imedi /  26 ივლისი 2019, 15:16 / სანდო წყარო

ნიკოლოზ ბასილაშვილი ნახევარფინალში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. მეოთხედფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ფრანგ ჟერემი შარდის 6:2, 6:3 სძლია.

ნახევარფინალში საქართველოს პირველი ჩოგანი სერბ ფილიპ კრაინოვიჩსა და გერმანელ ალექსანდრ ზვერევს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია. შარშანდელი გათამაშების ფინალში მან არგენტინელი ლეონარდო მაიერი დაამარცხა.

ჰამბურგის ტურნირის საპრიზო ფონდი 1,8 მილიონი ევროა.

ყველა სიახლე

ირაკლი ზარქუა

16 იანვარი 2021, 15:10

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: ჩვენი გუნდი, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდება

„ბატონი ბიძინას გარეშე რთულია პარტიისთვის, მაგრამ შევეცდებით, გაათმაგებული მუშაობით ჩვენ ეს გამოწვევა გადავლახოთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

16 იანვარი 2021, 15:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არავითარი კლანები „ქართულ ოცნებაში“ არ არსებობს

რაღაც კლანებზე საუბარი აბსოლუტურად ზედმეტია. არავითარი კლანები პარტიაში არ არსებობს. ოპოზიციურ პარტიებს სერიოზული პრობლემები აქვთ და ისინი ცდილობენ, აქცენტები ჩვენზე გადმოიტანონ. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, გუნდი არის ერთიანი და ასე გავაგრძელებთ მუშაობას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

16 იანვარი 2021, 14:58

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გვაქვს ამბიციური გეგმა, შევქმნათ მყარი საფუძვლები, რათა 2024 წელს საქართველომ წარადგინოს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე

გვაქვს ამბიციური გეგმა, შევქმნათ მყარი საფუძვლები, რათა 2024 წელს საქართველომ წარადგინოს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის დღევანდელ ყრილობაზე განაცხადა.

ვლადიმერ ბოცვაძე

16 იანვარი 2021, 14:58

სამართალი

შს მინისტრის მოადგილის თქმით, პირი, რომლესაც კასპში მძევლები ჰყავდა აყვანილი, რუსეთში გადასვლას ითხოვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, პირი, რომლესაც კასპში მძევლები ჰყავდა აყვანილი, რუსეთში გადასვლას ითხოვდა. მისივე განმარტებით, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად გაათავისუფლა მძევლები და მოლაპარაკებების შემდეგ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული დაკავებულია.

გიორგი კახიანი

16 იანვარი 2021, 14:53

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: იმედი მაქვს, ოპოზიციის პოზიციები შეჯერდება და ისინი საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ

ჩვენ მივესალმებით, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში შემოვიდნენ და თუკი მათ შორის რაიმე სახის პოზიციების დაახლოება ხდება, ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განუცხადა.

არჩილ თალაკვაძე

16 იანვარი 2021, 14:51

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპისთვის მზად ვართ და მოლაპარაკებების პროცესს ჩვენგან უწყვეტი მხარდაჭერა აქვს

მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპისთვის მზად ვართ და მოლაპარაკებების პროცესს ჩვენგან უწყვეტი მხარდაჭერა აქვს. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ფასილიტატორ ელჩებს, რაც შეეხება მე-5 რაუნდის შესაძლო შედეგებს, ეს მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აფასებს ოპოზიცია სტატუს-კვოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

16 იანვარი 2021, 14:51

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მე არ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლით ჩვენ მხარდამჭერები დავკარგეთ

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შედეგად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რიცხვი არ შემცირდება.

არჩილ თალაკვაძე

16 იანვარი 2021, 14:46

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: დღეს ჩვენი გუნდი კონსოლიდირებულია ისე, როგორც არასდროს - არის განახლებული და ძალიან პროგრესული

ოპოზიციას არ აქვს მომავლის ხედვა და გეგმა, თუ როგორ უნდა გასწიონ ოპონირება. როცა გეგმა არ გაქვს და ძლიერი გუნდი არ გყავს, არჩევნებში დამარცხდი, საზოგადოების მხარდაჭერა უგულებელყოფენ და პარლამენტში არ შეხვედი, ერთადერთ ხავსს ეჭიდებიან - საუბრობენ, თითქოს ჩვენს გუნდში დაპირისპირებაა, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ მედიასთან საუბრისას.

არჩილ თალაკვაძე

16 იანვარი 2021, 14:45

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: პოლიტსაბჭოს თითოეული წევრი დასახელებული იყო იმ კონსენსუსის საფუძველზე, რომელიც შიდაგუნდური განხილვებით ჩამოყალიბდა

პოლიტსაბჭოს თითოეული წევრი, რა თქმა უნდა, დასახელებული იყო იმ კონსენსუსის საფუძველზე, რომელიც შიდაგუნდური განხილვებით ჩამოყალიბდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აცილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მას კითხვით მიმართეს, პოლიტსაბჭოს წევრების შერჩევასთან დაკავშირებით. კერძოდ, პოლიტსაბჭოს რომელიმე წევრი იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებული.

არჩილ თალაკვაძე

16 იანვარი 2021, 14:41

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძე გუნდის მხარდაჭერით თავს გაართმევს ამოცანებს, რომელიც ჩვენი, როგორც მმართველი პარტიის წინაშე დგას

როგორც ვხედავთ, ირაკლი კობახიძეს აქვს ძალიან ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა გუნდისგან და დარწმუნებული ვარ, რომ ის გუნდის მხარდაჭერით თავს გაართმევს ამოცანებს, რომელიც ჩვენი, როგორც მმართველი პარტიის წინაშე დგას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ირაკლი კობახიძე განათლებული, ახალგაზრდა, ენერგიული ლიდერია.

