imedi /  02 ივლისი 2019, 10:57 / სანდო წყარო

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირზე დღეს ითამაშებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს უიმბლდონის ტურნირზე ითამაშებს. ქართველი ჩოგბურთელი ბრიტანელ მეტოქეს ჯეიმს უორდს თბილისის დროით 14:00 საათზე დაუპირისპირდება.

ბასილაშვილი უიმბლდონზე მე-18 ნომრად არის განთესილი. ქართველი სპორტსმენი ტურნირს ოთხმატჩიანი წაგებათა სერიით ხვდება.

ბასილაშვილსა და უორდს შორის გამარჯვებული მეორე წრეში ბრიტანელ დანიელ ევანსსა და არგენტინელ ფედერიკო დელბონისს შორის მოგებულს შეხვდება.

უიმბლდონი 1 ივლისს დაიწყო და 14 ივლისამდე გაგრძელდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 38 მილიონი ფუნტი სტერლინგია.

ყველა სიახლე

24 იანვარი 2021, 09:28

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტრო: ბრალდებები სამხედროების უხარისხო კვებით მომარაგებასა თუ მომწოდებელ კომპანიებთან საეჭვო გარიგებებზე, არის სრულიად აბსურდული

ტელეკომპანია „ტვ პირველი“ განაგრძობს ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რომლის რეალური მიზანია, ჩრდილი მიაყენოს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თავდაცვის უწყებაში გატარებულ ღონისძიებებს სამხედროებისათვის საუკეთესო კვებითი პირობების უზრუნველყოფის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

24 იანვარი 2021, 09:11

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 24 იანვარს ქუთაისში ცვალებად მოღრუბლულობასა და +11 გრადუსს პროგნოზირებენ. ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ოზურგეთში +9 გრადუსი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ბათუმში +11 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში +11, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი.

24 იანვარი 2021, 08:58

მსოფლიო

ვატიკანი: რომის პაპი ფეხის გამწვავებული ტკივილის გამო, მომდევნო ორი დღის ცერემონიებს ვერ დაესწრება

რომის პაპს კვლავ გაუმწვავდა რადიკულიტი, რომელიც ფეხის ძლიერ ტკივილს იწვევს. ამის გამო, ის ვერ გაუძღვება სამ რელიგიურ ცერემონიას, რომელიც მომდევნო ორი დღის განმავლობაში გაიმართება, - ამის შესახებ Reuters-ი ვატიკანის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

24 იანვარი 2021, 08:44

მსოფლიო

ჩილეში ცუნამის შესახებ ცრუ გაფრთხილებას ათასობით ადგილობრივის ევაკუაცია მოჰყვა

ჩინეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მოხმდარი მიწისძვრის შემდეგ, მთელი ქვეყნის მოსახლეობას დაუგზავნა SMS-შეტყობინებები და ცუნამის მოსალოდნელი საფრთხის გამო, ევაკუაციისკენ მოუწოდა. გამართხილებელ შეტყობინებას მოსახლეობის პანიკა და სანაპირო რეგიონებიდან მათი მასობრივი ევაკუაცია მოჰყვა. მოგვიანებით, ჩილეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ შეტყობინებები შეცდომით გაგზავნეს და ბოდიში მოიხადა.

24 იანვარი 2021, 08:33

COVID19

საფრანგეთში კორონავირუსის პირველი გამოვლენიდან ერთი წელი გავიდა

2020 წლის 24 იანვარს საფრანგეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი სამი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებამდე რამდენიმე დღით ადრე, სამივე პაციენტს სიმპტომები გამოუვლინდა - ერთს 17, მეორეს 19, მესამეს 23 იანვარს.

