imedi /  23 აპრილი 2019, 15:01 / სანდო წყარო

„ლეიკერსის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

ლუკ უოლტონი და კელი ტენანტი

ლუკ უოლტონი და კელი ტენანტი

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) კლუბის „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს ლუკ უოლტონს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. მის წინააღმდეგაც სასამართლოში სარჩელი ჟურნალისტმა კელი ტენანტმა შეიტანა.

ტენანტის განცხადებით, უოლტონი მას სანტა-მონიკას ერთ-ერთ სასტუმროში შეხვდა, რათა მისი ავტობიოგრაფიული წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით დეტალები გაეცნო, რა დროსაც მასზე ძალადობა სცადა.

სკანდალურ ინფორმაციას „ლეიკერსი“ ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა, სადაც წერია, რომ კლუბისთვის ამის შესახებ არაფერი იყო ცნობილი, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამის ორგანოებს აუცილებლად აცნობებდნენ.

უოლტონი ცუდი შედეგების გამო „ლეიკერსიდან“ 12 აპრილს გაათავისუფლეს და უკვე ცნობილია, რომ მომდევნო სეზონში ის „საკრამენტოს" უხელმძღვანელებს.

ყველა სიახლე

19 იანვარი 2021, 19:03

COVID19

სერბეთი გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის გამოყენება დაიწყეს

სერბეთში ჩინური წარმოების ვაქცინით, Sinopharm-ით ვაქცინაცია დაიწყო. ესაა პირველი ქვეყანა, სადაც ჩინური ვაქცინა დაამტკიცეს. Sinopharm-ით სერბეთის სამხედრო ძალების ასობით წევრი აცრეს.

დათვი ჩიჩლაკი ზოოპარკი

19 იანვარი 2021, 19:01

ტაბლოიდი

თბილისის ზოოპარკი მოსახლეობას ცხოველებისთვის ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკების მიტანის თხოვნით მიმართავს🎄

„გთხოვთ, თუ შეძლებთ, თუ მოიცლით, თუ მოახერხებთ ამ ვითარებაში, მოგვიტანეთ თქვენი ჩიჩილაკ-ნაძვის ხეები ზოოპარკში და შეიტანეთ წვლილი ჩვენი ცხოველების ყოველდღიურობის გამრავალფეროვნებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

19 იანვარი 2021, 18:54

მსოფლიო

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: აშშ-ის ხელისუფლება არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე უკანონო აქციებს არ დაუშვებს

აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის, ჯეფრი როზენის განცხადებით, აშშ-ის ხელისუფლება არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე უკანონო აქციებს არ დაუშვებს.

19 იანვარი 2021, 18:46

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 122 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 112 ადამიანი მკურნალობს, მათგან 100-ს კორონავირუსის დიაგნოზი უკვე დაუსვეს. სოხუმის საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 36 პაციენტი, გაგრის საავადმყოფოში - 26, ოჩამჩირეს საავადმყოფოში - 25, ტყვარჩელის საავადმყოფოში კი 15 პაციენტი მკურნალობს. კიდევ 60 კოვიდინფიცირებული სოხუმის რუსულ სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული.

19 იანვარი 2021, 18:31

რეგიონი

ლანჩხუთში, მატარებლის დაჯახების შედეგად, ქალი გარდაიცვალა

ლანჩხუთში, 60 წლამდე ასაკის ქალი მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა. როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

19 იანვარი 2021, 18:27

საზოგადოება

საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ მედიკოსები დააჯილდოვა

„14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება, თუმცა „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, ისევე როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც სახელოვნებო დარგი გაჩერდა და განსაკუთრებული რაიმე მოვლენა არაფერი მომხდარა. თუმცა, საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ დაჯილდოების ტრადიცია არ დაარღვია, ხელოვანების ნაცვლად, „კოვიდ-19“-ის ბრძოლის წინა ხაზზე მებრძოლ მედიკოსებს სახელობითი პრემიები გადასცა.

