imedi /  02 სექტემბერი 2019, 21:40 / დაუდასტურებელი

2019 წლის მსოფლიო თასზე ქართველი მორაგბეების შემადგენლობა ცნობილია

რაგბი

ბორჯღალოსნების თავკაცმა მილტონ ჰეიგმა, ის 31 ბორჯღალოსანი დაასახელა, რომლებიც იაპონიაში, 2019 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ღირსებას დაიცავენ. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

საქართველოსთვის მიჯრით მეხუთე მსოფლიო თასი, მეოთხე იქნება ორი ქართველი მორაგბისთვის – ბორჯღალოსნების ყველა დროის მელელოვისთის და გამორჩეული კაპიტანის მამუკა გორგოძისთვის, რომელსაც სანაკრებო კარიერა დასრულებული ჰქონდა, თუმცა რადგან გუნდს დასჭირდა იგი დაბრუნდა.

მეოთხე მსოფლიო თასზე იასპარეზებს ასევე ცენტურიონი დავით კაჭარავა, რომელმაც შოტლანდიასთან თბილისში გამართულ ტესტში 115-ე კეპი მოიპოვა.

რაგბის უდიდეს ფორუმზე მესამედ ითამაშებენ ჯაბა ბრეგვაძე, ლაშა მალაღურაძე, გიორგი ნემსაძე, სანდრო თოდუა და შალვა სუთიაშვილი. იგივეს შანსი ჰქონდა ლაშა ხმალაძეს, მაგრამ მას 2015 წლის მსოფლიო თასი ტრავმის გამო გაუცდა. ტრავმის გამო თასს გამოტოვებს მერაბ კვირიკაშვილიც.

გორგოძე ნაკრებს ჯერ კიდევ 3 წლის წინ დაემშვიდობა, მაგრამ ბოლოდროინდელი ტრავმების ფონზე, გუნდში არსებული სიტუაცია გაითვალისწინა და ნაკრებში დათანახმდა. მისი საკითხი 99%-ით გადაწყვეტილია და კლუბის ინტერესების გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში რეალობად უნდა იქცეს.

ის ერთადერთი მორაგბეა, რომელსაც წელს გუნდთან ერთად მზადების პროცესი არ გაუვლია და გუნდს 8 სექტემბრის შემდეგ, ფორს მაჯორში შეუერთდება (თუ ტულონის ინტერესები არ გადაიკვეთება).

31 მორაგბიდან მსოფლიო თასზე 13-ის დებიური შედგება. მათგან ყველაზე ახალგაზრდა კვაჭი ვანო კარკაძეა, რომელსაც 19 წელი ახლახანს შეუსრულდა. სულ გუნდში 17 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა. იაპონიაში წამსვლელთაგან 22 ლეგიონერია, 9 კი დიდი 10-ის კლუბებს წარმოადგენს. შერკინების ხაზში შიდა ჩემპიონატიდან მხოლოდ ერთი მორკინალი გვყავს, ლეგიონერთა უმეტესობა კი საფრანგეთის ტოპ 14-ის წარმომადგენელია.

იაპონიაში გამგზავრებამდე, ბორჯღალოსნები ედინბურგში ჩავლენ და შოტლანდიის ნაკრებთან “მარიფილდზე” დასკვნით მოსამზადებელ შეხვედრას გამართავენ.

ყველა სიახლე

ვლადიმერ პუტინი  რეჯეფ თაიფ ერდოღანი

21 თებერვალი 2020, 22:10

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იდლიბში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარში სერიოზული შეშფოთება გამოთქვა იდლიბის პროვინციაში ექსტრემისტების აგრესიული ქმედებების გამო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

ვაჟა მარგველაშვილი

21 თებერვალი 2020, 21:58

სპორტი

ვაჟა მარგველაშვილმა დიუსელდორფის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

პირველ წრეში მარგველაშვილმა ალჟირელ ვაილ ეზინეს სძლია, შემდეგ კი ჩეხი პაველ პეტრიკოვი დაამარცხა. 1/8-ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა იპონით ყაზახ იერლან სერიკჟანოვს, 1/4-ფინალში კი აზერბაიჯანელ ორხან საფაროვს სძლია. ნახევარფინალში მარგველაშვილი რუს იაკუბ შამილოვს შეხვდა და ისიც იპონით დაამარცხა.

დონალდ ტრამპი

21 თებერვალი 2020, 21:37

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა მედიაში გამოქვეყნებულ ცნობას არჩევნებში რუსეთის მის სასარგებლოდ ჩარევაზე დეზინფორმაცია უწოდა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკულ მედიაში გამოქვეყნებულ მასალას რომ თითქოსდა რუსეთი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მის სასარგებლოდ ერევა „დეზინფორმაციის მორიგი კამპანია“ უწოდა. ამის შესახებ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა.

