imedi /  13 მაისი 2019, 14:01 / სანდო წყარო

ქართველმა მოჭიდავეებმა კიევში 17 მედალი მოიპოვეს

მოჭიდავე ზურაბ ლაკობა

მოჭიდავე ზურაბ ლაკობა

კიევში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 10 წონითი კატეგორიიდან 4-ში ოქროს მედალი მოიპოვა. აქედან ორში ფინალში ერთმანეთს ქართველი მოჭიდავეები დაუპირისპირდნენ. ჩემპიონები ზურაბ იაკობიშვილი, ავთანდილ კენჭაძე, ტარიელ გაფრინდაშვილი და ირაკლი მწითური გახდნენ.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეების ანგარიშზე კიდევ 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალია. 

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან უმაღლესი სინჯის მედალი გელა ბოლქვაძემ მოიპოვა. ქერიმ მაჩალიკაშვილმა და გურამ ხეცურიანმა მეორე საპრიზო ადგილები დაიკავეს. კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე კი 5 ქართველი ავიდა.

საერთო გუნდურ ჩათვლაში როგორც თავისუფალი, ასევე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები მეორე ადგილზე გავიდნენ და ჯამში 17 მედალი მოიპოვეს. 

ყველა სიახლე

ანაკლიის პორტი

21 მაისი 2019, 08:56

ეკონომიკა

ანაკლიის პორტის დაფინანსების შესახებ მოლაპარაკებები იწყება

სახელმწიფოს, კონსორციუმსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის მოლაპარაკების მთავარი თემა ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსების საკითხია. რა კომპრომისზე შეიძლება წავიდეს მთავრობა და რას ითხოვენ დონორები დღეს გახდება ცნობილი. მხრეები მედიისთვის კომენტარს 11 საათზ გააკეთებენ.

ავსტრია

21 მაისი 2019, 08:36

მსოფლიო

ავსტრიაში „თავისუფლების პარტიის“ ყველა მინისტრი გადადგა

ავსტრიაში „თავისუფლების პარტიის“ ყველა მინისტრმა თანამდებობა დატოვა. ამის მიზეზი კორუფციული სკანდალი გახდა. მანამდე ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა ქვეყნის პრეზიდენტს შინაგან საქმეთა მინისტრის, ასევე „თავისუფლების პარტიის“ წევრ ჰერბერტ კიკლის გათავისუფლების თხოვნით მიმართა.

ნიკი ლაუდა

21 მაისი 2019, 08:18

სპორტი

ფორმულა 1-ის სამგზის ჩემპიონი ნიკი ლაუდა გარდაიცვალა

ცნობილი ავსტრიელი ავტომრბოლელი ნიკი ლაუდა გარდაიცვალა. ის 70 წლის იყო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 2018 წელს დამძიმდა. სპორტსმენს გრიპის შემდეგ პნევმონია განუვითარდა, საბოლოოდ კი ფილტვების გადანერგვა დასჭირდა. ნიკი ლაუდა ფორმულა 1-ის სამგზის ჩემპიონია.

სკოლებში რეგისტრაცია

21 მაისი 2019, 08:01

საქართველო

დღეიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს 09:00 საათიდან დაიწყება. რეგისტრაციისთვის აუცილებელია შემდეგი პროცედურების გავლა: ბავშვის, შემდეგ მშობლის პირადი მონაცემების შესაბამის ბაზაში დაფიქსირება და სასურველი რაიონისა და სკოლის შერჩევა.

ნიკოლას მადურო

21 მაისი 2019, 00:49

მსოფლიო

მადურო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წინადადებით გამოდის

ვენესუელის დე ფაქტო პრეზიდენტი ნიკოლას მადურო 2020 წლის ბოლოსთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ვადამდე ჩატარების წინადადებით გამოდის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. წინა საპარლამენტო არჩევნები ვენესუელაში 2015 წელს ჩატარდა.

ჯულიან ასანჟი

21 მაისი 2019, 00:14

მსოფლიო

ეკვადორი ასანჟის ნივთებს აშშ-ს გადასცემს

ეკვადორმა აშშ-ის ხელისუფლებისთვის WikiLeaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის პირადი ნივთების გადაცემა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ასანჟის ნივთებს შორისაა ხელნაწერები, ოფიციალური დოკუმენტები, სამედიცინო ჩანაწერები და ელექტრონული მოწყობილობები.

კრისტინ ლაგარდი
მამუკა ბახტაძე

20 მაისი 2019, 23:55

საქართველო

მამუკა ბახტაძემ კრისტინ ლაგარდს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

მთავრობის მეთაურმა კრისტინ ლაგარდს მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის ურთიერთობებში ახალი ეტაპი გახდება. პრემიერმინისტრმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა ფუნიკულიორით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.

რაულ ხაჯიმბა

20 მაისი 2019, 23:30

საქართველო

სოხუმში ოპოზიცია რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მიტინგზე ოპოზიციამ ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომა მოითხოვა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. მოედანზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, დე ფაქტო შსს-ს სწრაფი რეაგირების სპეცრაზმი არის მობილიზებული.

20 მაისი 2019, 23:28

სპორტი

კატარში ზაჰა ჰადიდის პროექტით აშენებული სტადიონი გაიხსნა

კატარი 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. ტურნირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი Al Wakrah-ის სტადიონი გახდება, რომელიც ცნობილმა არქიტექტორმა ჰაზა ჰადიდმა პატრიკ შუმახერთან ერთად დააპროექტა. სტადიონის მშენებლობა ცოტა ხნის წინ დასრულდა, პირველი მატჩი კი იქ 16 მაისს გაიმართა.

ქსენია სობჩაკი

20 მაისი 2019, 22:33

მსოფლიო

ქსენია სობჩაკი ტელეკომპანია „სუპერის“ გენერალური პროდიუსერი გახდა

სობჩაკი არხის პროგრამების მიმართულებას უხელმძღვანელებს და აგრეთვე სხვადასხვა პროექტების განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი. გასული წლის ბოლოს სობჩაკმა ჟურნალ LʼOfficiel-ის რუსული ვერსიის მთავარი რედაქტორის პოსტი დატოვა. მაშინ ჟურნალისტმა თავისი გადაწყვეტილების მიზეზი არ დაასახელა. ის ჟურნალს 2014 წლის ოქტომბრიდან რედაქტორობდა.

„სამეფო კარის თამაშები“

20 მაისი 2019, 22:20

კულტურა

აშშ-თან სავაჭრო ომის გამო ჩინეთში GOT-ის ბოლო სერია არ აჩვენეს

ჩინეთში კომპანია Tencent-მა, რომელიც ტელეარხ HBO-ს გადაცემების ჩვენების უფლებას ფლობს, სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სერია არ აჩვენა. სერია პლატფორმა Tencent Video-ზე უნდა გამოსულიყო, თუმცა 20 მაისის დილით კომპანიამ განაცხადა, რომ ჩვენება „სიგნალთან დაკავშირებული პრობლემების გამო“ გადაიდო.

მიგრანტები ზღვაში

20 მაისი 2019, 21:51

მსოფლიო

მაროკოელმა მეზღვაურებმა ხმელთაშუა ზღვაში 169 არალეგალი მიგრანტი გადაარჩინეს

გავრცელებული ინფორმაციით, სანაპირო დაცვის გემებმა მაროკოს ტერიტორიულ წყლებში რამდენიმე რეზინის ნავი შენიშნეს. ნავებზე მყოფი არალეგალი მიგრანტები, რომლებიც დასავლეთ საჰარას რეგიონიდან ევროპაში მიემგზავრებოდნენ, მაროკოს ერთ-ერთ პორტში გადაიყვანეს.

