imedi /  02 აგვისტო 2019, 21:46 / სანდო წყარო

კლოდ მაკელელე „ჩელსის“ მენტორი გახდა

კლოდ მაკელელე

კლოდ მაკელელე

ინგლისურ საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ ყოფილი ფეხბურთელი კლოდ მაკელელე გუნდის მენტორი გახდა.

france24-ის ცნობით, ფეხბურთის ვარსკვლავი „ჩელსის“ ახალი თაობის აღზრდაში დაეხმარება. მაკელელე გუნდში 11 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. მანამდე ის „პარი სენ-ჟერმენს“ და „ბასტიას“ წვრთნიდა. აქტიური ფეხბურთიდან მაკელელე 2011 წელს წავიდა. 

მაკელელეს „ჩელსში“ 217 მატჩი აქვს ჩატარებული. 

ყველა სიახლე

18 აგვისტო 2019, 10:28

ტექნოლოგიები

ალასკაზე ანომალური სიცხის გამო ორაგული მასობრივად კვდება

ალასკაზე ანომალურმა სიცხემ ორაგულის მასობრივი სიკვდილი განაპირობა, - ამის შესახებ CNN-ი წერს. თევზი მასობრივად ალასკაზე მდინარე კოიუკუკის სანაპიროზე გაწყდა. ადგილობრივი მცხოვრებლების მიმართვის შემდეგ იქ მეცნიერების ჯგუფი ჩავიდა. ადგილზე ჩასულმა მკვლევრებმა 850 ერთი მეტრი სიგრძის ორაგულის ნეშტი იპოვეს. -

დაკავება

18 აგვისტო 2019, 10:25

ძალოვნები

რუსთავში წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით, 1956 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ხ. დააკავეს.

პორტლენდი

18 აგვისტო 2019, 09:58

მსოფლიო

პორტლენდში ულტრამემარჯვენეებისა და ანტიფაშისტების პარალელურ აქციებზე 13 ადამიანი დააკავეს

აშშ-ის ქალაქ პორტლენდში პარალელურად მიმდინარე ულტრამემარჯვენეებისა და ანტიფაშისტების საპროტესტო აქციებზე 13 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის პოლიცია ავრცელებს. რომელი აქციის მონაწილეები არიან დაკავებულები, არ სახელდება.

ნენსი პარკერი

18 აგვისტო 2019, 09:30

მსოფლიო

ახალ ორლეანში ავიაკატასტროფას ამერიკელი ტელეწამყვანი ემსხვერპლა

ახალ ორლეანში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ამერიკელი ტელეწამყვანი ნენსი პარკერი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ Fox8 ავრცელებს.

ნიკოლას დუხოვნე

18 აგვისტო 2019, 09:04

ეკონომიკა

არგენტინული პესოს გაუფასურების გამო ფინანსთა მინისტრი გადადგა

„მივიღე გადაწყვეტილება ფინანსთა მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ, რომელსაც 2017 წლის იანვრიდან ვიკავებდი. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა გარემოების გათვალისწინებით, ეკონომიკის დარგს მართვის კუთხით სერიოზული განახლება სჭირდება“, - ნათქვამია დუხოვნეს განცხადებაში.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

18 აგვისტო 2019, 08:47

სპორტი

ნოვაკ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსს გამოეთიშა

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსის ნახევარფინალში სიის მე-8 ნომერთან, რუს დანიილ მედვედევთან 6:3, 3:6, 3:6 დამარცხდა. ფინალში მედვედევის მეტოქე იქნება ბელგიელი დევიდ გოფინი, რომელიც ATP-ის სიაში მე-19 ადგილს იკავებს.

პოლ მარშალი

18 აგვისტო 2019, 08:31

კულტურა

მწერალი პოლ მარშალი გარდაიცვალა

აშშ-ის ქალაქ რიჩმონდში 90 წლის ასაკში მწერალი პოლ მარშალი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press-ი ავრცელებს. მწერლის გარდაცვალების ფაქტი მისმა ვაჟმა ევან მარშალმა დაადასტურა.

თვითმფრინავი

18 აგვისტო 2019, 08:22

მსოფლიო

აშშ-ში თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა

აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატში მცირე ზომის ორძრავიანი თვითმფრინავი Cessna 303 საცხოვრებელ სახლს დაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურ სამმართველოზე (FAA) დაყრდნობით CBS New York-ი ავრცელებს.

აფეთქება ქორწილში

18 აგვისტო 2019, 08:08

მსოფლიო

ქაბულში ქორწილში მომხდარი აფეთქების შედეგად 63 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ქორწილში მომხდარი აფეთქების შედეგად 63 ადამიანი დაიღუპა და 180-ზე მეტი დაშავდა. როგორც BBC-ის თვითმხილველებმა განუცხადეს, ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში თვითმკვლელმა ტერორისტმა მოიყვანა.