ბექა დავითულიანი

19 იანვარი 2021, 18:26

ეკონომიკა

ბექა დავითულიანი: DFC-ს ოფისის გახსნა საქართველოში ერთგვარი საინვესტიციო ბუმის შესაძლებლობას ნიშნავს

„ამ ქვეყნის 2 უმთავრესი ამოცანაა: პანდემიის დაძლევა და პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევა. პირველ საკითხზე ვმუშაობთ. პირველი ტალღა, ვნახეთ, რომ შევძელით გადაგვეგორებინა, მეორეს მართვაც ხდება შეძლებისდაგვარად წარმატებით. ახლა მთავარია ეკონომიკური კრიზისი დავძლიოთ სწორად და DFC-ს ოფისის გახსნა საქართველოში ნიშნავს ინვესტიციას - დასავლურ ინვესტიციას და ამერიკულ ინვესტიციას პირველ რიგში, და მეორე, ნიშნავს ერთგვარი საინვესტიციო ბუმის შესაძლებლობას“, - განაცხადა დავითულიანმა.

19 იანვარი 2021, 18:19

COVID19

თამარ გაბუნია: ინფორმაცია იმ კოვიდვაქცინებზე, რომლებიც ქვეყანაში შემოვა, მოსახლეობისთვის გახდება ხელმისაწვდომი

ინფორმაცია აუცილებლად გახდება ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის, იმ კოვიდვაქცინებთან მიმართებით, რომლებიც ქვეყანაში პირველ და მეორე ეტაპზე შემოვა, - ამის შესახებ თამარ გაბუნიამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

დავით ზალკალიანი

19 იანვარი 2021, 18:17

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ესპანეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ესპანეთის პრემიერს ესპანეთის „სოლიდარობის გეგმისთვის“, რომელიც ითვალისწინებს ესპანეთის მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორ სახელმწიფოებთან COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობის პროცესში.

ბექა დავითულიანი

19 იანვარი 2021, 18:14

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: ოპოზიციის შიგნითაც, გარკვეულმა ჯგუფმა ღიად დაიწყო საუბარი, რომ ამ მდგომარეობაში ყოფნა მათ ერთადერთ შედეგს აძლევს და ეს მათთვის საზიანოა

ოპოზიციის შიგნითაც, გარკვეულმა ჯგუფმა ღიად დაიწყო საუბარი, რომ ამ მდგომარეობაში ყოფნა, ლეგიტიმური, ინსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა, მათ ერთადერთ შედეგს აძლევს და ეს შედეგი მათთვის საზიანოა, - ამის შესახებ ბექა დავითულიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ლიონელ მესი

19 იანვარი 2021, 18:13

სპორტი

ლიონელ მესი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ლიონელ მესი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ სუპერთასის ფინალში „ბილბაო“-„ბარსელონას“ შეხვედრის ბოლოს მომხდარ ეპიზოდზე იმსჯელა, როდესაც არგენტინელმა ფორვარდმა ასიერ ვილიალიბრეს თავში ხელი ჩაარტყა და მთავარმა არბიტრმა ხესუს ხილ მანსანომ „ბარსელონას“ კაპიტანი გააძევა.

19 იანვარი 2021, 18:11

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ესპანეთის მეფეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ესპანეთის მეფის მიერ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყნების დელეგაციის ხელმძღვანელთა საპატივცემულოდ გამართულ მიღებაში, რა დროსაც ხანმოკლე შეხვედრა გამართა ფილიპე მეექვსესთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ბულგარეთი

19 იანვარი 2021, 18:08

COVID19

ბულგარეთში ფეხმძიმე ქალისგან ნაყოფზე კორონავირუსის გადაცემის შემთხვევა დაფიქსირდა

ბულგარეთში ფეხმძიმე ქალისგან ნაყოფზე კორონავირუსის გადაცემის შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას ქალაქ პაზარჯიკის საავადმყოფოს გინეკოლოგმა ილიან ტრაიანოვმა განუცხადა.

ბექა დავითულიანი

19 იანვარი 2021, 18:06

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი შეძლებს იმ საქმის გაგრძელებას, რაც 2012 წელს დაიწყო

„ეს რა თქმა უნდა გამოწვევაა გუნდისთვისაც, თუმცა გუნდი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მზადაა ამ გამოწვევისთვის. გუნდი არის დღეს კვალიფიციური ხალხით დაკომპლექტებული, არიან განახლებული შემადგენლობით წარმოდგენილები და იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გუნდი შეძლებს იმ საქმის გაგრძელებას, რაც 2012 წელს დაიწყო და რაც აუცილებლად განვითარდება მომავალში დემოკრატიზაციის თვალსაზრისით“, - განაცხადა დავითულიანმა.

