროპას ეს დრო გამოვლილი აქვს, როდესაც უმტკიცებდნენ ხალხს, რომ დედამიწა ბრტყელია და ვინც ამბობდა, რომ დედამიწა არ არის ბრტყელი, კოცონზე წვავდნენ. დღესაც ეს არის სინამდვილეში, ერეტიკოსებად გვაცხადებენ და იდეოლოგიურ კოცონზე წვავენ ქართველ ხალხს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონსა და ვიზალიბერალიზაციაზე საუბრისას.

17 ივლისი 2025, 23:57
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: გერმანიის ელჩი ოპოზიციის პროპაგანდისტია უკვე, კრიტიკული აღარ ჰქვია ამას
„2023 წელს, სანამ გამჭვირვალობის კანონს დავაინიცირებდით, წერილიც კი მივწერე ევროკავშირის ელჩს და ვთხოვე, „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ - იმ ფონდის, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ გვიფინანსებდა, დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. მომწერა, ვერ გავასაჯაროებთო, თუმცა პირად საუბარში მითხრა, რომ ნახა, რას აფინანსებდა ეს ფონდი და დამეთანხმა, რომ ეს პოლიტიკური ფული იყო. რომ ვუთხარი, მეც მაჩვენე მეთქი, არაო, არ მაჩვენა - ამ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს დამიმალა, რას აფინანსებს ევროკავშირი საქართველოში, - განაცხადა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, ეს ყველაფერი უკრაინაში დაწყებულ ომს მოჰყვა, როდესაც საქართველომ „უარი თქვა ესკალაციაზე, სანქციებზე და ისეთ საკითხებზე, რომლებიც აზიანებს საქართველოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

17 ივლისი 2025, 23:54
პოლიტიკა
პაპუაშვილი მოლდოვასა და საქართველოზე: მე ვუყურებ ფაქტებს - რა მოსდის ქვეყნის ეკონომიკას, როდესაც ბრიუსელის რეკომენდაციებს უჯერებ და რა მოსდის ქვეყნის ეკონომიკას, როდესაც შენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს მიყვები
მე ვუყურებ ფაქტებს, საქართველო -მოლდოვა - რა მოსდის ქვეყანას ეკონომიკას, როდესაც უჯერებ ბრიუსელის რეკომენდაციებს და რა მოსდის ქვეყანას ქვეყნის ეკონომიკას როდესაც შენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს მიყვები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რითაც მოლდოვაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას გამოეხმაურა.

17 ივლისი 2025, 23:54
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: პირდაპირ გვაშინებენ, რომ ევროკავშირი არის ბუა - ვიზის აუცილებლობა თუ იქნება, რა თქმა უნდა, ის ჩვენ დაგვტანჯავს, გაგვაწვალებს, მოგვეპყრობიან არაადამიანურად
პირდაპირ გვაშინებენ, რომ ევროკავშირი არის ბუა - ვიზის აუცილებლობა თუ იქნება, რა თქმა უნდა, ის ჩვენ დაგვტანჯავს, გაგვაწვალებს, მოგვეპყრობიან არაადამიანურად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე არსებულ შესაძლო რისკებზე საუბრისას.

17 ივლისი 2025, 23:51
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ გვაქვს მწარე გამოცდილება 26 ოქტომბრის არჩევნების, რომელშიც ევროკავშირი სხვადასხვა გამოვლინებით, მისი წევრი ქვეყნებით, თუ სხვადასხვა ინსტიტუციით ჩაერია საქართველოს არჩევნებში, ეს არის ფაქტი
ჩვენ გვაქვს მწარე გამოცდილება 26 ოქტომბრის არჩევნების, რომელშიც ევროკავშირი სხვადასხვა გამოვლინებებით, მისი წევრი ქვეყნებით, თუ სხვადასხვა ინსტიტუციებით ჩაერია საქართველოს არჩევნებში, ეს არის ფაქტი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