18 აგვისტო 2019, 01:00

მსოფლიო

ოდესის ერთ-ერთ სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ოდესაში ერთ-ერთ სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ამ დროისთვის დაღუპულთა რაოდენობა 9-ს შეადგენს. დაშავებულია 10 ადამიანი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დაშავებულთაგან რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ზინედინ ზიდანი

18 აგვისტო 2019, 00:45

სპორტი

ზიდანი: ბეილი „რეალში“ რჩება

მადრიდის რეალის მწვრთნელმა უელსელი ვარსკვლავის კარიერაზე დასმულ შეკითხვას ლა ლიგის შემდეგ უპასუხა. ზინედინ ზიდანის თქმით, გარეტ ბეილი გუნდში რჩება. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, „რეალში“ დიდ საქმეს აკეთებს და მის თამაშით ძალიან კმაყოფილია. ბეილის აგენტმა 30 ივლისს დაადასტურა, რომ ჩინურ კლუბში უელსელი ვარსკვლავის ტრანსფერი ჩაიშალა.

18 აგვისტო 2019, 00:30

მსოფლიო

ქაბულში ქორწილის წვეულებაზე აფეთქება მოხდა

ავღანეთის დედაქალაქში ქორწილის წვეულებაზე აფეთქება მოხდა. Reuters-ი ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 20 ადამიანი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას აუღია. შს სამინისტრო ინფორმაციას აგროვებს. სხვა დეტაოლები ჯერ უცნობია.

18 აგვისტო 2019, 00:15

სპორტი

ბათუმის „დინამომ“ „ჩიხურას“ ანგარიშით 2:0 მოუგო

ეროვნული ლიგის 24-ე ტურში ბათუმის „დინამომ“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა. ანგისას ბაზაზე გამართული მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. პირველი ნახევარი გოლის გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმში ჯაბა ჯიღაურის დუბლით მასპინძლებმა 2:0 მოიგეს.

17 აგვისტო 2019, 23:57

კულტურა

კურდღელ როჯერის შემქნელი ანიმატორი გარდაიცვალა

კინოს და ანიმაციის რეჟისორი რიჩარდ უილიამსი თავის სახლში ბრისტოლში 16 აგვისტოს გარდაიცვალა. ინფორმაციას უილიამსის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით The Guardian-ი ავრცელებს. ის 86 წლისა იყო.

ჟან-კლოდ იუნკერი

17 აგვისტო 2019, 23:45

მსოფლიო

იუნკერი გადაუდებელი ოპერაციისთვის ავსტრიიდან ლუქსემბურგში გადაიყვანეს

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. იუნკერი შვებულებას ავსტრიაში ატარებდა, ოპერაციის ჩასატარებლად კი ლუქსემბურგში გადაიყვანეს. ლუქსემბურგელ პოლიტიკოსს ოქტომბერში გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ვან დერ ლეიენი ჩაანაცვლებს.

17 აგვისტო 2019, 23:20

საქართველო

საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას ქმედითი ზომების მიღებას სთხოვს

საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს 7 მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით.

სტამბოლი

17 აგვისტო 2019, 22:49

მსოფლიო

სტამბოლში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გადაუღებელმა წვიმამ ქუჩები დატბორა. რამდენიმე საათით შეზღუდული იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. ემინონუს მოედნის დატბორვის გამო დაზარალდა ადგილზე მდებარე მაღაზიებიც. გარდა ამისა, დაიტბორა სტამბოლის დიდი ბაზარი.

არჩილ თალაკვაძე

17 აგვისტო 2019, 22:37

საქართველო

თალაკვაძე ოკუპანტების მიერ მოქალაქეების გატაცების ფაქტს გამოეხმაურა

სოფელ ახალუბნის მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების საკითხზე ყველა საჭირო ღონისძიებას ვატარებთ. ჩართულნი არიან შესაბამისი სამსახურები, გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების შესახებ ინფორმაციას.

ქეთევან ციხელაშვილი

17 აგვისტო 2019, 22:00

საქართველო

ციხელაშვილი: მავთულხლართის გავლების მიზანი საზოგადოებაზე წნეხია

მავთულხლართის გავლებას ამა თუ იმ სოფელში არანაირი სამხედრო დანიშნულება არ აქვს, მისი დანიშნულება არის პოლიტიკური, რომ მუდმივი წნეხი იყოს საზოგადოებაზე, განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში, როდესაც გუგუტიანთკარის მოვლენები შეაფასა.

17 აგვისტო 2019, 21:20

ტექნოლოგიები

ბრიტანელმა ექიმებმა სამშობიარო ტკივილებთან გამკლავების ახალ მეთოდს მიაგნეს

ბრიტანელი ექიმები ორსულებს მშობიარობის დროს ტკივილთან გასამკლავებლად უჩვეულო გზას სთავაზობენ. Time-ის ინფორმაციით, თუ ტესტირება წარმატებით ჩაივლის, ახალ ზომას უელსის და დიდი ბრიტანეთის სხვა კლინიკებში დანერგავენ.