imedi /  13 ივლისი 2019, 21:17 / სანდო წყარო

ММА-ის მებრძოლი აწონვის ცერემონიაზე შეუძლოდ გახდა. ვიდეო

ასპინ ლედი

ასპინ ლედი

შერეული საბრძოლო ხელოვნების (ММА) მებრძოლი ასპინ ლედი აწონვის ცერემონიაზე შეუძლოდ გახდა. ვიდეო YouTube-ზე გავრცელდა.

ლედმა საჭირო წონა აჩვენა, თუმცა აწონვის დროს ის კანკალებდა და ძლივს იდგა ფეხზე. როდესაც ორგანიზატორებმა მას სასწორზე დაბრუნება სთხოვეს, ლედმა ეს ვერ შეძლო. სპორტსმენის ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი ბრძოლის წინ წონის აქტიური დაკლება გახდა.

UFC on ESPN+ 13-ის ტურნირზე ასპინ ლედი ჟერმეინ დე რანდამის შეხვდება. ბრძოლა 14 ივლისს გაიმართება.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 18:17

პოლიტიკა

გიორგი გახარია: არ მჭირდება კვლევები „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის ბევრად უფრო მეტი

ვფიქრობ რომ ეს საკმაოდ ფრთხილი ციფრებია - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია Survation-ის კვლევას, რომლის თანახმადაც „ქართულ ოცნებას“ ხმების 55% აქვს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ - 22%-ი.

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2020, 18:16

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: მჯერა, რომ ეს რამდენიმე დღე სტაბილურად მშვიდ გარემოში ჩაივლის

ჩვენ ვნახეთ, რომ წინასაარჩევნო კამპანია, მიუხედავად იმ რამდენიმე ინციდენტისა, რომელიც დავგმეთ და მომავალშიც იქნება დაგმობილი, ეს კამპანია უცნაურად მშვიდია, ყველა წინა არჩევნებთან შედარებით და ამის ლუსტრაცია ფაქტებითაც შემიძლია, რადგან 8 წელი ვხელმძღვანელობდი უწყებათაშორის კომისიას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის მე-4 ნომერმა, თეა წულუკიანმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2020, 18:14

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: წინა დღეებშიც ისმოდა არაერთი სიცრუე და ჩვენ უნდა ვიყოთ ამ სიცრუეების გაბათილების მუდმივ რეჟიმში

„დღეს დილიდან ისმოდა, მაგალითად, ბრალდებები, რომ თითქოს რომელიმე მისამართზე 40-ზე მეტი პირია მიწერილი და ჩვენ ვნახეთ შესაბამისი უწყების განცხადება, რომ ეს არის ტყუილი. წინა დღეებშიც ისმოდა არაერთი სიცრუე და ჩვენ უნდა ვიყოთ ამ სიცრუეების გაბათილების მუდმივ რეჟიმში“, - განაცხადა წულუკიანმა.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 18:09

COVID19

გიორგი გახარია: ჩვენი პასუხისმგებლობა არის საერთო და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ციფრები შევამციროთ

ჩვენი პასუხისმგებლობა არის საერთო და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ციფრები შევამციროთ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკასთან დაკავშირებით. „როგორ შეიძლება, ეს შეაფასო. ეს არის უმძიმესი ტრაგედია ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, გავუფრთხილდეთ მაღალი რისკის მქონე მოქალაქეებს. მაღალი რისკის ჯგუფები პირველ რიგში არის ჩვენი ხანდაზმულები. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქრონიკული დაავადების ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები, არიან მძიმე მდგომარეობაში და ჩვენ

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2020, 18:07

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ნამდვილი დამკვირვებლები ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციების, სინამდვილებში კი პარტიული დანაყოფების შეფასებებს სიფრთხილით უნდა მოეკიდონ

ნამდვილი დამკვირვებლები სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ამ ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებს, რადგან, როგორც ჩანს არსებობს რეალური სქემა. მათ უკვე იციან, რომ არჩევნებს აგებენ, ამიტომ სავარაუდოდ გადაწყვეტილი აქვთ, რომ ამ შედეგებს არ შეეგუონ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

27 ოქტომბერი 2020, 18:02

საზოგადოება

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-3 თემატური ჯგუფის რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა

ვიდეო-კონფერენციის ფორმატში, დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-3 თემატური ჯგუფის - „ენერგეტიკა, გარემო, კლიმატი, ტრანსპორტი და სამოქალაქო დაცვა“ რიგით მე-6 სხდომა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 18:00

სამართალი

გიორგი გახარია ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე: შსს-ში მუშაობის ბედნიერება 2 წელი მქონდა და ზედმიწევნით ვიცი, რას გრძნობს ახლა თითოეული კეთილსინდისიერი პოლიციელი

„მერწმუნეთ, ეს ტოქსიკური 4-5 დღე მალე გაივლის და ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენი საზოგადოება დავაზიანოთ. შეუძლებელია ჯანმრთელ ადამიანს უხაროდეს ის ტრაგედია, რომელიც დატრიალდა ზუგდიდში და შეუძლებელია, როდესაც ვხედავთ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რომელიც უკიდურესად გულგატეხილი ჩანს იმისი გამო, რომ სისხლი არ დაიღვარა და დღეს დაჟინებით მოითხოვს და ამხელს პოლიციას, რომ თითქოს ის არის უმოქმედო და უუნარო, ამას ჩვენი საზოგადოება სულ მალე დაინახავს და ყველა ვიგრძნობთ ამ აჟიოტაჟის და პანიკის ფასს, ზუსტად არჩევნებიდან მეორე-მესამე დღეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 17:58

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალოს

ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ოცნებობს იმაზე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალოს, უფრო მეტიც ამისთვის ყველაფერს აკეთებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფოთში ჟურნალისტებს განუცხადა.

რატი იონათამიშვილი

27 ოქტომბერი 2020, 17:52

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ჩვენი მიზანია, შშმ პირებმა ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ და ვიზრუნოთ იმაზე, რომ მათ ამის საშუალება ადაპტირებულ ფორმატში ჰქონდეთ

„ჩვენი მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებმა გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი და ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა პარტიამ, ვიზრუნოთ იმისთვის, რომ მათ ადაპტირებულ ფორმატში ჰქონდეთ ამის საშუალება“ - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

27 ოქტომბერი 2020, 17:46

COVID19

ხათუნა ზახაშვილი განმარტავს, როგორი პირბადეა კორონავირუსისგან დაცვისთვის ყველაზე ეფექტიანი

დღეისთვის მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ჩვეულებრივი მოხმარების ნიღბებს შორის ყველაზე უფრო ეფექტურია სამშრიანი სამედიცინო ნიღაბი, შემდეგ ეფექტურობით გამოირჩევა ორშრიანი სამედიცინო ნიღაბი, თუმცა გარკვეული შემაკავებელი უნარი გააჩნია ნაჭრის მრავალშრიან ნიღბებსაც, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა​ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 17:43

სამართალი

გიორგი გახარია: შსს-ს ჰქონდა კონკრეტული დავალება, რომ წვეთი სისხლი არ უნდა დაღვრილიყო და მან ეს დავალება პირნათლად შეასრულა

„ეს იყო ის დავალება, რომელიც მათ უნდა შეესრულებინათ და ეს შეასრულეს. ახლა რაც შეეხება მეორე ნაწილს. ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ წარმატებით დასრულდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ოთარ ერანოსიანი

27 ოქტომბერი 2020, 17:35

სპორტი

ოთარ ერანოსიანმა პროფესიონალურ კრივში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

ოთარ ერანოსიანმა პროფესიონალურ კრივში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. პიტბულის მეტსახელით ცნობილმა ქართველმა მოკრივემ არგენტინელი ემილიანო გარსია მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. 27 წლის ქართველმა მეტოქე ჯერ კიდევ მე-2 რაუნდში დააგდო. ეს გამეორდა, მესამე და მეოთხე რაუნდებში, სანამ რეფერი ამ სასტიკ ცემას შეწყვეტდა. მომდევნო ბრძოლას ოთარ ერანოსიანი 20 ნოემბერს გამართავს, მისი მეტოქე კი უახლოეს მომავალში გაირკვევა.