17 ივლისი 2025, 23:39
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წერილზე: ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და დაარღვია საქართველოსთან 2010 წელს დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება, რაც სირცხვილია
ამ წერილიდან გავიგეთ ორი რამ: გავიგეთ რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტისთვის ვიზის აუცილებლობის შემოღება იყო 2010 წლის ხელშეკრულების დარღვევა ევროკავშირის მხრიდან და ფაქტია, რომ ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და დაარღვია საქართველოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება, რაც რა თქმა უნდა სირცხვილია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

17 ივლისი 2025, 23:38
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელის წერილი შეეხება უვიზო მიმოსვლის ანგარიშებს, რომელიც ყოველ წელს დგება დეკემბერში. აგვისტო წერილში არ არის ნახსენები, ზეპირად არის ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ აწყობილია საარჩევნო კალენდარზე
ბრიუსელის წერილი შეეხება უვიზო მიმოსვლის ანგარიშებს, რომელიც ყოველ წელს დგება და ეს ხდება წესით დეკემბერში. ეს აგვისტო წერილში არ არის ნახსენები და ზეპირად არის ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს აწყობილია საარჩევნო კალენდარზე,- განაცხადა „იმედი LIVE-ში" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

17 ივლისი 2025, 23:38
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: წარმოგიდგენიათ მაკა ბოჭორიშვილი რომ ჩავიდეს ესტონეთში და ოპოზიციის აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! იტყვიან, რომ ევროპული ღირებულებები ამას ეწინააღმდეგება. თვითონ რომ ამას აკეთებენ, ეს რატომაც ჩვეულებრივი მომენტია
წარმოგიდგენიათ მაკა ბოჭორიშვილი, რომ ჩავიდეს ესტონეთში და იქაური ოპოზიციის აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! იტყვიან, რომ ევროპული ღირებულებები ამას ეწინააღმდეგება. თვითონ, რომ ამას აკეთებენ, ეს რატომაც ჩვეულებრივი მომენტია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

17 ივლისი 2025, 23:24
მსოფლიო
თეთრი სახლის პრესმდივანი: უკრაინაში 50 დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება თუ არ იქნება მიღწეული, რუსეთს ძალიან მაღალი ტარიფები და მეორადი სანქციები დაუწესდება
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა რუსეთს 50-დღიანი ვადა განუსაზღვრა, რათა უკრაინის ომში სამშვიდობო შეთანხმებას ან ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიოს.

17 ივლისი 2025, 23:07
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: რობერ შუმანი ალბათ საფლავში ტრიალებს, როდესაც ხედავს რა ემართება ევროკავშირს ბრიუსელის დღევანდელი პოლიტიკური ელიტის ხელში. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის სვლას საბჭოთა კავშირისკენ
სრულად ეწერება იმ პოლიტიკაში, რომელსაც ახალი ადმინისტრაცია აწარმოებს. ჩვენ სახელმწიფო მდივნისგან მოვისმინეთ კიდევაც განმარტება, რომ განსხვავებით წინა ადმინისტრაციისგან, ისინი აღიარებენ, რომ ყველა ქვეყანა მოქმედებს საკუთარი ინტერესით და ასევე, პატივს სცემენ სხვა ქვეყნების ინტერესებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მითითებაზე, რომ დიპლომატებმა, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უცხო ქვეყნის არჩევნებზე, სამართლიანობაზე და ლეგიტიმაციაზე მსჯელობისგან თავი უნდა შეიკავონ.

17 ივლისი 2025, 22:33
სპორტი
ქუთაისის „ტორპედო“ და გორის „დილა“ კონფერენსლიგის მეორე ეტაპზე იასპარეზებენ
„ტორპედომ“ სტუმრად 1:1 ითამაშა და ორი მატჩის ჯამში „ორდაბასის“ 5:4 სძლია. გორის „დილამ“ განმეორებით მატჩში „რასინგი“ 1:0, ორი მატჩის ჯამში კი 3:1 დაამარცხა.

17 ივლისი 2025, 22:09
სპორტი
აკაკი ქემერტელიძე სარეიტინგო ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორია
უნგრეთში ჭიდაობაში სარეიტინგო ტურნირზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ) საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი მოუტანა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ირანელი აბბას იბრაჰიმზადეჰი დაამარცხა.