Imedi /  16 აპრილი 2019, 13:02 / სანდო წყარო

მაიკლ ჯორდანი ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა

მაიკლ ჯორდანი

მაიკლ ჯორდანი

მაიკლ ჯორდანი ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელად კიდევ ერთხელ დასახელდა. ამერიკელ გულშემატკივარს შორის ინტერნეტგამოცემა Bisunessinsider-მა საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა, რომელსაც უნდა დაედგინა, თუ ვინაა ყველა დროის საუკეთესო სპორტის ამ სახეობაში.

გამოკითხულთა 66%-მა საკუთარი არჩევანი ლეგენდარული ჯორდანის სასარგებლოდ გააკეთა, რომელმაც მეორე ადგილზე გასულ „ლეიკერსის“ ვარსკვლავს, ლებრონ ჯეიმსს (10.4%) ძალიან დიდი უპირატესობით აჯობა.

მესამე პოზიცია კი 4%-ით ლარი ბერდმა დაიკავა. საინტერესოა, რომ ეს გამოცემა მსგავსი სახის კვლევას ყოველწლიურად ატარებს და გულშემატკივართა არჩევანი შეიძლება ითქვას პრაქტიკულად არ იცვლება.

ყველა სიახლე

კორონავირუსი

21 თებერვალი 2020, 15:48

მსოფლიო

ჩინეთის ციხეებში კორონავირუსით 500-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ჩინეთის ციხეებში ახალი ტიპის კორონავირუსით COVID-19-ით 500-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციის სამინისტრო იუწყება. ჰუბეის, შანდუნისა და ჯეძიანის პროვინციებში მდებარე 5 ციხეში საშიში დაავადება სულ მცირე 505 პატიმარს აღმოაჩნდა.

გიორგი გახარია

21 თებერვალი 2020, 15:45

საქართველო

გიორგი გახარია: ლევან იზორია ისეთი ელჩია, რომელიც გერმანიაში გვჭირდება

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ლევან იზორიას გერმანიაში ელჩად დანიშვნა მის პროფესიონალიზმს და ამ ქვეყანაში მიღებულ განათლებას დაუკავშირა. როგორც მან ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა, ლევან იზორია იყო ძალიან წარმატებული თავდაცვის მინისტრი, საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი. ეს ისეთი ელჩია, რომელიც გერმანიაში გვჭირდება“.

ანატოლი გრიცენკო

21 თებერვალი 2020, 15:43

მსოფლიო

მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლომ უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი დაუსწრებლად გაასამართლა

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, სასამართლომ რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელების მოწოდებისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ მას ასევე აუკრძალა სამი წლის განმავლობაში თანამდებობის დაკავება სახელმწიფო ან თვითმმართველობის ორგანოებში.

ზაალ უდუმაშვილი

21 თებერვალი 2020, 15:36

საქართველო

ზაალ უდუმაშვილი: ხელისუფლებას სურს დაშალე და იბატონეს გეგმით იმოქმედოს

ხელისუფლებას სურს იმოქმედოს დაშალე და იბატონეს გეგმით, მაგრამ ჩვენი გეგმაა - ძალა ერთობაშია!, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა.

გია გაჩეჩილაძე

21 თებერვალი 2020, 15:22

საქართველო

გია გაჩეჩილაძე: მინდა, გიგა ბოკერიას ვკითხო, ჩიკატილო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომ ყოფილიყო, ისიც პოლიტპატიმარი იქნებოდა?

მინდა, გიგა ბოკერიას ვკითხო, ჩიკატილო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომ ყოფილიყო, ისიც პოლიტპატიმარი იქნებოდა? გარკვეული მიმართულებით საგამოძიებო პროცესები მიმდინარეობს. გენერალურ პროკურატურაში 42-ათასზე მეტი საჩივარია შესული და დაველოდოთ პროცესებს“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

დავით უსუფაშვილი

21 თებერვალი 2020, 15:20

საქართველო

დავით უსუფაშვილი: ვანო მერაბიშვილმა სასჯელი მოიხადა დანაშაულისთვის, რომელიც ჩადენილია

მისი თქმით, სასჯელის მოხდისას დიდი ალბათობით, ვანო მერაბიშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში არასწორ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. „სამწუხაროდ, ციხეებში არსებული ვითარება ბოლომდე არ გამოსწორებულა, მაგრამ მე ეს არ მაძლევს საშუალებას მის პოლიტპატიმრობაზე ვისაუბრო“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი

გიორგი გახარია

21 თებერვალი 2020, 15:00

საქართველო

გიორგი გახარია კიბერშეტევაზე: ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად

„კიბერსივრცე არის გლობალური გამოწვევა. ამ გლობალურ გამოწვევაში შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა გვქონდეს და ისე მოვიქცეთ“, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური კიბერშეტევის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა. კიბერშეტევასთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით ჩავატარეთ გამოძიება და ეს პროცესი გრძელდება.

მამუკა ხაზარაძე

21 თებერვალი 2020, 14:57

საქართველო

მამუკა ხაზარაძე: ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი არ იყო

ჩემთვის ვანო მერაბიშვილი გახდება პოლიტპატიმარი იმის მერე, თუ მას საპყრობილეში თავიდან შეაბრუნებენ. მანამდე მე არ ვთვლი, რომ ის პოლიტპატიმარი იყო, ამის შესახებ „ქრონიკასთან“ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განცხადა.

გიორგი გახარია

21 თებერვალი 2020, 14:50

საქართველო

გიორგი გახარია: დანაშაულის დაფიქსირებისას არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ რომელი პარტიული ძალის წარმომადგენელია

ყველა იმ შემთხვევისას, როდესაც ფიქსირდება სამართლებრივად დანაშაული, არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ რომელი პარტიული ძალის წარმომადგენელია. პოლიციამ უნდა იმოქმედოს, იმოქმედებს და დარწმუნებული ვარ, რომ მოქმედებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში „ევროპული საქართველოს“ ოფისთან ახალგაზრდების მიერ გამართულ აქციას ეხებოდა.

