imedi /  02 ივლისი 2019, 18:11 / სანდო წყარო

ბასილაშვილმა „უიმბლდონზე“ პირველი გამარჯვება იზეიმა

ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი

მსოფლიოს მე-16 ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა „უიმბლდონზე“ პირველი გამარჯვება იზეიმა. ურთულეს შეხვედრაში, რომელიც 3:30 საათს გაგრძელდა, ბასილაშვილმა სიის 195-ე ნომერი, ბრიტანელი ჯეიმს უორდი დაამარცხა.

პირველი ორი სეტი ქართველმა ჩოგბურთელმა 2:6 და 4:6 დათმო, თუმცა შემდეგ მატჩში გარდატეხა შეიტანა და ორი სეტი 6:4, 6:4 მოიგო. გადამწყვეტი მეხუთე სეტი ასევე ბასილაშვილის უპირატესობით 8:6 დასრულდა.

შემდეგ წრეში, 3 ივლისს ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის 61-ე ნომერს, ბრიტანელს დენიელ ევანსს შეხვდება. 

უიმბლდონი 1 ივლისს დაიწყო და 14 ივლისამდე გაგრძელდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 38 მილიონი გირვანქა სტერლინგია.

ყველა სიახლე

31 ოქტომბერი 2020, 20:37

სამართალი

პენიტენციური სამსახური ომბუდსმენის წარმომადგენლებზე მსჯავრდებულების თავდასხმის ფაქტს უარყოფს

სპეციალური პენიტენციური სამსახური მე-15 პენიტენციურ დაწესებულებაში ომბუდსმენის წარმომადგენლებზე მსჯავრდებულების თავდასხმის ფაქტს უარყოფს და შესაბამის განცხადებას ავრცელებს.

კახა საბანაძე

31 ოქტომბერი 2020, 20:36

სამართალი

კახა საბანაძე: გლდანში მომხდარ ინციდენტზე, მიმდინარეობს გამოკითხვის პროცესი, სავარაუდოდ,ნივთის დაზიანებით დაწყებული გამოძიების გადაკვალიფიცირება მოხდება

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ სამინისტროში არჩევნების მიმდინარეობის დროს გამოვლენილ ინციდენტებზე გამართული ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. კახა საბანაძის განცხადებით, გლდანში მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროს გამოცემა "პუბლიკის" პროფესიულ საქმიანობაში შესაძლო ხელის შეშლის ფაქტზე, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

თორნიკე რიჟვაძე

31 ოქტომბერი 2020, 20:34

პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე: ქვეყანას ვულოცავ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს, კიდევ ერთ ღირსეულ, თავისუფალ, დემოკრატიულ არჩევნებს

„ოპონენტებს ვეტყოდი, რომ ხალხის განწყობა, ხალხის ნდობა არის ერთმნიშვნელოვანი, ამიტომ ახლა ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ამ ძალიან მნიშვნელოვან მონაპოვარს, უნდა მოვახდინოთ სრული კონსოლიდაცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და რა თქმა უნდა, არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ვინმე შეძლებს ამ შედეგების დაზიანებას, დესტრუქციას ან დესტაბილიზაციას“, - განაცხდა აჭარის მთავრობის მეთაურმა.

ბექა ოდიშარია

31 ოქტომბერი 2020, 20:33

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: ემოცია არის დიდი მადლიერება იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს რომ არიან ძალიან ბრძენი, გონიერი გენის წარმომადგენლები

„ჩვენ ბედნიერები ვართ იმითი, რომ ადამიანები დაინახეს ის, რაც კეთდება. მიუხედავად იმისა, რომ ფეიკ ნიუსების, სიძულვილის, ადამინების ცილისწამების ღვარცოფმა წაიღო მედიასივრცე, (რა თქმა უნდა, ყველა მედიას არ ვგულისხმობ) ადამიანებმა გააკეთეს სწორი ანალიზი“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

გიორგი გახარია

31 ოქტომბერი 2020, 20:30

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენ გავიმარჯვეთ, მადლობა საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც დღეს საკუთარი არჩევანი გააკეთა

მთავრობის მეთაური მადლობას უხდის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც დღეს საკუთარი არჩევანი გააკეთეს და აღნიშნავს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ქვეყანაში, პანდემიის ფონზეც , სანიმუშო, თავისუფალი, ღია და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 20:23