20 მაისი 2019, 21:42

სპორტი

დაშლის პირას მყოფმა ქუთაისის „ტორპედომ“ „რუსთავი“ დაამარცხა

67-ე წუთზე ზურაბ ჯაფიაშვილმა გოლი საკუთარ კარში ჩაჭრა და ქუთაისელები დაწინაურდნენ. 78-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა და ქუთაისელებმა 2 ბურთიანი სხვაობა მოიპოვეს. საბოლოოდ, „ტორპედომ“ 26 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.

ნახევარფაბრიკატები

20 მაისი 2019, 21:28

ტექნოლოგიები

დიეტოლოგები: ნახევარფაბრიკატები ასუქებს

როგორც ავსტრიული გამოცემის ჟურნალისტი წერს, მსოფლიოში 1975 წლიდან დღემდე იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ჭარბწონიანობას განიცდიან, 3-ჯერ გაიზარდა. ამის მთავარი მიზეზი კი კვების ჩვევებია. კერძოდ, ნახშირწყლებით მდიდარი საკვების ან დიდი რაოდენობით შაქრის შემცველი სასმელის მიღება.

ლინა ჰიდი და ჯერომ ფლინი

20 მაისი 2019, 21:24

ტაბლოიდი

GOT-ის მსახიობმა ყოფილ შეყვარებულთან ერთად გადაღებაზე უარი თქვა

მსახიობმა ლინა ჰიდიმ, რომელიც ტელეარხ HBO-ს სერიალ „სამეფო კარის თამაშებში“ სერსეა ლანისტერის როლს ასრულებს, ბრონის როლის შემსრულებელ ჯერომ ფლინთან ერთობლივ სცენებში გადაღებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკი და სალომე ზურაბიშვილი

20 მაისი 2019, 20:57

საქართველო

ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს პირისპირ შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირველი იყო იმ უცხოელი კოლეგებიდან, რომელთანაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირისპირ შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

20 მაისი 2019, 20:48

საქართველო

ხულოს მერობის ორმა კანდიდატმა თითო-თითო ხმა მიიღო

ხულოში მერის შუალედურ არჩევნებში სულ 14 კანდიდატი იყო რეგისტრირებული, მათგან ორმა კანდიდატმა მამუკა ქობულაძემ და ნუგზარ ფუტკარაძემ მხოლოდ თითო-თითო ხმა მიიღეს. ასეთი ცესკოს ოფიციალური მონაცემები. ქობულაძე „ახალი საქართველოს“ კანდიდატი იყო, ფუტკარაძე კი- ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის.

ბეირუთი

20 მაისი 2019, 20:27

მსოფლიო

პოლიციამ ბეირუთში დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა

ლიბანის პოლიციამ ბეირუთის ცენტრში შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. ამის შესახებ სააგენტო უცხოური მედია წერს. ბეირუთის ცენტრში ასეულობით ადამიანი, მათ შორის გადამდგარი სამხედროები და პროფკავშირების წევრები ხელფასებისა და პენსიების შემცირების წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავდნენ.

არჩევნები

20 მაისი 2019, 20:24

საქართველო

როგორ შეფასდა შუალედური და რიგგარეშე არჩევნები

არასამთავრობო ორგანიზაციები შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებს დადებითად აფასებენ. დარღვევები იყო, მაგრამ ძირითადად ტექნიკური ხასიათის, რაც საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გამოცდა ჩაბარებულია.

20 მაისი 2019, 20:12

ეკონომიკა

Ford-ი სამუშაო ადგილებს ამცირებს

ამერიკული ავტოგიგანტი Ford-ი 2019 წლის აგვისტომდე ხარჯების დაზოგვის მიზნით, 7000 სამუშაო ადგილს შეამცირებს. კომპანიამ სპეციალური სტრატეგია მოამზადა, რაც მუშახელის 10%-ით შემცირებას გულისხმობს. Ford-ის ადმინისტრაციის განცხადებით, მხოლოდ აშშ-ში 2300 სამუშაო ადგილს შეამცირებს, რის შედეგადაც კომპანია $600 დაზოგავს.