24 იანვარი 2021, 08:17

სპორტი

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, შესაძლოა, მაყურებელი არ დაუშვან

მიმდინარე წლის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა სპორტულმა ღონისძიებამ, ტოკიოს ოლიმპიურმა თამაშებმა მაყურებლის გარეშე ჩაიაროს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრისა და მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის, სებასტიან კოუს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

24 იანვარი 2021, 08:03

მსოფლიო

ნიგერიელმა მეკობრეებმა თურქული სატვირთო გემი გაიტაცეს - მოკლულია ეკიპაჟის ერთი წევრი

ნიგერიის სანაპიროსთან, გვინეის ყურეში მეკობრეები თურქულ სატვირთო გემს დაესხნენ თავს. თავდასხმისას გემზე 19 ადამიანი იყო. მათგან ერთი, მეკობრეებმა მოკლეს, 15 გაათავისუფლეს, ეკიპაჟის სამი წევრი კი ტყვედ აიყვანეს. გემი Mozart-ი თურქულ კომპანია Boden-ს ეკუთვნის და ის ლაგოსიდან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, კეიპტაუნისკენ მიცურავდა.

Mega Millions ლატარეა

24 იანვარი 2021, 00:56

მსოფლიო

ამერიკელმა კაცმა ლატარეაში მილიარდი დოლარი მოიგო

აშშ-ში, მიჩიგანის შტატში მცხოვრებმა კაცმა Mega Millions-ის ლატარეაში მილიარდი დოლარი მოიგო. ინფორმაცაი ამის შესახებ ლატარეის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

24 იანვარი 2021, 00:25

ტექნოლოგიები

„სილქნეტის“ აბონენტებს ინტერნეტი ხარვეზებით მიეწოდებათ

„სილქნეტის“ აბონენტებს ინტერნეტი ხარვეზებით მიეწოდებათ. კომპანიაში აცხადებენ, რომ სერვისის აღსადგენად სამუშაოებს საგანგებო რეჟიმში აწარმოებენ. ინფორმაცია კომპანიის Facebook-ზეა ხელმისაწვდომი.

24 იანვარი 2021, 00:05

პოლიტიკა

ევროკავშირი: სამართლიანობის მიღწევა კონფლიქტის მოგვარების მნიშვნელოვანი ნაწილია და რუსეთს ამ გადაწყვეტილების სათანადო შესრულებისკენ მოვუწოდებთ

„ევროკავშირი სრულ მზაობას გამოხატავს, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარებას“, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

ირანი

23 იანვარი 2021, 23:53

COVID19

ირანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მომავალ კვირაში დაიწყება

ირანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მომავალ კვირაში დაიწყება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. „უცხოური ვაქცინები აუცილებელია, ვიდრე ადგილობრივი ვაქცინები იქნება ხელმისაწვდომი”, - განაცხადა როუჰანიმ სატელევიზიო კომენტარში თუმცა დეტალებზე არ უსაბრია რომელ უცხოურ ვაქცინას გამოიყენებს ირანი.

ბიძინა კულუმბეგოვი

23 იანვარი 2021, 23:43

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: თუკი რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, სახელმწიფოს სწრაფად მიეცემა საშუალება, შემზღუდავ ღონისძიებებს გადაიხედოს

როცა ვსაუბრობთ წერტილოვან დახურვაზე, ბევრი უნდა ვისაუბროთ წერტილოვან გახსნაზე, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა. კულუმბეგოვის თქმით, თუკი რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, სახელმწიფოს სწრაფად მიეცემა საშუალება, შემზღუდავ ღონისძიებებს გადაიხედოს და უფრო სწრაფად მოხდეს ყველაფრის ამუშავება

23 იანვარი 2021, 23:05

საზოგადოება

შსს-ში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პოლიციის თანამშრომლები დაწესებული შეზღუდვების დროს სამსახურებრივი მანქანებით უკანონო საქმიანობას ეწევიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ ინფორმაციას ეხმაურება. „იმედინიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

მიგელ ანხელ ვილარი

23 იანვარი 2021, 23:03

COVID19

ესპანელმა გენერალმა თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ვაქცინა პრიორიტეტულ ჯგუფებზე ადრე გაიკეთა

ესპანელმა გენერალმა მიგელ ანხელ ვილარიმ თანამდებობა დატოვა მის მიმართ გამოთქმული ბრალდებების შემდეგ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა პრიორიტეტულ ჯგუფებზე ადრე გაიკეთა. თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა თავდაცვის შტაბის უფროსს, გენერალს განმარტებები მოსთხოვა მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან ვაქცინა გაიკეთა.