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე მხარდამჭერებს: თითოეული თქვენგანის წვლილი ამ გამარჯვებაში განსაკუთრებულია

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს, ვინც დღეს მოვიდა და თავისი არჩევანი დააფიქსირა, პირველ რიგში ჩვენს მხარდაჭერებს მინდა მადლობა გადავუხადო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ რუსთაველის მოედანზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

31 ოქტომბერი 2020, 20:21

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საქართველომ გადადგა კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი დემოკრატიისკენ

გაიმარჯვა ჩვენმა საზოგადოებამ, „ქართული ოცნება“ არის საზოგადოებრივი ძალა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო უბნების დახურვისა და ეგზიტპოლის შედეგების გასაჯაროების შემდეგ განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი

31 ოქტომბერი 2020, 20:15

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: „ქართული ოცნება“ როგორც პარტია მესამედ იმარჯვებს პრინციპულ არჩევნებში

ის, რომ „ქართული ოცნება“ როგორც პარტია მესამედ იმარჯვებს პრინციპულ არჩევნებში. ის, რაც უნდოდა ჩვენს ქვეყნას - ჩამოყალიბებული, სოლიდური გუნდი, ჩვენ ეს მივიღეთ. და რაც მთავარია, ქართველმა ამომრჩეველმა ძალიან სწრაფად, სხარტი გონებით ისწავლა გარჩევა და ანალიზი, რასაც ევროპელებმა გაცილებით ბევრი დრო მოანდომეს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კახა კალაძე

31 ოქტომბერი 2020, 20:14

პოლიტიკა

კახა კალაძე: პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ამ პასუხისმგებლობას მომდევნო 4 წლის განმავლობაში ღირსეულად ვატარებთ

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მოიხადა თავისი მოქალაქეობრივი ვალი. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, თანამებრძოლს, - ამის შესახებ კახა კალაძემ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 20:02

პოლიტიკა

ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია

პარტიები პროპორციული სიით პარლამენტში, ჯამში, 120 ადგილს დაიკავებენ, 30 ადგილს კი მაჟორიტარები. ეგზიტპოლი არის გამოკითხვა, რომელიც არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობის გარეთ ტარდება. საქართველოში ეგზიტპოლის გამოქვეყნება მხოლოდ საარჩევნო უბნების დახურვის მერეა შესაძლებელი.

31 ოქტომბერი 2020, 20:00

პოლიტიკა

საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა

საქართველოს მასშტაბით, კენჭისყრის პროცედურა დასრულდა. ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება სწორედ 20:00 საათამდე ჰქონდა. 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში 3 657 საარჩევნო უბანი, ხოლო საზღვარგარეთ 52 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებდა.

ნინო ციციაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 19:52

სამართალი

კახა საბანაძე: პოლიცია რეაგირებას მოახდენს და მყისიერად აღკვეთს ყველა სამართალდარღვევას, მიუხედავად დამრღვევის პოლიტიკური კუთვნილებისა​

„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მაქსიმალურად მოხდეს არჩევნების პროცესში უსაფრთხოების დაცვა და ამომრჩევლის თავისუფალი ნების უზრუნველყოფა. ამასთან, პოლიცია რეაგირებას მოახდენს და მყისიერად აღკვეთს ყველა სამართალდარღვევას, მიუხედავად დამრღვევის პოლიტიკური კუთვნილებისა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 19:41

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სამართალდამცავ ორგანოებს მართებთ განსაკუთრებული ყურადღება, გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციას ექნება გარკვეული შფოთვა არჩევნების წაგების შემდეგ

სამართალდამცავ ორგანოებს მართებთ განსაკუთრებული ყურადღება, გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციას ექნება გარკვეული შფოთვა არჩევნების წაგების შემდეგ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების" ოფისში, ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 19:36

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: აშშ-ის ელჩის გზავნილი ეკუთვნის იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც არჩევნებს აგებენ

კელი დეგნანის გზავნილი ეკუთვნის იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც აგებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 19:23

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არსებითი ხარვეზები არ ყოფილა და ეს დაფიქსირდება საერთაშორისო პარტნიორების ანგარიშებში

„ყველამ დაინახა, რომ პროცესი იყო თავისუფალი და სამართლიანი. ეს არის ჩვენი უმთავრესი მონაპოვარი, სათანადოდ წარიმართა საარჩევნო კამპანია და არჩევნების დღეც“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თეა წულუკიანი

