ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან იქნება შესაძლებელი - საჯარო რეესტრი მომხმარებელს ახალ ციფრულ სერვისს სთავაზობს
ფოტო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს „გონიერი კონტრაქტის“ ახალ ინოვაციურ მომსახურებას სთავაზობს. საქართველოს მოქალაქეებს ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, დისტანციურად შეუძლიათ. ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ახალი სერვისი გონიერი კონტრაქტის თანამედროვე ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, მომსახურება სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ მიიღონ.
ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია. მოქალაქეთა მაღალი ინტერესისა და მომართვიანობის გათვალისწინებით, სააგენტომ აღნიშნულ მომსახურებაში გონიერი კონტრაქტის მექანიზმი დანერგა, რაც პროცესს კიდევ უფრო სწრაფად და მარტივად ხელმისაწვდომს ხდის.
გონიერი კონტრაქტის ინოვაციური სერვისის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა უსაფრთხო და თანადროული ანგარიშსწორებაა. სისტემა უზრუნველყოფს რეგისტრაციის პროცესისა და შესაბამისი ფინანსური ოპერაციის ერთდროულ განხორციელებას, რაც მომხმარებლებისთვის დამატებით გარანტიას ქმნის.
გონიერი კონტრაქტის სერვისით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას ან პასპორტს. მომსახურების მისაღებად დაინტერესებული პირები უნდა ეწვიონ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდს napr.gov.ge და მათთვის სასურველ დროს დაჯავშნონ დისტანციური სესია.
გონიერი კონტრაქტის პლატფორმა წარმატებით გამოიყენება უძრავი ქონების დისტანციური შეძენის პროცესშიც, რაც საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის ემიგრანტებს, შესაძლებლობას აძლევს, საქართველოში ქონების შეძენა შუამავლებისა და მინდობილობის გარეშე განახორციელონ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განაგრძობს ციფრული სერვისების თანამედროვე ტექნოლოგიებითა და უსაფრთხოების მაღალი დაცვის სტანდარტებით განვითარებას და მოქალაქეებისთვის სახელმწიფო მომსახურებების კიდევ უფრო მარტივ, სწრაფ და უსაფრთხო ფორმით შეთავაზებას.
საჯარო რეესტრი მუდმივად ზრუნავს ინოვაციური სერვისების განვითარებაზე, სააგენტო მსოფლიოში პირველი საჯარო უწყებაა, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა და უძრავი ქონების რეგისტრაციაში წარმატებით გამოიყენა.
ბლოკჩეინი მონაცემთა დეცენტრალიზებული ბაზაა და ნებისმიერი ტრანზაქციის დაცულობას, გამჭვირვალობასა და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
ყველა სიახლე
09 ივნისი 2026, 15:37
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გოგებაშვილის ქუჩაზე დასრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
ბათუმში გოგებაშვილის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია დასრულდა და ქუჩის ორივე მხარეს სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგენილია.
09 ივნისი 2026, 15:32
რეგიონი
სუს: საჩხერის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ერთი მოქალაქე თავისუფალია
საჩხერის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ერთი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
09 ივნისი 2026, 15:17
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს ევროპაც უნდა ესწრებოდეს
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან ომის დასრულების შესახებ ლიდერების დონეზე გამართულ მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენელიც უნდა მონაწილეობდეს.
09 ივნისი 2026, 15:00
რეგიონი
დავით სონღულაშვილი სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ კომბინირებული საკვების საწარმოში „ნუტრიმაქსი“ იმყოფებოდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ფონიჭალაში მდებარე შპს „ნუტრიმაქსის“ მაღალტექნოლოგიურ საწარმოში იმყოფებოდა. მინისტრი, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად, კომბინირებული საკვების წარმოების შესაძლებლობებს გაეცნო.
09 ივნისი 2026, 14:54
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს: თქვენ პოლიტიკური აუტანლობა გაქვთ ნებისმიერი კანონმდებლობის მიმართ, რომელიც ამ ქვეყანაში მშვიდობას ემსახურება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური ოპონენტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მან ამ განცხადებებს სიცრუე და პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა უწოდა.
