Imedi /  29 აგვისტო 2019, 13:11 / სანდო წყარო

ბექა ღვინიაშვილი ტურნირს გამოეთიშა. ვიდეო

ბექა ღვინიაშვილი

ბექა ღვინიაშვილი

იაპონიაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ბექა ღვინიაშვილმა იასპარეზა. სპორტსმენი ჰოლანდიელ იესპერ სმინკსას დაუპირისპირდა, რომელთანაც დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. მანამდე შეჯიბრში (90), ქართველი  მეორე წრიდან ჩაერთო და პირველ შეხვედრაში იპონით სძლია ინდოელ დევიალ აია მისტრს.

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისათვის 2 მედალია, 81 კგ კატეგორიაში ბრინჯაო ლუკა მაისურაძემ მოიპოვა, მსოფლიო ჩემპიონი კი ტურნირის პირველ  დღეს (60) ლუხუმ ჩხვიმიანი გახდა.

ყველა სიახლე

19 სექტემბერი 2020, 12:24

COVID19

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეულ 6 პირს კორონავირუსი დაუდგინდა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეულ 6 პირს კორონავირუსი დაუდგინდა. რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, Covid-19 დაუდასტურდა აფხაზეთიდან გადმოყვანილ 4 პირს, რომლებიც საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ. მათი დაინფიცირების წყარო ე.წ. საბერიოს კლასტერს უკავშირდება.

19 სექტემბერი 2020, 12:21

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხაში საბავშვო ბაღის პედაგოგებს შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხაში საბავშვო ბაღის პედაგოგებს შეხვდა. ალექსანდრე მოწერელიას თქმით, პედაგოგების შრომის სათანადოდ დასაფასებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

მაია ბითაძე

19 სექტემბერი 2020, 12:19

საზოგადოება

მაია ბითაძის განცხადებით, თბილისს ორი დიდი პარკი შეემატება - მათგან ერთი ვაკის პარკზე დიდი იქნება

თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „დილის შოუ“ დედაქალაქის მერიის მიერ თბილისში პარკების მშენებლობის გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა.

19 სექტემბერი 2020, 12:17

COVID19

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 244 ადამიანს დაუდასტურდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 244 ადამიანს დაუდასტურდა, 2 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 47,154 შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 928 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 42,551 გამოჯანმრთელდა.

გიორგი ხოჯევანიშვილი

19 სექტემბერი 2020, 12:12

რეგიონი

გიორგი ხოჯევანიშვილი: საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს და აქ მცხოვრებ მოსახლეობას განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ, რათა უზრუნველყოფილნი იყვნენ როგორც გამართული ინფრასტრუქტურით, ისე სახელმწიფო პროგრამებით მიღებული სარგებელით, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კასპისა და გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა დიცში, ქორდსა და არბოში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა.

მაია ბითაძე

19 სექტემბერი 2020, 12:07

პოლიტიკა

მაია ბითაძე: გარემოს დაცვა ჩემი მთავარი პრიორიტეტი იქნება

გარემოს დაცვა ჩემი მთავარი პრიორიტეტი იქნება, რადგან ეს პირდაპირ კავშირშია, როგორც დემოკრატიასთან, ასევე ადამიანის უფლებების დაცვასთან. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრების ხარისხი გავაუმჯობესოთ და ბევრად წარმატებული გავხადოთ ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი მოქალაქეები, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მე-10 ნომერმა მაია ბითაძემ, „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დილის შოუში“ სტუმრობისას განაცხადა.

მაია ბითაძე

19 სექტემბერი 2020, 12:01

საზოგადოება

მაია ბითაძე: ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტი თბილისს ახალ სიცოცხლეს შესძენს

„ეს პროექტი თბილისს ახალ სიცოცხლეს შესძენს. ვაკის პარკი არის პარკი, რომლითაც ყველა ვამაყობთ. მოგეხსენებათ, ეს პარკი ისტორიული ძეგლია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღდგეს იმ ფორმითაც, რა ფორმითაც ის დაიგეგმა. პროექტის მასშტაბი ძალიან დიდია და ორი კომპონენტისგან შედგება“.

გიორგი ხოჯევანიშვილი

19 სექტემბერი 2020, 11:58

პოლიტიკა

გიორგი ხოჯევანიშვილი ძიუდოისტებს, მოკრივეებს, მოჭიდავეებსა და შერეული ორთაბრძოლების წარმომადგენლებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი ძიუდოისტებს, მოკრივეებს, მოჭიდავეებსა და შერეული ორთაბრძოლების წარმომადგენლებს შეხვდა.