ბექა ფერაძე

19 იანვარი 2021, 18:04

საზოგადოება

ბექა ფერაძე: პირველი თებერვლიდან ოპერირების განახლების შემთხვევაში, მოლებს და ბაზრობებს 14 დღეში ერთხელ თანამშრომელთა გეგმური ტესტირება მოუწევთ

პირველი თებერვლიდან ოპერირების განახლების შემთხვევაში, მოლებს და ბაზრობებს 14 დღეში ერთხელ თანამშრომელთა გეგმური ტესტირება მოუწევთ, - ამის შესახებ რომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მოლებისა და ბაზრობების ხელმძღვანელებს ასევე მოუწევთ, თავიანთი ბიზნესი და მასში დასაქმებული პირები დაარეგისტრირონ სპეციალურად შექმნილ პორტალზე, რომელთა მეშვეობით მოხდება მონიტორინგის განხორციელება თანამშრომელთა ტესტირების შესახებ.

თამარ გაბუნია

19 იანვარი 2021, 17:55

COVID19

თამარ გაბუნია: 2021 წლის ბოლომდე, 1 700 000-მდე მოზრდილი ადამიანის ვაქცინაციაა განსაზღვრული

წლის ბოლომდე, დაახლოებით, 1 700 000 მოზრდილი ადამიანის ვაქცინაციაა განსაზღვრული. მოლოდინი გვაქვს, რომ, პირველ ეტაპზე, უფრო სწრაფად მივიღებთ „ფაიზერის“ ვაქცინას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

თამარ გაბუნია

19 იანვარი 2021, 17:53

COVID19

თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის გეგმის შედგენისას განსაკუთრებული აქცენტი პრეპარატების უსაფრთხოებაზე გაკეთდა

„ჩვენთვის მთავარი საზომი არის ჯანმოს მიერ აღიარება, რაც არის ხარისხის წინაპირობა და გარანტია და ასევე ის, თუ რამდენად მზად ვიქნებით ტექნოლოგიურად ამ ვაქცინებთან დაკავშირებული ცივი ჯაჭვის პირობების დასაკმაყოფილებლად. ეს სამი ვაქცინა, რომელიც დღეს განიხილება ჩვენ მიერ, გახლავთ Pfizer-ის ვაქცინა, რომელიც არის -70-გრადუსიანი ცივი ჯაჭვის მოთხოვნასთან დაკავშირებული და ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ეს ვაქცინა; მეორე არჩევანი არის Astrazeneca-ს ვაქცინა, რომელიც -2-დან -8 გრადუსამდე მოთხოვნით. თეორიულად ასევე შესაძლებელია Moderna, თუმცა მას ამ კონკრეტულ მომენტში ასე აქტიურად არ განვიხილავთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

მაია ბითაძე

19 იანვარი 2021, 17:43

ეკონომიკა

მაია ბითაძე: ჭავჭავაძის გამზირზე განთავსებული ურნები ნარჩენების სეპარირების განმსაზღვრელი ტექნოლოგიით აღჭურვილი არ არის

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ „იმედინიუსთან“ საუბარში განაცხადა, რომ იგეგმება ნარჩენების სეპარირების გამართული სისტემის შექმნა, რომელიც ნარჩენების ხარისხიანად გადამუშავებას უზრუნველყოფს. ამ ვალდებულებას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აკისრებს.

მეტ ჰენკოკი

19 იანვარი 2021, 17:38

COVID19

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი თვითიზოლაციაში იმყოფება

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი მეტ ჰენკოკი თვითიზოლაციაში გადავიდა, მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილმა აპლიკაციამ მას ინფიცირებულთან კონტაქტის შესახებ ამცნო. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

19 იანვარი 2021, 17:35

რეგიონი

მაღალმთიან აჭარაში თოვლის წმენდის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე თოვლის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ დროისათვის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 50-60 სანტიმეტრს აღწევს. ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი ყველა საავტომობილო გზა გაწმენდილია.