საზოგადოება

გიგლა ბარამიძე

01 დეკემბერი 2022, 00:30

გიგლა ბარამიძე სააკაშვილზე: არავის აინტერესებს ეს საერთაშორისო პროვოკატორი, ევროპარლამენტში მოკალათებული ლობისტების ჯგუფის გარდა

„მისტირიან „ნაციონალების“ სისხლიან რეჟიმს. მათი სურვილია, მათი დავალება არის, ინტერესი აქვთ, როგორმე აღადგინონ ის რეჟიმი, რომელიც აქამდე იყო საქართველოში. ესაა და ეს. მეტი ინტერესი სააკაშვილთან დაკავშირებით არავის აქვს“, - აღნიშნა ბარამიძემ.

30 ნოემბერი 2022, 22:38

კოკა კაციტაძე დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე მოადგილეებთან - გიორგი კვარაცხელიასთან და ნათია სონღულაშვილთან ერთად, დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანე ტოფტ სორენსენს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის გაცნობასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვას ისახავდა მიზნად.

ნინო თანდილაშვილი

30 ნოემბერი 2022, 19:17

მოსახლეობას საშეშე მერქნულ რესურსზე წვდომა 2026 წლამდე აღარ შეეზღუდება

პარლამენტის გადაწყვეტილებით მოსახლეობას საშეშე მერქნულ რესურსზე წვდომა 2026 წლის 1-ელ იანვრამდე აღარ შეეზღუდება. ამას ითვალისწინებს საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებული ის ცვლილებები, რომლებიც პარლამენტმა მესამე მოსმენით, 82 ხმით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღო.

30 ნოემბერი 2022, 18:34

გიორგი ანთაძემ და თორნიკე შარაშენიძემ, ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის ფარგლებში, ეროვნული თანხმობის დეკლარაცია გორში წარადგინეს

ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გუნდმა, პროექტ „ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის“ ფარგლებში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გასვლითი შეხვედრა მოაწყო.

კახა კალაძე

30 ნოემბერი 2022, 18:33

თბილისის მერი „საქართველოს უნივერსიადა 2022“-ის დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო

დედაქალაქის მერი თბილისის საკრებულოში ,,საქართველოს უნივერსიადა 2022’’-ის, ,,ევროპის უნივერსიადა 2022’’-ისა და ,,საბრძოლო სპორტის სახეობებში მსოფლიო საუნივერსიტეტო თასის“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო. კახა კალაძემ ღონისძიების მონაწილე ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა. მისი თქმით, ახალგაზრდების ჩართვა სპორტში და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია პრიორიტეტული საკითხია.

თამარ გაბუნია

30 ნოემბერი 2022, 17:26

პარლამენტმა მედიკამენტებზე ზღვრული ფასების დაწესებას პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს პირველი მოსმენით 75 ხმით დაუჭირა მხარი. პროექტი საკანონმდებლო დონეზე რეფერენტული ფასწარმოქმნის დაშვებას ითვალისწინებს. კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარადგინა და პარლამენტის წევრებს კანონპროექტის ზოგად პრინციპებზე ინფორმაცია მიაწოდა.

30 ნოემბერი 2022, 17:03

ზურაბ აზარაშვილი შრომის გლობალური უსაფრთხოების დღის წესრიგის მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სეულში, გლობალური უსაფრთხოების დღის წესრიგის (GHSA) რიგით მეშვიდე მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა. ზურაბ აზარაშვილმა გლობალური ჯანმრთელობის საფრთხეებზე რეაგირების გაუმჯობესების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველომ არსებითი ცვლილებები განახორციელა.

30 ნოემბერი 2022, 16:54

შემოსავლების სამსახურის უფროსი ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში იმყოფება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა უზბეკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით ქალაქ ტაშკენტში იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა უზბეკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარესთან აკმალხუჯა მავლონოვთან.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}