18 ივნისი 2025, 17:53 / სანდო წყარო

დავით სონღულაშვილი: ჩვენი გრძელვადიანი მიზანია მაღალი ხარისხის, პრემიუმ სეგმენტის ღვინის წარმოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბრიტანელ ღვინის მაგისტრს, სარა ებოტს შეხვდა. მხარეებმა დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის საკითხებზე იმსჯელეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართულ ღვინოს უნდა ჰქონდეს ძლიერი პოზიცია, როგორც ხარისხიან და ავთენტურ პროდუქტს.

„დიდი ბრიტანეთი ჩვენთვის სტრატეგიული ბაზარია, ამიტომ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ქართველ მეღვინეებს ბაზარზე წვდომის გაზრდაში. ჩვენი გრძელვადიანი მიზანია მაღალი ხარისხის, პრემიუმ კლასის ღვინის წარმოება და მისი დამკვიდრება საერთაშორისო ბაზრებზე. საქართველოს არ აქვს ბუნებრივი რესურსი, მასშტაბურად აწარმოოს დაბალი ფასის კატეგორიის ღვინო; სწორედ ამიტომ, აქცენტი ხარისხზეა“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართველი მეღვინეების და ღვინის კომპანიების მიერ ბრიტანეთის ბაზარზე პოზიციონირების გაძლიერებასა და ექსპორტის მოცულობის ზრდას. სარა ებოტმა აღნიშნა, რომ 2024 წელი წარმატებული იყო ქართული ღვინისთვის ბრიტანულ ბაზარზე და წლის განმავლობაში დადებითი გამოხმაურება და გაყიდვების ზრდა დაფიქსირდა. მისი თქმით, 2025 წლისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია ონლაინ მარკეტებში ქართული ღვინის კომპანიების ცნობადობის გაზრდა.

„ჩვენი მიმდინარე წლის მიზანია, ქართული ღვინის პოზიციონირება მოვახდინოთ ონლაინ გაყიდვების პლატფორმებზე, რომლებიც დიდ ბრიტანეთში განსაკუთრებით პოპულარულია. გასათვალისწინებელია, რომ ღვინის ხარისხი იწყება ვენახიდან, შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ ექსპორტის ზრდასა და პრემიუმ სეგმენტში დამკვიდრებაზე, აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ ვენახის მოვლასა და პირველადი ხარისხის უზრუნველყოფასაც“, - განაცხადა სარა ებოტმა.

დიდი ბრიტანეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან განიხილება როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარი. ქართული ღვინის დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო სარა ებოტის კომპანიასთან „Swirl Wine Group LTD” 2015 წლიდან თანამშრომლობს. სააგენტოს და ქართული ღვინის მწარმოებლებს შორის თანმიმდევრული და მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, 2024 წელს ექსპორტირებული იყო დაახლოებით 426 ათასი ლიტრი ღვინო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 72%-ით აღემატება.

2025 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ქართულ ღვინოს დიდ ბრიტანეთში კვლავ „Swirl Wine Group” წარადგენს. მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია დეგუსტაცია-სემინარები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, ქართული ღვინის მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენებში, ასევე მიზნობრივი სარეკლამო და მედია აქტივობები, რაც დამატებით შეუწყობს ხელს ბრიტანულ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და გაყიდვების ზრდას.

ყველა სიახლე

10 ივლისი 2025, 20:20

პოლიტიკა

ტყუილი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან - რასა იუკნევიჩიენეს ნათქვამი მზია ამაღლობელის ადვოკატმა უარყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ტყუილი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან. მზია ამაღლობელის ადვოკატმა დაადასტურა, რომ რასა იუკნევიჩიენემ იცრუა. ეს ოპოზიციის მეგობარი დეპუტატის პირველი მხილება არ არის. სწორედ იუკნევიჩიანეა ავტორი რეზოლუციის, რომელიც ფაქტების ნაცვლად ოპოზიციის სურვილებს ეფუძნება.

რატი იონათამიშვილი

10 ივლისი 2025, 20:18

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი იუკნევიჩიენეს განცხადებაზე: მატყუარა ადამიანების საუბარს არც ჩვენი საზოგადოებისთვის და არც ობიექტური შემფასებლებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება

მატყუარა ადამიანების საუბარს არც ჩვენი საზოგადოებისთვის და არც ობიექტური შემფასებლებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, - აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა რასა იუკნევიჩიანეს განცხადებაზე მზია ამაღლობელთან დაკავშირებით

ეკა სეფაშვილი

10 ივლისი 2025, 20:12

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მიზანია ქვეყანა ძალადობრივ რევოლუციამდე მიიყვანოს, თუმცა ეს არ მოხდება, რადგან მათ მომხრეები არ ჰყავთ

