Imedi /  07 ივლისი 2019, 16:20 / სანდო წყარო

მესიმ არგენტინის ნაკრების დაჯილდოებაზე არყოფნის მიზეზი განმარტა

ლიონელ მესი

ლიონელ მესი

არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ კოპა ამერიკაზე, დაჯილდოების ცერემონიაზე არყოფნის მიზეზი განმარტა. 

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში არგენტინის მიერ ჩილეს (2:1) დამარცხების შემდეგ ფეხბურთელმა თქვა, რომ არგენტინის ნაკრები ამ ჩემპიონატზე არსებული კორუფციის ნაწილი არ უნდა გახდეს. 

მესის ამ კომენტარს წინ უძღოდა არგენტინისა და ჩილეს მატჩში მომხდარი ჩხუბი, როდესაც ფეხბურთელი მოედნიდან გააძევეს. არგენტინელმა ვარსკვლავმა მსაჯი გააკრიტიკა და თქვა, რომ მას შეეძლო ორივე ფეხბურთელისთვის მხოლოდ ყვითელი ბარათი ეჩვენებინა. 

კოპა ამერიკას ფინალში ბრაზილია და პერუ ერთმანეთს დღეს დაუპირისპირდებიან.

ყველა სიახლე

Curiosity

15 ნოემბერი 2019, 22:26

ტექნოლოგიები

NASA მარსზე ჟანგბადის დონის ცვალებადობის საიდუმლოს არკვევს

ანომალია NASA-ს სპეციალისტებმა მარსმავალ Curiosity-ს მიერ ჩატარებული ცდების შედეგებზე დაკვირვებისას აღმოაჩინეს. გაირკვა, რომ გაზაფხულსა და ზაფხულში წითელი პლანეტის ჰაერში ჟანგბადის შემცველობა 30%-ით იზრდება. ასეთი შედეგი 6 წლის მანძილზე ფიქსირდება.

ხათუნა გოგორიშვილი

15 ნოემბერი 2019, 22:21

საქართველო

„ევროპული საქართველო“ პარლამენტის პლენარულ სხდომებს აღარ დაესწრება

„ევროპული საქართველო“ პარლამენტის პლენარულ სხდომებს პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს. ხათუნა გოგორიშვილის თქმით, პარტიის წარმომადგენლები პლენალურ სხდომაზე არ დაესწრებიან კანონპროექტების, მათ შორის არც 2020 წლის ბიუჯეტის განხილვას.

სალომე ზურაბიშვილი

15 ნოემბერი 2019, 22:06

საქართველო

პრეზიდენტმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების გამო საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა

პრეზიდენტი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, მძიმე კრიზისია შექმნილი, და დღეს ამ ყველაფერმა კიდევ უფრო მძაფრი სახე მიიღო. დაკავებულია ცნობილი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც რეგიონში თავისი პროფესიული ვალის მოსახდელად ჩავიდა.

ვაჟა გაფრიდაშვილი

15 ნოემბერი 2019, 21:54

საქართველო

აქციის წევრებმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად პირბადეები გაიკეთეს

პარლამენტთან აქციაზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციის მონაწილეებმა პერფორმანსი გამართეს და თეთრი ნიღბები გაიკეთეს. ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

როჯერტ სტოუნი

15 ნოემბერი 2019, 21:43

მსოფლიო

სასამართლომ ტრამპის მრჩეველი როჯერ სტოუნი დამნაშავედ ცნო

სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში რუსეთის აშშ-ის არჩევნებში ჩარევის საქმეზე ჩვენების მიცემისას სტოუნმა კანონმდებლებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. მათ შორის ვებგვერდ WikiLeaks-თან ჰილარი კლინტონის ელექტრონული მიმოწერის საკითხზე ურთიერთობის შესახებ.

ბექა კვიციანი

15 ნოემბერი 2019, 21:26

ძალოვნები

მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ბექა კვიციანს ბრალი წარუდგინეს

მისი ადვოკატი ბრალდებულის ფსიქიკურ არამდგრადობაზე საუბრობს. მან პროკურატურაში სამედიცინო ექსპერტიზის შუამდგომლობის საკითხი უკვე დააყენა. ასევე ცნობილი გახდა, რომ კვიციანს წინასწარი დაკავების იზოლატორში სამართალდამცველებზე თავდასხმის გამო ბრალი ერთი მუხლით დაუმძიმდა.

ოპოზიცია

15 ნოემბერი 2019, 21:15

საქართველო

ოპოზიცია არჩევნების გერმანული მოდელით ჩატარებას ითხოვს

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში რამდენიმესაათიანი შეხვედრა დასრულდა, რომელსაც თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარებას ითხოვენ.

ჩილე საპროტესტო აქცია

15 ნოემბერი 2019, 20:50

მსოფლიო

ჩილეს მთავრობა და ოპოზიცია რეფერენდუმის ჩატარებაზე შეთანხმდნენ

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ხელი მოაწერეს „შეთანხმებას მშვიდობისა და ახალი კონსტიტუციისთვის“. დოკუმენტის მიხედვით, რეფერენდუმი აპრილში ჩატარდება. საპროტესტო აქციები ქვეყანაში თითქმის 1 თვეა იმართება.

გიორგი გახარია

15 ნოემბერი 2019, 20:26

საქართველო

გახარია: ქვეყანას პროპორციული სისტემა 2024 წლიდან ექნება

„ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება, როგორც ეს გვაქვს კონსტიტუციაში - 2024 წლიდან“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მხოლოდ 2020 წლის ბიუჯეტზე იმსჯელეს.

