imedi /  04 ივნისი 2019, 23:29 / სანდო წყარო

20-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი წარუმატებლად დაიწყო

ახალი ზელანდია - საქართველო

ახალი ზელანდია - საქართველო

საქართველოს 20-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი წარუმატებლად დაიწყო. ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ქართველი მორაგბეები ახალ ზელანდიასთან 13:45 დამარცხდნენ.

უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობაში ორი საჯარიმო თედო აბჟანდაძემ გაიტანა, მეორე ტაიმში ვახტანგ ჯინჭარაძის მიერ დადებული ლელო კი ზუსტად იოსებ გუშარაშვილმა გარდასახა.

ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში სამხრეთ აფრიკამ შოტლანდია 43:19 დაამარცხა. მომდევნო შეხვედრას 20-წლამდელთა ნაკრები 8 ივნისს, სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ გამართავს.

ყველა სიახლე

17 ნოემბერი 2019, 19:10

თემა

„მან დაამტკიცა, რომ ზნეობრივი ავტორიტეტი შეიძლება პოლიტიკოსი იყოს“. ვინ იყო ვაცლავ ჰაველი?

1989 წლის 17 ნოემბერს პრაღაში ანტიკომუნისტური გამოსვლები დაიწყო.ორ კვირაში დაემხო რეჟიმი, რომელიც ჩეხოსლოვაკიას 40 წელსმართავდა. ეს მოვლენები ისტორიაში ხავერდოვანი რევოლუციის სახელით შევიდა, რადგან ის უსისხლოდ დასრულდა. რევოლუციის ლიდერიდრამატურგი და ფილოსოფოსი ვაცლავ ჰაველიმალე ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. მის დროს ჩეხოსლოვაკია გაიყო, მაგრამ ჰაველი ჩეხებისთვის მაინც დარჩა გმირად და ზნეობრივ ორიენტირად. ასევე აფასებენ მას მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში. გთავაზობთ ფრაგმენტებსმიხაელ ჟანტოვსკის წიგნიდან ჰაველი. ჟანტოვსკი სამოქალაქო პლატფორმის (1989) ერთ-ერთი ორგანიზატორი, პრეზიდენტ ჰაველის მრჩეველი და პრესმდივანი იყო. დღეს ის პრაღაში ვაცლავ ჰაველის ბიბლიოთეკის დირექტორია.

თინა ბოკუჩავა

17 ნოემბერი 2019, 19:07

საქართველო

თინა ბოკუჩავა არ გამორიცხავს რომ ოპოზიციამ სხვა სახელმწიფო უწყებების ბლოკირებაც მოახდინოს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციამ სხვა სახელმწიფო უწყებების ბლოკირებაც მოახდინის. ბოკუჩავას განცხადებით, „ბიძინა ივანიშვილს 2020 წლამდე მშვიდობიანად მისვლის შანსი ჰქონდა, მაგრამ მან ქართველ ხალხზე იძალადა და სისხლის ფასად მოპოვებული პროპორციული არჩევნები წაართვა.

რომან კაკულია

17 ნოემბერი 2019, 18:54

საქართველო

რომან კაკულიას თქმით პარლამენტის ბლოკირება დიალოგის გზას სპობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რომან კაკულიას განცხადებით, ხელისუფლების მთავარი მოვალეობაა, რომ არ კონცენტრირდეს "არაადეკვატურ განცხადებებზე და მხოლოდ იმ მოხოვნებზე" მოახდინოს რეაგირება, რაც ოპოზიციამ დააყენა და რაზეც დიალოგი შეიძლება შედგეს.

აქცია

17 ნოემბერი 2019, 18:34

საქართველო

პარლამენტთან აქციის მონაწილეს უცნობი კაცი დაუპირისპირდა

პარლამენტთან მცირედი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეს უცნობი კაცი დაუპირისპირდა, თუმცა უცნობია ვინ არის ის პირი. ცოტა ხნის წინ პარლამენტის შესასვლელებთან კარვები გაშალეს, მანამდე კი პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს.

„პატრიოტთა ალიანსის“ აქცია

17 ნოემბერი 2019, 18:27

საქართველო

„პატრიოტთა ალიანსის“ საპროტესტო აქცია დასრულდა

პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელ ხასიათს ატარებდა. დემონსტრაციაზე მათ მხარდამჭერებს ახალი გეგმის შესახებ განუცხადეს, რომლის მიხედვითაც თბილისში დაწყებული საპროტესტო მუხტი რეგიონებში გადაინაცვლებს და აქციები ქვეყნის ყველა მსხვილ ქალაქში ჩატარდება.

