imedi /  13 ივლისი 2019, 11:54 / სანდო წყარო

„ბარსელონა“ მსოფლიოში ყველაზე მხარჯველ კლუბად დასახელდა

ესპანური საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“, მსოფლიოში ყველზე მხარჯველად დასახელდა. კლუბმა 5 წელიწადში 1 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა, ინფორმაციას ვებპორტალი International-ი ავრცელებს. 

გაწეული ხარჯების მიხედვით, მეორეა „მანჩესტერ სიტი“, ინგლისურმა კლუბმა 996 მილიონი ევრო დახარჯა. სამეულს კრავს „მანჩესტერ იუნაიტედი“, კლუბის ხარჯმა 890 მილიონი ევრო შეადგინა. 

„ბარსელონას“ მთავარი კონკურენტი ესპანეთის ჩემპიონატზე „რეალია“.  სამეფო კლუბი ბოლო 5 წელიწადში გაწეული ხარჯების მიხედვით (755 მილიონი), მერვე ადგილზეა.  

ყველა სიახლე

30 ოქტომბერი 2020, 11:25

ეკონომიკა

დაზოგვის მსოფლიო დღე საქართველოში წელს მეცხრედ აღინიშნება

„დაზოგვის მსოფლიო დღე“ მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად 31 ოქტომბერს აღნიშნება საქართველო ამ მასშტაბურ ღონისძიებას ტრადიციულად, წელსაც უერთდება, - ამის შესახებ ინფომრაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაზოგვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოში 2012 წლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკისა და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) ინიციატივით იმართება. როგორც წესი, ამ ღონისძიებას კვირეულის სახე აქვს და მასში საბანკო სექტორის წარმომადგენლებიც იღებენ მონაწილეობას. დაზოგვის დღის ქართულ სიმბოლოა - ჭიანჭველა „გროვია“.

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 11:21

საზოგადოება

გიორგი გახარია გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე: ვუსამძიმრებ ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს, განსაკუთრებულად - ოჯახებს

მე ხაზგასმით მინდა მივუსამძიმრო ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ჩვენი მოქალაქეები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას, გუშინ, გვიან ღამით, გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა.

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 11:21

პოლიტიკა

გიორგი გახარია: შემიძლია სრული დარწმუნებით გითხრათ, რომ „ქართულ ოცნებას“ არნახული მხარდაჭერა აქვს

ჩვენ დღეს ბოლო დღე გვაქვს კამპანიის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის. მე შემიძლია სრული დარწმუნებით გითხრათ, რომ „ქართულ ოცნებას„ აქვს არნახული მხარდაჭერა და ეს არის მხარდაჭერა არ არის კონკრეტულად პარტიის მხარდაჭერა, ეს არის მხარდაჭერა ეკონიმიკურად ძლიერი, დემოკრატიული, სამართლიანი სახელმწიფის მშენებლობის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა კახიშვილის წარდგენისას განაცხადა.

30 ოქტომბერი 2020, 11:19

პოლიტიკა

სენატორები რიში და შაჰინი: წლის დასაწყისში საარჩევნო სისტემის მიმართულებით განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საქართველოს დემოკრატიული ლეგიტიმურობის განმტკიცებისთვის

„მას შემდეგ, რაც 2012 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებისთვის ერთად ვიმოგზაურეთ, ჩვენ ვხედავთ ქვეყანაში დემოკრატიის გაღრმავებას და ეკონომიკის ზრდას. მაშინ, როცა ქართველები ამ კვირის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემისთვის ემზადებიან, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარე პატივისცემით მოეკიდოს და დაიცვას თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის საერთაშორისო სტანდარტები და უზრუნველყოს საარჩევნო ყუთების ხელშეუხებლობა“, - აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი ჯიმ რიში და სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

30 ოქტომბერი 2020, 11:16

ტექნოლოგიები

კომუნიკაციების კომისიამ ITU-სა და ევროპის რეგიონის ფორუმის მონაწილეებს 5G-ის განვითარებასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული ვითარება გააცნო

კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის (ITU) ევროპის რეგიონის ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. ფორუმის თემა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა, როგორიცაა 5G-ის დანერგვის სტრატეგია, პოლიტიკის განსაზღვრა და მისი განხორციელება.

კახა კალაძე

30 ოქტომბერი 2020, 11:07

პოლიტიკა

კახა კალაძე: „ქართული ოცნება“ დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება

„ქართული ოცნება“ ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია ხალხისა და ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს წარმატებით უპასუხოს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ისნის მაჟორიტარობის კანდიდატად კახა კახიშვილის წარდგენისას განაცხადა. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინა არჩევნებზე დაადასტურა, რომ ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელოს.

