imedi /  17 ივნისი 2019, 08:47 / სანდო წყარო

მატს ჰუმელსი „დორტმუნდში“ დაბრუნებას გეგმავს

მატს ჰუმელსი

მატს ჰუმელსი

მცველი მატს ჰუმელსი „დორტმუნდში“ დაბრუნებას გეგმავს. 30 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკება უკვე დაწყებულია. ამის შესახებ სპორტული გამოცემები წერენ.

ერთ-ერთი ინფორმაციით, "დორტმუნდს" ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაუჯდება. სხვა ცნობით კი - 20 მილიონი პლუს ბონუსები.

ჰუმელსი "ბაიერნმა" "დორტმუნდისგან" 2016 წელს 35 მილიონ ევროდ შეიძინა.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

17 ივლისი 2019, 18:35

საქართველო

გახარიამ ინგა გრიგოლიას მწვავე დისკუსიისთვის მადლობა გადაუხადა

„მინდა მხარი დავუჭირო ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას, ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო მასთან ეთერში მისვლა და ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზეწოლა და ბულინგი, რომელსაც მასზე ახორციელებენ. მინდა მას მადლობა გადავუხადო მწვავე დისკუსიისთვის, რომლის დროსაც მე მქონდა საშუალება ჩემი აზრი გამომეთქვა"- განაცხადა გახარიამ.

F16

17 ივლისი 2019, 18:32

მსოფლიო

ევროპაში აშშ-ის ბირთვული იარაღის ადგილსამყოფელი შემთხვევით გასაჯაროვდა

ევროპაში აშშ-ის ბირთვული იარაღი სავარაუდოდ ბელგიის, გერმანიის, ნიდერლანდების, იტალიისა და თურქეთის სამხედრო ბაზებზე მდებარეობს. მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრის, ჯოზეფ დეის ანგარიშიდან.

გიორგი გახარია

17 ივლისი 2019, 18:12

ძალოვნები

გახარია პროკურატურაში გამოკითხეს

20-21 ივნისის საქმეზე შს მინისტრი გიორგი გახარია პროკურატურაში გამოკითხეს. უწყებიდან გამოსვლის შემდეგ მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა სცადა. სპეცრაზმმა აქციის დასაშლელად რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები.

სალომე სამადაშვილი

17 ივლისი 2019, 18:11

საქართველო

ოპოზიციის ნაწილისთვის მმართველ გუნდთან კოალიციაში ყოფნა გამორიცხულია

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შემდეგ სავარაუდოდ კოალიციური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, ოპონენტები პასუხობენ. პარტიის თავმჯდომარის პოზიციაა, რომ 2020 წლისთვის ითანამშრომლოს ყველასთან "ნაციონალური მოძრაობის" გამოკლებით.

17 ივლისი 2019, 17:12

მსოფლიო

ერაყში 3 თურქი დიპლომატი მოკლეს

ერაყის ქალაქ ერბილში 3 თურქი დიპლომატი მოკლეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. მოკლულებს შორის არის თურქეთის კონსულის მოადგილე. მედიის ცნობით, თავდამსხმელებმა დიპლომატებს ერთ-ერთ რესტორანში გაუხსნეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება. დიპლომატები ერთ-ერთ რესტორანში სადილზე იყვნენ.

17 ივლისი 2019, 17:11

ტაბლოიდი

როგორ მიულოცეს პანდას იუბილე ბერლინის ზოოპარკში. ვიდეო

ბერლინის ზოოპარკის ბინადარ პანდას 9 წელი შეუსრულდა. ზოოპარკის თანამშრომლებმა მას იუბილე ტორტით მიულოცეს. პანდამ, სახელად-ჯიაო ქინგი, წონის მიუხედავად (110 კგ-ს იწონის) უპრობლემოდ მიირთვა სპეციალურად მისთვის მომზადებული ტორტი, გაყინული ბოსტნეულის შიგთავსით.

თალიბები

17 ივლისი 2019, 17:04

მსოფლიო

ავღანეთში თალიბებთან შეტაკებას 18 სპეცრაზმელი ემსხვერპლა

შეტაკება ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მას შემდეგ დაიწყო, რაც სპეცრაზმის ჯგუფმა ბაგდის პროვინციაში თალიბების შტაბბინის შტურმი მიიტანა. დაპირისპირება რამდენიმე საათს გაგრძელდა. ადგილობრივი მთავარობის ცნობით, 19 მებრძოლი ლიკვიდირებულია, 20 კი დაჭრილი. ამასთან, რადიკალებმა 6 სამხედრო მძევლად აიყვანეს.

სუზან იტონი

17 ივლისი 2019, 16:56

მსოფლიო

პოლიციამ ამერიკელი მეცნიერის მკვლელობის სავარაუდო მოტივი დაასახელა

ამერიკელი მეცნიერის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სამართალდამცველების თქმით, დანაშაული 27 წლის კაცმა აღიარა. ეჭვმიტანილის ჩვენების მიხედვით, უგონო მდგომარეობაში მყოფი სუზან იტონი ბუნკერამდე მანქანით მიიყვანა. საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ბუნკერში ამერიკელი მეცნიერის ცხედარი 10 ივლისს იპოვეს.

ჯანსაღი კვება

17 ივლისი 2019, 16:50

ტექნოლოგიები

რას გულისხმობს ჯანსაღი კვების 5 ძირითადი ელემენტი. რეკომენდაცია

არა ერთი კვლევით დასტურდება, რომ ჯანსაღი კვება დაკავშირებულია როგორც სიცოცხლის ხანგრძლივობასთან, ასევე წონის რეგულირებასთან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჯანსაღი კვების ხუთი ძირითადი ელემენტი აქვს შემუშავებული. სია იწყება ადრეულ ასაკში ძუძუთი კვებიდან.