პროპორციული არჩევნები

17 ნოემბერი 2019, 18:26

საქართველო

ზუგდიდში მაჟორიტარების პლაკატები თავდაყირა გააკრეს

ზუგდიდში რამდენიმე ადგილას მაჟორიტარი დეპუტატების მერაბ ქვარაიას და ედიშერ თოლორაიას პლაკატები თავდაყირა გააკრეს. სოციალურ ქსელში ჰეშთეგი #ამოაყირავემაჟორიტარი-ც გამოჩნდა. პლაკატების ამგვარად გაკვრა სავარაუდოდ პარლამენტის მიერ პროპორციულ სისტემაზე პროექტის ჩაგდებას უკავშირდება.

ილია მეორე

17 ნოემბერი 2019, 18:13

საქართველო

ილია მეორე რუსეთის პატრიარქს: ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება საზოგადოებაში სამართლიან პროტესტს იწვევს

პატრიარქის წერილში წერია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დაკავების გამო ყველა შეშფოთებულია, და გულისტკივილით ადევნებს თვალს ცხინვალის რეგიონში რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევისა და საზღვრისპირა ზოლიდან ადამიანების გატაცების ფაქტებს.

კარავი პარლამენტთან

17 ნოემბერი 2019, 18:07

საქართველო

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარლამენტის შესასვლელებთან კარვები გაშალეს

ამ ეტაპზე პარლამენტთან 6 კარავია, თუმცა ოპოზიცია მათი რაოდენობის გაზრდას აპირებს. „24 საათის განმავლობაში კარვები იქნება გაშლილი. „ქართული ოცნების“ წევრები ვერ შევლენ პარლამენტში“, -აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა უგულავამ.

მკვლელობა

17 ნოემბერი 2019, 18:05

ძალოვნები

ატენის ქუჩაზე რამდენიმე ადამიანი მოკლეს

თბილისში, ატენის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, პირმა ჯერ დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. შსს ადასტურებს, რომ გარდაცვლილია რამდენიმე ადამიანი, თუმცა დეტალებზე უწყებაში ამ ეტაპზე არ საუბრობენ.

17 ნოემბერი 2019, 18:00

თემა

გერმანული მოდელი. როგორ ირჩევენ პარლამენტის წევრებს გერმანიაში?

მას შემდეგ, რაც საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა და რუსთაველის გამზირი ისევ საპროტესტო გამოსვლებმამოიცვა, ოპოზიცია ეგრეთ წოდებულ გერმანულ მოდელზე ალაპარაკდა. ამ ინიციატივითთავდაპირველად შენების მოძრაობის ლიდერი დავით უსუფაშვილი გამოვიდა. საპასუხოდ ხელისუფლება საქართველოს კონსტიტუციასთან ამ წინადადების შეუსაბამობაზეაკეთებს აქცენტს.

თაკო ჩარკვიანი

17 ნოემბერი 2019, 17:56

საქართველო

თაკო ჩარკვიანი: მიყვარხართ, რა ლამაზი სამშობლო გვაქვს

ასე მიმართა პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებს. თაკო ჩარკვიანმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა და განაცხადა, რომ მას პროპორციულზე უკან დახევა და ვადამდელის დანიშვნა მოუწევს.

გიორგი მარგველაშვილი

17 ნოემბერი 2019, 17:38

საქართველო

მარგველაშვილი: ეს ბრძოლა შედეგს 1-2 დღეში ვერ გამოიღებს

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სასწორზე თავისუფლება დევს და ამიტომ ბრძოლა, რომელიც ხალხმა და ოპოზიციამ დაიწყო უნდა გაგრძელდეს. ექსპრეზიდენტის თქმით, ეს ბრძოლა შედეგს 1-2 დღეში ვერ გამოიღებს. მარგველაშვილის თქმით, მას ოპოზიციის ტაქტიკა არ აინტერესებს.

