Imedi /  24 აგვისტო 2019, 16:15 / სანდო წყარო

ვიქტორ სანიკიძე ბერძნული „არისის“ სპორტული დირექტორი გახდა

ვიქტორ სანიკიძე

ვიქტორ სანიკიძე

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, რომელმაც კარიერა ნაადრევად, ტრავმის გამო დაასრულა, ბერძნული საკალათბურთო კლუბის –  „არისის“ სპორტული დირექტორი გახდა. ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს. 

სანიკიძე ათენის „არისში“ 2016-2017 წლების სეზონში თამაშობდა, სადაც მძიმე ტრავმა მიიღო, რაც მისი კარიერის დასრულების მიზეზი გახდა.

სანიკიძეს ევროპის არაერთ კლუბში უთამაშია. წლების განმავლობაში ის ფრანგულ "დიჟონში", ესპანურ "სარაგოსასა" და "ესტუდიანტესში", იტალიურ "ვირტუსსა" და "სიენაში", ასევე რუსულ "უნიკსსა” და თურქულ “ანკარაში” თამაშობდა. კალათბურთელმა კარიერა ორი წლის წინ, 30 წლის ასაკში ქრონიკული ტრავმის გამო დაასრულა.

ყველა სიახლე

პაატა იმნაძე

31 მარტი 2020, 13:08

COVID19

პაატა იმნაძე: ახალი შემთხვევებიდან ორი პაციენტის ინფიცირების წყაროს დასადგენად ეპიდკვლევა მიმდინარეობს

კორონავირუსით დაინფიცირებული ბოლო პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე შეშფოთების მიზეზს არ იძლევა- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პაატა იმნაძის თქმით, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრით, ბოლო შემთხვევებში საინტერესოა 2, რადგან დანარჩენი ყველა არის უკვე ცნობილი შემთხვევების კონტაქტებს შორის აღმოჩენილი.

ვიქტორ დაშკევიჩი

31 მარტი 2020, 13:07

COVID19

ბელარუსში კორონავირუსით ცნობილი მსახიობი გარდაიცვალა

ბელარუსში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. Covid 19-მა ვიტებსკში ცნობილი მსახიობი ვიქტორ დაშკევიჩი იმსხვერპლა. გარდაცვლილის ცოლი აცხადებს, რომ ის და მისი ქმარი პნევმინიის დიაგნოზით ტუბდისპანსერში გადაიყვანეს, თუმცა იმის გამო, რომ საავადმყოფოში ადგილები არ იყო, სახლში დააბრუნეს, - ინფორმაციას ამის შესახებ nn.by ავრცელებს. მას შემდეგ, რაც ცოლ-ქმრის მდგომარეობა დამძიმდა, ისინი სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც კორონავირუსი არ დაუდგინდათ.

ლევან რატიანი

31 მარტი 2020, 13:04

COVID19

ლევან რატიანი: აზრი იმის შესახებ, რომ კორონავირუსი მკვლელია, ამ ეტაპისთვის სიმართლეს არ შეესაბამება

აზრი იმის შესახებ, რომ კორონავირუსი მკვლელია, ამ ეტაპისთვის სიმართლეს არ შეესაბამება. თუ მიზანმიმართულად უმკურნალებ დაინფიცირებულს და პაციენტის მდგომარეობამაც შეგვიწყო ხელი, ყველა პაციენტი აუცილებლად განიკურნება. ვიყოთ კარგ ხასიათზე და ვიბრძოლოთ სიცოცხლეს გადარჩენისთვის, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პირველი კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ყველაზე მძიმე პაციენტი იყო, ამ ეტაპზე მკვეთრად გაუმჯობესებულია.

თამარ გაბუნია

31 მარტი 2020, 12:52

COVID19

თამარ გაბუნია: იდენტიფიცირებულია რაიონული დონის კლინიკები, რომლებიც ცხელების ზონას გამოყოფენ

ბოლო დროს ჩვენ გვქონდა პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ ბევრი კლინიკა უარს ამბობდა ცხელებიანი პაციენტების მიღებაზე და მათ ცენტრალიზებულ საავადმყოფოებში ამისამართებდნენ, თუმცა ამჟამად რაიონული დონის კლინიკები არიან შესაფერისად აღჭურვილები იმისთვის, რომ მათ უსაფრთხოთ მიიღონ პაციენტები, რომლებიც მათ ცხელებითა და რესპირატორული სიმტომებით მიმართავენ- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანი

31 მარტი 2020, 12:48

COVID19

ირაკლი ჩიქოვანი: თელავისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში საგანგებო რეჟიმი ამოქმედდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა რეგიონებში კორონავირუსის პრევენციის მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე, დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ილაპარაკა.

