imedi /  06 აგვისტო 2019, 16:28 / სანდო წყარო

შვეიცარიის პროკურატურა გერმანული ფეხბურთის ყოფილ მმართველებს თაღლითობაში ადანაშაულებს

გერმანიის საფეხბურთო კავშირი

გერმანიის საფეხბურთო კავშირი

შვეიცარიის ფედერალური პროკურატურა გერმანიის საფეხბურთო კავშირის (DFB) ყოფილ მაღალჩინოსნებს 2006 წელს გერმანიაში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების გამო თაღლითობაში ადანაშაულებს. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, საგამოძიებო ორგანომ ​DFB-ის ყოფილ პრეზიდენტს თეო ცვანციგერს, ყოფილ გენერალურ მდივანს ხორსტ შმიდტს და ფიფას ყოფილ გენერალურ მდივანს, შვეიცარიელ ურს ლინსის ბრალი ჯგუფური თაღლითობის მუხლით, DFB-ის კიდევ ერთ ყოფილ პრეზიდენტს ვოლფგანგ ნირსბახს კი თაღლითობის ხელშეწყობის მუხლით წაუყენა.

გამოძიების მტკიცებით, ოთხმა ბრალდებულმა 2005 წელს მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისგან ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრებისთვის 10,3 მილიონი შვეიცარიული ფრანკის (6,7 მილიონი ევრო) გადახდის რეალური მიზნები დამალა.

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გარშემო სკანდალი 2015 წელს აგორდა, მას შემდეგ რაც გერმანულმა გამოცემამ Der Spiegel-მა დაწერა, რომ გერმანიამ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება იყიდა. გამოცემის მტკიცებით, გერმანული ფეხბურთის მმართველებმა შექმნეს „შავი სალარო“, რომელშიც 2000 წელს Adidas-ის მაშინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა რობერ ლუი-დრეიფუსმა 10,3 მილიონი შვეიცარიული ფრანკი გადარიცხა. Der Spiegel-ის ინფორმაციით, ამ ფულით ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის 4 წევრი მოისყიდეს.

ვინაიდან კორუფციაში ბრალდებებს მაშინ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სვლა ვერ მიეცა, გერმანულმა პროკურატურამ საქმე გადასახადების გადახდისგან თავის არიდების მუხლით აღძრა. ახლა საქმე შვეიცარიის ფედერალურ პროკურატურას გადაეცა, ვინაიდან ფიფას შტაბბინა სწორედ შვეიცარიაში მდებარეობს.

ყველა სიახლე

ერგნეთი

20 აგვისტო 2019, 19:45

ძალოვნები

ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს რვა მოქალაქე გათავისუფლებულია

ერგნეთის საგუშაგოსთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს რვა მოქალაქე გათავისუფლებულია. საგუშაგოსთან მათ შიდა ქართლის გუბერნატორი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე დახვდათ. ვაჟა სირაძის განმარტებით, დაკავებულებმა ჯარიმა გადაიხადეს, რის შემდეგაც გათავისუფლდნენ.

20 აგვისტო 2019, 19:23

საქართველო

ევროკავშირი გუგუტიანთკარის მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

რუსეთის მესაზღვრეების მხარდაჭერით სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების მიერ ღობეების აღმართვა აბრკოლებს გადაადგილების თავისუფლებას და ადგილობრივი ტერიტორიის მოსახლეობისთვის ხეხილის ბაღებისა და აგრეთვე წყლის რესურსების ხელმისაწვდომობას აღკვეთავს, წერია ევროკავშირის განცხადებაში.

ოკუპაცია

20 აგვისტო 2019, 19:22

საქართველო

ცხინვალის რეჟიმი: დაკავებულები ქართულ მხარეს გადავეცით

17 აგვისტოს საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიიდან სოფელ ახალუბნის მკვიდრი 7 მოქალაქე მაშინ გაიტაცეს, როდესაც ისინი სასაფლაოდან ტაძრის მოსალოცად მიდიოდნენ. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთი დაკავებულის შესახებ. ის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრია.

იგი პოპი

20 აგვისტო 2019, 19:06

ტაბლოიდი

იგი პოპის თუთიყუში პატრონის ახალ სიმღერაზე აცეკვდა. ვიდეო

რამდენიმე დღის წინ როკერმა იგი პოპმა ახალ სიმღერაზე James Bond-ზე კლიპი გამოუშვა. კლიპის გამოსვლის შემდეგ თაყვანისმცემლები მუსიკოსს ვიდეოს კიდევ ერთი ვერსიის გადაღება სთხოვეს, ამჯერად მისი თუთიყუშის მონაწილეობით.