ანდრეა კამილერი

17 ივლისი 2019, 16:47

კულტურა

„წყლის ფორმის“ ავტორი ანდრეა კამილერი გარდაიცვალა

ის საავადმყოფოში 17 ივნისს გადაიყვანეს, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში იყო.კამილერის ყველაზე ცნობილი წიგნი „წყლის ფორმაა“, რომლის მთავარი გმირი პოლიციის კომისარი სალვო მონტალბანოა. სწორედ ამ წიგნმა მოუტანა მწერალს საყოველთაო აღიარება.

სოციალური ქსელი

17 ივლისი 2019, 16:45

ტექნოლოგიები

Facebook-ის მუშაობა შეფერხებულია

Facebook-ის მუშაობაში შეფერხებაა. ამ დროისთვის გაურკვეველი მიზეზების გამო Facebook-ის გვერდი არ იხსნება, ასევე არ მუშაობას Messanger-ი, შეფერხება ფიქსირდება Instagram-ზეც.

იხვები

17 ივლისი 2019, 15:54

ტაბლოიდი

მთვლემარე იხვი მთელი ძალით ცდილობს, რომ არ დაიძინოს 🦆

Reddit-ის მომხმარებელმა მეტსახელად dobbyisafreepup-ი ქსელში ვიდეო გააზიარა, რომელშიც იხვს ძალიან ეძინება, მაგრამ მთელი ძალით ცდილობს, რომ არ ჩაეძინოს. შეიძლება ითქვას, რომ მთვლემარე იხვები Youtube-ზე ცალკე ვიდეოების ჟანრია. არის ვიდეოები, სადაც იხვებს სულაც ადამიანებთან ერთად სძინავთ.

მოსამართლეების დანიშვნა

17 ივლისი 2019, 15:33

საქართველო

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ხმაურით დასრულდა

საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა გასაუბრება ისე დაასრულა, რომ არამოსამართლე წევრებს კითხვები ჯერ კიდევ ჰქონდათ. საბჭოს სრულმა შემადგენლობამ სხდომის დარბაზი დატოვა, ამან კი საბჭოს არამოსამართლე წევრების ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის პროტესტი გამოიწვია.

 F-35

17 ივლისი 2019, 15:30

მსოფლიო

აშშ თურქეთს გამანადგურებელ F-35-ს აღარ მიჰყიდის

შეიარაღების პირველი კომპონენტები ანკარასთან მდებარე ავიაბაზაზე ჩაიტანეს. ივნისის დასაწყისში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს ულტიმატუმი წაუყენა და დრო ივლისის ბოლომდე მისცა, რომ არჩევანი ამერიკულ გამანადგურებელ F-35-სა და რუსულ S-400 ტიპის კომპლექსს შორის გაეკეთებინა.

ბიძინა ივანიშვილი არჩილ თალაკვაძე

17 ივლისი 2019, 15:16

საქართველო

თალაკვაძე: მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ძალადობრივი შეტევის აღკვეთა ხელისუფლების მოვალეობაა

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა "როგორც სახელმწიფო მოღვაწემ, გნებავთ როგორც პოლიტიკურმა ლიდერმა და ამ ქვეყნის მოქალაქემ, უბრალოდ და ზუსტად ჩამოაყალიბა პოზიცია, რომელსაც მთელი გუნდი მხარს უჭერს". ამის შესახებ თალაკვაძემ Facebook-ზე დაწერა.

ირაკლი ლექვინაძე

17 ივლისი 2019, 15:08

ეკონომიკა

ბიზნესომბუდსმენი: საბანკო რეგულაციები უნდა შერბილდეს

ირაკლი ლექვინაძემ კერძო სექტორში გამოკვეთილ პრობლემებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, გასული ექვსი თვის განმავლობაში გამოწვევების წინაშე, ძირითადად, სამშენებლო სექტორი დადგა, რაც განპირობებული იყო როგორც საბანკო რეგულაციებით, ასევე შრომის შესახებ ახალი კანონმდებლობით.

სასამართლო

17 ივლისი 2019, 14:54

საქართველო

მოსამართლეობის კანდიდატი: საბჭოს წევრი ჩემი ყოფილი რძალია, ინტერესთა კონფლიქტი უკვე აღარ არის

რამდენიმე საათია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ კანდიდატთან გასაუბრება მიმდინარეობს. ზურაბ აზნაურაშვილთან ყველაზე მეტი კითხვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს აქვთ. მათი ინფორმაციით კანდიდატს საბჭოს მოსამართლე წევრ თამარ ონიანთან ახლო ნათესაური კავშირი აქვს.

თორნიკე რიჟვაძე

17 ივლისი 2019, 14:48

საქართველო

„ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ თორნიკე რიჟვაძე წარადგინეს

„ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაცია აჭარაში პირველად შეიქმნა.სამუშაო შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. ორგანიზაციის პრეზენტაციას, ასევე, ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი.

ლევან იმერლიშვილი

17 ივლისი 2019, 14:42

ძალოვნები

აქციის ღამესთან დაკავშირებით დაკავებულ შსს-ს თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ლევან იმერლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 15 ივლის გენერალურმა პროკურატურამ დააკავა. ამ საქმეზე უკვე ჯამში 2 სამართალდამცველია დაკავებული.

ბავშვები

17 ივლისი 2019, 14:36

მსოფლიო

ყირიმში საბავშვო ბანაკში 54 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ბავშვებიც

15-17 ივლისს ევპატორიას საავადმყოფოში 49 ბავშვი და 5 მეთვალყურე დიარეითა და ღებინებით შეიყვანეს. სამი ბავშვი რეანიმაციაში მოხვდა. დაზარალებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ნაწილი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.