აქცია რუსთაველზე

17 ნოემბერი 2019, 17:35

საქართველო

ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს

პარლამენტის შესასვლელთან ვითარება დაიძაბა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის ეზოსთან, იმ ადგილზე გადაინაცვლეს, სადაც გისოსებს მიღმა პოლიციია მობილიზებული. მანამდე ოპოზიციის წარმომადგენლებმა სწორედ დეპუტატებისთვის მუშაობაში ხელის შეშლა დააანონსეს

ბათუმი

17 ნოემბერი 2019, 17:22

საქართველო

ბათუმში აჭარის მთავრობასთან კარავი გაშალეს

ბათუმში საპროტესტო აქციის ლიდერებმა და აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლის მოპირდაპირე მხარეს კარავი გაშალეს და როგორც თბილისში, პროტესტის 24-საათიან რეჟიმზე გადავიდნენ. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გელა დეკანაძემ განაცხადა.

ჰონგ-კონგი დემონსტრაცია

17 ნოემბერი 2019, 17:14

მსოფლიო

ჰონგ-კონგში დემონსტრანტებმა პოლიციელი მშვილდ-ისრით დაჭრეს

შემთხვევა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის კამპუსთან მოხდა, რომელსაც მშვილდ-ისრებით შეიარაღებული დემონსტრანტები პატრულირებენ. ბოლო დროს პოლიცია და დემონსტრანტები ერთმანეთს სულ უფრო ხშირად სწორედ უნივერსიტეტების ტერიტორიებზე უპირისპირდებიან. მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტი ჰონგ-კონგში ივნისში დაიწყო.

გიგი უგულავა

17 ნოემბერი 2019, 17:09

საქართველო

უგულავა: ხვალიდან „ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში ვეღარ შევლენ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, ოპოზიციის გეგმების განხორციელებისთვის საჭირო ზომად დეპუტატებისთვის მუშაობაში ხელის შეშლა დაასახელა.

ფრანკფურტის აეროპორტი

17 ნოემბერი 2019, 17:06

მსოფლიო

ფრანკფურტის აეროპორტში ერთმანეთს ორი თვითმფრინავი დაეჯახა

ფრანკფურტის აეროპორტში შაბათს საღამოს ორი თვითმფრინავი ერთმანეთს დაფრენის დროს დაეჯახა. როგორც აეროპორტში აცხადებენ, ერთმანეთს Air Namibia და Korean Air-ის თვითმფრინავი დაეჯახა, ისინი მსუბუქად დაზიანდნენ. კორეულმა ავიაკომპანიამ უკან დაბრუნების რეისი ამ ავარიის გამო გააუქმა.

მამუკა ხაზარაძე

17 ნოემბერი 2019, 16:52

საქართველო

ხაზარაძე: მე ჩემი უზარმაზარი გუნდით დავდგები იქ, სადაც თავისუფლებას საფრთხე დაემუქრება

მე ჩემი უზარმაზარი გუნდით, „ლელოელებით“, დავდგები თქვენ ერთად იქ, სადაც თავისუფლებას საფრთხე დაემუქრება. პროტესტი იქნება ძლიერი და არ გასცდება კანონის ფარგლებს. შევათანხმოთ ყველა ნაბიჯი ერთმანეთთან, რომ სიურპრიზები არ იყოს, - ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

პატრიოტთა ალიანსი

17 ნოემბერი 2019, 16:52

საქართველო

რესპუბლიკის მოედანზე „პატრიოტთა ალიანსის“ აქციის გამო გზა გადაიკეტა

რესპუბლიკის მოედანზე „პატრიოტთა ალიანსის“ საპროტესტო აქცია იწყება. სულ ცოტა ხნის წინ გადაიკეტა საავტომობილო მოძრაობაც. აქციის მონაწილეები პროპორციული არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ისინი ქვეყანაში არსებულ ვითარებასაც აპროტესტებენ.

მაკდოლანდსი

17 ნოემბერი 2019, 16:46

ტაბლოიდი

McDonaldʼs-ის ყოფილმა თანამშრომელმა აღიარა, რომ მომხმარებლებს დამატებით ნაგეთსს აძლევდა

კანადელმა ბლოგერმა და პოდკასტის Heart Half Full-ის ავტორმა კოდი ბონდარჩაკმა Twitter-ზე დაწერილ პოსტში აღიარა, რომ "მაკდონალდსში" მუშაობის დროს მომხმარებელბს ყოველთვის უდებდა შეფუთვაში ქათმის ნაგეთსის ერთით მეტ, მეთერთმეტე ნაჭერს. პოსტმა 700 ათასამდე მოწონება დაიმსახურა.