imedi /  31 მაისი 2019, 19:54 / სანდო წყარო

უეფამ ოქრიაშვილის გოლი საუკეთესოებს შორის დაასახელა

თორნიკე ოქრიაშვილი

თორნიკე ოქრიაშვილი

თორნიკე ოქრიაშვილის მაკარტელა გოლი უეფამ საუკეთესოებს შორის დაასახელა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 2018/19 წლების სეზონის ევროპა ლიგის დასრულების შემდეგ ტურნირის 10 გამორჩეული გოლი გამოავლინა.

ქართველი ფეხბურთელი მე-7 ადგილზეა. ოქრიაშვილმა ეფექტიანი ბურთი კრასნოდარის მაისურით ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე სევილიასთან მატჩში გაიტანა და მისმა გუნდმა 2:1 მოიგო. 

ოქრიაშვილმა კარასნოდარი გასული წლის შემოდგომაზე დატოვა და ის ამჯერად გუნდის გარეშეა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად უახლოეს მომავალში ქართველი თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ „ანორთოსისში“ ითამაშებს.

რაც შეეხება უეფას საუკეთესო გოლებს, პირველ ადგილზე ისმაილ სარის გოლია, რომელიც რენის ფეხბურთელმა იაბლონეცთან ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში გაიტანა. მეორეზე პედრო როდრიგესის გოლია, რომელიც ფეხბურთელმა ჩელსისა და პრაღის სლავიას მატჩში გაიტანა.

ყველა სიახლე

თამარ გაბუნია

18 იანვარი 2022, 11:25

COVID19

თამარ გაბუნია: აქამდე 62 ონლაინ კლინიკა მუშაობდა და კვირის ბოლომდე კიდევ 40 დაემატება

აქამდე 62 ონლაინ კლინიკა მუშაობდა და კვირის ბოლომდე კიდევ 40 დაემატება, რაც რაოდენობრივად გაზრდის იმ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების რიცხვს, რომლებიც ჩართული არიან კოვიდის მართვაში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

ალექსანდრე გოგინავა

18 იანვარი 2022, 11:22

COVID19

ალექსანდრე გოგინავა ეპიდვითარებაზე: სიტუაცია საყურადღებოა - არსებობს რისკი, რომ მდგომარეობა უფრო გაუარესდეს

ალექსანდრე გოგინავას თქმით, არსებობს იმის ალბათობა, რომ საქართველოში კორონავირუსის დღიური შემთხვევების რაოდენობა ათეული ათასი იყოს. ინფექციონისტი მოსახლეობას რეკომენდაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებს.

თამარ გაბუნია

18 იანვარი 2022, 11:17

COVID19

თამარ გაბუნია: კვირის ბოლომდე კიდევ 40 ონლაინ კლინიკა დაემატება, ამდენად, მოსახლეობისთვის ოჯახის ექიმთან დაკავშირება იოლი იქნება

გუშინ 9000-ზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც არ არის საკმარისი მაჩვენებელი იმისთვის, ჩვენ სწრაფად მივიღოთ საჭირო დაცვის მაჩვენებელი მოსახლეობაში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

18 იანვარი 2022, 11:16

COVID19

ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონით“ დაინფიცირების 1200-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული

„ომიკრონით“ დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევაა 1200-ზე მეტია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სულ 1200 ადამიანია - ეს არის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

18 იანვარი 2022, 10:59

რეგიონი

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო აიკრძალა.

18 იანვარი 2022, 10:54

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების შემთხვევების რიცხვმა 1 მილიონს გადააჭარბა

საქართველოში კოვიდინფიცირების შემთხვევემა მილიონს გადააჭარბა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 1 006 864 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 934 667, გარდაიცვალა 14 512 პაციენტი.

18 იანვარი 2022, 10:51

COVID19

საქართველოში 1015 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე საქართველოში 1015 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 285 პირი იმყოფება. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1015 პირი, მათ შორის, თბილისში - 440, აჭარაში - 136, იმერეთში - 250. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 285 პირი, მათგან თბილისში - 168, აჭარაში - 45, იმერეთში - 22.