ცეზარ ტოხოსაშვილი

15 ნოემბერი 2019, 20:17

მსოფლიო

უკრაინაში ცეზარ ტოხოსაშვილი, იგივე ალ ბარა შიშანი დააკავეს

უკრაინაში, კიევთან ახლოს საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილი, იგივე ალ ბარა შიშანი დააკავეს, რომელიც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოში“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. ეს ინფორმაცია imedinews-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

15 ნოემბერი 2019, 20:10

ტექნოლოგიები

Apple ვეიპინგთან დაკავშირებულ აპლიკაციებს App Store-დან წაშლის

Apple ვეიპინგთან დაკავშირებულ 181 აპლიკაციას App Store-დან წაშლის. Axios-ის ცნობით, კომპანიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო რაც აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ელექტრო სიგარეტით გამოწვეული ფილტვების დაავადებით 42 ადამიანის გარდაცვალების შესახებ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

15 ნოემბერი 2019, 19:53

საქართველო

ზურაბიშვილი: ჩემი მთავარი საზრუნავია სტაბილურობის შენარჩუნება

რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობიდან და პოლარიზაციიდან გამომდინარე, ჩვენი ერთობლივი მონაპოვრის - სტაბილურობის შენარჩუნება არის ჩემი მთავარი საზრუნავი და ხალხის მოთხოვნა. ამ მოთხოვნას ყველამ პატივი უნდა ვცეთ- ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი აცხადებს.

ანდრიუს კუბილიუსი

15 ნოემბერი 2019, 19:48

საქართველო

ბრიუსელში საქართველოს საარჩევნო რეფორმის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ

„იმედგაცრუებაა, რომ მმართველმა პარტიამ საქართველოს პარლამენტში მნიშვნელოვანი რეფორმის გასატარებლად საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა“, - ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

15 ნოემბერი 2019, 19:47

საქართველო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ევროპარლამენტარებს წერილით მიმართავს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ 750 ევროპარლამენტარს წერილით მიმართავს. ორგანიზაცია ევროპარლამენტარებს ქვეყანაში განვითარებული მოვლენებზე აწვდის ინფორმაციას. „მოსალოდნელია, რომ ქუჩის საპროტესტო აქციებმა პოლიტიკურ კრიზისამდეც კი მიგვიყვანოს, რის შედეგადაც უკვე გაზაფხულზე რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს“, - ნათქვამია ორგანიზაციის წერილში.

აჭარა

15 ნოემბერი 2019, 19:42

საქართველო

საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთანაც განახლდა

აჭარის მთავრობის სახლთან აქცია განახლდა. მათი თქმით, შეიქმნა სანიციატივო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან „ნაციონალური მოძრაობა“, "გირჩი", "ევროპული საქართველო" "სამოქალაქო მოძრაობა" , "შენების მოძრაობა" და რამდენომე არასამთაბრობო ორგანიზაცია.

PGNiG

15 ნოემბერი 2019, 19:22

ეკონომიკა

2022 წლიდან პოლონეთი „გაზპრომისგან“ გაზს აღარ შეიძენს

გადაწყვეტილების შესახებ პოლონეთის ნავთობის და გაზის სახელმწიფო კომპანიამ PGNiG „გაზპრომს“ უკვე შეატყობინა. რუსეთსა და პოლონეთს შორის გაზის მიწოდების შესახებ ხელშეკრულება 1996 წელს გაფორმდა. მიმდინარე კონტრაქტს ვადა 2022 წლის 31 დეკემბერს ეწურება.

აქცია

15 ნოემბერი 2019, 19:21

საქართველო

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა. რამდენიმე წუთში იქ სიტყვით გამოსვლები განახლდება. მანამდე იქ კასრები და შეშა მიიტანეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, კასრები ცეცხლის დასანთებად სჭირდებათ, რომ დემონსტრანტები გათბნენ.

პანდა

15 ნოემბერი 2019, 19:06

მსოფლიო

ავსტრალიაში ხანძრით დაშავებული კოალებისთვის $640 ათასი შეგროვდა

ავსტრალიაში ტყის ხანძრების შედეგად დაშავებული კოალების დასახმარებლად $640 ათასი შეგროვდა. ფული პლატფორმა GoFundMe-ის დახმარებით შეგროვდა. ავსტრალიაში, შტატ სამხრეთის ახალ უელსში ტყის ხანძარს 350 კოალა ემსხვერპლა.ავსტრალიაში კოალების საერთო რაოდენობა 600 აღწევს.

მარკ ესპერი

15 ნოემბერი 2019, 18:56

მსოფლიო

ვაშინგტონი სეულს ამერიკული ჯარის განთავსებისთვის მეტ თანხას სთხოვს

შესაბამისი განცხადება ესპერმა სამხრეთკორეელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. „სამხრეთ კორეა მდიდარი ქვეყანაა და შუძლია და უნდა გადაიხადოს მეტი“, - განაცხადა ესპერმა. მას კონკრეტული თანხა არ დაუსახელებია.

გიორგი გახარია

15 ნოემბერი 2019, 18:52

ეკონომიკა

პრემიერი 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება

მთავრობის მეთაურისა და მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების შეხვედრა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს. შეხვედრაში ასევე მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები მონაწილეობენ.