მცხეთაში საზაფხულო ბანაკი „ინტელექტუალური საკუთრება და ინოვაციები“ გაიმართა

ფოტო: საქპატენტი
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში 5-დღიანი საზაფხულო ბანაკი „ინტელექტუალური საკუთრება და ინოვაციები“ გაიმართა. ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.
„ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“; თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური და ა(ა)იპ „თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულმა 15-18 წლის ასაკის 37-მა მოზარდმა.
ბანაკი მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ თიკა ნებიერიძემ. მან ახალგაზრდებს დაინტერესებისა და ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.
საზაფხულო ბანაკი საქპატენტსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა, რომელიც მიზნად ისახავს, ერთობლივი საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელების გზით, ინტელექტუალური საკუთრებისა და განათლების სფეროში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას.
ბანაკის კონცეპტუალური ჩარჩო საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრის მიერ სპეციალურად შემუშავდა. სასწავლო სესიებს უძღვებოდნენ საქპატენტის წარმომადგენლები – გამოგონებებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსი მერი მაჭარაშვილი და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ანუკი ობოლაძე.
ბანაკის პროგრამა მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისთვის ინტელექტუალური საკუთრების სფეროს გაცნობას, მათ შორის, გამოგონებების, სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების, დიზაინისა და ახალი ჯიშების, ასევე, საავტორო და მომიჯნავე უფლებებით დაცული ნაწარმოებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. სასწავლო სესიებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინოვაციებზე, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და, ასევე, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ნაწარმოებების დაცვაზე.
სწავლება წარიმართა ინტერაქტიულ ფორმატში თემატური სესიებისა და პრაქტიკული დავალებების მეშვეობით. საგანმანათლებლო კომპონენტის გარდა, ბანაკი მოიცავდა სოციალურ და გუნდურ აქტივობებს, კულტურულ და შემოქმედებით ღონისძიებებს. ბანაკის მონაწილეები ეწვივნენ საქპატენტის მცხეთის სათავო ოფისსაც, სადაც ადგილზე გაეცნენ ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრაციის პროცედურებს და სამუშაო პროცესებს. საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ მონაწილეებს პირადად უმასპინძლა და ინტელექტუალურ საკუთრებაზე, პიროვნების განვითარებაში განათლების როლსა და მის აუცილებლობაზე ესაუბრა. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა ინტელექტუალური საკუთრების ეკონომიკურ პოტენციალზე და აღნიშნა, რომ ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და ეფექტიანი გამოყენება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა, რაც თავის მხრივ, ქმნის მრეწველობის ახალ დარგებსა და სამუშაო ადგილებს.
ბანაკის დასასრულს გაიმართა ვიქტორინა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ. ბოლოს კი მოზარდებს გადაეცათ ბანაკში მონაწილეობის დამდასტურებელი სერტიფიკატები.
საქპატენტისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ახალგაზრდებში ინტელექტუალური საკუთრების სფეროს მიმართ ინტერესის გაღვივება, მათი მოზიდვა და აქტიური ჩართულობა სხვადასხვა სასწავლო-საგანმანათლებლო აქტივობაში. უნდა აღინიშნოს, რომ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით, საქპატენტსა და თბილისის მერიას შორის აქტიური თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ინოვაციური იდეების გენერირებას, ახალგაზრდებში პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებასა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის სტიმულირებას. აქედან გამომდინარე, წარმატებული თანამშრომლობის გათვალისწინებით, მხარებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საზაფხულო ბანაკი „ინტელექტუალური საკუთრება და ინოვაციები“ ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ყველა სიახლე

15 ივლისი 2025, 01:20
მსოფლიო
ზელენსკიმ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

15 ივლისი 2025, 01:08
საზოგადოება
ირაკლი როსტომაშვილი: გასაკეთებელია არაპოპულარული რაღაცები, დღეს მერად მუშაობა არის სასჯელი, ხალხს თავი უნდა შეაძულო, მიშენებების, თვითნებური ნაგებობების გამო
„მენაშენეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ირაკლი როსტომაშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროა ავარიული შენობების ინვენტარიზაცია და გადასადგმელია არაპოპულარული, მტკივნეული ნაბიჯები, რათა დედაქალაქში ავარიული კორპუსების პრობლემა შემცირდეს. ამის შესახებ ირაკლი როსტომაშვილმა „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.