09 ივნისი 2026, 14:53
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელთან წარმატებული თანამშრომლობის საკითხები განიხილა
შეხვედრაზე პაატა სალიამ და ანა რიჩმა აღნიშნეს, რომ იუსტიციის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისთან და ხელს უწყობს მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის სხვადასხვა სერვისის მიწოდებას.
09 ივნისი 2026, 14:51
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებულ ჯარიმებზე: გადავხედეთ ბოლო წლის, თვეების სტატისტიკას და მივიღეთ გადაწყვეტილება დავიწყოთ მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, რათა მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება მივიღოთ
გადავხედეთ ბოლო წლის, თვეების სტატისტიკას და მივიღეთ გადაწყვეტილება დავიწყოთ მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, რათა მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება მივიღოთ, - განუცხადა „ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებულ ჯარიმებზე.
09 ივნისი 2026, 14:49
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებული სისასტიკით ყოფილი მეუღლის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 25 სექტემბერს, კასპში, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს დანით ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად 2 ოქტომბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
09 ივნისი 2026, 14:30
მსოფლიო
Reuters: აშშ-მა ჩინეთის ტექნოლოგიური გიგანტები BYD, Baidu და Alibaba იმ კომპანიების სიაში შეიყვანა, რომლებიც ჩინეთის სამხედრო ძალას ეხმარებიან
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინური ელექტრონული კომერციის გიგანტი Alibaba, ინტერნეტ-საძიებო კომპანია Baidu და ავტომწარმოებლები BYD და NIO იმ კომპანიების სიაში შეიყვანა, რომლებიც, ვაშინგტონის შეფასებით, პეკინის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას უწყობენ ხელს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
09 ივნისი 2026, 14:23
პოლიტიკა
მახაშვილი: საქართველოს ძალიან გაუმართლა, რომ ჰყავს ისეთი ადამიანი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, რომელიც თავისი უანგარო პატრიოტიზმით ქვეყანას უდგას გვერდით, რომელმაც კრიტიკულ მომენტებში, საკუთარი სიცოცხლის, ოჯახის რისკის ფასად მიიღო საკმაოდ რისკიანი გადაწყვეტილებები
საქართველოს ძალიან გაუმართლა, რომ ჰყავს ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ადამიანი, რომელიც თავისი უანგარო პატრიოტიზმით ქვეყანას უდგას გვერდით, როგორც შეუძლია ერთ რიგით ადამიანს და რომელმაც კრიტიკულ მომენტებში, საკუთარი სიცოცხლის, ოჯახის რისკის ფასად მიიღო საკმაოდ რისკიანი გადაწყვეტილებები, იმისთვის, რომ ამ ქვეყანას შენარჩუნებოდა ნორმალური მომავალი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
09 ივნისი 2026, 14:19
პოლიტიკა
ჭოუ ციენი ჯო უილსონის განცხადებაზე: არ ვართ დაინტერესებული ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ვიღაც ამერიკელი კონგრესმენის კომენტარით - არ ვფიქრობ, რომ კონგრესმენი ამერიკის შეერთებული შტატებიდან წარმოადგენს შეერთებული შტატების პოლიტიკას და ჩვენ ეს არ გვაინტერესებს
„გულწრფელად გითხრათ, არ ვართ დაინტერესებული ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ვიღაც ამერიკელი კონგრესმენის კომენტარით. ჩვენი მეგობრობა, თანამშრომლობა და საქართველოსთან ურთიერთობა არ არის რაიმე ალიანსის ნაწილი და არც რომელიმე მესამე ქვეყნის სამიზნე. არ ვფიქრობ, რომ კონგრესმენი ამერიკის შეერთებული შტატებიდან წარმოადგენს შეერთებული შტატების პოლიტიკას და ჩვენ ეს არ გვაინტერესებს“, – განაცხადა ჭოუ ციენმა.
09 ივნისი 2026, 14:16
პოლიტიკა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე იმსჯელა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა.