სალომე ზურაბიშვილი

20 აგვისტო 2019, 18:50

საქართველო

საქართველოს პრეზიდენტს ახალი მრჩეველი ჰყავს

საქართველოს პრეზიდენტს ახალი მრჩეველი ჰყავს. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დიმიტრი ლეჟავას დანიშვნისას პრეზიდენტის ადმინსიტრაციამ მისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე იხელმძღვანელა. „დიმიტრი ლეჟავა არის საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლი თავდაცისა და უსაფრთხოების საკითხებში.

ჯუზეპე კონტე

20 აგვისტო 2019, 18:34

მსოფლიო

იტალიის პრემიერმა ჯუზეპე კონტემ თანამდებობა დატოვა

იტალიის პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ თანამდებობა დატოვა. BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ იტალიის მთავრობის მეთაურმა სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, სენატის სხდომის დასრულების შემდეგ ის პრეზიდენტ სერჯიო მატარელას გადადგომის შესახებ ოფიციალური მოთხოვნით მიმართავს.

სალომე ზურაბიშვილი

20 აგვისტო 2019, 18:33

საქართველო

პრეზიდენტის დაპირებული ფონდის პრეზენტაცია 17 სექტემბერს გაიმართება

ამავე დღეს დაგეგმილია საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის პროექტის წარდგენა და სწორედ ეს იქნება პირველი პროექტი, რომლისთვისაც ფონდი დაიწყებს ფინანსური შემოწირულობების მოზიდვას. აქამდე ფონდში პრეზიდენტის ხელფასის გარდა, სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ თანხა არ ჩარიცხულა.

სექსისტური

20 აგვისტო 2019, 18:07

მსოფლიო

ლუდის კომპანია „სკოლმა“ სექსისტური ხუმრობისთვის ბოდიში მოიხადა

რუანდაში არსებულმა ლუდის კომპანია „სკოლმა“ სექსისტური ხუმრობისთვის ბოდიში მოიხადა. კომპანიამ ლუდის ეტიკეტზე წააწერა ხუმრობა - „როდის შეიძლება გაქციოს ქალმა მილიონერად? როცა მილიარდელი ხარ“. „სკოლმა“ ბოთლების გამოშვება უკვე შეწყვიტა. რუანდა გენდერული თანასწორობის მხრივ მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.

დონალდ ტრამპი

20 აგვისტო 2019, 18:03

ტაბლოიდი

დონალდ ტრამპს მეათე შვილიშვილი შეეძინა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მეათე შვილიშვილი შეეძინა. ერიკ ტრამპი და მისი მეუღლე ლარა ქალიშვილის მშობლები გახდნენ. 2017 წლის სექტემბერში წყვილს პირველი შვილი შეეძინა, რომელსაც ერიკ ლუკი დაარქვეს. კიდევ 5 შვილი დონალდ ტრამპ უმცროსს, სამი კი ივანკა ტრამპს ჰყავს.

სალომე ზურაბიშვილი

20 აგვისტო 2019, 18:00

საქართველო

ადმინისტრაცია: გუგუტიანთკარის მოვლენებზე პრეზიდენტი დასვენების ადგილიდან მუშაობდა

გუგუტიანთკარის მოვლენების ფონზე საქართველოს პრეზიდენტის შვებულებაზე ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას ადმინისტრაცია პასუხობს და განმარტავს, რომ გუგუტიანთკარის მოვლენებზე პრეზიდენტები დასვენების ადგილიდან აგრძელებდა მუშაობას.

დონალდ ტრამპი

20 აგვისტო 2019, 17:57

მსოფლიო

ტრამპი გრენლანდიაში Trump Tower-ის აშენებას არ აპირებს

დონალდ ტრამპმა Twitter-ზე ახალი პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც გრენლანდიის სანაპიროზე Trump Tower-ის დამონტაჟებული ფოტო დაურთო. „გპირდებით, ამის აშენებას ნამდვილად არ ვაპირებ“, - წერს ტრამპი. აშშ-ის პრეზიდენტის გრენლანდიის შესყიდვის სურვილზე გასულ კვირას The Wall Street Journal-მა დაწერა.

კიბერფეხბურთი

20 აგვისტო 2019, 17:41

სპორტი

უეფა კიბერფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს ჩაატარებს

ტურნირში მონაწილეობას უეფას წევრი 55 ქვეყნის ნაკრებები მიიღებენ, შესარჩევი ეტაპი კი 2019 წლის ნოემბერში დაიწყება. ჩემპიონატის მონაწილეები eFootball Pro Evolution Soccer 2020-ს ითამაშებენ. გუნდებში 2-4 მოთამაშე შევა. ფინალური ეტაპი კი 2020 წლის 9-10 ივლისს ლონდონში გაიმართება.