ალექსანდრე ხვთისიაშვილი

21 თებერვალი 2020, 21:10

საქართველო

სახელმწიფოს დახმარებით, საქართველოს 34 მოქალაქე ჩინეთიდან საქართველოში ჩამოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფოს დახმარებით, საქართველოს 34 მოქალაქე ჩინეთიდან საქართველოში ჩამოვა. მისი თქმით, ეს ადამიანები სხვადასხვა მიზეზებით სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ.

თამარ იოსელიანი

21 თებერვალი 2020, 21:09

საქართველო

აფრიკაში გემის გატაცებისას მომხდარი სროლის დროს ქართველი მეზღვაურები არ დაშავებულან

გემზე მყოფი და გატაცებული მეზღაურებიდან გასროლის დროს არავინ დაშავებულა,- ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა განაცხადა. თამარ იოსელიანის თქმით, გემთმფლობელ კომპანიასთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გატაცებული 10 მეზღვაურიდან 4 საქართველოს მოქალაქეა.

დავით ზალკალიანი

21 თებერვალი 2020, 20:53

საქართველო

დავით ზალკალიანმა ჟოზეპ ბორელს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეპ ბორელს რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

ირაკლი ბერაია

21 თებერვალი 2020, 20:50

საქართველო

ირაკლი ბერაია: საქართველოზე რუსეთის კიბერშეტევას უმკაცრესი შეფასება უნდა მიეცეს

„ეუთოში ჩვენი გამოსვლის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო კიბერშეტევას, რომელიც რუსეთის ფედერაციამ განახორციელა. ეს იყო კიდევ ერთი მაგალითი და მორიგი დადასტურება, თუ როგორ აგრძელებს რუსეთის ფედერაცია დესტრუქციულ ქმედებებს თავისი მეზობლების და სხვა სახელმწიფოების მიმართ“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განუცხადა.

21 თებერვალი 2020, 20:33

საქართველო

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

„კამარა“ პირველია იმ ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრებს შორის, რომელიც „ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიის ფარგლებში, ლუდომანიით დაავადებულ ადამიანებს კომპლექსურ ფსიქოთერაპიულ დახმარებას გაუწევს. „კამარას“ ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე „ევროპაბეთის“ ამ მასშტაბურ კამპანიას მიესალმება და დადებითად აფასებს.

თენგიზ ცერცვაძე

21 თებერვალი 2020, 20:29

საქართველო

თენგიზ ცერცვაძე: ჩინეთიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს 14 დღე ექიმები დააკვირდებიან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ჩინეთიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს ექიმები 14 დღე დააკვირდებიან. „ჩვენთვის სულ ერთია ამ რეისით მოიყვანენ პაციენტს თუ სხვა რეისით, ეროვნებით ქართველია თუ ჩინელი თუ სხვა, ჩვენ მზადყოფნაში ვართ“, - განუცხადა ჟურნალისტებს თენგიზ ცერცვაძემ.

კახა კუჭავა

21 თებერვალი 2020, 20:27

საქართველო

კახა კუჭავა: დაგმობა მისასალმებელია, მაგრამ რუსეთმა ამ კიბერშეტევისთვის პასუხი უნდა აგოს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ორმხრივი შეხვედრების დროს კოლეგებს ვთხოვეთ, რომ მოწოდება და დაგმობა ძალიან მისასალმებელია, თუმცა აუცილებელია კონკრეტულ ქმედებებზეც ვისაუბროთ, იქნება ეს სანქციები თუ სხვა ფორმა, მაგრამ რუსეთმა ამ კიბერშეტევისთვის პასუხი უნდა აგოს , - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

21 თებერვალი 2020, 20:14

საქართველო

ირაკლი კობახიძე: კახა კუჭავას ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე დამტკიცება საქართველოს ინტერესების ხმამაღლა გამოხატვაში დაგვეხმარება

იმედი გვაქვს, რომ კახა კუჭავა დამტკიცდება ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში. ეს მოგვცემს ჩვენ კიდევ ერთ საშუალებას, რომ კიდევ უფრო ხმამაღლა გამოვხატოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე და ამ შემთხვევაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

თამარ გაბუნია

21 თებერვალი 2020, 20:10

საქართველო

თამარ გაბუნია: საქართველოს 34 მოქალაქეს ჩინეთიდან ჩამოფრენისთანავე საჩხერეში გადაიყვანენ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ჩინეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს თბილისის აეროპორტში ეპიდემიოლოგებისა და ექიმების ჯგუფი დახვდებათ, შემდეგ კი საჩხერის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს ტიპის კომპელქსში მოათავსებენ.