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება არჩევნების არდაშვებასთან დაკავშირებით და სალომე ზურაბიშვილის, ცოტა არ იყოს, გაუგებარი განცხადებების თანხვედრა გასაკვირი არ არის, რადგან ისინი ერთი და იმავე ხელით იმართებიან. ორივე ამ სუბიექტის მიზანი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის შექმნა და არეულობის გამოწვევაა, რაც ქვეყანას ძალადობრივ რევოლუციამდე მიიყვანს. თუმცა, სრული დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არ მოხდება, რადგან მათ მომხრეები არ ჰყავთ და საქართველოში ხელისუფლებას ყოველთვის არჩევნების გზით ავირჩევთ“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ემანუელ მაკრონი კირ სტარმერი

10 ივლისი 2025, 20:08

მსოფლიო

სტარმერი და მაკრონი პუტინზე ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდებენ ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვლადიმირ პუტინზე ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდეს, რათა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა მოხდეს. მათ ახალი სანქციების დაწესების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

10 ივლისი 2025, 19:41

მსოფლიო

ტეხასის შტატში, წყალდიდობის შემდეგ 160-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა, დაღუპულთა რიცხვი კი 120-მდე გაიზარდა

ტეხასის შტატში, გასულ კვირას მომხდარი წყალდიდობის შემდეგ, სამძებრო ჯგუფები კვლავ 160-ზე მეტ დაკარგულ ადამიანს ეძებენ. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვმა 120-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

10 ივლისი 2025, 19:20

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს გარეტ უორდს შეხვდა

შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური მიმართულებით არსებულ დინამიკას ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, საფინანსო სექტორი, ტურიზმი და სამოქალაქო ავიაცია. აღინიშნა ის ტენდენციები, რომლებიც ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებობს, მათ შორისაა ორმხრივი ვაჭრობა - 2024 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 170 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 7 პროცენტით მეტია. ასევე გაიზარდა ექსპორტის მაჩვენებელი - 2024 წელს ადგილობრივმა ექსპორტმა დიდ ბრიტანეთში 43 პროცენტით მოიმატა.

მარკო რუბიო

10 ივლისი 2025, 19:03

მსოფლიო

მარკო რუბიო: აშშ შეეცდება დაარწმუნოს ნატოს მოკავშირეები, უკრაინას გადასცენ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ შეეცდება დაარწმუნოს ნატოს მოკავშირეები, უკრაინას გადასცენ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

მარკო რუბიო

10 ივლისი 2025, 18:53

მსოფლიო

მარკო რუბიო ლავროვთან შეხვედრაზე: ჩვენი სტრატეგიაა, გავაგრძელოთ ყველა მხარესთან მუშაობა ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართულ შეხვედრაზე გაიმეორა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმედგაცრუება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებში პროგრესის არარსებობის გამო.

10 ივლისი 2025, 18:39

რეგიონი

ტინისხიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყო

პროექტის მიხედვით მოეწყობა 1500 მეტრამდე გზის საფარი, სანიაღვრე არხი, ასევე მიერთებები და ეზოებში შესასვლელები. დაგეგმილია გზის მონიშვნების მოწყობა და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები.

დავით ქართველიშვილი

10 ივლისი 2025, 18:35

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: სალომე ზურაბიშვილის აბდაუბდა გზავნილებით ჩანს, რომ რადიკალები, თავიანთ უცხოელ ტოპ ლიდერებთან ერთად, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯერ ვერ ჩამოყალიბებულან

„ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა მედიასთან ევროპარლამენტში საქართველოს წინააღმდეგ გაჟღერებულ მწვავე განცხადებებისა და ქვეყანაში რადიკალური ოპოზიციის უიმედო პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის აბდაუბდა გზავნილებით ჩანს, რომ რადიკალები, თავიანთ უცხოელ ტოპ ლიდერებთან ერთად, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯერ ვერ ჩამოყალიბებულან.

10 ივლისი 2025, 18:30

მსოფლიო

სომხეთის საგარეო უწყება დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს აბუ დაბიში სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის გამართულ შეხვედრაზე

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დეტალური ინფორმაცია გამოაქვეყნა აბუ დაბიში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის შეხვედრის შესახებ.

ზურაბ მანჯავიძე

10 ივლისი 2025, 18:26

პოლიტიკა

ზურაბ მანჯავიძე სახელმწიფო ღალატის მუხლის შემოტანის ინიციატივაზე: ამ ინიციატივაზე მხარდაჭერა უნდა იყოს, რადგან აუცილებელია. კანონმდებლობის შერბილებამ გამოიწვია პირიქით ამ ადამიანების გათავხედება

სახელმწიფო ღალატის მუხლის შემოტანის ინიციატივაზე მხარდაჭერა უნდა იყოს, რადგან აუცილებელია. ამ კანონმდებლობის შერბილებამ გამოიწვია პირიქით ამ ადამიანების გათავხედება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საზოგადოება „ქართულის“ წევრმა ზურა მანჯავიძემ სახელმწიფო ღალატის მუხლის შემოტანის ინიციატივაზე საუბრისას.