18 იანვარი 2022, 10:49

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 4171 თბილისში, 801 აჭარაში, 792 კი იმერეთში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, აჭარასა და იმერეთში გამოვლინდა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 521 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 4 171 შემთხვევა, აჭარა - 801, იმერეთი - 792, ქვემო ქართლი - 285, შიდა ქართლი - 380, გურია - 193, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 302, კახეთი -263, მცხეთა-მთიანეთი - 171, სამცხე-ჯავახეთი - 108, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -55.

18 იანვარი 2022, 10:47

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 9 290 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 9 290-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 622 459 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 006 864 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 934 667, გარდაიცვალა 14 512 პაციენტი.

18 იანვარი 2022, 10:47

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 13,34%-ია

18 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 13,34%, ბოლო 14 დღის - 10%, ბოლო 7 დღის - 10,26%

18 იანვარი 2022, 10:44

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 31 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 31 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

18 იანვარი 2022, 10:44

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 7 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 7 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 160 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 006 864 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 934 667, გარდაიცვალა 14 512 პაციენტი.

ალექსანდრე გოგინავა

18 იანვარი 2022, 10:24

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: თუ ბავშვს გაციების სიმპტომები აღენიშნება, სკოლაში არ გაუშვათ - ერთმა ბავშვმა შეიძლება მთელი კლასი დააინფიციროს

ალექსანდრე გოგინავა მშობლებს მოუწოდებს, თუ ბავშვს გაციების სიმპტომები აღენიშნება სახლში დატოვოს. ინფექციონისტი აღნიშნავს, რომ „ომიკრონი“ სწრაფად ვრცელდება და ერთმა ბავშვმა შეიძლება მთელი კლასი დააინფიციროს.

18 იანვარი 2022, 10:15

რეგიონი

თიანეთში ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძემ, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, მერის მოადგილე ზურაბ ცისკარიშვილმა და მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რეგიონის კოორდინატორმა ბადრი კუკულაძემ მერიის თანამშრომლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს.

18 იანვარი 2022, 10:06

რეგიონი

GITA საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ახალ საგრანტო პროგრამებს იწყებს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ევროკავშირის საგრანტო დაფინანსებით, „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, ახალ საგრანტო პროგრამებს აცხადებს შემდეგ რეგიონებში: იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.

ბიძინა კულუმბეგოვი

18 იანვარი 2022, 09:50

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: დიდია შანსი, რომ „ომიკრონის“ შემდეგ ორგანიზმში ხანგრძლივი კოვიდი დარჩეს

რა საფრთხეებს ქმნის ომიკრონი - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, მიუხედავათ დაავადების მთლიანობაში შემსუბუქებისა, ის მაინც დიდი რისკის ვარიანტია ასაკოვანი და ქრონიკული დაავადების მქონე პოპულაციისთვის.

18 იანვარი 2022, 09:01

პოლიტიკა

პრეზიდენტი პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატებს მიმდინარე კვირის ბოლომდე წარუდგენს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ კანდიდატი ხმების საკმარის რაოდენობას ვერ მიიღებს, მეორე კენჭისყრა ჩატარდება, სადაც აუცილებელი მხოლოდ 76 კანონმდებლის მხარდაჭერა იქნება. ამ შემთხვევაში კანდიდატები თანამდებობებზე 6 თვის ვადით დაინიშნებიან.

18 იანვარი 2022, 08:34

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

18 იანვარს ქუთაისში წვიმა და +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს.

18 იანვარი 2022, 08:19

მსოფლიო

ავღანეთში მიწისძვრას 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, დანგრეულია ასობით სახლი. ეპიცენტრი თურქმენეთის საზღვართან მდებარე ბადღისის პროვინციაში, 30 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

18 იანვარი 2022, 08:05

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტის 13-დან 7 სოფლის დამაკავშირებელი გზა გაწმენდილია

მუნიციპალიტეტის 13 სოფლიდან 7 სოფლის დამაკავშირებელი გზა უკვე გაწმენდილია , ამ დრომდე მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები 6 სოფელში.