imedi /  06 მაისი 2019, 17:29 / სანდო წყარო

სალაჰი „ლივერპული“-„ბარსელონას“ მატჩს გამოტოვებს

მოჰამედ სალაჰი

მოჰამედ სალაჰი

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ ინგლუსური კლუბის ეგვიპტელი თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი „ბარსელონასთან“ საპასუხო მატჩს გამოტოვებს. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

ამის მიზეზი ტრავმა გახდა, რომელიც 26 წლის სპორტსმენმა ინგლისის ჩემპიონატის 37-ე ტურში „ნიუკასლთან“ შეხვედრისას მიიღო.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში „ბარსელონამ“ „ლივერპული“ ანგარიშით 3:0 დაამარცხა. განმეორებითი შეხვედრა 7 მაისს გაიმართება.

ყველა სიახლე

ზუგდიდი თავდაცვის ძალები

05 აპრილი 2020, 11:05

COVID19

თავდაცვის ძალები ზუგდიდში შვიდ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს აკონტროლებს

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადა ზუგდიდში შვიდ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებს. ბრიგადის პირადი შემადგენლობა ქალაქში შემავალი და გამომავალი ყველა სატრანსპორტო საშუალების კონტროლსა და სპეციალურად მოწყობილ ადგილას სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას უზრუნველყოფს.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო

05 აპრილი 2020, 10:52

COVID19

ქუთაისის საავადმყოფოში შეიყვანეს 67 წლის კაცი, რომლის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ცხელების ცენტრიდან გუშინ პაციენტი შეიყვანეს, რომელსაც დადასტურებული კოვიდ 19 აქვს. 67 წლის კაცს გართულებული პნევმონია აქვს. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მას არ აქვს მოგზაურობის ისტორია. ამ ეტაპზე მისი დაინფიცირების წყარო უცნობია.

საჩხერე

05 აპრილი 2020, 10:50

COVID19

საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია მერმა ბენიამინე ფალავანდიშვილმა თავად დაადასტურა. მისი თქმით, მეუღლე საჩხერის სამედიცინო ცენტრში მუშაობს და სავარაუდოდ, პაციენტისგან დაინფიცირდა. მისივე თქმით, მას ვირუსი მსუბუქი ფორმებით აქვს და რამდენიმე დღეში განმეორებით ტესტირება ჩაუტარდება.

მარინა ეზუგბაია

05 აპრილი 2020, 10:34

COVID19

მარინა ეზუგბაია: გამოჯანმრთელებულებს დღეს ალბათ კიდევ რამდენიმე ადამიანი შეემატება

დიდი ალბათობით, დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულებს კიდევ რამდენიმე ადამიანი შეემატება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

05 აპრილი 2020, 10:26

COVID19

ამერიკის საელჩო: ერთად ვართ და ერთად გადავიტანთ ყველაფერს

ამერიკის საელჩო საქართველოს სოლიდარობისთვის მადლობას უხდის. შესავამისი ტექსტი დიპლომატიური წარმომადგენლობის Facebook-ის გვერდზე განთავსდა.

კორონავირუსი

05 აპრილი 2020, 10:26

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 170 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 170 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 5067 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 330 მოქალაქე რჩება.

ბზობა

05 აპრილი 2020, 10:03

სამართალი

გარემოს დაცვის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 1000 ლარამდეა, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.

ჟან-პოლ მირა

05 აპრილი 2020, 09:58

COVID19

პარიზელმა ექიმმა, რომელიც კორონავირუსის ვაქცინის აფრიკაში ტესტირების ინიციატივით გამოდიოდა, ბოდიში მოიხადა

პარიზელმა ექიმმა ჟან-პოლ მირამ, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის აფრიკაში ტესტირების ინიციატივით გამოდიოდა, ბოდიში მოიხადა. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს. ექიმის მიერ ერთ-ერთ ტელეეთერში გაკეთებულ განცხადებას მძლავრი კრიტიკა მოყვა.

მექსიკა ნარკოკარტელები

05 აპრილი 2020, 09:44

მსოფლიო

მექსიკაში ნარკოკარტელებს შორის ორმხრივ სროლას 19 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკის ჩრდილოეთ ნაწილში, ჩიჰუაჰუას შტატის ქალაქ მადერაში ერთმანეთს ორი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დაუპირისპირდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს. ორმხრივი სროლის შედეგად 19 ადამიანი გარდაიცვალა და 1 დაიჭრა. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე ხელყუმბარები და ცეცხლსასროლი იარაღი იპოვა.

ჟაირ ბოლსონარუ

05 აპრილი 2020, 09:24

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა

ბრაზილიაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 1222-ით გაიზარდა და 10 278-ს შეადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. კორონავირუსით დღემდე 432 ადამიანი გარდაიცვალა, მათი 81% 60 წელს გადაცილებულია, 79% კი რისკის ჯგუფებში შედიოდა.

დონალდ ტრამპი

05 აპრილი 2020, 09:14

COVID19

დონალდ ტრამპი: უახლოეს კვირაში ძალიან ბევრი გარდაცვლილი გვეყოლება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ უახლოეს კვირაში აშშ-ში კორონავირუსს ძალიან ბევრი მსხვერპლი მოყვება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. „დიდი ალბათობით, ეს და მომდევნო კვირა ყველაზე რთული იქნება. გვეყოლება ძალიან ბევრი გარდაცვლილი. ამის თქმის საფუძველს ვირუსის მთავარ კერებში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით გაკეთებული პროგნოზები მაძლევს“, - განაცხადა ტრამპმა.