ირაკლი ქადაგიშვილი

10 ივლისი 2025, 18:25

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: თუ ევროკავშირი ისევ დაუბრუნდება ჩვენს ქვეყანასთან კონსტრუქციული დიალოგის გზას, ჩვენი კანონმდებლობა იქნება ჰარმონიაში ევროპულ კანონმდებლობასთან

თუ ევროკავშირი ისევ დაუბრუნდება ჩვენს ქვეყანასთან კონსტრუქციული დიალოგის გზას ჩვენი კანონმდებლობა იქნება ჰარმონიაში ევროპულ კანონმდებლობასთან,- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

10 ივლისი 2025, 18:21

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: შეუძლებელია, ევროპა იყოს იქ, სადაც წამების სისტემის შემქმნელი დიქტატორის სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვენ

შეუძლებელია, ევროპა იყოს იქ, სადაც წამების სისტემის შემქმნელი დიქტატორის სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილ წერს.

კობა ობოლაშვილი

10 ივლისი 2025, 18:17

სპორტი

კობა ობოლაშვილი ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის მთავარ მსაჯად დაინიშნა - საქართველოს წარმომადგენელი მთავარი მსაჯის პოსტს პირველად დაიკავებს

საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი კობა ობოლაშვილი ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის მთავარ მსაჯად დაინიშნა. საქართველოს წარმომადგენელი მთავარი მსაჯის პოსტს პირველად დაიკავებს. ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს მადრიდი 23-30 ივლისს უმასპინძლებს.

დენის შმიგალი

10 ივლისი 2025, 18:16

მსოფლიო

უკრაინის პრემიერი: უკრაინის ხელისუფლების შეფასებით, ქვეყნის აღდგენა და მოდერნიზაცია 14 წლის განმავლობაში 1 ტრილიონი დოლარი დაჯდება

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლების შეფასებით, ქვეყნის აღდგენა და მოდერნიზაცია 14 წლის განმავლობაში 1 ტრილიონი დოლარი დაჯდება.

ზურაბ მანჯავიძე

10 ივლისი 2025, 18:12

პოლიტიკა

ზურაბ მანჯავიძე: რასაც გვიბრძანებენ იმას არ ვაკეთებთ, მათი გავლენის სფეროდან ვართ გამოსული, ამიტომ არ მოსწონთ ევროპარლამენტარებს საქართველოს ეროვნული ინტერესი - ეს პროცესი ჩვენმა გაუტეხლობამ უნდა დაასრულოს

„წინააღმდეგობა გავუწიეთ ლგბტ ყბადაღებულ თემებზე, აგენტების კანონებზე, ასევე „ფარასთან“ დაკავშირებით. ერთადერთი, მთავარი ახსნა არის ის, რომ გამოვდივართ მათი დიდი ბიძების გავლენის სფეროდან და მათ დაქნეულ თითზე ცალ ფეხზე არ ვხტუნაობთ და კუდს არ ვუქიცინებთ, აი ამაზე არიან გაცოფებულები. მონური ფსიქოლოგიის ადამიანები, ეროვნული ღირსებით შემოსილ ადამიანებს, აქეთ გვეძახიან მონებს, რაც ძალიან სასაცილოა“, - აღნიშნა ზურაბ მანჯავიძემ.

10 ივლისი 2025, 18:11

კულტურა

ქართველი რეჟისორი მარიამ ბიწაძე ლოკარნოს კინოფესტივალის Film Foundry-სა და BaseCamp-ის მონაწილეა თავისი მოკლემეტრაჟიანი ფილმით Sous la table

ის არის ევროპის კინოაკადემიის, ევროპის დოკუმენტალისტების ასოციაციის (DAE), EWA Network-ის წევრი და ასევე დოკუმენტური კინოს ასოციაცია DOCA-ს მმართველი საბჭოს წევრი. 2024 წელს მარიამი მოხვდა Forbes Georgia-ის "30 წარმატებული 30 წლამდე" სიაში კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ფრიდრიხ მერცი

10 ივლისი 2025, 18:09

მსოფლიო

მერცმა განაცხადა, რომ ტრამპს ესაუბრა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების შეძენაზე

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა დონალდ ტრამპთან უკრაინისთვის Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების მეტი რაოდენობით მიწოდების საკითხი განიხილა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

10 ივლისი 2025, 18:08

პოლიტიკა

ზურა მანჯავიძე: ევროპელმა პოლიტიკოსებმა ვერ გაიცნეს ქართველი ხალხის ბუნება და უბორკილოდ დატყვევებული მონები რომ ჰყავთ აქ, აქაური არასამთავრობოების, გაყიდული მედიების და პოლიტიკოსების სახით, ჰგონიათ, მთელი ქვეყანა არის ასეთი

როგორც მანჯავიძემ აღნიშნა, ევროპელ პოლიტიკოსებს ჰგონიათ, რომ უბორკილოდ დატყვევებული მონები რომ ჰყავთ საქართველოში - აქაური არასამთავრობოების, გაყიდული მედიების და პოლიტიკოსების სახით, მთელი ქვეყანა არის ასეთი.