კორონავირუსი რუსეთი

19 სექტემბერი 2020, 11:48

COVID19

რუსეთში კორონავირუსი კიდევ 6 065 ადამიანს დაუდასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 065 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 1 097 251-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

გიორგი ხუმარაშვილი

19 სექტემბერი 2020, 11:37

საზოგადოება

თამაზ მეჭიაურის მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

„ღამის განმავლობაში, გართულებას ადგილი არ ჰქონია. პაციენტი ისევ მძიმე მდგომარეობაში რჩება, იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში. არის თავის ტვინის ჰიპოქსიური დაზიანება, ველით ნევროლოგიურ შედეგებს, თუ დინამიკაში, მკურნალობის ფონზე, რა შედეგებს მივიღებთ“ - განაცხადა ექიმმა ალექსანდრე კაკაურიძემ.

19 სექტემბერი 2020, 11:36

COVID19

ჩეხეთში კორონავირუსი 2,111 ადამიანს დაუდასტურდა

გასული 24 საათის განმავლობაში, ჩეხეთში კორონავირუსი 2,111 ადამიანს დაუდასტურდა, 6 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 46,262-ს შეადგენს. ინფექციას ჯამში 495 ადამიანი ემსხვერპლა.

19 სექტემბერი 2020, 11:36

COVID19

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფრმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, თანამშრომლის ტესტის პასუხი დღეს, 18 სექტემბერს გახდა ცნობილი. სააგენტოს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი, გადაყვანილნი არიან თვითიზოლაციაში.

19 სექტემბერი 2020, 11:29

COVID19

„კლინიკა ბომონდში“ 4 მოზარდის გამოჯანმრთელებას ელოდებიან

ქუთაისში, „კლინიკა ბომონდში“ 4 მოზარდის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. ბავშვებისთვის ერთხელ ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევამ უარყოფითი პასუხი აჩვენა. განმეორებითი კვლევა დღეს ჩატარდება და თუ პასუხი ამჯერადაც უარყოფითი იქნება, გამოჯანმრთელებულები კლინიკას დატოვებენ.

მარინა ეზუგბაია

19 სექტემბერი 2020, 11:25

COVID19

საქართველოში ამჟამად 1798 კოვიდინფიცირებულია, მათგან 14-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმრო-ჰოსპიტლებში მკურნალობასა და მეთვალყურეობას ჯამურად 1798 პაციენტი გადის. მათგან 14-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 70-ზე მეტის კი - მძიმე, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

19 სექტემბერი 2020, 11:21

COVID19

აჭარის რეგიონში გამკაცრებული ეპიდკონტროლი მიმდინარეობს

გასული დღე-ღამის განმავლობაში, აჭარაში 3500-ზე მეტი PCR-ტესტი ჩატარდა, 116 ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა, შემთხვევათა უმეტესობა ბათუმს უკავშირდება. ერთეული შემთხვევები გამოვლინდა ქობულეთში, ქედასა და ხულოში, - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილემ, ნონა ეფაძემ განაცხადა.

19 სექტემბერი 2020, 11:20

ეკონომიკა

საქართველოდან 3 430 ტონა თხილია ექსპორტირებული

17 სექტემბრის მონაცემებით საქართველოდან 3,430 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 58 %-ით აღემატება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წელს თხილის დაბინავების პროცესში 30-ზე მეტი საწარმოა ჩართული.

19 სექტემბერი 2020, 11:19

COVID19

კახეთში კორონავირუსით 2 ბავშვი დაინფიცირდა

კახეთის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ორი ახალი შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა. ორივე მათგანი მცირეწლოვანი ბავშვია და მათი გადაყვანა თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში იგეგმება, - ამის შესახებ სპეციალურ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა.

მარინა ეზუგბაია

19 სექტემბერი 2020, 11:12

COVID19

მარინა ეზუგბაიას თქმით, 187 ახალი ინფიცირებულიდან 116 აჭარის რეგიონზე მოდის

187 ახალი ინფიცირებულიდან 116 აჭარის რეგიონზე, 30 კი დედაქალაქზე მოდის, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

19 სექტემბერი 2020, 11:00

საზოგადოება

ტერევერკოს ქუჩის პირველ შესახვევში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობამ ტერევერკოს ქუჩის პირველ ჩიხში სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები დაასრულა და გზის მოწესრიგება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია 2 240 კვ.მ ფართობზე ორფენიანი ასფალტისა და ბორდიურის მოწყობა, ასევე, მოსახლეობასთან შეთანხმებით, მოეწყობა გამწვანების ზოლი. სამუშაოებისთვის 100 000 ლარია გამოყოფილი.

19 სექტემბერი 2020, 10:57

COVID19

დღე-ღამეში ბრაზილიაში 858 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 39 797 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 858 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 4 495 183 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 35 793 ადამიანი გარდაიცვალა.