15 ივლისი 2025, 01:06
მსოფლიო
The Washington Post: გერმანია უკრაინას მიაწვდის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომლებსაც შეერთებული შტატებისგან შეიძენს
გერმანია უკრაინას მიაწვდის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომლებსაც შეერთებული შტატებისგან შეიძენს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

15 ივლისი 2025, 00:56
საზოგადოება
არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი: რომც მოხდეს დღეს ჩამონგრეული შენობის რეკონსტრუქცია, სახლები აუცილებლად უნდა დაიცალოს და ის, რომ მოსახლეობა არ თანხმდება შენობის დაცლას უდიდესი პრობლემაა
რომც მოხდეს დღეს ჩამონგრეული შენობის რეკონსტრუქცია და მერიამ ვთქვათ გამონახოს ამ შენობის რეკონსტრუქციის სახსრები ის აუცილებლად უნდა დაიცალოს, სხვანაირად არ შეიძლება. რაც კალაძემ ბრძანა, რომ მოსახლეობა არ თანხმდება, ეს უდიდესი პრობლემაა,- განაცხადა არქიტექტორმა, ირაკლი როსტომაშვილმა გადაცემაში „პირველი ხაზი“, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე საუბრისას.

15 ივლისი 2025, 00:45
საზოგადოება
ირაკლი როსტომაშვილი: მე რომ ვუყურებ ჟურნალისტებს, რატომ არ აშუქებთ იმას, რომ ეს კერძო საკუთრებაა? მესაკუთრეების თანხმობის გარეშე იქ სამუშაოებს, ვერც მერია და ვერც ინვესტორი ვერ აწარმოებს
„მენაშენეთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა, ირაკლი როსტომაშვილმა „ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა. რომ დედაქალაქში არსებული ავარიული კორპუსების პრობლემის გადაჭრას ხშირ შემთხვევაში თავად მოსახლეობა აფერხებს.

14 ივლისი 2025, 23:58
საზოგადოება
ირაკლი ბენდელიანი: ახლაც, ამ წუთის მდგომარეობით, სამი ოჯახი არის წინააღმდეგი გამოსვლაზე. კიდევ მოვუწოდებ მოსახლეობას, პასუხისმგებლობით მივუდგეთ ასეთ საკითხებს, რათა უბედური შემთხვევები ავიცილოთ თავიდან
ახლაც, ამ წუთის მდგომარეობით, სამი ოჯახი არის წინააღმდეგი გამოსვლაზე, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა.

14 ივლისი 2025, 23:57
საზოგადოება
„გლობალ მედის“ გენერალური დირექტორის ინფორმაციით, „სადგურის მოედანზე“ ნგრევის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ ეტაპისთვის ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს
„პაციენტი ამჟამად ოპერაციულ მკურნალობას არ საჭიროებს, თუმცა ფიქსირდება ქალასარქვლის მოტეხილობა, ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სავსებით დამაკმაყოფილებელია. ნევროლოგიური სტატუსი დამაკმაყოფილებელია. ნეიროქირურგის რეკომენდაციით კომპიუტერული ტომოგრაფია განმეორდება კვლავ რამდენიმე საათის შემდეგ და დაკვირვების შედეგად გადაწყდება ოპერაციული მკურნალობის საკითხი“, - აღნიშნა სოფიო ბაბუციძემ.

14 ივლისი 2025, 23:36
მსოფლიო
ნატოში აშშ-ის ელჩი: უკრაინის დასაცავად გადასახადის გადამხდელთა შეუზღუდავი დოლარების გაგზავნის დღეები დასრულდა - იარაღის საფასურს ევროპა და კანადა გადაიხდიან, აშშ კი მათ დაამზადებს
ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთ უიტაკერმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ უკრაინის დასაცავად გადასახადის გადამხდელთა შეუზღუდავი დოლარების გაგზავნის დღეები დასრულდა.

14 ივლისი 2025, 23:35
საზოგადოება
ირაკლი ბენდელიანი: კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ ეს მძიმე ფაქტი გავიაზროთ ყველამ კარგად და რასაც მერია და მუნიციპალიტეტი სთავაზობს მოსახლეობას, მაქსიმალურად დავთანხმდეთ
აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს თითოეულ ოჯახთან, დავიწყეთ უკვე მოსახლეობის გაყვანა სასტუმროებში, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა.