საუნივერსიტეტო კლინიკა

31 მარტი 2020, 12:47

COVID19

ლევან რატიანი: ორსულის მდგომარეობა ამ ეტაპზე მკვეთრად დადებითია

ორსული ქალის მდგომარეობა ამ ეტაპზე მკვეთრად დადებითია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ პაციენტი კლინიკას რამდენიმე დღეში დატოვებს. „ორსული ქალის მდგომარეობა ამ ეტაპზე მკვეთრად დადებითია. ბოლო 24 საათის განმავლობაში ცხელება არ ჰქონია. ვირუსის დროს, ზედა სასუნთქი გზებისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა არ ვლინდება. ყოველდღიურად ხდება ნაყოფის მონიტორინგი, რომელიც შეესაბამება ფიზიოლოგიურ მდგომარეობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ ეს პაციენტი რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელებული დატოვებს კლინიკას“, - განაცხადა რატიანმა.

31 მარტი 2020, 12:37

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 110 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 21 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 110-მდე გაიზარდა, აქედან 21 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. კარანტინის რეჟიმშია 4995 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 278 მოქალაქე რჩება.

31 მარტი 2020, 12:36

ეკონომიკა

რა გავლენა აქვს covid19-ს საქართველოს ეკონომიკაზე

გლობალური ჯანმრთელობის დაცვის ინდექსის მიხედვით, მსოფლიოს მზაობა ეპიდემიებისა და პანდემიების მიმართ დაბალია. რაც შეეხება საქართველოს, მისი მზაობა 52 ქულით შეფასდა და მაღალშემოსავლიანი ქვეყნების საერთო მაჩვენებელს უტოლდება. ამ შედეგით, საქართველომ ბიოლოგიური საფრთხეების მზაობის ინდექსით მსოფლიოს 195 ქვეყანას შორის 42-ე ადგილს იკავებს. ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის დილაში“ ილაპარაკეს თუ რა გავლნა აქვს კორონავირუსს საქართველოს ეკონომიკაზე.

კოტე ანანიშვილი

31 მარტი 2020, 12:31

COVID19

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი: წინააღმდეგობის ფაქტი არ ყოფილა, ყველა მოქალაქე ემორჩილება მოთხოვნებს

ჯერჯერობით წინააღმდეგობის ფაქტი არ ყოფილა. ყველა მოქალაქე ემორჩილება მოთხოვნებს, - ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა კოტე ანანიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდაცვის სამონისტროსთან ერთად საგანგებო მდგომარეობის შესრულების მოთხოვნებს აკვირდება. „ვახორციელებთ მონიტორინგს. ასევე საგუშაგოებზე ხორციელდება თერმოსკრინინგი. შემოწმება ხდება მაქსიმალურად ყველა სატრანსპორტო საშუალების როგორც ვიზუალურად, ასევე მგზავრებს უტარდებათ თერმოსკრინინგი. რამდენიმე ადამიანი იყო, ვისაც ტემპერატურა აღენიშნებოდა. მიეთითათ დამატებით სამედიცინო პუნქტში შემოწმება“, - კოტე ანანიაშვილმა.

სკოლები

31 მარტი 2020, 12:29

საზოგადოება

განათლების სამინისტრო სკოლებს ონლაინ სწავლებისთვის პირველ ქართულ ალტერნატიულ პლატფორმას Feedc Edu-ს სთავაზობს

ეს პლატფორმა სრულიად უფასოა, სრულყოფილად მუშაობს ნებისმიერ სმარტფონზე და არ სჭირდება მაღალი სიჩქარის ინტერნეტი. მასზე შესაძლებელია დავალებების გაზიარება, ფაილების ატვირთვა/ჩამოტვირთვა და ჯგუფური მეცადინეობის წარმართვა. მისი გამოყენება მარტივია, როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლისა და მშობლისთვის. ასევე, მარტივია რეგისტრაციის გავლა, რაც მობილური ტელეფონის ნომრით არის შესაძლებელი.

ლევან რატიანი

31 მარტი 2020, 12:26

COVID19

ლევან რატიანი: სავარაუდოდ დღეს რამდენიმე ათეული პაციენტი კლინიკას დატოვებს

„გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენთან არც ერთი დადებითი პასუხი არ მოსულა, დღეს რამდენიმე ათეული პაციენტი დატოვებს კლინიკას. ჩაუტარდებათ ლაბორატორიული კვლევები და თუ იქნება ის ვითარება, რომ სტანდარტი შესაბამისობაში იქნება ჯანმოს რეკომენდაციებთან და მათ უნდა დატოვონ ჩვენი დაწესებულება და გადავიდნენ საკარანტინო ზონაში, დღის პირველ ნახევარში დაახლოებით 30 ასეთი პაციენტი დატოვებს კლინიკას“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

ზურაბ ჭიაბერაშვილი

31 მარტი 2020, 12:20

COVID19

ზურაბ ჭიაბერაშვილი: მედპერსონალის ტრანსპორტირება მთავრობამ უნდა უზრუნველყოს

მედპერსონალის ტრანსპორტირება მთავრობამ უნდა უზრუნველყოს - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია დაბალხელფასიან ექიმებსა და ექთნებზე, რომლებსაც ტაქსით გადაადგილების საშუალება არა აქვთ.