რიო-დე-ჟანეირო ავტობუსის გატაცება

20 აგვისტო 2019, 17:18

მსოფლიო

პოლიციელებმა რიო-დე-ჟანეიროში ავტობუსის გამტაცებელი მოკლეს

კაცი, რომელმაც რიო-დე-ჟანეიროში ავტობუსის მგზავრები მძევლად აიყვანა ნეიტრალიზებულია. ამის შესახებ BBC ბრაზილიის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის ინფორმაციით ყველა მძევალი გათავისუფლებულია, შეიარაღებული კაცი კი სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. ოპერაცია 4 საათს გრძელდებოდა.

20 აგვისტო 2019, 17:14

საქართველო

კაჭრეთში ხანძრის შედეგად 3 ჰა ტყის მასივი და 40 ჰა ხმელი ბალახი დაიწვა

კახეთში, სოფელ ზემო კაჭრეთში ხანძარი ჩააქრეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად 3 ჰექტარი ტყის მასივი და 40 ჰექტარი ხმელი ბალახი დაიწვა. ცეცხლის ქრობაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ადგილზე მობილიზებული იყო, კაჭრეთის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და თბილისის სახანძრო სამაშველო ტექნიკა და მეხანძრე მაშველები. ჯამში 10 მანქანა და 50-მდე მეხანძრე-მაშველი.

კობა გვენეტაძე

20 აგვისტო 2019, 17:06

ეკონომიკა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ფეისბუკზე კამპანია დაიწყო

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით „ფეისბუკზე“ კამპანია დაიწყო. გვერდს „უცოდინრობა როგორც დანაშაული“ ჰქვია და გვენეტაძის „არასწორი საქმიანობის და დამაზიანებელი გადაწყვეტილებების“ შესახებ მომხმარებლების ინფორიმირებას ცდილობს.

ბიარიცი

20 აგვისტო 2019, 17:04

მსოფლიო

საფრანგეთში G7-ის სამიტზე თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილები დააკავეს

ფრანგმა სამართალდამცველებმა დააკავეს ხუთი მემარცხენე რადიკალი აქტივისტი, რომელბიც ქალაქ ბიარიცში „დიდი შვიდეულის“ სამიტის დროს ერთ-ერთ სასტუმროზე თავდასხმას გეგმავდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი BFMTV ავრცელებს. 4 კაცი და 1 ქალი პოლიციამ სოციალური ქსელების მონიტორინგის შედეგად დააკავა.

ფუტკარი

20 აგვისტო 2019, 16:57

მსოფლიო

ბრაზილიაში 500 მილიონზე მეტი ფუტკარი დაიხოცა

ბრაზილიაში, ბოლო 3 თვის განმავლობაში, 500 მილიონზე მეტი ფუტკარი დაიხოცა, - ინფორმაციას BBC ბრაზილიელი მეფუტკრეების განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს. მკვლევრები ფიქრობენ, რომ ამის მიზეზი სხვა მავნებელი მწერების მოსაშორებლად განკუთვნილი ქიმიკატებია. ფუტკრებს კვების ჯაჭვში დიდი მნიშვნელობა უკავიათ. კერძოდ, მათ იმ საკვები პროდუქტების წარმოებაში, რომლებსაც ადამიანები მიირთმევენ, ერთი მესამედი წილი

ლისტერიას 3D-გამოსახულება

20 აგვისტო 2019, 16:51

მსოფლიო

ესპანეთში იშვიათი ინფექციური დაავადებით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საერთო ჯამში, ანდალუსიის ოლქში ლისტერიოზით დაავადების 80 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 56 შემთხვევაში დაავადებულების ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მარია ლუისა კარსედომ მთელი ესპანეთის ტერიტორიაზე სანიტარული განგაში გამოაცხადა.

ნურსულთან ნაზარბაევი

20 აგვისტო 2019, 16:34

ტაბლოიდი

ნურსულთან ნაზარბაევმა სიმღერა ჩაწერა. ვიდეო

კადრებში ექსპრეზიდენტი მინდორში დადის და მღერის. მედიის ცნობით, ნაზარბაევმა სიმღერის ტექსტი თავად დაწერა, მუსიკა კი კომპოზიტორ ალტინბეკ კორაზბაევს ეკუთვნის. ნურსულთან ნაზარბაევი 19 მარტს გადადგა. ის ყაზახეთს 1990 წლიდან მართავდა. ივლისში ნაზარბაევს 79 წელი შეუსრულდა.

პაატა სალია

20 აგვისტო 2019, 16:30

საქართველო

სალია არ გამორიცხავს, რომ „რუსთავი 2“-ის რამდენიმე თანამშრომლის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართონ

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია არ გამორიცხავს, რომ გათავისუფლებული თანამშრომლების წინააღმდეგ სასამართლოში დავა დაიწყოს. სალიამ განაცხადა, რომ სარჩელზე მუშაობენ და გარკვეული დასაბუთება უკვე არსებობს. სალიას განმარტებით, მათ შესახებ გადაწყვეტილება შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ იქნება მიღებული.