კერი სიმონდსი ბორის ჯონსონი

05 აპრილი 2020, 09:07

COVID19

ბორის ჯონსონის ორსული საცოლე აცხადებს, რომ კორონავირუსი გადაიტანა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის საცოლე კერი სიმონდსი აცხადებს, რომ კორონავირუსი გადაიტანა. ამის შესახებ სიმონდსი Twitter-ზე წერს. მისი განცხადებით, ერთი კვირის განმავლობაში მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა.

ლატოია ქანთრელი

05 აპრილი 2020, 08:54

COVID19

ახალ ორლეანში კორონავირუსის გამო პროზექტურებში ახალ ცხედრებს ვეღარ იღებენ

ლუიზიანის შტატში, ქალაქ ახალ ორლეანის პროზექტურები გაივსო და ახალ ცხედრებს ვეღარ იღებენ. ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ქალაქის მერმა, ლატოია ქანთრელმა განაცხადა. „პროზექტურები გაივსო და ახალ ცხედრებს ვეღარ იღებენ. ამის გამო ფედერალურ მთავრობას დამატებით რეფრიჟერატორები ვთხოვეთ, რათა ყველა გარდაცვლილისთვის გამოვნახოთ ადგილი“, - განაცხადა მერმა.

კორონავირუსი

05 აპრილი 2020, 08:34

COVID19

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსს 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსს 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის მინისტრმა მაიკლ გოუვმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსს 708 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა კი 4313-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობამ 41 903 შეადგინა.

არჩილ ჯაფარიძე

05 აპრილი 2020, 08:18

COVID19

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის სოფლებში კარდაკარ შემოვლა მიმდინარეობს

პრემიერ მინისტრის დავალების შესაბამისად, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ინიციატივით, მუნიციპალიტეტების სოფლებში, სოფლის ექიმების, მერის წარმომადგენლებისა და საკრებულოს დეპუტატების ოჯახებში კარდაკარ შემოვლა მიმდინარეობს.

დეზინფექცია

05 აპრილი 2020, 08:11

COVID19

თბილისის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესი გრძელდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. დღეს სადენზიფექციო სამუშაოები ჩატარდა: მიქატაძე-ტიულევენის ქუჩაზე, დ. შენგელიას, სამამულო ომის გმირების ქუჩებზე, ასევე, ქართველთა და ებრაელთა ძმობის ხეივანის ქუჩაზე, ფ. მოსულიშვილის, ვასაძისა და კანდელაკის ქუჩებზე.

ტუნისი რობოტი

05 აპრილი 2020, 00:53

COVID19

ტუნისში კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინის შესრულებას რობოტები აკონტროლებენ

თუ რობოტი ცარიელ ქუჩაზე ადამიანს შენიშნავს, ის მას უახლოვდება და კითხულობს რატომ გამოვიდნენ სახლიდან. ადამიანმა რობოტს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უნდა წარუდგინოს, რათა აპარატის ოპერატორმა ის შეამოწმოს.

ეკატერინე ტიკარაძე

05 აპრილი 2020, 00:33

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ყველაზე რთული სცენარისთვის მზადება ჯერ კიდევ იანვარში დავიწყეთ, ამიტომაც ვართ საუკეთესო სცენარში

მთავრობა მაქსიმალურად ემზადება ყველაზე რთული სცენარისთვის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს განაცხადა. „არ ვიტყოდი უარესი, მე უბრალოდ ვიტყოდი, რომ ყველაზე რთული სცენარისთვის ვემზადებით. ამ სცენარისთვის მზადება დავიწყეთ პირველი დღიდან და ეს იყო იანვარი. დღესდღეობით სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე ვიმყოფებით საუკეთესო სცენარში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან კარგი.

კატა

05 აპრილი 2020, 00:30

COVID19

უხანში კატამ, რომლის პატრონებსაც კორონავირუსი ჰქონდათ, სახლში მარტომ 40 დღე გაატარა და იმშობიარა

ბრიტანული ჯიშის კატის, ლე ლეს ოჯახის შვიდივე წევრს დიაგნოზი 25 იანვრამდე დაუსვეს. მაშინ ცხოველი ორსულობის ბოლო დღეებზე იყო, თუმცა ოჯახის უფროსს მასზე ზრუნვა არავისთვის უთხოვია, რადგან შიშობდა, რომ ბინაში შესვლის შედეგად ადამიანებიც დაინფიცირდებოდნენ.

ენდრიუ კუომო

05 აპრილი 2020, 00:23

COVID19

ნიუ-იორკის შტატში, ბოლო 24 საათში კორონავირუსს 630 ადამიანი ემსხვერპლა

ნიუ იორკის შტატში, ბოლო 24 საათში კორონავირუსს 630 ადამიანი ემსხვერპლა, რაც შტატისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ნიუ იორკის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ განაცხადა, რომ ახალი შემთხვევების უმეტესობა ლონგ აილენდსა და ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ნაწილში დაფიქსირდა.