imedi /  20 მარტი 2019, 14:23 / სანდო წყარო

ჰოკეისტმა ბრეტ კონოლიმ ტრამპის მიწვევა არ მიიღო

ბრეტ კონოლი

ბრეტ კონოლი

"ვაშინგტონ კეპიტალზის“ თავდამსხმელმა ბრეტ კონოლიმ თეთრ სახლში მისვლაზე უარი თქვა. ცნობილი კანადელი ჰოკეისტი იმ სპორტსმენების სიაში მოხვდა, ვინც ტრამპმა საკუთარ რეზიდენციაში მიიწვია, თუმცა კონოლიმ მიწვევა არ მიიღო - ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

„პატივისცემით, უარს ვამბობ. მხოლოდ ესაა, რისი თქმაც შემიძლია. ეს დიდი ცერემონიაა, რომელიც დიდ ყურადღებას იქცევს, მაგრამ ყველას აქვს უფლება თავისი აზრი ჰქონდეს“, - განაცხადა სპორტსმენმა.

მანამდე თეთრ სახლში სტუმრობაზე უარი კონოლის თანაგუნდელმა დევანტე სმიტ პელიმ თქვა. “ვაშინგტონ კაპიტალსის“ კიდევ ერთი ჰოკეისტი, რუსი ალექსანდრ ოვეჩკინი კი თეთრ სახლში სტუმრობას სიამოვნებით დათანხმდა.

ყველა სიახლე

31 მარტი 2020, 17:33

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი მომხმარებელს მიმართავს

ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს და 2020 წლის 30 მარტს საქართველოს მოქალაქეების პირადობის დამადასტურებელი მონაცემების ერთ-ერთ ჰაკერულ ფორუმზე საჯაროს გამოქვეყნების შესახებ განმარტებას აკეთებს.ეროვნული ბანკის ცნობით, ინტერნეტით გავრცელებული აღნიშნული ინფორმაცია არ შეიცავს მოქალაქეების პირად ფინანსური მონაცემებს, როგორიცაა პიროვნების ანგარიშის ნომერი, ფინანსური ოპერაციების შესახებ ინფორმაცია, დისტანციური ფინანსური მომსახურების განსახორციელებლად საჭირო მონაცემები, მაგალითად ინტერნეტ და მობაილ ბანკის პაროლი და მომხმარებლის სახელი და სხვა.

31 მარტი 2020, 17:31

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსით მეხუთე ადამიანი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში Covid 19-მა ქვეყანაში კიდევ ერთი ადამიანი იმსხვერპლა და გარდაცვლილთა დაერთო რაოდენობამ 5-ს მიაღწია. ამ დროისათვის აზერბაიჯანში კორონავირუსის 298 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 26 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

კახა კალაძე

31 მარტი 2020, 17:31

COVID19

კახა კალაძე: მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები კუთვნილ ხელფასს აიღებენ

მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეწყვეტილია, მძღოლები კუთვნილ სახელფასო ანაზღაურებას მაინც მიიღებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. „რა თქმა უნდა, ისინი ჩვენი თანამშროლები არიან და ჩვეულებრივ, თავიანთ სახელფასო ანაზღაურებას მიიღებენ“, - აღნიშნა კალაძემ.

31 მარტი 2020, 17:19

COVID19

პორტუგალიამ მიგრანტებს დროებით ყველა ის უფლება მიანიჭა, რომლებითაც ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ

„ეს ნაბიჯი ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქის უფლებას ცალსახად დაიცავს“, - განაცხადეს პორტუგალიის მინისტრთა საბჭოში. მათივე განმარტებით, ეს ზომები იმისთვის მიიღეს, რომ მაქსიმალურად შემცირდეს საზოგადოებაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები.

31 მარტი 2020, 17:18

COVID19

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, კორონავირუსის ტესტზე 23 პაციენტის პასუხს ელოდებიან

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომებით მოთავსებული 23 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან. მათგან ორი კლინიკაში სარფის საბაჟოდან შეიყვანეს. დანარჩენები კი საკარნატინო სივრცეებიდან.

Evolution Gaming Georgia

31 მარტი 2020, 17:15

საზოგადოება

Evolution Gaming Georgia სამსახურიდან 1300 ადამიანს ათავისუფლებს

აზარტული თამაშების კომპანია Evolution Gaming Georgia სამსახურიდან 1300 ადამიანს ათავისუფლებს. კონმპანია ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს, დასაც ნათქვამია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინის გამო გახდა საჭირო. „გასული კვირის მოვლენებიდან და გუშინ, ხელისუფლების მიერ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის გამოცხადებიდან გამომდინარე, გვიწევს, საქართველოში ევოლუშენის ზრდის გეგმები არსებულ ვითარებას მოვარგოთ. სამწუხაროდ, ეს ნიშნავს რომ დღეს, დაახლოებით 1300 ადამიანს, რომელიც საოპერაციო პოზიციებს იკავებდა და იმყოფებიან გამოსაცდელ ვადაში, ნაადრევად შეუწყდებათ შრომითი ხელშკრულება. ყველა მათგანს, დამატებით 2 თვის ვადით შევუნარჩუნებთ ჯანმრთელობის დაზღვევას, რომ შეძლებისდაგვარად, შევამციროთ ნეგატიური გავლენა მათ კეთილდღეობაზე.

პატო სერვანტესი

31 მარტი 2020, 17:07

ტაბლოიდი

გერმანიაში 19 წლის ბიჭი აივანზე გამოსულ მოსახლეობას ავარჯიშებს. ვიდეო

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ფიტნესის მწვრთნელი ადგილობრივ მოასახლეობას უფასოდ ავარჯიშებს. 19 წლის პატო სერვანტესი გერმანიაში მექსიკიდან ჩავიდა. ადგილობრივებს ბიჭის ინიციატივა მოეწონათ და ვარჯიშში სიხარულით ჩაერთნენ.

31 მარტი 2020, 17:03

COVID19

ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ორი მცირეწლოვანი ბავშვი გადმოიყვანეს

რამდენიმე წუთის წინ, ოკუპირებული აფხაზეთის საზღვრის საბერიო-ფახულანის მონაკვეთიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ორი მცირეწლოვანი ბავშვი გადმოიყვანეს. მათ მაღალი ტემპერატურა აქვთ და ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. ბავშვებს კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდებათ.

31 მარტი 2020, 16:53

ტექნოლოგიები

ცესკო ამერიკული დახმარების ფარგლებში კიბერუსაფრთხოებას აუმჯობესებს

კიბერუსაფრთხოების და კიბერჰიგიენის მიმართულებით პერსონალის გადამზადებასა და ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურის განახლებაზე საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასა და USAID-ის და IFES-ის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში შედგა. 10 იანვარს ცესკოში გამართულ შეხვედრაზე მხარეები 2020 წლის არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების ხელშეწყობაზე შეთანხმდნენ.

ბიძინა კულუმბეგოვი

31 მარტი 2020, 16:50

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: ორი კრიტერიუმი, რითაც ჩვენი ქვეყანა იკვლევდა კორონავირუსით ინფიცირებულებს, გარკვეულწილად უკვე ისტორიას ჩაბარდა

კორონავირუსის კვლევის ალგორითმის შინაარსი გასაჯაროვდება და ალბათ ხვალ იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი. როგორც ცნობილია, ალგორითმის შექმნაში მონაწილეობდნენ ინფექციონისტები და იმუნოლოგები, - ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ახალი ველოსიპედის გამოგონების საჭიროება არ დგას - უკვე ევროპის ბევრმა ქვეყანამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიდი ხანია დაამტკიცეს ალგორითმი.

31 მარტი 2020, 16:49

COVID19

საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე მძღოლები ავტომობილების ტექინსპექტირების გავლისგან თავისუფლდებიან

საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე მძღოლები ავტომობილების ტექინსპექტირების გავლისგან თავისუფლდებიან. შესაბამისი ცვლილება მთავრობის 2017 წლის 1-ლი დეკემბრის №510 დადგენილებაში დღეს შევიდა.

ლაბორატორია

31 მარტი 2020, 16:48

ტექნოლოგიები

ამერიკელმა მეცნიერებმა სისხლის ტესტირების მეთოდი შეიმუშავეს, რომელიც კიბოს 50-ზე მეტ სახეობას აფიქსირებს

ეს მეთოდი განსაკუთრებით სახიფათო სიმსივნეებს აფიქსირებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში შეუმჩნეველი რჩება. ტესტირების ახალ მეთოდზე ბოსტონში, დანა-ფეიბერის კიბოს ინსტიტუტსა და მაიოს კლინიკაში მუშაობენ. ტესტი მეთილის ჯგუფის სახელით ცნობილ მოლეკულებს ეძებს, რომლებიც სხვა მხრივ ჯანსაღ უჯრედებში მუტაციას იწვევს, რაც დნმ-ის სეკვენსირების ტრადიციული მეთოდისგან განსხვავდება. ამ ეტაპზე ყველაზე კარგ შედეგებს პროცედურა ავადმყოფობის განვითარების გვიან სტადიებზე აჩვენებს, თუმცა მუშაობის შემდგომ ეტაპებზე დიაგნოზის დასმას უპრეცედენტო ადრეულ ეტაპზე იქნება შესაძლებელი.

კორონავირუსი

31 მარტი 2020, 16:37

COVID19

გურჯაანში დაკრძალვაზე ჩასულ ახალგაზრდას კორონავირუსი დაუდგინდა

ახალგაზრდას, რომელიც გურჯაანში დაკრძალვაზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ბლოკ-პოსტები თელავის მუნიციპალიტეტში

31 მარტი 2020, 16:37

COVID19

თელავის მუნიციპალიტეტში ოთხ ადგილზე ბლოკ-პოსტები ეწყობა

თელავის მუნიციპალიტეტში ოთხ ადგილზე ბლოკ-პოსტების მშენებლობა მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან თელავში დისლოცირებული ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები, თელავის პოლიციისა და სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი პირები. საველე კარვების დამონტაჟების შემდეგ პოლიცია სამხედრო ექიმების მონაწილეობით მოქალაქეების თერმოსკრინინგზე შემოწმებას დაიწყეს. პლოკ-პოსტები თელავის ყველა შესასვლელში განთავსდება, სადაც ავტომობილებს შეამოწმებენ.

მამუკა მდინარაძე

31 მარტი 2020, 16:35

COVID19

მამუკა მდინარაძე: სახელმწიფო ზედმიწევნით და თანმიმდევრულად აკეთებს ყველაფერს, ახლა ჯერი მოქალაქეებზეა

ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ რისკების ბოლომდე აღმოფხვრა შეუძლებელია, მაგრამ მათი მინიმალიზაცია თითოეულ მოქალაქეზე და მის მიერ რეკომენდაციების შესრულებაზეა დამოკიდებული. სახელმწიფო ზედმიწევნით, კარგად და თანმიმდევრულად აკეთებს ყველაფერს, რაც კი შეიძლება, ახლა ჯერი არის მოქალაქეებზე, იმისთვის რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას, და მეორე მხრივ, ეკონომიკას არ მიადგეს ისეთი ზიანი რომლის გამოსწორება ძალიან რთული იქნება“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

31 მარტი 2020, 16:34

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: სიების გამოქვეყნების თემა ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სოციალურ ქსელებში ატეხილი მითქმა-მოთქმა სიების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, არასერიოზულია.

დორტმუნდი

31 მარტი 2020, 16:30

COVID19

გერმანიის საფეხბურთო კლუბმა „დორტმუნდმა“ კორონავირუსის მიუხედავად ვარჯიში განაახლა

გერმანიის საფეხბურთო კლუბმა „დორტმუნდმა“ კორონავირუსის მიუხედავად ვარჯიში განაახლა. ინფორმაციას ამის შესახებ Time24news ავრცელებს. ლუსიენ ფავრის გუნდის ფეხბურთელები ვარჯიშის დროს ორ ჯგუფად გაიყვნენ, რათა მაქსიმალურად შეემცირებინათ რისკები. როცა რამდენიმე ფეხბურთელი სტადიონზე ვარჯიშობდა, მაშინ დანარჩენები სატრენეჟორო დარბაზში იყვნენ და ასე ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.

მამუკა მდინარაძე

31 მარტი 2020, 16:28

COVID19

მამუკა მდინარაძე: ახლა პოლიტიკური კინკლაობის დრო არ არის, ყველამ საერთო საქმე უნდა გავაკეთოთ და საერთო გამოწვევას ვებრძოლოთ

„ჩემი თხოვნა და მოწოდება იქნება თავი დავანებოთ ზოგადად პოლიტიკურ კინკლაობას, ამისი დრო აუცილებლად მოვა, დრო ძალიან მალე მოვა არჩევნებამდე და შემდეგ ვიჩხუბოთ პოლიტიკურად, ეს ოპონენტებსაც და ჩვენც კარგად გამოგვდის. ახლა ამისი დრო არ არის, ყველამ ერთი საერთო საქმე უნდა გავაკეთოთ და საერთო გამოწვევას ვებრძოლოთ. ამ პრობლემას რომ დავამარცხებთ მერე გავაგრძელოთ კინკლაობა“, - აცხადებს უმრავლესობის ლიდერი.

31 მარტი 2020, 16:28

COVID19

ეგვიპტეში პირამიდებზე წარწერა „დარჩი სახლში“ გამოჩნდა

ეგვიპტის ხელისუფლებამ კორონავირუსთან ბრძოლაში ფარაონები „ჩართო“: პირამიდებზე ლაზერის საშუალებით გიგანტური წარწერები გამოჩნდა, რომლითაც მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს. „დარჩით სახლში, უსაფრთხოდ და მადლობა, რომ სიცოცხლის გადარჩენაში გვეხმარებით“, - ასეთი იყო მთავრობის გზავნილი.

ემანუელ მაკრონი

31 მარტი 2020, 16:28

COVID19

ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი სრულად დამოუკიდებელი უნდა იყოს დამცავი პირბადეების წარმოების კუთხით

საფრანგეთი სრულად დამოუკიდებელი უნდა იყოს დამცავი პირბადეების წარმოების კუთხით, - lefigaro-ს ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პირბადეების საწარმოში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, აპრილის ბოლოს საფრანგეთში პირბადეების წარმოება 10 მილიონამდე გაიზრდება. მკრონის განცხადებით, საფრანგეთი დამცავი აღჭურვილობის წარმოების კუთხით არავიზე უნდა იყოს დამოკიდებული. „საფრანგეთში, ჩვენს მიწაზე კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ წარმოება, რომ არავიზე ვიყოთ დამოკიდებულები. კრიზისამდე 3.5 მილიონ პირბადეს ვაწარმოებდით, აპრილის ბოლოს ეს მაჩვენებელი 10 მილიონამდე გაიზრდება. მსურს, რომ წლის ბოლოსთვის ჩვენ აბსოლუტურად დამოუკიდებლები ვიყოთ ამ კუთხით“, - განაცხადა მან.