ბექა დავითულიანი

16 იანვარი 2021, 14:40

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: „ქართულ ოცნებას“ დიდი ხანია გაცხადებული აქვს მზაობა, ვისაუბროთ პოზიციების დაახლოებაზე და ოპოზიცია პარლამენტში შემოვიყვანოთ

გუნდის პოზიცია ყრილობაზე გამოვხატეთ. არჩეულია ახალი პოლიტსაბჭო, ახალი თავმჯდომარე და თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

შსს

16 იანვარი 2021, 14:40

სამართალი

კასპში, ერთ-ერთ საწარმოში 2 ადამიანის მძევლად აყვანის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპში ერთ-ერთი საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით 1 პირი - 1993 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა. ბრალდებული კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა.

ირაკლი ღარიბაშვილი

16 იანვარი 2021, 14:30

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვართ ერთიანი გუნდი, რომელსაც უკვე მესამედ გამოუცხადა ნდობა მოსახლეობამ, და ამ ნდობას მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით

ჩვენ ვართ ერთიანი გუნდი, რომელსაც უკვე მესამედ გამოუცხადა ნდობა მოსახლეობამ და ამ ნდობას მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ირაკლი ღარიბაშილმა განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

16 იანვარი 2021, 14:28

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ქართული ოცნება პირველ რიგში ერთიანი საქართველოა, აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, აფხაზებითა და ოსებით

„ქართული ოცნება“ 3 მთავარ რამეში გამოიხატება, პირველი ეს არის ერთიანი საქართველო, ფიზიკურად და სულიერად, ფიზიკურად ერთიანი საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, აფხაზებითა და ოსებით, სულიერად ერთიანი საქართველო, სადაც ადამიანებს არ აქვთ სიძულვილი, არამედ აერთიანებს სიყვარული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ყრილობაზე განაცხადა.

კახა კალაძე

16 იანვარი 2021, 14:27

პოლიტიკა

კახა კალაძე: ირაკლი კობახიძე სრულად გაამართლებს როგორც ჩვენს, ისე საქართველოს მოსახლეობის იმედებს

ამ საქმეებს ერთგული, ენერგიით, ენთუზიაზმით და ამ ქვეყნის მომავლის რწმენით სავსე ადამიანების ერთობა სჭირდება და მჯერა, რომ ჩვენს განახლებულ გუნდს, ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც დღეიდან ჩემი დიდი ხნის თანამებრძოლი, მეგობარი და ნამდვილად კეთილშობილი ადამიანი, ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს - ამის ძალა შესწევს!, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის ყრილობაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

16 იანვარი 2021, 14:27

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი გუნდისთვის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა სერიოზულ გამოწვევას ნიშნავს - ამ გამოწვევაზე პასუხი გუნდის სიმტკიცე და ერთიანობა უნდა იყოს

მინდა, ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით ბიძინა ივანიშვილის მიმართ. მან 2012 წელს დაამარცხა სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმი და საფუძველი ჩაუყარა ახალ დემოკრატიულ წესრიგს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას თავისუფლება, მშვიდობა და უსაფრთხოება მოუტანა, - ასე დაიწყო ირაკლი კობახიძემ საკუთარი სიტყვა პარტიის ყრილობაზე.

ნინო წილოსანი

16 იანვარი 2021, 14:27

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძის კანდიდატურა იქნება სერიოზული პოზიტივი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის

ირაკლი კობახიძე არის ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ დემოკრატიას ნამდვილად არ აქვს ალტერნატივა, დარწმუნებული ვარ, მისი კანდიდატურა იქნება სერიოზული პოზიტივი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა განაცხადა.

16 იანვარი 2021, 14:20

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა ცნობილია

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა ცნობილია. პოლიტსაბჭოს 21 წევრი პარტიის ყრილობაზე ?? დელეგატმა აირჩია.

კახა კალაძე

16 იანვარი 2021, 14:18

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენმა ქვეყანამ უნდა მიაღწიოს საბოლოო გამარჯვებას და ხალხს უნდა შევუქმნათ ღირსეულად ცხოვრების პირობები და შესაძლებლობა

„ამის შემდეგ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი სწრაფვა ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ წარმატებით დასრულდეს და 2024 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე შევიტანოთ განაცხადი, - ეს ნიშნავს ქვეყნის შესაბამისი ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ეს ნიშნავს ღირსეულ შემოსავალს თითოეული მოქალაქისთვის, ეს ნიშნავს უკეთეს სოციალურ დაცვას, უკეთეს გარემოს, დაცულობას, უსაფრთხოებას და უკეთეს ცხოვრებას. ამიტომ ჩვენ, ეს უნდა შევძლოთ!“

კახა კალაძე

16 იანვარი 2021, 14:12

პოლიტიკა

კახა კალაძე: ახლა, როდესაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება გარანტირებულია, ბიძინა ივანიშვილი პირნათელი და ვალმოხდილი ტოვებს პოლიტიკას

ახლა, როდესაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება გარანტირებულია, ბიძინა ივანიშვილი პირნათელი და ვალმოხდილი ტოვებს პოლიტიკას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის ყრილობაზე განაცხადა.