ვლადიმერ პუტინი

21 თებერვალი 2020, 14:44

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი: რუსეთისა და უკრაინის თანამშრომლობა რიგ ქვეყნებს არ აწყობს, რადგან ეს მათ გლობალურ კონკურენტს ქმნის

„რუსეთისა და უკრაინის ძალისხმევის, შესაძლებლობების და კონკურენტული უპირატესობების ნებისმიერი გაერთიანება ნიშნავს კონკურენტის შექმნას ევროპაში და მსოფლიოში. ეს არავის სურს. ამიტომაც ყველაფერს იღონებენ, რათა დაგვაშორონ“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

გიორგი გახარია

21 თებერვალი 2020, 14:44

საქართველო

გიორგი გახარია ადასტურებს, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა გაიყიდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ადასტურებს ინფორმაციას, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა გაიყიდება. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქუთაისს მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე ბევრად მეტია.

გიორგი გახარია

21 თებერვალი 2020, 14:42

საქართველო

გიორგი გახარია: ვანო მერაბიშვილი არ იყო და ვერ იქნებოდა პოლიტიკური პატიმარი

ვანო მერაბიშვილი არ იყო და ვერ იქნებოდა პოლიტიკური პატიმარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქის მშენებლობის დაწყების ღონისძიების დასრულების შემდეგ განუცხადა. პრემიერის თქმით, ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრობაზე საუბარია არასერიოზულია.

21 თებერვალი 2020, 14:37

საქართველო

გიორგი გახარია: ღირსეული პოლიციელი სახელმწიფოს ზრუნვის საგანია

შინაგან საქმეთა სამინისტროს პატრულ-ინსპექტორებსა და დაღუპული პოლიციელის მეუღლეს გასაღებები პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში გადასცეს.

თამარ ბერუჩაშვილი

21 თებერვალი 2020, 14:35

საქართველო

თამარ ბერუჩაშვილი ლონდონში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში ოფიციალურ წარმომადგენლად განაგრძობს მუშაობას

„ჩემს საქმიანობას განვაგრძობ ლონდონში, როგორც საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში. ამ ორგანიზაციის შტაბბინა ლონდონშია. ამ პოზიციას მე ვიკავებდი 4 წლის განმავლობაში, ბრიტანეთში საქართველოს ელჩის პოსტის პარალელურად. ამჯერად საზღვაო დიპლომატია ჩემი საქმიანობის მთავარი თემა იქნება.

ვახტანგ გომელაური

21 თებერვალი 2020, 14:25

საქართველო

ვახტანგ გომელაური მასსა და გიორგი გახარიას შორის დაპირისპირებას უარყოფს

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მასსა და გიორგი გახარიას შორის არანაირი დაპირისპირება არაა და თავადაც ეთანხმება პრემიერ-მინისტრის მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმის შესახებ გაკეთებულ კომენტარს.

ნათია თურნავა

21 თებერვალი 2020, 14:23

ეკონომიკა

ნათია თურნავა: პირობას გაძლევთ, მომავალში კიდევ უფრო აქტიურად დავუდგებით გვერდში ინოვაციურ საქმიანობასა და ახალ ტექნოლოგიებს

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ტექნოპარკში სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნათია თურნავა

21 თებერვალი 2020, 14:20

ეკონომიკა

ნათია თურნავა - ჩვენი ამოცანაა, მხარი დავუჭიროთ გლობალურ სტარტაპებს

სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი სტარტაპების მხარდაჭერის პირველ პროგრამას, რომელიც 100 000-იანი გრანტებით დაფინანსებას გულისხმობდა. მინისტრის თქმით, პროგრამისადმი ინტერესი იყო ძალიან დიდი და საჭირო გახდა მისი შემდგომი გაგრძელება, პროგრამას მთავრობის მხრიდან დაემატა 650 000-იანი გრანტები.

ვახტანგ გომელაური

21 თებერვალი 2020, 14:18

საქართველო

ვახტანგ გომელაური: კიბერშეტევების პრევენციისთვის პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ

„რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგიები, საფრთხე უფრო იზრდება. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რომ გავაუმჯობესოთ და უფრო მეტი კონტროლი იყოს, რათა არ მოხდეს ასეთი კიბერშეტევა. თუ მოხდება, იქვე ჩაიკეტოს, ასე ვთქვათ, არ შემოვიდეს სივრცეში და არ დააზიანოს ესა თუ ის მიმართულება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

როჯერ სტოუნი

21 თებერვალი 2020, 14:12

მსოფლიო

დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილ მრჩეველს სასამართლომ 40-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა

სასამართლომ როჯერ სტოუნი დამნაშავედ სცნო ცრუ ჩვენების მიცემაში, მოწმეებზე ზეწოლის განხორციელებაში და კონგრესის მიერ გამოძიების ჩატარების ხელის შეშლაში. ბრალდების ვერსიით, როჯერ სტოუნმა აშშ-ს კონგრესს დაუმალა, რომ 2016 წელს შეეცადა ჯულიან ასანჟისგან კომპრომატი მოეპოვებინა ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ.

21 თებერვალი 2020, 14:11

საქართველო

ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქის მშენებლობას საფუძველი ოფიციალურად ჩაეყარა

ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქის მშენებლობას საფუძველი ოფიციალურად ჩაეყარა, - უმსხვილესი სოციალური პროექტის, ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დაწყებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ესწრებოდნენ. მასშტაბური სოციალური პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 38,7 მილიონი ლარია. მშენებლობა 17 თვეში დასრულდება.