მაიკ პომპეო

21 თებერვალი 2020, 20:01

მსოფლიო

მაიკ პომპეო: „თალიბანი“ და აშშ სამშვიდობო შეთანხმებას 29 თებერვალს გააფორმებენ

ავღანურ რადიკალურ მოძრაობა „თალიბანსა“ და აშშ-ს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი 29 თებერვალს მოეწერება. ტელეკომპანია Al Jazeera-ს ცნობით, ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა. ეს ინფორმაცია „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმაც დაადასტურა.

ზელენსკი

21 თებერვალი 2020, 19:57

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი - ის, რაც გუშინ სანჟარიში მოხდა, რაღაც ეპიზოდებში შუა საუკუნეების ევროპას ჰგავდა

ის, რაც გუშინ სანჟარიში მოხდა, რაღაც ეპიზოდებში შუა საუკუნეების ევროპას ჰგავდა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინაში აქციის მონაწილეების ნაწილი თავს დაესხა ავტობუსებს, რომლითაც ქვეყანაში კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან ევაკუირებული მოქალაქეები ჩაიყვანეს. შემთხვევა ქალაქ ნოვიე სანჟარიში მოხდა. მომიტინგეებმა ავტობუსებს ქვები დაუშინეს.

ირაკლი კობახიძე

21 თებერვალი 2020, 19:42

საქართველო

ირაკლი კობახიძე კიბერშეტევაზე: ინტერვენციის ამ მეთოდს რუსეთი ძალიან ხშირად იყენებს

ინტერვენციის ამ მეთოდს რუსეთი ძალიან ხშირად იყენებს და მათ შორის ძალიან ბევრი განვითარებული ქვეყნის წინააღმდეგ. ამჯერად მათ ეს მეთოდი საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენეს, - ამის შესახებ რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევაზე საუბრისას პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ლაურინას კასჩიუნასი

21 თებერვალი 2020, 19:37

საქართველო

ლაურინას კასჩიუნასი: საქართველო, უკრაინა და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის კიბერშეტევის მთავარი სამიზნეა

ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრის ლაურინას კასჩიუნასის განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევის მიზანი ქაოსის შექმნაა და საქართველო, უკრაინა და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მთავარ სამიზნეებს წარმოადგენენ.

ირაკლი ნადარეიშვილი

21 თებერვალი 2020, 19:36

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: რეიტინგებში საქართველოს ჯეროვანი წარმოჩენა ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია

ის ფაქტი, რომ ცნობილმა გამოცემა FDI Intelligence-მა თბილისი საინვესტიციო ხარჯეფექტურობის კომპონენტში ყველაზე მიმზიდველ ევროპულ ქალაქად დაასახელა, კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის საინვესტიციო მიმზიდველობას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.

კახა კუჭავა

21 თებერვალი 2020, 19:22

საქართველო

საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღო მონაწილეობა

20-21 თებერვალს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მე-19 ზამთრის სესია გაიმართა, რომელზეც 50 ქვეყნის 300-მდე პარლამენტარმა ეუთო-ს სივრცეში მიმდინარე პროცესებზე დისკუსიები გამართეს და სპეციალურ მომხსენებლებს მოუსმინეს.

მედია

21 თებერვალი 2020, 19:15

საქართველო

საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ რუსულ კიბერშეტევას ავსტრალიური, თურქული და ბრიტანული მედია ეხმაურება

საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ რუსულ კიბერშეტევას ავსტრალიური, თურქული და ბრიტანული მედიაც ეხმაურება. ავსტრალიური გამოცემებში გამოქვეყნებულ ინფორმაციებში მოყვანილია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება. სტატიებში ასევე აღნიშნულია, რომ შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა მკაცრად დაგმეს რუსეთის მიერ განხორციელებული სავარაუდო ქმედება.

ალექსანდრა ჰოლ ჰოლი

21 თებერვალი 2020, 18:57

საქართველო

ყოფილი ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი სოფიო ქაცარავას ბრიტანეთში საქართველოს ელჩად დანიშვნას ულოცავს

„ვულოცავ ჩემს ძვირფას მეგობარს და ყოფილ კოლეგას სოფიო ქაცარავას ახალ დანიშვნას. საქართველოს მთავრობის მხრიდან ძალიან ჭკვიანური ნაბიჯია დაენიშნა ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანი, რომელმაც კარგად იცის ურთიერთობები”, - დაწერა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა.