imedi /  16 მაისი 2019, 18:10 / სანდო წყარო

ნიკოლოზ ბასილაშვილი რაფაელ ნადალს დაუპირისპირდება

ნიკოლოზ ბასილაშვილი
რაფაელ ნადალი

ნიკოლოზ ბასილაშვილი
რაფაელ ნადალი

ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსის მერვედფინალში რაფაელ ნადალს დაუპირისპირდება.

მსოფლიოს მე-2 ჩოგანმა ტურნირზე დღეს ფრანგი ჟერემი შარდი 2 სეტში მარტივად 6:1, 6:0 დაამარცხა. 
ნადალს გუშინ უნდა ეთამაშა, თუმცა მატჩი ძლიერი წვიმის გამო გადაიდო, სწორედ ამიტომ ესპანელ ჩოგბურთელს დღეს 2 შეხვედრის ჩატარება მოუწევს. 

ბასილაშვილისა და ნადალის დაპირისპირება თბილისის დროით 21:30 წუთზეა ჩანიშნული, თუმცა შესაძლოა დროში ცვლილება მოხდეს. 

რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, ნიკოლოზ ბასილაშვილი რაფაელ ნადალს აქამდე ორჯერ შეხვდა და ორივეჯერ დამარცხდა. 

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი  რექს ტილერსონი

23 მაისი 2019, 19:37

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა რექს ტილერსონს ჩლუნგი უწოდა

მიზეზი The Washington Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას ტრამპი ცუდად იყო მომზადებული. აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ჰამბურგში ერთმანეთს 2017 წლის 7 ივლისს შეხვდნენ.

23 მაისი 2019, 19:35

თემა

როგორ და რატომ კრძალავენ დასავლეთის ქვეყნები Huawei-ს?

Huawei არის კორპორცია, რომელსაც 5G ქსელის გავრცელება მთელ მსოფლიოში შეეძლო, მაგრამ მისმა ჩინურმა წარმომავლობამ საქმე სხვაგვარად წარმართა. გასულ კვირას აშშ-ის ხელისუფლებამ ჩინურ კორპორაციას ამერიკელი მიმწოდებლებისგან ვაშინგტონის თანხმობის გარეშე მეხუთე თაობის ინტერნეტის აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების შეძენა აუკრძალა. ცნობილი გახდა, რომ Google-მა Huawei-სთან თანამშრომლობაზე უარი თქვა, ამიტომჩინური კორპორაციისსმარტფონების მფლობელებს შესაძლოაAndroid-ის განახლებაზე წვდომა შეეზღუდოთ. ამ ეტაპზე აშშHuawei-ს წინააღმდეგ აგრესიულ კამპანიას აწარმოებს, თუმცა ეს ყველაფერი ავსტრალიის გაფრთხილების შემდეგ დაიწყო. მწვანე კონტინენტზე 5G ქსელზე კიბერთავდასხმისალბათობა შეისწავლესდა გაირკვა, რომ თუ ეს მოხდა, შედეგი კატასტროფული იქნება.სააგენტო Reuters-ი შეეცადა იმის გარკვევას, თუ რატომ და როგორ ზრდიან ზეწოლას ჩინურ კორპორაციაზე დასავლეთის ქვეყნები.

Porsche Type 64

23 მაისი 2019, 19:28

კულტურა

Sotheby's აუქციონზე Porsche Type 64-ის ბოლო მოდელი გამოიტანეს

Sotheby's აუქციონზე Porsche-ს უძველესი მოდელი გამოიტანეს. მსოფლიოში Type 64-ის მხოლოდ ერთი მოდელია დარჩენილი. ავტომობილი 1939 წელს სპეციალურად ბერლინი-რომის რბოლისთვის ააწყვეს. Porsche Type 64-ის სულ სამი მოდელი შეიქმნა. Sotheby's აუქციონის ექსპერტების შეფასებით, ეს მანქანა ისტორიის ნაწილია და უნიკალურია.

23 მაისი 2019, 18:59

ვიდეო

საბაგიროების ქალაქი

მეტალურგიული წარმოება

23 მაისი 2019, 18:56

ეკონომიკა

ბრიტანეთში მეტალურგიული კომპანია British Steel-ი გაკოტრდა

ბრიტანეთში სიდიდით მეორე მეტალურგიული კომპანია British Steel-ი გაკოტრდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ მიიღო. მას შემდეგ რაც საწარმოსა და პროფკავშირებს შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა კომპანიისთვის 30 მილიონი ფუნტი სტერლინგის გამოყოფის შესახებ.

ლონდა თოლორაია

23 მაისი 2019, 18:55

ძალოვნები

ლონდა თოლორაია აღაიანში მომხდარზე: სამინისტროს მხრიდანაც ფრთხილი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო

ლონდა თოლორაიას თქმით, რადგან არასრულწლოვანს ეხება, ეს საქმე ფრთხილ გაშუქებას საჭიროებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდანაც ფრთხილი ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო. 21 მაისს, გამთენიისას ბავშვის მამამ საბავშვო ეტლში 7 თვის ჩვილი გარდაცვლილი იპოვა.

ლუდოვიტ რეისი

23 მაისი 2019, 18:42

სპორტი

ლუდოვიტ რეისი „ბარსელონას“ ფეხბურთელია

ლუდოვიტ რეისმა გასულ სეზონში ევროდივიზიონში 31 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. სპორტსმენი „გრონინგემის“ წევრი 2015 წლიდან იყო. „გრონინგემიდან“ „ბარსელონაში“ გადასვლის სატრანსფერო თანხმამ €3.25 მილიონი შეადგინა. სპორტსმენი კატალონიურ საფეხბურთო კლუბში 2022 წლამდე ითამაშებს.

23 მაისი 2019, 18:21

მსოფლიო

ევროკავშირში ყველაზე მეტი ბინადრობის ნებართვა უნგრეთმა გასცა

2017 წლის მდგომარეობით, ევროკავშირში ბინადრობის ნებართვა იმ ქვეყნების 20 მილიონ მოქალაქეზე გაიცა, რომლებიც ალიანსის წევრები არ არიან. უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის ალიანსში მიგრაციის მოწინააღმდეგედ ითვლება, თუმცა ეს ქვეყანა გაცემული ნებართვების რაოდენობით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე გავიდა.

მამუკა მდინარაძე

23 მაისი 2019, 18:04

საქართველო

მდინარაძე აშშ-ზე: ეს არის მხარდაჭერის მძლავრი და ახალი ეტაპი

მდინარაძის თქმით, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი ასეთ დოკუმენტს უჭერს მხარს, ეს არის ახალი ეტაპი და ეს არის აღიარება ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებების და კანონპროექტის პოლიტიკური წონა უდიდესია.

23 მაისი 2019, 17:58

კულტურა

ახალი „ტერმინატორის“ ტრეილერი გამოქვეყნდა

სტუდია 20th Century Fox-მა ფილმის „ტერმინატორი: ბნელი ბედი“ ტრეილერი გამოაქვეყნა. ახალ ფილმში არ გაითვალისწინებენ მოვლენებს, რომელიც მესამე, მეოთხე და მეხუთე „ტერმინატორში“ მოხდა. ახალი ტერმინატორის პროდიუსერი ჯეიმ კემერონია.

Amazon

23 მაისი 2019, 17:58

ტექნოლოგიები

Amazon-ი მუშაობს მოწყობილობაზე რომელიც ემოციებს წაიკითხავს

ახალი პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაკონტროლება იქნება. მოწყობილობაზე Amazon-ის კომპიუტერული სისტემის ჯგუფი Lab126 და Alexa-ს ხმოვანი ასისტენტის პროგრამული უზრუნველყოფის გუნდი ერთად მუშაობს.

გორის რაიონული სასამართლო

23 მაისი 2019, 17:47

ძალოვნები

ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას პატიმრობა შეეფარდა

პროცესი დახურული იყო. ახლა ბრალდებულ არასრულწლოვანს რუსთავში გადაიყვანენ. 7 თვის შვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი იცავს. მისი ინფორმაციით მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დუმილის უფლება აირჩია.