ნათია მეზვრიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 11:02

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას

„გვქონდა ოპტიმისტური მოლოდინები გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით და ამ მხრივ დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 906 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 19 810-მდე გაიზარდა“.

30 ოქტომბერი 2020, 10:58

COVID19

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 18 681 ადამიანს დაუდგინეს, 77 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. სულ გერმანიაში კოვიდინფიცირების 499 694 შემთხვევა გამოვლინდა, 10 349 პაციენტი კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 27 იანვარს გამოვლინდა.

30 ოქტომბერი 2020, 10:56

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 683 თბილისში გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევიდან 683 თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კორონავირუსი

30 ოქტომბერი 2020, 10:51

COVID19

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსისგან ყველაზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსისგან 2 906 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. ბოლო დღეების სტატისტიკიდან ჩანს, რომ ინფიცირების მაჩვენებელს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სჭარბობს. ამასთან, გუშინდელთან შედარებით, მცირედით იკლო კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ.

30 ოქტომბერი 2020, 10:49

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსით 91 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 91 295 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 9,2 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, 234 11 ადამიანი კი გარდაიცვალა. აშშ ინფიცირებულების რაოდენობით მსოფლიში პირველ ადგილზეა.

30 ოქტომბერი 2020, 10:47

რეგიონი

თეთრიწყაროს წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას 20 მილიონი მოხმარდება

ქალაქ თეთრიწყაროს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს წინადადებების წარდგენა 24 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ. კომპანიამ, 2012 და 2016 წლებში თეთრიწყაროში წყალმომარაგების პირველი და მეორე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები განაროცხიელა. გამრიცხველიანდა მთლიანი მოსახლოების 75 %.

30 ოქტომბერი 2020, 10:43

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსის 26,106 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსის 26,106 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 513 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს. ქვეყანაში ვირუსის დაახლოებით 5,5 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 158,969 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.

კორონავირუსი

30 ოქტომბერი 2020, 10:35

COVID19

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

კორონავირუსი

30 ოქტომბერი 2020, 10:34

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1696 ადამიანს დაუდასტურდა, 2906 კი გამოჯანმრთელდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

30 ოქტომბერი 2020, 10:23

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 45 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 45 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 45 028 250 შემთხვევა გამოვლინდა, 1 181 075 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 30 301 655 - გამოჯანმრთელდა.

30 ოქტომბერი 2020, 10:18

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 48,648 შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 48,648 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 8,088,851-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ინდოეთში 563 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 121,090-ს აღწევს, ჯამში 7,373,375 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

ანსამბლი რუსთავი

30 ოქტომბერი 2020, 09:57

საზოგადოება

ანსამბლ „რუსთავისა“ და „მართვეს“ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა: შენობის ნაწილობრივი გამაგრებითი სამუშაოები; რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამ სარეპეტიციო დარბაზს, ცენტრალურ კიბეს, დარბაზის მიმდებარე სივრცეებს: კულისებს, ხმის ჩამწერ სტუდიასა და გასახდელებს.

 Neweurope.eu

30 ოქტომბერი 2020, 09:54

პოლიტიკა

NEWEUROPE: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ცხადყოფს, რომ საქართველო დღესაც ნათელი წერტილია

„ბოლო კვირების განმავლობაში ევროპული მედიის და პოლიტიკური წრეების ყურადღების ძირითადად მიპყრობილია მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტზე, რაც სრულიად გასაგებია, გამომდინარე რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეებიდან. აშშ, ევროკავშირის და სხვანი სამართლიანად მოუწოდებენ მშვიდობისკენ.

დონალდ ტრამპი

30 ოქტომბერი 2020, 09:45

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: მე პოლიტიკოსი არ ვარ

„ჩემი განცხადებები არ ჰგავს ვაშინგტონელი პოლიტიკოსების ტიპიურ განცხადებებს. ეს იმიტომ, რომ, მე პოლიტიკოსი არ ვარ. მე არ ვთამაშობ პოლიტიკური „ისტებლიშმენტის“ წესებით. მე იმისთვის გავხდი პრეზიდენტი, რომ ამომრჩევლების კეთილდღეობისთვის მებრძოლა უფრო მეტად, ვიდრე ვინმე იბრძოდა ჩემამდე“, - წერს თეთრი სახლის ლიდერი.