14 ივლისი 2025, 23:25
სამართალი
შსს-მ თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ნგრევის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაციით, მომხდარი ნგრევის შედეგად, გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა, რომელიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გადაყვანილია სტაციონარში.

14 ივლისი 2025, 23:12
საზოგადოება
ნიკო კახეთელიძე: ახლაც, როდესაც მოსახლეობის გაყვანის ღონისძიება მიმდინარეობს, აღმოჩნდნენ ოჯახები, რომლებსაც გასვლა არ უნდათ
საკრებულოს წევრმა, ნიკო კახეთელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა, მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული, რომელიც არ გულისხმობს შენობის შემოღობვას.

14 ივლისი 2025, 23:12
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს მოკავშირეები დააფინანსებენ უკრაინისთვის Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემებისა და სხვა იარაღის შეძენას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს მოკავშირეები დააფინანსებენ უკრაინისთვის Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემებისა და სხვა იარაღის შეძენას.

14 ივლისი 2025, 23:10
საზოგადოება
ვაჟა სირაძის განცხადებით, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნანგრევებში კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს
„ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები, დამატებით ნაპოვნია ერთი გარდაცვლილი. როგორც თავიდანვე მოგახსენეთ, ერთი გარდაცვლილი იყო, ახლა დაემატა კიდევ ერთი გარდაცვლილი. ვაგრძელებთ სამუშაოებს. შესაბამისად, დამატებით მოგახსენებთ სხვა დეტალებზე“, - აღნიშნა მან.

14 ივლისი 2025, 23:09
საზოგადოება
ნიკო კახეთელიძე: მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი არ გულისხმობს იმას, რომ ეს შენობა შემოფარგლული ყოფილიყო
„შენობა არის მესამე კატეგორიის. მესამე კატეგორია არ გულისხმობს რომ შენობა უნდა შემოღობო, თუნდაც ის, რომ ადამიანები არ გადიან სახლიდან და იმას რას უღობავ?! ახლაც, როდესაც მოსახლეობის გაყვანის ღონისძიება მიმდინარეობს, ახლაც აღმოჩნდნენ ოჯახები, რომლებსაც აქედან გასვლა არ უნდათ“.

14 ივლისი 2025, 22:26
საზოგადოება
დიდუბის გამგეობას ჩამონგრეული კორპუსის მობინადრეები სასტუმროში გადაჰყავს
თბილისის მერია თევდორე მღვდლის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მობინადრეებს დროებით სასტუმროში განათავსებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

14 ივლისი 2025, 22:15
საზოგადოება
„სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. LIVE
„სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

14 ივლისი 2025, 22:14
საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებისა და საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლების მუშაობას ეცნობა
შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებისა და საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლების მუშაობას ეცნობა. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაციით, მომხდარი ნგრევის შედეგად, გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა. დაშავებული შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გადაყვანილია სტაციონარში.

14 ივლისი 2025, 22:13
მსოფლიო
Axios: აშშ უკრაინისთვის ნატოს 10 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღებას მიჰყიდის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპელი მოკავშირეებისთვის იარაღის მიწოდების მკვეთრი ზრდის შესახებ განაცხადა, რათა შემდგომში ეს შეიარაღება უკრაინას გადაეცეს.

14 ივლისი 2025, 22:10
საზოგადოება
„გლობალ მედის“ გენერალური დირექტორი: სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილია ქალბატონი, 49 წლის, პოლიტრავმის დიაგნოზით. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. არის კონტაქტური, ადეკვატური
სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილია ქალბატონი, 49 წლის, პოლიტრავმის დიაგნოზით, ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, - განუცხადა „ქრონიკას“ „გლობალ მედის“ გენერალურმა დირექტორმა სოფიო ბაბუციძემ.

14 ივლისი 2025, 21:55
საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილე: თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შენობას მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული - მოსახლეობასთან მიმდინარეობდა აქტიური კომუნიკაცია
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი აცხადებს, რომ დიდუბის რაიონში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსის მობინადრეებთან კომუნიკაცია წელიწადზე მეტია მიმდინარეობდა, თუმცა მოსახლეობის სრული თანხმობის მიღწევა ვერ შედგა.