გემი კლოტილდა

23 მაისი 2019, 17:36

მსოფლიო

აშშ-ში მონებით მოვაჭრეების „უკანასკნელი“ გემი იპოვეს

ალაბამას შტატში იპოვეს გემის ფრაგმენტები, რომელიც მიიჩნევა ბოლო გემად, რომელსაც აფრიკიდან ამერიკაში მონები ჩაჰყავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გემი კლოტილდას ფრაგმენტები ალაბამაში მდინარეში იპოვეს. ისტორიკოსების ცნობით, კლოტილდა კონგრესისგან ფარულად, დაკავებული იყო კონტრაბანდით და ის სპეციალურად ჩაძირეს 1860 წელს.

არჩილ თალაკვაძე

23 მაისი 2019, 17:34

საქართველო

თალაკვაძე: ნაციონალებმა ივანიშვილზე უსუსური შეტევა წამოიწყეს

"დღეს სწორედ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რჩება ერთადერთ ბარიერად, რომ ეს დესტრუქციული ძალები, რომელთა მიზანი მხოლოდ არეულობის და დესტაბილიზაციის გზით თავის პოლიტიკური დღის წესრიგის მიღება, არ დაბრუნდნენ მმართველობაში და ეს ამ არჩევნებმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. “ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ჯუდიტ კერი

23 მაისი 2019, 17:00

კულტურა

მწერალი ჯუდიტ კერი გარდაიცვალა

საბავშვო მწერალი, ცნობილი მოთხრობის „კატა მოგის“ ავტორი ჯუდიტ კერი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. 50 წლიანი კარიერის მანძილზე მან 30 წიგნი გამოსცა. მისი ცნობილი რომანია „როცა ჰიტლერმა ვარდისფერი კურდღელი მოიპარა“. მან წიგნების გამოცემა 40 წლის ასაკში დაიწყო. მისი წიგნი „the Tiger in The Tiger Who Came to Tea“ მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.

23 მაისი 2019, 16:59

საქართველო

როგორ გამოიყურება ჯავახეთის დაცული ტერიტორიები. ფოტო

როგორც პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამცხე-ჯავახეთის უნიკალური ეკოსისტემა განვითარდება და მნიშვნელოვანი აქტივობები განხორციელდება.

დევიდ გარეტი

23 მაისი 2019, 16:51

კულტურა

საქართველოში მევიოლინე დევიდ გარეტი ჩამოვა

საქართველოში ცნობილი მევიოლინე დევიდ გარეტი ჩამოვა. ​მუსიკოსი საქართველოს ახალი ალბომით UNLIMITED –LIVE 2019 ესტუმრება. ღონისძიება 13 სექტემბერს თბილისის სპორტის სასახლეშია დაგეგმილი. ბილეთების გაყიდვა 23 მაისს 20:00 საათზე დაიწყება.

სტიქია აშშ-ში

23 მაისი 2019, 16:49

მსოფლიო

აშშ-ში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა

ტორნადომ იმსხვერპლა რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით არიან დაშავებულებიც. სტიქიამ შეუტია მისურის, ოკლაჰომასა და აიოვასაც. მანამდე აშშ-ის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ სულ მცირე 29 ტორნადო იყო ნავარაუდევი 24 საათში.

მოსწავლეები

23 მაისი 2019, 16:47

ტაბლოიდი

ამერიკელი მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ჰიმნს ასრულებენ. ვიდეო

"ქართულ-ამერიკული მეგობრობის სიმღერით გამოვლინების კიდევ ერთი მაგალითი. ჩვენ ძალიან გვიყვარს კულტურების გაზიარება და გაცვლითი პროგრამები, სწორედ, ამას ემსახურება. თქვენ რომელ ქართულ სიმღერას ასწავლიდით ამერიკელებს?,"- წერს საელჩო.

მიხეილ სააკაშვილი

23 მაისი 2019, 16:13

საქართველო

სააკაშვილი: მოდით, წინ ვიაროთ და ვინც პირველი მივა მიზნამდე, ის იქნება გამარჯვებული

„მესმის დავა და კრიტიკა, აი, სააკაშვილი არ გვითანხმებს განცხადებებს, თქვენ თუ მითანხმებთ, ჩემო მეგობრებო, განცხადებებს? მოდით, წინ ვიაროთ და ვინც პირველი მივა მიზნამდე, ის იქნება გამარჯვებული“, - განაცხადა სააკაშვილმა.