გივი მიქანაძე

27 ოქტომბერი 2020, 17:35

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: აღმოვაჩინეთ, რომ ათეულობით ბათუ ქუთელია გვყოლია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ დააკვირდება არჩევნებს

„ცოტა ხნის წინ იყო ბათუ ქუთელიასთან დაკავშირებული საკითხი, როდესაც აღმოჩნდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, აწერდა ხელშეკრულებას ხელს, რომლითაც ლობისტებთან გარკვეულ გარიგებაში შედიოდნენ. დღეს კი აღმოვაჩინეთ, რომ ათეულობით ბათუ ქუთელია გვყოლია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ აკვირდება ამ არჩევნებს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

27 ოქტომბერი 2020, 17:25

COVID19

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში საველე ჰოსპიტლების მოწყობა არ იგეგმება

„რამდენჯერმე განვიხილეთ ეს საკითხი, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ საველე ჰოსპიტლების მოწყობას, საქართველოში ბევრია ჰოსპიტლების რაოდენობა, სადაც შესაბამისი სივრცეებია და ვგეგმავთ მათ გაძლიერებას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 17:25

რეგიონი

გიორგი გახარიამ ფოთში საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი გახსნა

ფოთი ყოველთვის იყო საქართველოს საზღვაო კარიბჭე. მომავალშიც ფოთმა ეს ფუნქცია უნდა შეასრულოს, რაც შეუძლებელია მაღალკვალიფიციური კადრების გარეშე. სწორედ ამიტომ აქ გაჩნდა ბათუმის 100 წლის ისტორიის მქონე საზღვაო აკადემიის ფილიალი, რომელშიც ერთდროულად 1000 სტუდენტი ისწავლის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ფოთში, საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის გახსნაზე განაცხადა.

27 ოქტომბერი 2020, 17:24

სპორტი

ეკატერინე ფიფია მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს ონლაინ სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა

მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს ონლაინ სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული ეკატერინე ფიფია გახდა. 17 წლამდე ასაკის გოგონათა შორის გამართულ შეჯიბრში მან 8 ქულა დააგროვა და 40 მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაიკავა.

ამირან გამყრელიძე

27 ოქტომბერი 2020, 17:18

COVID19

ამირან გამყრელიძე: ბინაზე დატოვებულ კოვიდინფიცირებულებს განსაკუთრებული მკურნალობა არ სჭირდებათ, მთავარია თითოეულ მათგანს ოჯახის ექიმთან ჰქონდეს ხშირი სატელეფონო კონტაქტი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ Facebook-ის პირდაპირ ეთერში გამართულ ბრიფინგზე იმის შესახებ ისაუბრა, თუ რამდენად მიზანშეწონილია ბინაზე მყოფმა კოვიდინფიცირებულმა სხვადასხვა მედიკამენტი მიიღოს. მისი განმარტებით, სიმპტომების მიხედვითა და ექიმის დანიშნულებით, აღნიშნული მედიკამენტების მიღება აკრძალული არაა.

27 ოქტომბერი 2020, 17:08

რეგიონი

პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა წალენჯიხაში პოლიციის ახალი შენობა გახსნეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა წალენჯიხის პოლიციის სამმართველოს ახალი შენობა გახსნეს. მთავრობის მეთაურმა და შს მინისტრმა ახალი შენობა დაათვალიერეს, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და მოეწყო.

კორონას ვაქცინა

27 ოქტომბერი 2020, 17:07

COVID19

პაატა იმნაძე: საქართველოში ვაქცინა ხელმისაწვდომი გაზაფხულზე იქნება

საქართველოში ვაქცინა ხელმისაწვდომი გაზაფხულზე იქნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ Facebook-ის პირდაპირ ეთერში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბრიფინგზე ერთ-ერთ თემას კორონავირუსის ვაქცინის შექმნის საკითხი წარმოადგენდა.

კორონავირუსი

27 ოქტომბერი 2020, 17:02

COVID19

ამირან გამყრელიძემ ის ასაკობრივი ჯგუფი დაასახელა, რომელშიც საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

„0-დან 1 წლამდე ჩვენ გვყავს 1%, 433 ინფიცირებული ბავშვი, 2-დან 18 წლამდე 13% (4058), 19-დან 29 წლამდე 16 % (5 000) და ყველაზე დიდი ჯგუფი გახლავთ 30-დან 59 წლამდე - 50% ინფიცირებულებისა მოდის ამ ასაკობრივ ჯგუფში (16 075). 60-დან 69 წლამდე არის 18% და 80 წელს ზემოთ გვყავს 2% ინფიცირებულების“, - განაცხადა გამყრელიძემ.