31 ოქტომბერი 2020, 19:21

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: „ნაციონალურ მოძრაობას“ უბრალოდ არ უნდა წარმოიდგინოს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩება

„ნაციონალურ მოძრაობას“ იმის განცდაც ჰქონდა, რომ როდესაც ჩვენი ბიჭები და არა მხოლოდ ჯარისკაცებს ვგულისხმობ, მათ შორის სამოქალაქო პირებიც წამების მსხვერპლი იყვნენ და სიცოცხლე წაართვა მათ რუსეთის ფედერაციამ, იმ დღეს ცეკვა-თამაში გამართეს ცენტრალურ მოედანზე, 2008 წლის აგვისტოს, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა თეა წულუკიანმა განაცხადა. „ისინი ყოველთვის ზეიმობენ იმას რაც არ არის საზეიმო. მათ იციან უკვე, რომ წაგებული აქვთ ეს არჩევნები და ეს იცოდნენ არჩევნებამდე ბევრად ადრე. ჩვენ საზოგადოებას ამის შესახებ წინასწარ ვუთხარით. 1-1-ში ემთხვევა ის ქმედებები, რასაც ისინი დღეს სჩადიან. არ არის გამორიცხული ისინი, რაც უფრო მივუახლოვდები 20:00 საათს კიდევ უფრო განერვიულდნენ, რადგან მათ უბრალოდ არ უნდათ წარმოიდგინონ, რომ მესამე ვადიტ „ქართული ოცნება“ დარება ხელისუფლებაში“, - აღნიშნა წულუკიანმა.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 19:16

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მთლიანობაში არჩევნების დღემ ჩაიარა არსებითად მშვიდად და ხარვეზის გარეშე

მისი თქმით, იყო რამდენიმე უბანი, სადაც პროვოკაციები ხორციელდებოდა. „რაც შეეხება მთლიანობაში გარემოს, 3 700 უბანზე იყო მშვიდი გარემო და რაიმე არსებითი ხარვეზი არ დაფიქსირებულა. იყო ერთგვარი ქარიშხალი ჭიქაში და რასაც ვხედავდით რამდენიმე ტელევიზიაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

თეა  წულუკიანი

31 ოქტომბერი 2020, 19:16

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩართავს დესტაბილიზაციის სცენარს, სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან რეაგირება იქნება უმკაცრესი

„ნაციონალური მოძრაობა“ თუ მაინც იმ დონეზე გათავხედდება, ვინაიდან ეს მათი მარკაა და ჩართავს დესტაბილიზაციის სცენარს რომელიც მათ აქვთ და ამიტომ „ფეიკ ნიუსებით“ ქმნიან სათანადო ფონს, რა თქმა უნდა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მიერ, ვისი მოვალეობაცაა იქნება უმკაცრესი რეაგირება, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 19:12

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ევროპული საქართველო“ გეგმავს 8 საათისთვის ხელოვნური რიგების შექმნას, მათ შორის იმ აქტივისტების მონაწილეობით, რომლებსაც უკვე მიცემული აქვთ ხმა

„როდესაც 8 საათისთვის უკვე იხურება უბნები, ამოწმებენ ვინც დგას რიგში და იმ ადამიანებს აქვთ ხმის მიცემის საშუალება. ამის გაპროტესტებას გეგმავენ, რაც არის კანონსაწინააღმდეგო მოვლენა“, - განაცხადა კობახიძემ.

თეა წულუკიანი

31 ოქტომბერი 2020, 19:09

პოლიტიკა

თეა წულუკიანი საერთაშორისო დამკვირვებლებსა და საელჩოებს მოუწოდებს, დაგმონ დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან ძალადობრივი ქმედებები

ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ჩვენი მომხრეების ძალიან დიდი რაოდენობა მივიდა საარჩევნო ყუთთან და მინდა შევუერთდე მადლობების სერიას, რომელიც ჩვენი გუნდის წარმომადგენლებმა თქვეს. მადლობა ყველა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერს, რომელმაც საკუთარი არჩევანი გააკეთა და აკეთებს იმისთვის, რომ რადიკალური ძალები არ შეეცადონ და ქვეყანას არ დაუპირისპირონ არეულობის მცდელობები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა, თეა წულუკიანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.