23 იანვარი 2021, 22:42

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ახალი 62 შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 2 ადამიანი

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 478 ადამიანს ჩაუტარდა. COVID19 62 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 2 ადამიანი. 37 ადამიანის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

23 იანვარი 2021, 22:27

თემა

ამბობენ, რომ ამა თუ იმ წამლის უკუჩვენება უარესია, ვიდრე თავად დაავადება. ეს მართლა ასეა?

ნებისმიერ მედიკამენტს, რეცეპტურული წამლებიდან ვიტამინების კომპლექსამდე, არასასურველი რეაქციის გამოწვევა შეუძლია. ამა თუ იმ პრეპარატის მიღებას ზოგჯერ სხვადასხვა შედეგამდე მივყავართ. ეს შეიძლება იყოს ფაღარათი, ალერგიული გამონაყარი, კანის შეფერილობის ცვლილება და სხვ. ამავდროულად, ქრონიკული დაავადებები ხშირად წლების ან მთელი ცხოვრების განმავლობაში მედიკამენტოზურ მკურნალობას მოითხოვს, ახალი გვერდითი მოვლენები კი შეიძლება პრეპარატის მოხმარებიდან დიდი ხნის შემდეგაც გამოვლინდეს. რატომ შეიძლება რომელიმე მედიკამენტმა არასასურველი რეაქცია გამოიწვიოს და რა უნდა გაკეთდეს ამ რისკის შესამცირებლად?

23 იანვარი 2021, 22:03

ტაბლოიდი

სოციალურ ქსელში რაჭის გზაზე მოსეირნე დათვის კადრები გავრცელდა. ვიდეო

რაჭის გზაზე მოსეირნე დათვის ვიდოკადრებს Facebook-ის გვერდი „რაჭა ჩვენი სიყვარული“ ავრცელებს. ვიდეო ჯგუფს, სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა მიაწოდა.

23 იანვარი 2021, 21:20

მსოფლიო

სანკტ-პეტერბურგში სპეცრაზმელმა აქციის მონაწილე ასაკოვან ქალს მძიმე ტრავმა მიაყენა

ონლაინ პლატფორმა MBKhMedia სოციალურ ქსელ Twitter-ში რუსი სპეცრაზმელების სისასტიკის ამსახველ შემზარავ კადრებს აქვეყნებს, რომელიც სანკტ-პეტერბურგშია გადაღებული. კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ ეკითხება სპეცრაზმელებს ასაკოვანი ქალი, რატომ აკავებენ ახალგაზრდა კაცს. პასუხად კი ერთ-ერთი სპეცრაზმელისგან მუცელში უმძიმეს დარტყმას იღებს და ასფალტზე ეცემა.

ნინო ლომჯარია

23 იანვარი 2021, 21:13

საზოგადოება

ნინო ლომჯარია: ადამიანისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში არ ჯდება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბათუმში, აქციაზე მომხდარ ინციდენტს Facebook-ზე გამოეხმაურა. „გამოხატვის თავისუფლებით დაცული არ არის პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმა, რაც არღვევს პირის ფიზიკურ ხელშეუხებლობას და უსაფრთხოებას. პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში! არ შეიძლება ძალადობის წახალისება ან გამართლება!“ – წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.

მამუკა მდინარაძე

23 იანვარი 2021, 21:13

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რადიკალური სცენარი არ გამოუვათ

„მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი მათზეა დამოკიდებული, ჩვენ მზად ვართ, ოღონდ ვილაპარაკოთ საქმეზე და არა იმაზე, რა უნდა მიხეილ სააკაშვილს. მის ჭკუაზე აღარ ივლის ეს ქვეყანა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.