კათოლიკოს-პატრიქრქი ილია მეორე გიორგი გახარია

31 მარტი 2020, 12:19

COVID19

კარანტინის გამოცხადების მიზეზებზე პრემიერ-მინისტრმა კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრაზე ისაუბრა

პრემიერ-მინისტრის პატრიარქთან შეხვედრაზე საუბარი იყო, თუ რატომ გახდა კარანტინის გამოცხადება აუცილებელი, - ამის შესახებ imedinews-ს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა. მამა ანდრიას თქმით, საპატრიარქოსთვისაც მოულოდნელი იყო კარანტინის გამოცხადება. შესაბამისად, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს კარანტინის გამოცხადების აუცილებლობის შესახებ ესაუბრა.

ბოჭორიშვილის კლინიკა

31 მარტი 2020, 12:17

COVID19

ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული 2 ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტის, მეგი კობახიძის განცხადებით, კლინიკაში 2 პაციენტის პასუხს ელოდებიან. პარალელურად ერთ ადამიანს აკვირდებიან, რომელიც კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. საავადმყოფოში მოთავსებული 2 ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სულ კლინიკაში კორონავირუსი 5 პაციენტს აქვს დადასტურებული. „ჩვენს კლინიკაში ბოქსირებულ განყოფილებაში არის 13 პაციენტი, აქედან 5 არის დადასტურებული შემთხვევა, 2 პაციენტთან აღებულია ბიოლოგიური სინჯები, ველოდებით პასუხს. ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველასთან სტაბილურია“, - აღნიშნა ექიმმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

31 მარტი 2020, 12:12

COVID19

კახეთში კორონავირუსის პრევენციისთვის ოპერატიული შტაბი შეიქმნა

კახეთში ოპერატიული შტაბი შეიქმნა, რომლის წევრები არიან მუნიციპალიტეტის მერები, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი პირები და დაავადებათა კონტროლის რეგიონული განყოფილების უფროსი.

31 მარტი 2020, 12:09

COVID19

თავდაცვის ძალებმა თბილისსა და 6 ქალაქში სპეციალური გამშვები პუნქტები მოაწყო

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობის ტექნიკა და პირადი შემადგენლობა ამ ქალაქებში გამთენიისას შევიდა. თბილისის, რუსთავისა და გორის საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები განლაგდებიან. ბათუმის, ქუთაისის, ფოთისა და ზუგდიდის გამშვებ პუნქტებს კი, დასავლეთ სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები გააკონტროლებენ.

ლევან რატიანი

31 მარტი 2020, 12:06

COVID19

ლევან რატიანი: ამ ეტაპზე ომში მეტწილად გავიმარჯვეთ, ვინაიდან კრიტიკული პაციენტი გახდა კონტაქტური, ადეკვატური და დღის ბოლომდე შეიძლება აპარატიდან მოიხსნას

დღეს ძალიან ბედნიერია მთელი ჩვენი კლინიკა, რადგან პაციენტთან, რომელიც კრიტიკული მდგომარეობით იყო შემოსული, ომში მეტწილად გავიმარჯვეთ, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. ლევან რატიანის თქმით, აღნიშნულ პაციენტს აღენიშნებოდა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი და ყველა გართულება, რაც ამ დაავადებისა და კორონავირუსისთვის არის დამახასიათებელი.

31 მარტი 2020, 11:59

COVID19

იტალიაში კარანტინის რეჟიმი 12 აპრილამდე გახანგრძლივდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში კარანტინის რეჟიმის 12 აპრილამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ BBC წერს. 30 მარტს ცნობილი გახდა, რომ იტალიაში კორონავირუსის ეპიდემიის პიკს 7-10 დღეში ელოდებიან. ქეყანაში დაინფიცირებულთა რიცხვმა 101 700-ს გადააჭარბა.

31 მარტი 2020, 11:57

COVID19

გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 130 ადამიანი დაიღუპა

გერმანიაში ბოლო 24 საათში, კოროავირუსი კიდევ 4615 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში დაინფივირებულია 61 913 ადამიანი. ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. გერმანიაში კორონავირუსით სულ 583 ადამიანი დაიღუპა.

ნელი ხიზანიშვილი

31 მარტი 2020, 11:57

COVID19

კახეთში თვითიზოლაციაში მყოფი ერთი ადამიანი თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს

1 მოქალაქე ასაკისა და თანმხლები დაავადებების გამო თვითიზოლაციიდან გადაყვანილია თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში. თელავის რეფერალურ საავადმყოფის კი ე.წ ცხელების ცენტრის სტატუსი მოეხსნა, - ამის შესახებ დაავადებთა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ჟურნალისტებს განუცხადა.