09 ივნისი 2026, 14:15
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: გამოდის, რომ „ქართული ოცნების“ ადგილობრივი თუ გარე მოწინააღმდეგეებისთვის ბიძინა ივანიშვილის მთავარი დანაშაული მისი კომპეტენცია ყოფილა - ეს ადამიანები ვერ ეგუებიან, რომ ის მათ გათვლებს რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს
ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია, რომელმაც 2012 წელს "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაში საკვანძო როლი შეასრულა, რაც შემდგარი ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ დღეს ის, ქვეყნის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოზიციას იკავებს და პოლიტიკური საბჭოს წევრია, შესაბამისად, პოლიტიკურ პროცესებშიც ჩართულია, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია, სოციალურ ქსელში.
09 ივნისი 2026, 14:14
რეგიონი
დავით სონღულაშვილი გარდაბანში მეფრინველეობის ფერმის „საბუდარა“ საქმიანობას გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ქვემო ქართლში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში მდებარე მეფრინველეობის ფერმაში, შპს „საბუდარაში“ იმყოფებოდა.
09 ივნისი 2026, 14:12
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
09 ივნისი 2026, 14:06
პოლიტიკა
რიმა ბერაძე ოპოზიციაზე: ამ ადამიანებს იმდენად სწყურიათ ძალაუფლება, რომ ამ წყურვილს ერთმანეთის ლანძღვით იკმაყოფილებენ. მათ გარდა ყველა მიხვდა, რას არ აკეთებენ სწორად. მათ ვერ მოიპოვეს მთავარი - ხალხის ნდობა და პატივისცემა
ჩვეული დაპირისპირებების მომსწრე ვართ ბოლო კვირებია ხელოვნურად გაერთიანებულ ოპოზიციაში. ბევრჯერ გვინახავს ფანჩატურებში გაერთიანებულები საჯაროდ როგორ უპირისპირდებიან ერთმანეთს. ახლაც იგივე სურათი მეორდება. ამ ადამიანებს იმდენად სწყურიათ ძალაუფლება, რომ ამ წყურვილს ერთმანეთის ლანძღვით იკმაყოფილებენ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რიმა ბერაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
09 ივნისი 2026, 14:03
პოლიტიკა
გრეტა წიწავა: საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ყველა ნაბიჯი გაჯერებულია ქვეყნის და ხალხის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით - საზოგადოება ხედავს, ვის ეფიქრება ქვეყანაში მშვიდობაზე და ეკონომიკურ წინსვლაზე
გეოპოლიტიკიდან გამომდინარე ყველა კარგად ხედავს, განსაკუთრებით, ბოლო წლები, თუ რაოდენ დიდი გამოწვევების წინაშეა ჩვენი რეგიონი. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ყველა ნაბიჯი იყო და არის გაჯერებული ქვეყნის და ხალხის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გრეტა წიწავამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
09 ივნისი 2026, 14:02
პოლიტიკა
არჩილ ბერიძე: ჩვენმა გუნდმა დროულად დაინახა გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ცვლილებები და პირველი ნაბიჯები გადადგა ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობისკენ - საქართველო აგრძელებს ურთიერთობების გაღრმავებას როგორც ტრადიციულ პარტნიორებთან, ისე ახალ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრებთან
ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებას გამუდმებით ესმოდა ერთი გზავნილი თუ საქართველო საკუთარ ეროვნულ ინტერესებს დაიცავდა, თუ არ დაემორჩილებოდა გარედან ნაკარნახევ პოლიტიკურ დღის წესრიგს და ურთიერთობებს თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ააწყობდა ქვეყანას აღარ ეყოლებოდა პარტნიორები, შეწყდებოდა ინვესტიციები და საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდებოდა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ ბერიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
09 ივნისი 2026, 14:02
პოლიტიკა
არჩილ ბერიძე: საქართველომ დაამტკიცა, რომ შესაძლებელია პარტნიორობა ისე, რომ არ დაკარგო ღირსება, შესაძლებელია თანამშრომლობა ისე, რომ არ თქვა უარი სუვერენიტეტზე და არ აღმოჩნდე ვასალურ დამოკიდებულებაში
მინდა ვკითხო ოპოზიციას — დარჩათ თუ არა მცირედი პასუხისმგებლობის განცდა მაინც იმ პროგნოზებზე, რომლითაც საზოგადოებას ქვეყნის იზოლაციასა და ეკონომიკურ კოლაფსს უწინასწარმეტყველებდნენ? დღეს ფაქტები საპირისპიროს აჩვენებს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ ბერიძე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.


